თავი 22

431 14 0
                                    

თორნიკეს ხედვა:

- გადმოხტი, რა გაშინებს? საბა და სანდრო მხიარულად ეკითხებიან დეას. დანარჩენები ზღვის პლაჟზე ვწევართ, ვსაუბრობთ და ვისვენებთ. ლუკას ბათუმის სახლი, სულ რამოდენიმე ათეულ მეტრშია სანაპიროსთან. გადავწყვიტეთ რთული დღეების შემდეგ ყველას ერთად აქ დაგვესვენა და ნამდვილად კარგადაც გამოგვდის. ცხელ ამინდში, სანაპიროზე წოლისას, ანაბელის მზისგან გახურებული სხეული ჩემს სხეულზე წევს და ზურგის ზაგარს იღებს.

- წამო ჩვენც გავცუროთ! ლუკა ლიზის სთავაზობს. მის პასუხსაც არ ელოდება ხელს ისე სტაცებს და წყლისკენ სირბილით მიიწევენ. ორივე ერთად სასიამოვნო ტემპერატურის წყალში ხტებიან. ლუკას დეა წყალში, ხელში აყავს და მათი სიცილის ხმა აქაც ისმის.

- მეც მინდაა! ამბობს ანაბელი და ცდილობს ჩემს სხეულს მოშორდეს, მაგრამ ხელებს ზურგზე მაგრად ვხვევ.

- მე? ვეკითხები.

- აი შენ! მოკლედ მპასუხობს და შავ მზის სათვალეს ტანზე მესვრის, შემდეგ კი სისწრაფიდ გარბის ზღვისკენ. ჩემს გვერდით მწოლიარე თათას ეცინება და რუჯის მისაღებად ადგილს იცვლის.

- ჩვენ არ გავცუროთ? ვეკითხები და ვჯდები.

- მეზარება. მოკლედ და კატეგორიულად მპასუხობს. ფეხზე ვდგები და თათას ხელში ვიყვან, მხარზე ვიკიდებ და ზღვისკენ მივდუვარ.

- ოღონდ არ დამახრჩო! სიცილით მეუბნება. წყალში ჩავდივარ და იმაზე უფრო გრილია ვიდრე მოველოდი.

- საბა შენი იახტით როდის გავისერნოთ? კითლობს ლიზი და წყალში ტრიალდება, შემდეგ ყველანი ვიმეორებთ ლიზის მოქმედებას და რვავე წრეზე ვგროვდებით.

- რამოდენიმე დღეში გექნებათ ეგ სიამოვნება! საბა ხუმრობით გვპასუხობს და თავის გაურკვეველ ფერის თვალებს დეაზე აშტერებს.

- ერთი სული მაქვს იახტით როდის გავისერონებთ, ერთი სული!

- საბაა! ლიზის ყვირილი მესმის და მისკენ რომ ვიხედები, საბას კისერზე ყავს მოსმული. მის საქციელზე მეღიმება.

არ დაივიწყოWhere stories live. Discover now