თავი 16

443 17 5
                                    

თათას ხედვა:

... რას ვგრძნობდით არცერთმა არ ვიცოდით. პირველი რაც გავიაზრე, ის იყო, რომ თორნიკეს საშინელი ცხოვრება ჰქონდა გამოვლილი, მუდმივ ბრძოლაში და თავისი თავის ფორმაში ყოფნისთვის იბრძოდა. არ ჰქონია იმდენად უზრუნველი ცხოვრება, რომ ამ თემაზე არ ენერვიულა. სხვებს არ ვაკვირდებოდი, მხოლოდ თორნიკეზე და მის ცხოვრებაზე ვფიქრობდი, ვერ გავიაზრე თვალებიდან რამდენიმე ცრემლი როგორ ჩამოგორდა ჩემს ლოყაზე. პირველი ლუკას შევხედე, სახეზე ეტყობოდა, რომ იცოდა, რაღაც იცოდა. მის თვალებში იმალებოდა ეს ფაქტი. ლუკა ამ იდუმალი თვალებით, თორნიკეს თანაგრძნობის მქონე გამომეტყველებით უყურებდა. ჩემს გვერდზე მჯდომ სანდროს გავხედე, ნორმალურად ვეღარ ვხედავდი, რადგან ჩემს ხედვის გზას თორნიკეს ცხოვრების ტკივილისგან გამოწვეული ცრემლები მიხშობდნენ. სანდროს გამომეტყველებას ვერ ვხედავდი ნორმალურად, ვერც დაღონებულ სახსრებს ვამოძრავებდი, კისერის შემოტრიალება შევძელი და ლიზის ჩავხედე თვალებში. ლიზის გამოხედვაშიც ვიგრძენი რაღაც უცნაური. სანდრომ ცრემლები თითებით მომაშორა ძლიერ მინდოდა თორნიკესთვის თვალებში ჩამეხედა, მაგრამ რაღაც ნაწილი არ მიშვებდა. ძლივს ჩავხედე და ამოვიკითხე მის თვალებში ტკივილი, ტანჯვა, სინანული, შურისძიების გრძნობა. რაღაცამ მაგრძნობინა, რომ ამ ამბის ბედისწერის დასასრულს, თორნიკე იდგა, გამარჯვებული, და მის თვალებში ამჯერად სრულიად სხვა რამ ამოიკითხებოდა. მეგონა ყურებთან მწერების ბუდე მქონდა და ისინი კიოდნენ, არაფერი ნორმალურად არ მესმოდა, ან კი ამბობდნენ რამეს? არა, მხოლოდ ჩვენი ფიქრები საუბრობდა იქ და იმწამს. პირველი წინადადება რაც გავიგე, ანაბელის ხმის იოგებიდან მოდიოდა.
- არ იმსახურებ, არ იმსახურებ ასეთ ცხოვრებას. ეტყობოდა რთულად სუნთქავდა.
გავიაზრე, რომ თორნიკე თვალებში უყურებდა, ანაბელიც იგივეს იმეორებდა. ორივე რაღაცას გამოხატავდა. საბა, საბა იჯდა, ხმას არ იღებდა, მისი ნათქვამი ეს სიტყვები გამიკვირდა. მოველოდი, რომ საბა ამას იტყოდა, მაგრამ არ მოველოდი იმას, რომ ახლა ვინმეს ლაპარაკის თავი ჰქონდა.

არ დაივიწყოWo Geschichten leben. Entdecke jetzt