თავი 10

1K 25 3
                                    

ანაბელის ხედვა:
დილით სახლში მარტო ვარ, ლიზი და ლუკა სასეირნოდ წავიდნენ. თათამ დამირეკა და მითხრა, რომ სანდროს ძმა ბავშვს შერავის უტოვებდა და იქნება მე დამეტოვებინა. თორნიკეს დილით იყო სანდროსთან და უთხრა მათ, რომ ბავშვს თვითონ მიხედავდა, მაგრამ თათამ გადაწყვიტა მეც დავხმარებოდი. სახლის კარზე ვაკაკუნებ და თორნიკე მიღებს.
- თათა სად არის?
- ოთახშია თავისთან ემზადება.
- მეც შევალ.
თათას ოთახის კარს ვაღებ, თათა ულამაზესს კაბაში მხვდება.ოქროსფერი, წელში გამოყვანილია და მარცხენა ფეხთან შეხსნილი. კაბასთან მოხდენილი ფეხსაცმელი, და ფრჩხილებიც ძალიან სადა და ლამაზი.
- მაგრად გამოიყურები! კომპლიმენტს ვეუბნები თათას.
- მადლობა! გახარებული მპასუხობს ის.
- სალონში წასვლა როდის მოასწარი?
- სტილისტები მყავდა აქ მოყვანილი. სანდრო ჩვენი ლაპარაკისას გამოდის საძინებლის სააბაზანოდან. შავი კლასიკური შარვალი, პიჯაკი და შავი კლასიკური ფეხსაცმელი აცვია.
- ამ ფორმაში პირველად გხედავ სანდრო, ძალიან გიხდება.
- მადლობა.
- ჟურნალისტები იქნებიან კითხვას ვსვამ მე.
- არ ვიცი! მპასუხობს თათა და სანდროსკენ ტრიალდება. იქნებიან? კითხავს უსვამს.
- დიდი ალბათობით.
- კარზე ზარია. ვამბობ მე.
- ნიკა იქნება გავაღებ. თათა შემოსასვლელი კარისკენ მიდის და კარებს როცა აღებს ანანო პირდაპირ მას აფრინდება.
- ანანო, კაბა არ დაუსვარო თათას! სოფომ შემოსვლისთანავე ეს სიტყვები თქვა. მას ლურჯი წელში გამოყვანილი კაბა და ლურჯი ფეხსაცმელი ეცვა, ნიკას ზუსტად იმავე ფერის სმოკინგი. ორივეს ვიცნობდი და ორივე გადავკოცნე. თორნიკე როგორც იქნა მოწყდა ტელევიზორის ყურებას და სანდრომ სამივე გააცნო.
- ანანორატომ არ მიგყავთ? დაინტერესებულმა ვთქვი-ისაც ხომ ოჯახის წევრია!?
- ახლა არ მიგვყავს, მაგრამ საღამოს რვის ნახევრისკენ, როდესაც წვეულებაზე ხალხი მოგროვდება, მძღოლი მოვა და წამოიყვანს. მპასუხობს ნიკა და მიღიმის. სანდროს და ნიკას ერთნაირი ღიმილი ააქვთ, ამით თავიანთ მამას, ზაზას გვანან.
- მე შემიძლია მოვიყვანო, მანქანით ვარ, მისამართი მითხარით და შემდეგ, რომელიმე გამოდით გარეთ და შეიყვანეთ ანანო.
- ძალიან კარგი აზრია. სოფოც მიღიმის.
- თათა შენ ასე არ შეგცივა, ცოტა გრილი ამინდია? ეკითხება სანდრო.
- არა, ეს ვითომ გრილი ამინდები ჩემთვის არაფერია. მხრებს იჩეჩავს თათა.
- სოფო ჩემსკენ შემოტრიალდა და ხელში ანანოს ტანსაცმელი მომაწოდა. ზუსტად იგივენაირი კაბა, როგორიც თვითონ ეცვა.-ძალიან გთხოვ გამოსვლისას აი ესენი ჩააცვი და აი სათამაშოები, დიდი შავი ჩანთა მომაწოდა.
- არ არის პრობლემა! მეც ვუღიმი.
- ანაბელს ბავშვები ძალიან უყვარს. თათა ნიკასაც და სოფოსაც უხსნის.
- ნიკა, ლაპარაკს ისევ თათა აგრძელებს- თუ იცი ბევრი ჟურნალისტი იქნება?
- კი, ევროპიდანაც, რადგან ზაზას ბიზნესი საქართველოში ერთადერთი არის რომელიც სამ წელში დაარსდა კიდეც, საქართველოში სახელი გაითქვა და ახლა დღეს თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, გერმანიაშიც და საფრანგეთშიც გავრცელდება ჩვენი პპროდუქცია, ნუ უეჭველი, მაგრამ დღევანდელი წვეულება უბრალოდ ფორმალობაა.
- რისი ბიზნესია? თორნიკე დაინტერესებული კითხულობს.
- ტანსაცმლის და აქსესუარების.
- ძალიან მაგარია. თორნიკე ამბობს და ისევ ანანოს სათამაშოდ.
- წავიდეთ ჩვენ. ამბობს სანდრო.
ოთხივემ სახლი დატოვა. ანანოსკენ შევტრიალდი, ხელში ავიყვანე, დავჯექი და მუხლებზე დავისვი. თორნიკე ჩვენსკენ გადმოიწია და გვიყურებდა.
- გინდა ვითამაშოთ? ღიმილიანი სახით ვეკითხები. ანანო სიტყვას არ ამბობს, უბრალოდ თავს მიქნევს უარის ნიშნად.
- რატო არ გინდა? გშია? ეკითხება თორნიკე და თავის ხელებს
- გინდა გავისეირნოთ და ერთად გავერთოთ? თორნიკე ისევ იღიმის და ამჯერად ბავშვი მის მუხლებზე გადაჰყავს.
- გავისეირნოთ. გვპასუხობს ის.
- მაშინ მანამდე შენი სათამაშოებით ვითამაშოთ! ვეუბნები მე და მისი ჩანთისკენ მივდივარ. ბარბის თოჯინებს ანანოს ვაწვდი.
- ესეთი შენც გაქვს? მეკითხება ანანო. თორნიკე იღიმის.
- ახლა არა, პატარაობაში ჰქონდა. ჩემს მაგივრად თორნიკე პასუხობს.
- ვითამაშოთ! ამბობს ანანო, თორნიკეს კალთიდან უხტება და თათას საძინებლისკენ მიდის. ჩვენ ხელს არ ვუშლით, უბრალოდ უკან მივყვებით, ოთახის კუთხეში ჯდება და იქ იწყებს თამაშს. საწოლზე ვჯდები და იქიდან ვუყურებ. თორნიკე ბავშვთან მიდი და მეორე თოჯინით თამაშს უწყებს. მათი თამაში ცოტახანს გრძელდება, შემდეგ თორნიკე მოდის და ჩემს გვერდით ჯდება.
- თავისებური ბავშვია. მეუბნება ის.-მაგრამ ძალიან საყვარელი.
- არადა, სანდროს და თათას ისე კარგად ეთამაშება ხოლმე.
- ალბათ ჩვენ, რომ უცხოები ვართ მაგიტომ. ვპასუხობ მე.
- მართლა ხომ არ გავასეირნოთ?
- მგონი ჯობია და სათამაშოების მაღაზიაშიც წავიყვანოთ.
- ისთ ფოინთში, გასართობ ცენტრში.
- ანანო! ვეძახი მე.- წამოდი გავისეირნოთ.
- სად? დაბალი და საყვარელი ხმით კითხულობს.
- ძალიან კარგ ადგილას პასუხობს თორნიკე.
- თორნიკე, მე თათას რამე ტანსაცმელს ჩავიცვამ, ძველი სახლის შარვალი მაცვია.
- კარგი ბავშვს გავიყვან და გამოიცვალე. თორნიკემ ანანო ხელში აიყვანა და მისაღებში გავიდნენ. თათას გარდერობი გამოვაღე და ჯინსის შარვალი გამოვიღე, რომელიც ფეხსაცმელს ოდნავ მიფარავდა. ჩემი მაისური უკანა მხარეს ჩავიტანე და მისაღებში გავედი. თორნიკეს ანანო კისერზე ჰყავდა და დარბოდა. ანანო დღეს პირველად დავინახე ესეთი მხიარული.
- არ წავიდეთ? ვკითხულობ და მათ ვუღიმი.
- ბავშვი ჩამოსვი და კი!
ანანო თორნიკეს კისერიდან ჩამოვსვი და ხელში ავიყვანე.
- მე იქ მინდა! ამბობდა ანანო და თითს თორნიკესკენ იშვერდა. თორნიკემ ცალ მხარეს ჩაიცინა და ბავშვი გამომართვა.
- ანანოსთან ერთად მანქანას ვერ წაიყვან. ვუთხარი მე.
- ნუ ეჭვიანობ. ღიმილით მითხრა.
მანქანაში ჩავსხედით, მე უკან დავჯექი და ანანო გვერდზე დავისვი. გზაში თავის ბარბზე გველაპარაკებოდა.
- მალე მივალთ? იკითხა ბოლოს.
- ცოტახანში! პასუხი დაუბრუნა თორნიკემ და სარკეში გაუღიმა.
- სად მივდივართ? ანანო კითხვების დასმას აგრძელებდა.
- მალე ნახავ! ცოტა მობეზრებით პასუხობს თორნიკე. მანქანა პარკინგზე შეყავს და სამივე გადმოვდივართ.
- ეს ადგილი ვიცი. ამბობს ანანო და ხელს იშვერს.
- წავედით! თქვა თორნიკემ და ბავშვი ხელში აიყვანა. ფოკუს მოკუსში ჩავედით და კარტაზე თანხა შევიტანეთ, შემდეგ პატარა ბავშვების დანაყოფის მხარეს წავედით. ანანო პირველი სასწრაფოს მანქანაში ჩაჯდა. მეგონა შეეშინდებოდა და იტირებდა, მაგრამ ძალიან გაერთო და იმხიარულა. მეორედ მანქანებზე დავჯექით და ჩვენთვითონ ვატარებდით. თორნიკე და ანანო ერთ მანქანაში ერთად ისხდნენ, მე მარტო ვიჯექი, ანანომ თორნიკესთან ერთად აირჩია დაჯდომა.
- ფრთხილად იყავი არ დამეჯახო! ვაფრთხილებ თორნიკეს, - ბავშვი გიზის მაინც.
- ნუ ინერვიულებ შენგან განსხვავებით ვარჩევ გაზს და ტორმუზს.
თორნიკე და ანანო წინ მიდიოდნენ მე უკან მივსდევდი.
- აა! იყვირა ანანომ, თორნიკემ უეცრად მანქანა გააჩერა და ბავშვს შეხედა.
- რა ხდება ? ვეკითხებით ორივე ერთდროულად.
- ანაბელთან მინდა! მანქანაში. ამბობდა და ჩემი მანქანისკენ იშვერდა ხელს.
- კაი მეორედ ჩაართვევინე და მე ჩავისვამ. ვეუბნები თორნიკეს და მისი მანქანიდან ამომყავს და ვიხუტებ.
- კარგი! პასუხს მიბრუნებს თორნიკე და აპარატისკენ მიდის.
- რომელ მანქანაში ჩავჯდეთ? ვეკითხები ანანოს და ვუღიმი.
- აი იქ! თითით თეთრ მანქანისკენ მანიშნებს.
- წავედით მაშინ. ვუთხარი და მაქანაში გვერდით დავისვი.
- გინდა ამის შემდეგ თოჯინები და სათამაშოები ვიყიდოთ? ვეკითხები მას.
- კიი! მეუბნება გახარებული და ხელს მაღლა წევს. კიდევ რამოდენიმეჯერ ახლიდან ვიკატავეთ მანქანებით და შემდეგ გადავწყვიტეთ სათამაშოების მაღაზიაში წაგვეყვანა ანანო. სანამ მაღაზიაში შევიდოდით თორნიკემ მას უთხრა:
- რაც მოგეწონება მითხარი, კაი!?
- კარგი! ანანო თავს უქნევდა და იღიმოდა. თორნიკემ ხელში აიყვანა და მაღაზიაში შევედით. გოგოების განყოფილებას, რომ მივუახლოვდით, თორნიკემ ისევ ძირს დასვა.
- რაც მოგეწონება! უმეორებს თორნიკე.
- შეიძლება ორი? საყვარელი ხმით კითხულობს ანანო.
- რათქმაუნდა, რამდენიც გინდა. ახლა მე ვპასუხობ. თორნიკე ხან მე, ხან ანანოს უყურებს და იღიმის. ანანო სათამაშოების დიდ თაროებს მიყვება და ბოლოს ჩერდება:
- აი ეს! ხელს ადებს დიდ შეფუთვაზე სადაც რამოდენიმე ბარბია, თავისი ტანსაცმლით და აქსესუარებით.
- რამე სხვა არ გინდა? ეკითხება თორნიკე.
- კი აი ეს! პასუხს სწრაფადვე უბრუნებს და ახლა ხელს თოჯინაზე იშვერს.
- და კიდევ რამე? თორნიკემ ჩაიცინა და ანანოს გვერდზე ჩაიკუზა.
- არა, მორჩა. ანანო ბედნიერებისგან იღიმოდა და თვალები უბრწყინავდა.
- ახალი კაბები გინდა? ვეკითხები მე და მეც მათთან ვიკუზები.
- ლურჯი! ანანო პასუხს არ აყოვნებს.
- ვარდისფერი არ გინდა? ეკითხება თორნიკე.
- არა, ლურჯი! იმეორებს ისევ.
- კარგი! პასუხობს თორნიკე ღიმილით, დგება და ხელს კიდებს. საბავშვო ტანსაცმელის მაღაზიისკენ წავედით. ანანო ძალიან გახარებული ჩანდა, მაღაზიაში ღიმილით და მხიარული სახით შევარდა.
- ძალიან გათამამება გამოგვდის. სერიოზული სახით ვეუბნები თორნიკეს.
- კარგი რა!? ცოტა უნდა გაამხიარულო, სანდრო და თათაც, ხომ უკეთებენ ბევრ რამეს.
- კი, მაგრამ არა ყოველდღე. გაბრაზებული სახით ვუყურებ მას.
- ყოველდღე არც ვამბობ. პასუხს მიბრუნებს და ანანოსკენ მიდის.
- რომელი კაბა მოგწონს? ეკითხება თორნიკე და ისევ უღიმის.
- აი ის ლურჯი. ანანო ისევ თითს იშვერს და ისე გვანიშნებს.
- სხვებიც ვნახოთ? ეკითხება ისევ.
- არა ეს მინდა! ისევ ლურჯ, სადა და გაშლილ კაბაზე უთითებს.
- მოვიზომოთ მაშინ! ახლა მე ვეუბნები ღიმილით და მის ზომას ვეძებ. გასახდელში სამივე შევდივართ და ანანო გამოსცვლელად მე შემყავს. ლურჯ კაბას ვაზომებ და ძალიან ლამაზად აქვს. თორნიკესაც აჩვენებს და მასაც ანანოსავით მოსწონს. ისევ თავის ტანსაცმელს ვაცმევ და გარეთ გავდივართ.
- ვიყიდოთ. ამ სიტყვის თქმას თორნიკე არ აგვიანებს.
- მაგარია! ანანო ისევ იღიმის.
კაბა ვიყიდეთ და სახლში წასვლა გადავწყვიტეთ. გზაში ანანო ძალიან გახარებული იყო, სახლში როცა მივედით, წასვლამდე ერთი საათი იყო დარჩენილი. თათას ზარი შემოდის ტელეფონზე და მისამართს კიდევ ერთხელ გვიმეორებს. ანანოს თავისი კაბა ჩავაცვი და კაბის შეფუთვაში მყოფი ფეხსაცმელი.
- ძალიან მაგარია! კომპლიმენტს ვეუბნები და მასაც უხარია.
- წავიდეთ უკვე? თორნიკე მეკითხება.
- თათას დავურეკავ!
თათას ხედვა:
ხალხი ნელ-ნელა გროვდება. ანაბელის ზარი ჩემს ტელეფონზე შემოდის და ვპასუხობ:
- უკვე წამოვიდეთ?
- წამოდი და მე შემოვიყვან ბავშვს.
- კაი, გამოვდივართ. მეუბნება ანაბელი და ტელეფონს მითიშავს.
სანდროს და ნიკას ვუახლოვდები, რადგან ვუთხრა, რომ უკვე გზაში არიან.
- ანანო მოყავთ უკვე, როდესაც მოვლენ დამირეკავენ.
- კაი მითხარი და შემოვიყვან. ნიკა მეუბნება და მეორე მხარეს იხედება, სტუმრებს, რომ შეეგებოს.
- მე შემოვიყვან. ვეუბნები მე.
- გამოგყვები! მეუბნება სანდრო და ამ დროს ისევ ანაბელის ზარი შემოდის.
- ორ წუთში მანდ ვართ, გამოდი.
- კაი! ვეუბნები და ტელეფონს ვუთიშავ.
- მოვიდნენ და გავიდეთ. ვეუბნები სანდროს და გასვლისას ვხედავ, როგორ შემოდის ჟურნალისტების დიდი ჯგუფი. მათ თავს ვარიდებ და სანდროს მივყვები უკან. ვამჩნევ თორნიკეს მანქანა ჩერდება და ანანო გადმოყავს მანქანიდან.
- მადლობა! ვეუბნები და თვალს ვუკრავ. -მოგიყვები მერე ამბებს.
- კაი! თვითონაც თვალს მიკრავს და მანქანაში ჯდება. სანდრო ანანოს ერთ ხელში თვითონ კიდებს ხელს, მის მეორე ხელს მე ვიქცევ ჩემსაში და ისევ შენობისკენ მივდივართ. შესვლისთანავე უამრავი ჟურნალისტი გვხვდება და ყველა კამერას ერთდროულად აჭერს ხელს. თვალები თეთრი შუქისგან მიჭრელდება, სანდრო ანანოს ხელს ტაცებს და ხელში იყვანს. მე უბრალოდ წინ მივდივარ, თვალებში ნორმალურად ვერ ვიხედები. ძლივს ვაღწევ თეთრ შუქს და ზაზასკენ მივიწევ, როდესაც თვალებიდან ოდნავ უკეთესად ვიხედები, შემდეგ ვამჩნევ, რომ სოფოც გვერდზე უდგას. უკან ვიხედები და სანდროს ვხედავ, როგორ ყავს ანანო აყვანილი ხელში.
- მოვიყვანეთ! ვეუბნები მათ.
- ძაან მოგაბეზრეს თავი? მეკითხება სოფო და თავით მათკენ მანიშნებს.
- არაა, უბრალოდ თვალებში ნორმალურად ვეღარ ვიხედები! ღიმილით ვეუბნები მათ და თვალებზე ვიკიდებ ხელს.
- საოჯახო ფოტო უნდა გადავიღოთ! მეუბნება ზაზა. - და მინდა შენც ჩვენთან ერთად იყო, რადგან უკვე ჩვენი ოჯახის წევრი ხარ, ხომ გადაიღებ?
- რათქმაუნდა ზაზა, ვპასუხობ მას და ვუღიმი.
- შემდეგ ინტერვიუ უნდათ მთელი ოჯახიდან. ზაზა ისევ განაგრძობს ლაპარაკს.
- აი მანდ ნუ გამრევთ! ვეუბნები ზაზას და თვალებში ვუყურებ, შემდეგ სანდროს გავხედე ისევ ანანო უჭირავს და ერთმანეთსუღიმიან.
- ძალიან გთხოვ! მეუბნება ზაზა.
- კაი! ყოყმანის შემდეგ მაინც ვთანხმდები და ხელებს მაღლა ვწევ.
- წამო რამე დავლიოთ. მეუბნება ნიკა და მაგიდისკენ მანიშნებს.
- ალკოჰოლი არ მიყვარს, ხო იცი!? ვპასუხობ მე.
- აი მაგაში არ გეთანხმები. საუბარში სანდრო შემოდის.
- კაი ერთხელ თუ ორჯერ დავლიე. ვპასუხობ და თავს გვერდზე ვწევ.
- ეგ წელს და... სანდრო იღიმის.
- კაი სამჯერ და მაქსიმ ოთხჯერ.
- ნუ ხო კაი! სანდრო თავს მიქნევს.
- შამპანიური მაინც. მეუბნება ნიკა და ისევ სასმელის მაგიდისკენ იყურება.
- რაიყო დალევას გიშლიან ასე ძაან რომ გინდა? სერიოზულად გეკითხები.
- არა პროსტა რა, ამ ერთხელ დალიე.
- ერთი ჭიქა. ბოლოს ვთანხმდები.
სასმელის მაგიდისკენ მივდივარ და ერთ ჭიქა შამპანურს ვიღებ.
- სამსახურზე რა ხდება? მეკითხება ნიკა და ჭიქიდან ერთ ყლუპს სვამს.
- ნუ ხო იცი ახალი, რომ დავიწყე.
- თუ რამე არ დატოვებ მაგ სამსახურს?
- თუ რამე უკეთესი არ გამოჩნდა. ვპასუხობ და მეც ვსვამ.- ერთადერთი შეიძლება კომპანიები დავიმატო და ისე.
- და შეთავსებით ჩვენ კომპანიაში, რომ დაიწყო?
- იგივეს მთავაზობს ჩემი ნათესავი, მაგრამ არ დავეთანხმე.
- მაგრამ, აქ სახლიდან იმუშავებ და თან ბევრი რამე არ გექნება გასაკეთებელი. ხელფასი 3000. არ გაწყობს?
- მოვიფიქრებ და ალბათ დავფიქრდები.
- რამოდენიმე ორდერი გექნება შესავსები კვირაში სამჯერ, თან შენ სამსახურს ხელს არ შეუშლის. ნიკა ძალიან სერიოზულად ლაპარაკობდა. - თან, ვინმე გამოცდილი მინდა და მაგიტო, ზაზაც იმდენს ეძებს, მოკლედ ჩვენ უფრო დაგვეხმარები ვიდრე შენთვის გაისწორებ.
- ძალიან კარგია და მართლა მაწყობს. დიდი აღტაცებით ვლაპარაკობდი. - ალბათ დავთანხმდები.
- ისე აქამდე სულ მიკვირდა ჩვენ კომპანიაში, რომ არ თანხმდებოდი. ნიკა ახლაც კი გაოცებული იყო, როცა ამ წინადადებას ამბობდა.
- ხო იცი ზაზა როგორია, მაინც ძალიან ცოტა სამუშაოს მომცემდა და მე გამოცდილება მინდოდა აი რა პონტში ხო ხვდები?
- კი, კი ახლა მართლა მესმის.
- მადლობა, ნიკა. ვეუბნები ნიკას და შამპანურს ვსვამ.
- ფოტოს დროა. ჩვენთან ზაზა და სანდროს დედა ანი მოდიან, უკან სოფო და სანდრო მოყვებიან.
- აი იქ დავდგეთ? სოფო აზრს გვთავაზობს და ლამაზი კედლისკენ გვანიშნებს, სადაც ლამაზი ნახატები კიდია და კუთხეში სავარძელი და პატარა მაგიდა დგას.
- მშვენიერი ადგილია. ანა პასუხობს და ყველა იმ კედლისკენ მივიწევთ.
- აქ დადექი. ზაზა ნიკას ანანოს გვერდზე ადგილას უთითებს. - აქ კარგად გამოჩნდები.
ჟურნალისტები ჩვენ წინ ჩამწკრივდნენ და ფოტოების გადაღება დაიწყეს. ეს შუქები იმდენად მკვეთრი აღარ იყო, როგორიც წეღან შემოსვლისას და იმდენად თვალებს აღარ მტკენდა. რამოდენიმე ფოტო გადაიღეს და ზაზასგამ ინტერვიუ ითხოვეს. ამ ადგილიდან გაცლა მინდოდა, მაგრამ ერთ-ერთ ჟურნალისტი ჩემთან მოვიდა, რომელსაც მეორე მოყვებოდა კამერით ხელში.
- უკაცრავად, გამარჯობა! შეიძლება რამოდენიმე კითხვა? თავიდან უარის თქმას ვაპირებდი, მაგრამ შემდეგ გამახსენდა, როგორ მთხოვა ზაზამ და დავთანხმდი.
- დიახ! ვუპასუხე და შამპანურის ჭიქა უკან მდგომ მაგიდაზე დავდე.
- სანდრო და თქვენ დაქორწინებული ხართ თუ უბრალოდ ჭორია? სერიოზული სახით მეკითხება, თავიდან მეგონა ხო არ ღადაობს თქო.
- არა, უბრალოდ ერთ სახლში ვცხოვრობთ.
- და არ აპირებთ დაქორწინებას
- ჯერ ნამდვილად არა. ვეუბნები და ცინიკურად ვიღიმი, ეს შეკითხვა მართლა ძალიან სასაცილოდ მომეჩვენა.
- არსებობს ასეთი ფაქტი, ძალიან მერიდება ამ კითხვის დასმა, ინტრიგული სახით მიყურებდა ჟურნალისტი - ამბობენ, რომ სანდროსთან სხვა მიზეზების გამოც ხართ. ამ შეკითხვას უკვე ვეღარ გავუძელი, რამდენად თავხედი უნდა იყოს ადამიანი, რომ ასეთი კითხვა დასვას. როგორც ჩანს ზაზასთან ინტერვიუს მორჩნენ და დავინახე ჩემსკენ, როგორ მოდიოდა ზაზა.
- ამ შეკითხვაზე მე გიპასუხებთ. ჟურნალისტს ეუბნება სერიოზული სახით და ჩემს გვერდით დგება.
- პირველი იმის თქმა მინდა და პირდაპირ გეტყვით, რომ ეს შეკითხვა უხეშად გამოგივიდათ. მეორე იმას, რომ ამ შეკითხვით ჩვენს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენეთ და მესამე კიდევ ერთი თქმა მინდა, რომ სანდრომ და თათამ იქამდე დაიწყეს შეხვედრა სანამ მე ბიზნესის იდეა მომივიდოდა, როგორც მოგეხსენებათ ჩემი კომპანია სამი წლის წინ დაავარსე, ანუ ერთი წლის შემდეგ, რაც თათამ და სანდრომ შეხვედრა დაიწყეს, თავისუფალი ხართ და არც მე და არც ჩემი სხვა ოჯახის წევრი არაფრის ახსნას აღარ ვაპირებთ. ზაზა ზურგზე ხელს მკიდებს და იმ ჟურნალისტს, რომ ვცილდებით მეკითხება:
- ხო არ გეწყინა? საერთოდ წვეულებიდან გაგდებას ვაპირებდი ეგ კითხვა რო დაგისვა.
- არა უამრავ ჭორს ისმენენ იჯერებენ და მაგარი გონიათ. თან პასუხი სწორად და კარგად გაეცი.
- კარგი გაერთე! მეუბნება მიღიმის და ანასკენ მიდის. მე სანდროს ვუახლოვდები და გადავწყვიტეთ ბოლო სართულზე ხედის გამო ავსულიყავით. ლიფტში შევედით, რომელსაც სახურავიც სარკით იყო გაკეთებული, მობილური ამოვიღე და ფოტო დავაფიქსირე.
ლიზის ხედვა:
- რომელი საათია?
ლუკას კინოთეატრიდან გამოსვლისთანავე ამ.კითხვას უსვამს. ფილმი ძალიან კარგი იყო, მაგრამ თვალები დამეღალა.
- რვა საათი ხდება. არ გინდა კიდე სადმე გავისეირნოთ? ბოლოს შეკითხვასაც ამატებს.
- მაგალითად?
- თუნდაც უბრალოდ მანქანით ვიაროთ და უბრალოდ ვილაპარაკოთ.
- კარგი აზრია, თორე დილიდან იმდენი ვიარეთ დავიღალე.
- თუ დაღლილი ხარ სახლში წავიდეთ მეუბნება ლუკა და პარკინგზე თავის მაქანას ეძებს.
- არაა, გავისეირნოთ! ოღონდ მანქანით. ვპასუხობ და მანქანაში ლუკას გვერდზე ვჯდები.
- კარგად ასრულებდნენ. მეუბნება ლუკა ფილმის შესახებ.
- კი! ფილმიც შინაარსიანი იყო. ვპასუხობ მე.
- ნეტა დანარჩენები რას შვებიან?
- არ ვიცი. მომაბეზრებლად ვიჩეჩავ მხრებს და რემენს ვიკრავ.
- თორნიკეს დავურეკავ. მეუბნება ისევ ლუკა.
- შეიძლება ანაბელთან იყოს.
- ნუ ანაბელთან ერთადაა, მაშინ უბრალოდ ვეტყვი, რომ დავურეკე.
- კაი მიდი.
ლუკა თავის ტელეფონს იღებს და კონტაქტებში თორნიკეს ძებნის. როცა დარეკვის ღილაკს აჭერს ტელეფონს სპიკერზე რთავს.
- ალო! თორნიკე ბოხი ხმით პასუხობს.
- ალო თორნიკე, რას აკეთებ სად ხარ?
- ანაბელთან ერთად ვარ, სახლში ჩემთან. რამე მოხდა?
- არაფერი, ისე დაგირეკე მეთქი რასშვება.
- აჰ კაი! პასუხობს თორნიკე.
- კაი, წავედი მე. ამბობს ლუკა და ტელეფონს მაშინვე თიშავს.
- ისე, - გადავწყვიტე მეც რამე მეთქვა - დღეს მთელი დღეა ჩვენ ორნი ვართ მარტო...
- ხო კარგი დრო ვატარეთ? მაწყვეტინებს და მეკითხება ლუკა, ოდნავ დაბნეული თვალებით, მაგრამ მაინც აღტაცებული ხმით.
- კი ძალიან და რისი თქმა მინოდოდა, მოკლედ დღეს საბა მარტო იქნებკდა მთელი დღე და მაგას ხომ არ გავუაროთ? თან გაგვართობს!?
- კაია აზრია, თან დანარჩენებსაც არ ცალიათ და ჩვენ გავერთობით.
- კაი, მაშინ შენ დაელაპარაკე. საბას ნომერზე უკვე ვრეკავ და ლუკას ვაწვდი ტელეფონს, სანამ ზარი გადის ლუკა მეკითხება:
- დღეს თათას ან სანდროს ელაპარაკე?
- დილით თათას, რატო მეკითხები?
- არაფერი პროსტა, დღეს არ გამოჩენილან.
- წვეულებაზე არიან.
- ვიცი, ვიცი. მტევნის ქნევით მპასუხობს.
- ალოო მის! საბას ხმა გაისმა მთელს მანქანაში და მაშინვე პოზიტივი შემოიტანა.
- ლუკა ვარ! ლუკა საბას პასუხობს და ხმაზეც კი ეტყობა, რომ იღიმის.
- აჰ ბატონო ლუკა! რაზე რეკავთ?
- მე და ლიზი ვართ, მანქანით გასეირნებას ვაპირებთ და თუ გცალია გამოგივლით.
- გამომიარეთ! სიხარულით გვპასუხობს.
- კაი 10 წუთში მანდ ვართ! ტელეფონში ვუყვირივარ მეც.
- კაი მის! ბოლოს ამბობს საბა და ტელეფონს თიშავს.
- წავედით! ამბობს ლუკა და მანქანის გაზს ფეხს აჭერს. გზაში ფილმზე და ზაფხულის სხვა გეგმებზე ვლაპარაკობდით. ლუკა უსასრულოდ იღიმოდა, ისე რომ თვალებთან ნაოჭები უჩნდებოდა. ლუკასთან ბევრს ვმხიარულობდი და ვერთობოდი, მასთან მართლა ძალიან კარგ დროს ვატარებდი და ვგრძნობდი, რომ ლუკაც ჩემზე იგივეს ფიქრობდა. ბოლოს ისევ ღიმილით აჩერებს მანქანას საბას სადარბაზოს წინ. საბაც იქ დგას მომღიმარე სახით, რომელიც მანქანის კარს აღებს და უკანა სავარძელზე ჯდება.
- აბა დღეს რა ხდებოდა? ვეკითხები მე.
- არაფერი ისეთი. ღიმილნარევი ხმით ამბობს და მხრებს იჩეჩს.
- მაგ გამოხედვას ვცნობ. მაშინვე ვეუბნები მე და თვალებში ვაშტერტები.
- რა ხდებოდა? ლუკა ისევ ღიმილით ეკითხება და სარკიდან მას უყურებს.
- რავი ერთი გოგოა. ჩუმად, გახარებული ამბობს და ისევ მხრებს იჩეჩს.
- მერე არ გაგვაცნობ?
- რავი, ხვალაც უნდა შევხვდე.
- ხოდა შევიკრიბოთ და ყველა ერთად მოგამზადეთ. ძალიან გახარებული ვეუბნები მე.
- ხო მართალია! მეთანხმება ლუკაც.
- კაი! გახარებული ხმით გვპასუხობს საბა.
- ხოდა ყველა შენთან ამოვალთ და მერე საღამოს შენთან ამოიყვანე ის გოგო და გაგვაცანი.
- ჩემთან რა, ჩემი მშობლების სახლში? საბა გაკვირვებული იყურება.
- არა კაცო, შენთან.
- კაი იყოს ეგრე ოღონდ როგორც იცით არ დათვრებით.
- კაი გპირდები. ხელები ავწიე და ჩავიცინე.
- რა ქვია?
- სალომე. საბა უსასრულოდ იღიმის.




არ დაივიწყოWhere stories live. Discover now