ანაბელის ხედვა:
- ხვალ დილით თბილისში ვბრუნდებით! გვახსენებს ლუკა, როდესაც ყველა ისევ დივანზე ვგროვდებით.
- ხოდა, დღეს ყველა ისე უნდა გავერთოთ როგორც გვინდა.
- ჯერ ერთი ხელი ჯოკერი ვითამაშოთ და მერე ვისაც უნდა გაისეირნეთ, ვისაც უნდა იცეკვეთ, ნუ ბოლომდე გავერთოთ.
შევამჩნიე ლუკამ ლიზის რაღაც ჩუმად უთხრა, მაგრამ ვერ გავიგე რა. ჯოკერის თამაში დავიწყეთ.
-აქ რაღაც მოიტყუე, არასწორად ჩაწერე.
- რა არასწორად ლიზი!? ლუკამ წარბები შეკრა და ისე შეხედა გაბრაზებულ გოგოს. ხო თქვი სამს წავიღებო!? ხოდა სამის მაგივრად ექვსი წაიღე, შეგეტენა.
- კარგი დამიმტკიცე, რომ ექვსი წავიღე. თავისას არ იშლიდა.
- რა დამტკიცება მაგას უნდა არ გადამრიო, ამდენი ხალხი ჩვენთან ერთად თამაშობდა.
- მოიცა, მოიცა! საბამ თავი წამოყო. ლიზი მგონი მართალია.
- რა არის მართალი მართლა ჭკუიდან არ გადამიყვანოთ, ყველაფერი სწორად მიწერია. ლუკა სიმშვიდეს არ კარგავდა, მაგრამ გაბრაზება მაინც ეტყობოდა. ლუკამ ფურცელი საბას აჩვენა.
- არა ლუკა სწორია, ლიზი! გავაგრძელოთ თამაში ტყუილად დრო არ დავკარგოთ. თამაში გავაგრძელეთ და ბოლო ტური გვქონდა სათამაშო. თითოეულს ცხრა კარტი დაგვირიგდა და თამაში ისევ განვაგრძეთ. თორნიკე გაიხიშტა და თამაში საბამ მოიგო. გავერთეთ და კარგადაც ვიცინეთ. თამაშის შემდეგ ლუკამ და ლიზიმ გასეირნება ერთად გადაწყვიტეს. სანდრო და თათა ტრასაზე გავიდნენ გადაწყვიტეს სანდროს თათასთვის, სკეიტბორდის ტარება ესწავლებინა. მე გადავწყვიტე, ბებიაჩემის დის ძველი სკივრი დამეთვალიერებინა, სადაც ძველ ნივთებს ინახავდა. კიბეებს ავუყევი და კორიდორში პატარა კარადიდან ბებიაჩემის ოთახის გასაღები ავიღე. ოთახი უპრობლემოდ გავხსენი. შევიხედე და დავინახე მილაგებული ოთახი, კარი ჩუმად მივხურე, გარდერობის გვერდზე მდგარ უზარმაზარ სკივრს მივუახლოვდი.
საბას ხედვა:
ჩემთვის ვიჯექი და ტელეფონში რაღაცეებს ვაკეთებდი. არაფერი არ მინდოდა ახლა წოლის და ტელეფონის ყურების გარდა. ქვემოთ ძალიან დავიღალე და ახლა რაც არ უნდა მოხდეს საწოლიდან არ წამოვდგები. როგორც ვიცი ანაბელმა რაღაც ნივთების დათვალიერება გადაწყვიტა. თათამ და სანდრომ სკეიტბორდით კატაობა გადაწყვიტეს, მთავარია ერთად დრო გაატარონ და გაერთნონ, მთავარ მუღამს ეგ ორი მაგაში ხედავენ. ლუკა და ლიზი სადღაც გაიპარნენ, ვერც კი მოასწარი იმის გარკვევა სად წავიდნენ ან რატო. რაღაც განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ ამ ბოლო ორ კვირაში ლუკას და ლიზის. თორნიკე პირველ სართულზე ტელევიზორს უყურებდა. ვერ გავიგე ჩანთის ჩალაგება როგორ მოასწრო დილით. უეცრად ფიქრში გართულს რაღაც ხმა შემომესმა. თავიდან ვერ გავიგე რისი ხმა იყო. ჩემი ოთახის კარი ღია მქონდა დატოვებული და გადავწყვიტე გამეხედა. არადა ვთქვი დღეს რაც არ უნდა მომხდარიყო საწოლიდან არ ავდგებოდი, მაგრამ რას ვიზამ. კარებს რომ მივუახლოვდი გავიაზრე, რომ ჩემ მოპირდაპირე ოთახიდან ტირილის ხმა გამოდიოდა. უცბად შევვარდი და ანაბელი დავინახე, რაღაც უზარმაზარ სკივრთან მუხლებზე მდგარი. ხელში ფოტოსურათები ეკავა, მაგრამ ვერ დავინახე ვინ იყო გამოსახული. ანაბელი კანკალებდა და ცრემლები თვალებიდან მოსდიოდა. გავიაზრე რომ თვითონ თავს ვერ აკონტროლებდა და პირველი რაც თავში მომივიდა იყო " პანიკური შეტევა". თვითონ ანაბელისგან მაქ მოსმენილი პანიკურ შეტევაზე უამრავი რამ მოსმენილი. ანაბელთან ახლოს მივვარდი და მეც მუხლებზე დავვარდი. ვეკითხებოდი რა მოუვიდა, მაგრამ პასუხს არ მცემდა, ვერაფერს ამბობდა. ხელიდან ფოტოსურათები გამოვგლიჯე და როცა დავხედე მივხვდი, რომ ბებიამისი იყო, რომლის გარდაცვალებამ ანაბელში დიდი ტრამვა გამოიწვია. ოთახიდან გავვარდი, სურათი ჯერ კიდევ ხელში მეჭირა, ელვის სისწრაფით დავეშვი კიბეზე თორნიკეს ძახილით. საშინლად აფორიაქებული ვიყავი.
- რა მოხდა? შეშინებული სახით წამოდგა თორნიკე და ჩემსკენ შემოტრიალდა.
- ანაბელს პანიკური შეტევა აქვს. ძლივს ხმის კანკალით ვუთხარი და თან ფოტოსურათს ვაჩვენებდი. თორნიკე ორ-სამ საფეხურს ერთად ახტებოდა. მეც უკან გავყევი. დარწმუნებული არ ვიყავი მიხვდა თუ არა ანაბელის შეტევის მიზეზსს, მაგრამ როდესაც თორნიკე გამოჩნდა ჩვენს ცხოვრებაში თათას და ლიზის ყველაფერი გამოვკითხე და ვიცოდი როგორი განუყრელი მეგობრები იყვნენ ბავშვობაში ისინი, ამიტომ ვხვდები, რომ თორნიკემაც იცოდა ანაბელის ღრმა ბავშვობის ტრამვის შესახებ. ორივენი ოთახში შევვარდით, შევატყე ანაბელი ცოტა დაწყნარებული იყო.
- ანაბელ რა გჭირს? იგივეს უმეორებდა თორნიკე ანაბელს რასაც მე წუთების წინ.
- წყალი, წყალს ამოვიტან. აფორიაქებულმა წარმოვთქვი სიტყვები. და ჩავირბინე. უცბად დავასხი წყალი და ისევ ოთახისკენ გავეშურე სირბილით. თორნიკეს ანაბელი მკერდზე ჰყავდა მიხუტებული და თმაზე ეფერებოდა, თან რაღაცას ჩუმად ეუბნებოდა. წყლის ჭიქა თორნიკეს მივაწოდე, მან ანაბელს გაუწოდა მაგრამ თავი გააქნია უარის ნიშნად. ეს იმას ნიშნავდა რომ გონზე მოვიდა.
- ჯობია დაწვე და დაიძინო, ყველაზე კარგი გამოსავალი ახლა ეს არის. თორნიკე თვალებში უყურებდა და ისე ეუბნებოდა. მეც დავეთანხმე და თორნიკეს ანაბელის წამოყენებაში დავეხმარე. კორიდორს გავუყევით და ანაბელი თავის ოთახში შევიყვანეთ. თვითონ გვითხრა, რომ არაფერი სჭირდებოდა და ოთახიდან გავსულიყავით. როგორც ოთახი დავტოვეთ თორნიკემ მითხრა რომ ამ თემაზე არ გველაპარაკა და უბრალოდ ტელევიზორისთვის გვეყურებინა. დაბლა ჩავედით და საერთოდ ხმა არცერთს არ ამოგვიღია. თორნიკე საშინლად განერვიულებული და დაძაბული ჩანდა, თითქოს რაღაც აწუხებდა, რაღაც არ ასვენებდა და ბოლომდე ვერ ამბობდა. ფანჯარისკენ გავიხედე, გარეთ უკვე ბნელდებოდა.
ლიზის ხედვა:
უკვე ერთ საათზე მეტია ლუკას მანქანაში ვზივარ და არც მეუბნება სად მივყავარ. მანქანები საერთოდ არ დადიან ამ გზაზე, გარშემო კი მხოლოდ ხეებია. უამრავ კითხვას ვსვამდი მაგრამ პასუხს არაფერზე მიბრუნებდა, უბრალოდ მეუბნებოდა როდესაც მივალთ მაშინ ნახავო. კიდევ ორმოცი წუთის მგზავრობის შემდეგ მანქანა გააჩერა.
- გადმოდი. ისე ჩუმად მითხრა ძლივს გავიგე. არ ვიცი რატომ მაგრამ მანქანიდან გადასვლა არ მინდოდა.
- თუ მნიშვნელოვანი რამე არ ხდება, ჯობია წავიდეთ. ლუკამ ღრმად ჩაისუნთქა და წითელ ღილაკს ორი თითი დააჭირა, რადგან ჩემთვის მანქანის ღვედი შეეხსნა. შემდეგ მანქანიდან გადავიდა. მე მაინც არ გადავდიოდი მანქანიდან რადგან საჭიროებას ვერ ვხედავდი. ჩემი მხრიდან მანქანის კარი გააღო და მითხრა გადმოვსულიყავი. ვიფიქრე თავს არ დამანებებდა ამიტომაც წუწუნით გადავედი მანქანიდან. ხელი ჩამკიდა და გზას გაუყვა.
- ულამაზესი ადგილი უნდა გაჩვენო, დარწმუნებული ვარ ძალიან მოგეწონება. შევამჩნიე ხელში პატარა, შავი დინამიკი ეჭირა. ფეხით დაახლოებით ათი წუთი ვიარეთ. გული ჩვეულებრივზე სწრაფად მიცემდა. უჩვეულ გრძნობას ვგრძნობდი. ულამაზესი შადრევანი დავინახე. ლუკამ ჯიბიდან მობილური ამოიღო და დინამკს დააკავშირა. ჩემი საყვარელი მელოდია მაშინვე მეცნო Cigarettes after sex- affection. ლუკამ ხელი გამომიწოდა და საცეკვაოდ მიხმო. ცეკვა დავიწყეთ, თავი მის მხარს ჩამოვადე და ცეკვაში ავყევი. მისმა ოდეკოლონის სუნმა შემიპყრო და სხვას ვერაფერს ვგრძნობდი. ეს გრძნობა ყველაზე გამორჩეული და განსაკუთრებული იყო.
YOU ARE READING
არ დაივიწყო
Romanceეზოში შემოვიდა ნაცნობი მაგრამ ამავდროულად უცნობი სახე... რა მოხდება თუ თინეიჯერი მეგობრების ცხოვრებაში, ძველი ნაცნობები გამოჩნდებიან და ერთად მოუწევთ სამართალთან ბრძოლა. მათ განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებთ, რაც თავგადასავლებში აისახება. ყველაფერ...