თავი 9

1K 33 0
                                    

ანაბელის ხედვა:
როგორც იქნა სამი დღის შემდეგ ყველაფერს გავარკვევთ. სახლიდან მე და ლიზი ერთად გამოვდივართ და ტაქსიში ვჯდებით. ყველა სავაადმყოფოში იქნება ლუკას და თორნიკეს ჩათვლით. როგორც ყოველთვის ლიზის დიდი ხანი დაჭირდა მომზადებისთვის, მაგრამ დღეს ამას უღიმღამოდ აკეთებდა, რადგან ისიც ჩემსავით ძალიან ღელავდა და ერთი სული ჰქონდა როდის გაიგებდა პასუხს. წარმოდგენაც არ მქონდა თათა და სანდრო როგორ ნერვიულობდნენ და ღელავდნენ. საბას უნდოდა, რომ ფეხმძიმედ ყოფილიყო თათა და იძახდა დღეს თუ აღმოჩნდა რომ ორსულად არისო მაღაზიებში ბავშვების ისეთ ნივთებს ვიყიდი გოგოსაც და ბიჭსაც, რომ გამოადგებაო. ოცი წუთის მგზავრობის შემდეგ, დანიშნულ ადგილას მოვედით. მანქანიდან აღელვებულები გადმოვედით და ზუსტად ამ დროს დარეკა ტელეფონმა. ჩემს ტელეფონზე თორნიკეს ნომერი დაეწერა.
- ლუკას ახლა გავუარე და მოვდივართ, ხომ არ გინდათ შენ და ლიზისაც გამოგიაროთ?
- ჩვენ უკვე აქ ვართ, სანამ მოვიდოდით საბას ველაპარაკე და გვითხრა, რომ სანდროსთან და თათასთან ერთად მოსაცდელშია.
- კარგი მაშინ მალე მოვალთ.
- კარგი.
ლაპარაკის შემდეგ აღელვებულები შევედით შენობაში და მესამე სართულზე კორიდორს გავუყევით. მალე სანდროც შევამჩნიე და მათ მივუახლოვდით.
- სალამი. საბამ თქვა და ხელი აგვიწია.
- მალე მოვა შენი რიგი? თათას თვალებში ვაშტერდები და ისე ვეკითხები, რომელსაც თავი სანდროს მხარზე აქვს ჩამოდებული, სანდროს თათას ერთი ხელი, თავის ორივეში აქვს მოქცეული.
- ნახევარ საათში. სანდრო დაუყოვნებლივ მპასუხობს. საბა აქეთ იქით უმიზეზოდა დადის და უმიზეზოდ იღიმის.
- თორნიკე და ლუკაც გზაში არიან. ამატებს ლიზი.
თხუთმეტი წუთი გავიდა იმის შემდეგ რაც მე და ლიზი სავაადმყოფოში მოვედით. ძალიან დაძაბული ვიყავი და მეც არ ვიცოდი რა უნდა მეგრძნო. პასუხის ორივე შემთხვევაში გული არ დამწყდებოდა, ისევე როგორც დანარჩენ ყველას რათქმაუნდა საბას გარდა. საბას ბავშვი ძალიან უნდოდა. თორნიკე და ლუკაც მოვიდნენ. ხელში ნატურალური წვენები ეჭირათ. თორნიკემ წვენი პირველს მე გამომიწოდა, ლუკამ კი თათას. ლუკა ძალიან მზრუნველი იყო, არანაირ კამათში არ აგყვებოდა. პატარაობაშიც ასეთი იყო. თორნიკეს არაფერი არ ანაღვლებდა, მხოლოდ საკითხები რაც მას აინტერესებს, მხოლოდ იმ საკითხებზე ღელავს რომელიც მართლა ადარდებს. თათამ ლუკას უარის ნიშნათ ხელი აუქნია. მალევე ექიმის მდივანი გამოდის და გვეუბნება, რომ ათ წუთში თათა ექოსკოპიის კაბინეტში შევიდეს. შეუძლია ვინმე შეყვეს ექოსკოპიაზეც.
- შენ წამოდი. ეუბნება სანდროს.
- არ შემიძლია, რო გამოხვალ პასუხი ისე მითხარი.
- მაშინ თქვენ. მე და ლიზის გვითხრა.
- მე მოგყვები. ლიზიმ უთხრა.
- რათქმაუნდა. მეც დავთანხმდი. ექოსკოპიის კაბინეტში სამივე შევედით. პროცედურა დაიწყო. თათა უბრალოდ იწვა, მაგრამ ვიცი რომ ძალიან ნერვიულობდა. ლიზის წარბები შეკრული ჰქონდა, ხელებს ჩემს მაჯაზე უჭერდა. ლიზი გრძნობებს ვერასდროს მალავს, მაგრამ თათა, თათას შუძლია თავისი ნებით ემოციები ძალიან მალე შეიცვალოს. ამ თემასთან დაკავშირებით ჩემზე ვერაფერს ვიტყვი. ექიმმა კარგად დაკვირვების შემდეგ თქვა რომ თათა ორსულად არ იყო. ვერ გავიგე რა ემოცია უნდა გამომეხატა. რა უნდა მეგრძნო. თათა წამოჯდა, წარბები შეკრა და ჩაიცინა.
- თქვენ რას ელოდით? ექიმი თათას შეეკითხა.
- მე არაფერს მოველოდი. თათამ გაკვირვებული სახით უპასუხა.
- აი ეს და მუცელი გაიწმინდეთ, მე დაგტოვებთ. ექიმმა წინადადების დასრულებისთანავე, ორი ოთახის გამყოფი კარები გამოაღო და გვერდზე კაბინეტში გავიდა.
- ჯერ იმათ არაფერი ვუთხრათ, თათამ საუბარი გააგრძელა, ყველამ მოწყენილი სახეები მიიღეთ. პასუხებს მე დავიჭერ ხელში, თქვენ ხმა არ ამოიღოთ. ექოსკოპიის კაბინეტი დავტოვეთ და ისევ მოსაცდელში დავბრუნდით. სანდრო თვალებში გვიყურებდა და არაფერს ამბობდა.
- რა მოხდა? საბოლოოდ თორნიკემ დასვა შეკითხვა.
- ხო რა მოხდა? საბამაც დაამატა. ჩვენ არაფერს ვამბობდით უბრალოდ ვიდექით.
- ნუ გადამრევთ ახლა! სანდრომ ხმამაღლა წამოიძახა, თათას მკლავში ხელი ჩაავლო და ფურცელი ხელიდან გამოგლიჯა. თორნიკე და ლუკა გარშემო დაუდგნენ სანდროს. საბა მათ უკან ფეხისწვერებზე იდგა. შემდეგ თორნიკეს გვერდზე დადგა. სანდრო პასუხს შუბლ შეკრული  კითხულობდა და ბოლოს თქვა:
- კარგია, რომ პასუხი ვიცით.
- და ცუდია, რომ ორსულად არ არის. დაამატა სანდრომ.
- ნუ ინერვიულებ როდესღაც ხო იქნება. ახლა ნუგეში საბას უფრო სჭირდებოდა ვიდრე თათას და სანდროს.
- აქ რაღას ვუდგავართ დავბრუნდეთ უკან. თორნიკემ განაცხადა.
- წავიდეთ! დაეთანხმა სანდროც.
- კიდევ ერთხელ, ხომ არ მივსულიყავი სხვა ექიმთან?
- რად გინდა უმაღლესი ხარისხის აპარატებით ჩაატარა ექოსკოპია. მე რავი აღარ გავიკეთებდი. ლიზი ეუბნებოდა თათას.
- კარგი მართლა ნუ პანიკიორობ როგორც იცი ხოლმე. სანდრომ გაღიზიანებული სახით შეხედა თათას.
ვეღარ მოვითმინე, არ მომეწონა სანდროს საქციელი, რადგან თათა სერიოზულ საქმეზე ღელავდა და არა უბრალო რამეზე. მართალია თათა სულ პანიკას იწყებდა ყველა სიტუაციაში, მაგრამ ახლა მართლა კარგი მიზეზი ჰქონდა.
- შენგან განსხვავებით თათას ანაღვლებს. ტონს ავუწიე და ისე ვუყვირე სანდროს.
- ანუ შენ იმის თქმა გინდა, რომ ჩემი შვილის საკითხი მე არ მანაღვლებს? სანდრომაც აუწია ტონს.
- არა მე იმის თქმას ვცდილობ, რომ თათა შენზე მეტს დარდობს ამ საკითხზე და მისი დამშვიდება თუ არ შეგიძლია ასე უხეშად მაინც ნუ ექცევი. მთელი მანქანა ჩემი ხმის გამო ზანზარებდა.
- უხეშად? მე უხეშად ვექცევი? სანდრო კონტროლს კარგავდა. თორნიკე წინა სავარძლიდან ხან მე ხანაც სანდროს უყურებდა. თათას ხელი სახეზე ჰქონდა აფარებული.- ბარემ ისაც მითხარი რომ არ მიყვარს!? სანდრო კამათს აგრძელებდა.
- თუ ასე უხეშად მოქცევას გააგრძელებ მისდამი ასეც მეგონება.
- კარგით ხალხო! თათამ ხმა ამოიღო. მანქანაში მაინც გაჩერდით. ისედაც ამდენი ვინერვიულე და ამ სამ დღეში ამდენი გადავიტანე, თქვენ ჩხუბს ნუღა მიმატებთ რა. თათა ძალიან სერიოზულად ლაპარაკობდა. თავი მხარზე ჩამომადო და სანდროს და თორნიკეს გახედა.- ახლა მაინც გაჩერდით. თათას ხელი შემოვხვიე. არ ვიცი რატო მაგრამ მეგონა, რომ ეს ცოტას გაამხნევებდა.
- ეს ლუკა და ლიზი გასაგებია ჩემი მანქანით რო წამოვიდნენ, მაგრამ ეს საბა რაღას გაძვრა იმათთან, აქ ვერ დაეტეოდა? თორნიკე კითხულობს და წვენს სვამს.
- როცა რამე აინტერესებს სულ ასე შვება. სანდრო მანქანის პარკინგზე შევიდა.
- დარწმუნებული ვარ ახლა ტვინს უჭამთ. თათა უაზროდ იღიმის.
- გეთანხმები! მეც დავეთანხმე.
- უი აი ისინიც ახლა მოვიდნენ. სანდრო გვეუბნება და თან ამატებს. მოდი დღეს ყველა ჩვენთან დარჩით და თათას ახალი სამსახურიც ავღნიშნოთ.
- აუ და never have i ever ვითამაშოთ. გენიალური აზრი დავდე.
- ძალიან მაგარი აზრია. თორნიკე ამბობს და თან დანარჩენებს ვუახლოვდებით, ჩვენს ახალ იდიას ვუზიარებთ და ყველას მოსწონს ეს აზრი, მითუმეტეს საბას.
- მაშინ მაღაზიაში წავალ რაღაცეებს ვიყიდი. სანდრო აგრძელებს ლაპარაკს.
- მეც გამოგყვები. ეუბნება თათა.
- ადი შენ სახლში დაისვენე, დაძაბული იყო ეს დღე შენთვის. სანდრო თათას ეუბნება და სახლის გასაღებს აწვდის.
- მაშინ მე გამოგყვები. ახლა მე ვთავაზობ სანდროს.
- კარგი შენ წამოდი. მეუბნება და მხარზე ხელს მხვევს. ჩვენ მაღაზიაში წავედით დანარჩენები სახლში ავიდნენ.
-დღეს საღამოს ძალიან მაგრად გავერთობით. ვეუბნები სანდროს.
- ვისი იდეა იყო!?
- და თამაშის აზრი ვისი იყო!? ვუმატებ მეც და ერთად ვიცინით. მაღაზიაში სასმელები, სასუსნავები და როგორც თათამ დაგვაბარა რამოდენიმე ერთჯერადი ყავა ვიყიდეთ. გზაში ვხუმრობდით და ვიცინოდით. კარებზე დავაკაკუნეთ, კარი თორნიკემ გაგვიღო და მაშინვე სავსე  ცელოფნები გამომართვა. მისაღებში შევედით.
- რას აკეთებთ?
- რავი აი ლიზის ტვინს ვუჭამთ.
- თათა და საბა სად არიან?
- თათა თქვენს ოთახში, მაგრამ საბა მეც არ ვიცი.
- მართლა სად გაქრა?
- სააბაზანოში ვნახავ. იძახის ლუკა.
- არც იქ არ არი.
- თქვენი საძინებლის სააბაზანოში?
- მანდ მე მოვძებნი. სანდრო გავიდა ოთახში, და უშედეგოდ დაბრუნდა. თათაც გამოვიდა ოთახიდან, საღამურები ეცვა.
- შუადღეა, ესენი რად გინდა? ეკითხება ლუკა.
- ამას სულ ასე აცვია სახლში. დაუყოვნებლივ პასუხობს სანდრო.
- ახალ სამსახურს როდიდან იწყებ?
- 12 ოქტომბერიდან, ასე წერია კონტრაქტში, მაგრამ 11 ში უნდა გამოვცხადდე.
- ძალიანაც კარგი. გილოცავ გამიხარდა. ეუბნება ლუკა თათას.
- მოდი ავღნიშნოთ რამე ვქნათ გავერთოთ.
- პატარა მაგიდა და სკამები აივანზე გავიტანოთ, და never have i ever ვითამაშოთ. ვამბობ მე.
- თქვენ გაიტანეთ სკამები და ჩვენ ოთახში შევალთ, სახის ნიღბებს გავიკეთებთ. თათა სკამების ზიდვას თავს არიდებს.
- ხო, კი კარგი აზრია. ეთანხმება ლიზიც.
ოთახში შევდივართ და ნიღბებს ვიღებთ სახეზე გასაკეთებლად.
- აუ მე ამ ზედას გამოვიცვლი, რაღაც უკომფორტოა. ამბობს ისევ ლიზი და კარადას უახლოვდება. კარის გამოღებას აპირებს როდესაც საბა კარადიდან ხტება და ყვირის. ლიზიც მას ყვება და თათაც ბოლოს მათ ყვირილზე მეც ვხტები. უეცრად სიცილის ვიწყებთ საბას საქციელის გამო. სანდრო ოთახში შემოდის.
- ამდენ ხანს მანდ იყავი? სიცილით ეკითხება თათა. სანდრო ხელებს ბეჭებზე მხვევს და ორივე ერთად ვიცინით.
- კი ღირდა თქვენს რეაქციად.
- გადი თქვენც და გამოვალთ 10 წუთში. 10 წუთის შემდეგ ნიღბებს ვიხსნით და აივანზე გავდივართ. თამაშს ვიწყებთ. რამოდენიმე რაუნდის შემდეგ საბას ჯერი მოვიდა.
- საწოლში ვწოლილვარ ვისმესთან ერთად.
- მაგაში რას გულისხმობ? ეკითხება თორნიკე.
- აი იმას რა, იმენა წოლას არა მეორეს.
- რამე ნორმალურს ვერ იტყვი შენ? წარბებ შეკრული ეკითხება თათა.
- კარგით ახლა რა ვთქვი, ვთქვი, ეხა ჩაწიეთ თითი.
ჩემს და ლიზის გარდა ყველამ ჩაწია. რაღაცნაირად უხერხულ მომენტში აღმოვჩნდით.
- კაი ჩემი ჯერია. დაიწყო თათამ. მე არასდროს მომიწამლავს ვინმე ჩემი გაკეთებული საჭმლით. თითი მხოლოდ თათამ ჩაწია და ყველას სიცილი აგვიტყდა.
- ძალიან კარგად მახსოვს. თქვა საბამ.
- მაგ დღეს ან მაგ გემოს ალბათ ვერასდროს დავივწყებ. დაეთანხმა სანდროც.
- თორნიკეს ჯერია. წამოიძახა ლიზიმ.
- კარგი მაშინ.. წამიერი პაუზის შემდეგ განაგრძო, მე არასდროს, აუ არ ვიცი რა.
- კარგი ახლა, რამე ელემენტარული მაინც თქვი.
- მე არასდროს მოვყოლილვარ ავარიაში.
- სანდრომ და საბამ თითი ჩაწიეს. ეს მძიმე თემა იყო მათთვის და ჩვენთვისაც, მაგრამ თორნიკემ ამის შესახებ არ იცოდა. უეცრად ყველას ხასიათი გაგვიფუჭდა. თამაში გავაგრძელეთ. თამაშის შემდეგ ბევრს ვლაპარაკობდით, დრო ისე სწრაფად გავიდა ვერც კი გავიგე, როდის დაბნელდა. თათამ როგორც იცის ადამიანებზე თვალის გაყოლება ზუსტად ისე ქნა. აივნიდან იყურებოდა თვალს ვიღაც ქალს აყოლებდა. პატარაობიდან მორჩენილი ჩვევაა და ვერ გადავაჩვიე. თათას ჩემი ხელი სახეზე გავარტყი.სანდრომ ლუკმა ძლივს გადაყლაპა და გაფართოვებული თვალებით მიყურებდა.
- ისე საბა კარადაში ამდენ ხანს როგორ გაძელი? ღიმილით ეკითხებოდა ლუკა.
- როცა მე რამე მომინდება, ყველაფერს ვითმენ. ამაყად ამბობდა საბა.
-უჰ კაი ერთი, რო სკდებოდე წყურვილით, მაღაზიის რიგში ჩადგომა დაგეზარება. თათა წარბებშეკრული ამბობდა.
- ეგ სხვა თემაა. გაკვირვებული და შეშფოთებული ამბობდა საბა.
- ხო, ხო ყველაფერზე ხარ წამსვლელი. თავი გააქნია თათამ და აივნიდან ისევ ვიღაცას მიაშტერდა და თვალი გააყოლა. ხელი უფრო ძლიერად მოვარტყი, ისე რომ თმის რეზინი თავიდან ჩამოუვარდა და თავი გვერდზე შეატრიალა. სანდრომ ლუდის ბოთლი მაგიდაზე დადო და წამოდგა.
- რა საქციელია ეს? სანდრო თვალებში მიყურებდა და ისე მეკითხებოდა.
- რა საქციელია?
- რატო ურტყავ?
- შენ საერთოდ ვინ გეკითხება. მეც წამოვდექი და ქვემოდან ავყურებდი. გავბრაზდი, რადგან თათა თუ მისი შეყვარებულია, ის ჩემი მეგობარიცაა.
- მე, რომც არავინ მეკითხებოდეს ეგ რა საქციელია? თათა კი არა ვინც გინდა იყოს.
- შენ მთავარია რამეზე აშარდე და სხვა არაფერი გინდა.
მიმოვიხედე და თათას თავი საბას მკერდზე ედო და ისე იცინოდა. ლიზი უაზროდ იღიმოდა და თან ჭამდა. თორნიკე და ლუკა გაუჩერებლად იცინოდნენ.
- კარგი მაშინ თუ თათას არაფერი პრობლემა არ აქვს ხელი აუქნიე.
თათას გავხედე, უკვე სერიოზული სახით გვისმენდა, ხელი მის სახესთან ჩავატარე, თათა შეხტა და უკან გადაიწია
- აი, მაგას გეუბნებოდი. სანდრომ ბოლო სიტყვა თქვა, თათას თავიდან ძირს დავარდნილი თმის სამაგრი აიღო,  მიუბრუნდა და თმა შეუკრა.
- მოიცათ ხალხო, მე თუ რამე პრეტენზია მექნებოდა ვიტყოდი, სულ როგორ უნდა ჩხუბობდეთ. თათამაც როგორც იქნა ხმა ამოიღო. — სანდრო შენ მართლა ყველაფერზე შარდები და ისე ანაბელ შენ მაგ თემასთან დაკავშირებით თუ სანდროს დაუჯერებ კარგია.
- კარგი ხო, მეც ვთქვი და დავჯექი.
- ეს ორი სულ როგორ უნდა ჩხუბობდეს მე არ მესმის. თორნიკე მხრებს იჩეჩდა და ისე ლაპარაკობდა.
- თან მიზეზი სულ თათაა. ამატებს ლუკაც.
- ეგ ეხა თქვენ რასაც უყურებთ, თორემ ადრე არ გინახავთ. საბა ღიმილით ამბობდა და თან სანდროს უყურებდა თუ როგორ უმოწმებდა თათას სახეს. მართლა გაუწითლდა, ძალიან ძლიერად მომივიდა დარტყმა.
- მოკლედ ხვალ კალათბურთის ვარჯიში გვაქ ოთხივეს და ჯობია ადრე დავწვეთ. ლუკა ლუდის ბოთლს ცლის და მაგიდაზე დგამს.
- აუ მაშინ მე უცბად წავალ და ჩემს ნივთებს მოვიტან. ვამბობ, მაგრამ ცოტა მეზარება.
- ჩემი ტანსაცმელი იხმარე. მეუბნება თათა.
- არა, იყოს კბილის ჯაგრისი, კრემები და სხვა ნივთებიც მჭირდება.
- ერთი დღე ვერ მოითმენ!? თორნიკე გამომესარჩლა.
- ვერა! თვალები გადავუბრიალე.
- მაშინ მეც წამომიღე ბარემ. ლიზი მეუბნება და თან მიხსნის, ზედა რომელიც დამაბარა სად დევს. ლიზისთან ერთად ცხოვრება ერთ სახლში მართლა სახალისოა.
- წამოგიღებ. ვპირდები ლიზის.
- რაღაზე უნდა იწვალო, მანქანით ვარ მე გაგიყვან. მთავაზობს თორნიკე.
- კარგი, მადლობა ვეუბნები, ჩანთას ვიღებ და მე და თორნიკე სახლს ვტოვებთ. მანქანას ვუახლოვდებით და შიგ ვჯდებით. რემენს ვიკრავ და რამოდენიმე წუთის მგზავრობის შემდეგ თორნიკეს ვეკითხები.
- დედაჩემს მოუყევი რაც უნდა გეთქვა?
- არა, ძალიან სერიოზული თემაა და ვერ გადამიწყვეტია.
- მე აქ ვარ იცოდე. აღარ ჩავეძიე, რა უთხრა დედაჩემს მიზეზად, რომ ამბის მოყოლა გადაიფიქრა
- ვიცი. ამოსუნთქვისას მეუბნება და ხელზე ხელს წამიერად მადებს. შემდეგ ისევ რულს კიდებს.
- ეს სადარბაზოა?
- კი პარკინგზე შეაყენე 10 წუთში, არც კი გამოვალ. თუ გინდა წამომყევი შენც.
- დაგელოდები და არ დაივიწყო.
- რა არ დავივიწყო!?
- ის, რომ აქ მოგიყვანე.
- არ დავივიწყებ. ღიმილით ვუთხარი. გული მიგრძნობდა, სხვა რამეს გულისხმობდა, შეიძლება იმ თემაზე რისი მოყოლაც ამდენ ხანს უნდა. სახლში შევედი და ზურგჩანთაში ჩემი და ლიზის ყველა ნივთი ჩავდე რაც გვჭირდებოდა. კიბეებზე სწრაფად ჩავირბინე და თორნიკე დავინახე. მანქანაზე იყო მიყრდნობილი და სიგარეტს ეწეოდა.
- წავედით!?
- თუ მზად ხარ!?
- მაშინ წავედით!
გზაში ხმა არცერთს, თორნიკეს სათქმელზე არ ამოგვიღია. უბრალოდ იმ ფილმებზე ვლაპარაკობდით რაც წელს გამოდის და დავგეგმეთ მთელი სამეგობრო ერთად წავსულიყავით ზაფხულის არდადეგების შემდეგ, რადგან ზაფხულში ბევრი გეგმები გვქონდა. კარი ლუკამ გაგვიღო.
- გოგოები სად არიან? ვკითხე  . ლუკა ისეთ დადებით ენერგიას ასხივებს სხვანაირად ვერც დაელაპარაკები.
- პრინცესების სამფლობელოში. ლუკაც ღიმილით მპასუხობს.
- ანუ, სანდრო გამოვიდა მეორე საძინებლიდან, —ანუ ოთახში სადაც ჩემი საცვლები ინახება. იღიმის, თან ხელში ჭიქა უჭირავს და მისაღებში შედის.
- შენი საცვლების დაცვას არ ვაპირებ! გავძახე და თათას საძინებელში შევედი. ჩანთა საწოლის გვერდით ტუმბოზე დავდე.
- გენიალური აზრი გვაქ! ლიზი ღიმილით ამბობს.
- ვაიმეე, ბოლოს ეგ ფრაზა ეგეთი ემოციით, რომ თქვი რა მოხდა ხო ოცი და ახლაც რამე შარში არ გავყოთ თავი.
- არა მოიცადე, სანამ შენ წასული იყავი, ლიზიმ მკითხა ახალი წლიდან თუ მქონდა პატარა ასაფეთქებლები მორჩენილი, მაქვს ეგ ასაფეთქებლები, ხოდა ისინი, რომ დაიძინებენ სადღაც ღამის სამისკენ ოთახში შევუგდოთ და მაგრად , ვიხალისებთ, საბასაც სამაგიეროს გადავუხდით.
- საბამ შეგვაშინა, სხვები რა შუაში არიან, თან მე ძალიან ვიხალისე. მხრებს ვიჩეჩდი და ვეუბნებოდი მათ
- კარგი რაა!? ლიზი უცნაური სახით მიყურებს.
- კარგი ხო, ოღონდ დავლიოთ.
- ცხოვრებაში არ დაგვილევია ამდენი და ეს ზაფხული რა არი ვერ ვხვდები.
- არაუშავს ამის მერე მაინც იმდენი საქმე გვექნება ვერც კი მოვასწრებთ სხვას ვერაფერს.
- ხო ეს ზაფხული ბოლომდე გავერთოთ რა.
ბიჭები ოთახში იყვნენ უკვე, ოთახის კარიც დაკეტილი იყო, მისაღებში გავედით და ორი შეკვრა ლუდი გამოვიტანეთ ოთახში, რომელიც წეღან სანდრომ იყიდა. ბევრ თემაზე ვლაპარაკობდით, ჩვენს მომავალ გეგმებზე, მოგონებებზე, ზაფხულის გეგმებზე. ამასობაში ძალიან დავთვერით, ვერც კი ვაზროვნებდით.   ვერ ვიყავი, უაზროდ ვიცინოდით სამივე.
- არ ვეღადაოთ? სიცილით იკითხა თათამ.
- წამო! სიცილით ვუპასუხე მეც. თათამ უჯრიდან ასაფეთქებელის კოლოფი ამოიღო და ლიზის მისცა. ლიზი წინ წავიდა, მას მე მივყევი, ჩემს უკან, კი თათა მომსდევდა. ლიზიმ კარების სახელურს ხელი მოჰკიდა და თითი ტუჩებზე აიფარა. მეც იგივე გავიმეორე და თათამაც, სამივე ისევ უმიზეზოდ ვიცინოდით. უეცრად ლიზიმ ხელი ჩამოკრა სახელურს და წინ წაიწია, მე წონასწორობა ვერ შევინარჩუნე და მეც ლიზის გავყევი, თათაც ზედ დამეცა. ხმაურზე სანდრო და ლუკა წამოხტნენ. თორნიკეს გაშლის ლეიბზე ეძინა. კიდევ კარგი ორ საწოლ ნახევრიანი იყო ამ ოთახში საწოლი, თორემ ვერ დაეტეოდნენ. თორნიკეც ჩვენ სიცილზე წამოხტა და სამივენი ჩვენთან მოვარდნენ. საბას ეძახდნენ მაგრამ ვერ აღვიძებდნენ. ლიზიმ, როგორღაც ხელები ასწია და სიმაღლიდან ასაფეთქებლები გადმოყარა. აფეთქების ხმაზე საბამ ფეხები და ხელები ააფრიალა და ისე წამოხტა. ლუკამ ლიზი ჩვენგან მკლავებით გამოაცურა. თათამ სადღაც თითი გაიჭრა და სისხლიან თითს ყველას აჩვენებდა თან ამბობდა:
- მენსტრუაცია მაქვს!
- აი მეც! სიცილით ვუთხარი მეც და ხელი შუბლზე მოვისვი.
სანდრომ თათას მკლავები წელზე მოხვია მისი სხეული მუცელზე აიკრო და ისე ასწია. თათამ ფეხების მოძრაობა დაიწყო და საწოლის ნაპირას მჯდარ საბას ფეხი მოარტყა. ლიზი გათიშული იყო და ლუკამ საწოლზე დააწვინა. მე უბრალოდ იატაკზე ვიწექი და ვიცინოდი. ლუკამ და თორნიკემ ძლივს ამწიეს, ოთახში შემიყვანეს და საწოლზე დამაწვინეს. თორნიკე ყინულით სავსე პაკეტს თავზე მადებდა და თან მაფრთხილებდა:
- არ გაინძრე, საერთოდ ეს დალევა რა აიჩემეთ რა საქციელია!?
მოგვიანებით ლუკამ ლიზი შემოიყვანა ხელში აყვანილი და გვერდზე მომიწვინა.
საბას ხედვა:
- ასე საშინლად მესამე კლასში დედაჩემს სკოლისთვისაც კი არ გავუღვიძებივარ. სანდროს ვეუბნები და თან ვამთქნარებ. სანდრო თათას უნიტაზზე სვამს და სველ ხელებს თათას სახეზე უსვამს თან ეუბნება:
- ცხოვრებაში ალკოჰოლი არ გიყვარდა, ან ეს ლუდი როგორ გათრობს ასე ძაან ან შენ ან იმათ მე ვერ ვხვდები, ან ეს მაისური რას გიგავს ზედ ყველაფერი გისვია.
- მართლა რა არი ვერ დამაძინეს რა, ოთხის ნახევარია. მეც წუწუნში ავყევი სანდროს.
- საბა, წადი გთხოვს დივანი გაშალე, თათას იქ დავაწვენ და გთხოვ პლედი გამოიტანე ჩემი ოთახიდან.
მე უსიტყვოდ შევასრულე სანდროს თხოვნა. თათა თითქმის გონზე აღარ იყო, თითქმის უკვე ეძინა. სანდრომ ხელში აყვანილი გამოიყვანა და დივანზე დააწვინა.
- ცოტახანი იყავი თათასთან მე სხვა რამეს გამოვუტან და ჩავაცვამ თორე ცოდოა.
- კარგი, ვუთხარი და თათას გვერდით ჩამოვჯექი. სანდროც მალევე დაბრუნდა.
- ამის მხარეს კარადაში ხო ვერაფერს იპოვი ისევ ჩემი ზედა წამოვიღე. გადი შენც საძინებელში და მე აქ ვიქნები არაფერი არ მინდა, მადლობა. სანდრო მელაპარაკებოდა და თან მაისურს შლიდა.
- არაფერს კაცო, წავედი მაშინ მე.
ოთახში შევბრუნდი და წამოვწექი. ვერ ვიძინებდი. აქეთ-იქით ვბრუნავდი და ვერ ვისვენებდი. არ მწყუროდა, მაგრამ ვიფიქრე წყალს დავლევ თქო. მისაღებში ისევ გავედი, ფეხაკრეფით, რადგან არ მინდოდა ვინმე გამეღვიძებინა. კორიდორში შუქი ენთო და მისაღების შესასვლელიდან დავინახე თათას, როგორ ეძინა სანდროს მაისურში და სანდრო როგორ ეფერებოდა თმაზე. ეს ტოქსიკური წყვილი ზოგჯერ ძალიან საყვარელია, არ მინდოდა ხელი შემეშალა, ამიტომ სააბაზანოში შევედი სახეზე წყალი შევისხი, საძინებელში შევბრუნდი და მალევე ჩამეძინა.

არ დაივიწყოWhere stories live. Discover now