თავი 14

545 15 3
                                    

ანებელის ხედვა:

- ანუ გაკოცა? გაკვირვებული სახით ვეკითხები ლიზის.
- კი! ლიზი აღშფოთებით ამბობს.
- ვაიმე რა მაგარია! ამბობს თათა, მასაც გაკვირვებული სახე აქვს.
- ანუ გაკოცა? კიდევ ერთხელ ვეკითხები.
- კი, კი! ლიზი ოდნავ ხმამაღალი ტონით მპასუხობს.
- არ მოველოდი! თათა თავს აქნევს და ლიზის უყურებს.
- მემგონი თვითონაც ვერ გაიაზრა. ამბობს ლიზი ჩაფიქრებული სახით.
- ნეტა ვისმეს თუ მოუყვა!? ინტერესით ვამბობ.
- ალბათ თორნიკეს!? თათა თვალებში უყურებს ლიზის.
- ძალიან მაგარი ამბავია მოკლედ!
- აუ როგორი გარემო იყო? კიდევ ერთხელ აღწერე რა! თათა თხოვნით ეუბნება ლიზის.
- მოკლედ ხეებს შორის დიდი ნათურები იყო გაბმული, დიდი საქანელა იდგა მინდორის შუაში, სადმე ახლოს ალბათ მდინარეც ჩამოედინებოდა, იმიტომ რომ წყლის ხმა ისმოდა. მთვარე სავსე და ძალიან ლამაზი იყო. მერე ლუკამ მუსიკა ჩართო. მერე მაკოცა! წვიმა დაიწყო და მანქანაში წავედით, მერე იქ ჩაგვეძინა.
- მე რო გაგიჟებული გირეკავდი ეგ არ გესმოდა? ლიზის ვეკითხები და მკაცრი სახით ვუყურებ.
- მოიცა რა, ნუ შარობ! ესეთ სიტუაციაში იყვნენ, შენ გიპასუხებდნენ აბა! თათა მეუბნება მკაცრი გამოხედვით.
- ნეტა ახლა ლუკა რას ფიქრობს? კითხვას სვამს ლიზი. - ნეტა ხომ არ ნანობს?
- რეებს ბოდავ! რა ნანობს. თათა გაკვირვებული ამბობს.
- არა ხო შანსი არაა! ვეთანხმები მეც.
- აუ მოკლედ ძალიან კარგია და ვსიო! ბოლოს ვამბობ.
- დღეს შოპინგზე არ მოდიხარ ხო შენ? თათა ლიზის ეკითხება.
- არა, მე და თორნიკე მივდივართ მანქანით სასეირნოდ დედამისის კონპანიაში რემონტის გაკეთებას აპირებენ, ხოდა თორნიკემ, როგორც მომავალი ინტერიერის დიზაინერი შენი რჩევები მჭირდებაო. ლიზი პასუხობს.
- ამ წამს მომივიდა საბასთან შეტყობინება! ვამბობ და ხმამაღლა ვკითხულობ:
"ბიჭები თორნიკესთან ვართ. სანდრო შენ და თათას გამოგივლით და თორნიკე ლიზის! გამოვიდნენ უკვე! მზად იყავით!"

- მე ჯერ არ ვარ მზად! მეუბნება ლიზი. - მიწერე, რომ მზად არ ვარ.
- კარგი! ვეთანხმები და საბას ვუმესიჯებ, მაგრამ მპასუხობს, რომ უკვე გამოვიდნენ და ჩვენთვითონ მოვაგვაროთ აქ, რომ მოვლენ თორნიკე და სანდრო.
- აგჰ, კაი! მპასუხობს თათა, როდესაც საბას მესიჯის ხმამაღლა კითხვას ვამთავრებ.
- ბიჭები ერთად იყვნენ, ნეტა ლუკამ თუ მოუყვა? ლიზი ანერვიულებული კითხულობს.
- ლიზი, დაწყნარდი! გავიგებთ როდესღაც მოუყვა თუ არა.
- ზარია კარზე! ვამბობ მე.
- ალბათ ისინი მოვიდნენ უკვე, მე გავაღებ ამბობს თათა და ლიზისაც აფრთხილებს, რომ დროზე ჩაიცვას. თათას უკან მივყვები და ვხედავ კარს როგორ აღებს.
- ლიზი ჯერ ემზადება! თათა კარების გამოხსნისთანავე ამბობს, ისე რომ სახეზე არც შეუხედავს. პირველი თორნიკე შემოდის და სანდრო უკან მოყვება. სანდრო თათას ორივე ხელს წელზე ხვევს, მისი თავი თათას თავთან ახლოს მიაქვს და შუბლზე კოცნის.
- მაშინ შენ თათა და ანაბელი წაიყვანე და ცოტახანში მე და ლიზიც წამოვალთ. საბა და ლუკა უკვე ისთ ფოინთში მიდიან.
- მე და თათას ჩემს ძმასთან გვაქ რაღაც საქმეზე გასავლელი და ბარემ გავივლით, ცოტახანი იქ უნდა შევჩერდეთ და შენ ანაბელი მიიყვანე და მერე რომ მოხვიდე ლიზის წასაყვანად?
- არ მაქ პრობლემა! თორნიკე ცალ მხარეს იღიმის და მხრებს იჩეჩავს.
- მაშინ წავიდეთ! ვამბობ მე.
- ლიზი გავიდვართ და თორნიკე მოვა შენს წასაყვანად! თათა კორიდორიდან ლიზის გასძახის.
- კარგიი! მალევე პასუხს უბრუნებს ლიზი.
- წავედით! სადარბაზოდან გავდივართ, თათა და სანდრო, სანდროს მანქანაში ჩასხდნენ, მე და თორნიკე, თორნიკეს მანქანაში. გზაში ხმას არ ვიღებდით. თორნიკეს ტელეფონზე რამოდენიმე მესიჯი ერთდროულად მოვიდა. თორნიკემ მობილურს დახედა და ნერვიულობა დაეტყო სახეზე. ფეხს მარჯვნიდან მარცხნივ ამოძრავებდა. შემეშინდა ფეხი მცდარ პედალს არ დაადგას თქო. ჩემი ხელის მტევანი მის მუხლს დავადე და ხელის წრიულად მოძრაობა დავიწყე. თორნიკეს სახეზე დაწყნარება შეეტყო, ფეხსაც არ ამოძრავებდა.
- თუ ჩემს სხეულზე შეხებას ასე გააგრძელებ, ისთ ფოინთამდე ვერ მივაღწევთ.
უცბად მოვაშორე ხელი თორნიკეს მუხლს, გაბრაზებული მზერით შევხედე. ძალიან გავბრაზდი, სამი ოთხი დღის წინ თათას სოფელში ანალოგიური მიქნა, მაგრამ არაფერი არ მითქვამს.
- იცი რა!? შენი დამშვიდება მინდოდა, მაგრამ საშინელი ფიქრები გაწუხებს, ამას მე ვეღარ ვუშველი. ვეცადე ყველაფერი მეთქვა რასაც ვფიქრობდი.
- მე მარტო ის ფიქრები მაწუხებენ, რომელიც შენ გიკავშირდება. თორნიკე მეუბნება და თვალებში მიყურებს.
ცალ მხარეს ცინიკურად ჩავიცინე და სავარძელს მივეყრდენი. აღარაფერი მითქვამს, მალევე მივედით ისთ ფოინთში. საბას დავუმესიჯე და ვკითხე რომელ მაღაზიაში იყვნენ და იქით წავედი. მალევე თათა და სანდროც მოვიდნენ. თორნიკე მაშინვე წავიდა, როგორც კი მანქანიდან გადმოვედი.
- რომელ მაღაზიაში შევიდეთ პირველად? კითხულობს საბა.
- არ გინდათ, ჯერ დაბლა გასართობ ცენტრში ჩავიდეთ? კითხულობს თათა.
- შენ 19 ის გახდი თუ ცხრის? სანდრო თავს გვერდზე წევს და თათას ეკითხება.
- ვიპოვით რამეს! ამბობს საბა და წინ მიდის.
- წავიდეთ მართლა! თათა დაჟინებით გვთხოვს.
- კარგი ხო! ვეთანხმები ბოლოს.
- ისე ახლა დავფიქრდი, საჩვენოდაც იქნება რამე. ამბობს ლიზი და წინ იჭრება, საბას და ლუკას შუაში დგება.
- ცოტახანში ამოვიდეთ და შოპინგი გავაგრძელოთ.
- 360 გრადუსზე, რომ ტრიალებს იქ დავჯდეთ! აღტაცებული ხმის ტონით ლაპარაკობს თათა.
- ბოლოს მანდ რო დავჯექით შენ წნევა დაბლა დაგივარდა და არ გვინდა მანდ. სანდრო ძველ მოგონებას იხსენებს და თან იღიმის.
- ეგ სამი წლის წინ! პასუხობს თათა.

არ დაივიწყოWhere stories live. Discover now