თავი 5

1.1K 45 1
                                    

ანაბელის ხედვა:
- არ ვიცი ტარება და რა ვქნა.
- როდესმე ხომ უნდა ისწავლო.
- არ მინდა ჯერ, არ გამომდის თორნიკე არა.
- გამოგივა, ფეხი მიაჭირე..მაგას არა მეორეს.
- დავიძარით!
- საერთოდ რას აიტეხე რო გესწავლებინა. საბა ამბობს უკანა სავარძლიდან.
- აა ფრთხილად. დამსვი აღარ გინდა მერე გასწავლი. თორნიკე აფორიაქებული ჩანდა. თორნიკეს ადგილი გავუცვალე, შიშისგან გული სწრაფად მიცემდა. თორნიკემ გაზს მიაჭირა ფეხი და დიდი სისწრაფით სახლისკენ დავიძარით. გზად მაღაზიაში გავიარეთ, სასმელები და სასუსნავები ვიყიდეთ. მაღაზიაში კონსულტანტთან საბას ჩხუბი მოუვიდა, იძახდა ზეფირების შეფუთვა ორჯერ გაატარეო, არადა საწყალი ქალი მართალი ყოფილა. სახლში მივედით თუ არა მაცივარში შევალაგეთ ყველაფერი. მისაღებში სანდრო, ლიზი და ლუკა ისხდნენ. ლიზი და ლუკა რაღაცაზე კამათობდნენ, სანდრო დაწყნარებას ცდილობდა, მაგრამ არ გამოსდიოდა.
- ლუის პაბრიჯი ვილიამ ფლანკლერს ჯობია. დაჟინებით ამბობდა ლიზი.
- ეგ შენი აზრია მე არ გეთანხმები.
- შენი აზრი არ მაინტერესებს, თავზე ნუ მახვევ.
- არ გახვევ, უბრალოდ საკითხი წამოიჭრა.
- ნუღა ჩხუბობთ, აქ გასართობად ვართ. საბამ სიტუაციის განეიტრალება სცადა. სანდრომ ამასობაში ფორთოხლის წვენი მოიტანა და ყველას ჭიქები მოგვაწოდა. მალე თათაც ჩამოვიდა კიბეებიდან, ისევ საღამურებში იყო გამოწყობილი.  საღამოს ექვსია, ეტყობა ახლა გაიღვიძა.
- დილამშვიდობის. ხმამაღლა თქვა თითქოს მართლა დილა ყოფილიყო. სანდრომ ჩაიცინა და სამზარეულოსკენ გაყვა. რადგან მისაღები, სტუდიოს ტიპის იყო მესმოდა რას ლაპარაკობდნენ.
- ვიცი როგორ არ გიყვარს ახალგაღვიძებულზე საჭმლის მომზადება, შენ დაჯექი მე გაგიკეთებ.
- კარგი მაშინ წვენს დავისხამ.
თათამ ფორთოხლის წვენი გამოიღო მაცივრიდან და მინის ლამაზ ჭიქაში ჩამოისხა. სანდრო ტაფაზე წვავდა რაღაცას, მგონი კვერცხს. თათა უკნიდან ხელებით მოეხვია და ისე უყურებდა როგორ უმზადებდა სანდრო საჭმელს. სანამ სანდროს და თათას ვუყურებდი იქამდე ლიზის ლუკაზე თავი ჩამოდებული ჰქონდა და რაღაცას ჩუმად ლაპარაკობდნენ. პატარაობაშიც სულ ჩხუბობდნენ და ორი წუთი არ იყო გასული ისევ ერთად თამაშს იწყებდნენ.
- გენიალური აზრი მაქვს. თათა სავარძელზე ჩამოჯდა. თეთრი ნაჭერი ჩამოვკიდოთ და movie night მოვაწყოთ. პროექტორი ხომ გაქ ანაბელ ამ სახლში, სასუსნავებიც უამრავი გვაქ, ხოდა რაღა დაგვრჩენია.  
- თეთრი თეთრეული იპოვეთ თქვენ ლუკას და ლიზის დავაბარე მათი მოძებნა. მე პროექტორს ჩამოვიტან.
- ხო მაგრამ რაზე უნდა ჩამოვკიდოთ ეს თეთრი ნაჭერი? იკითხა თორნიკემ.ეს ერთი პრობლემა გამოჩნდა, მაგრამ საბამ წამოიძახა თოკებით გავჭიმავთ ნაჭერს და ამ თოკებს სკამებზე და სხვა ავეჯზე დავამაგრებდით. ყველა მისარებში შევგროვდით, ყველა საჭირო ნივთით და საქმეს შევუდექით. საბამ და თორნიკემ თოკები ნაჭერს გაუყარეს და გაჭიმვა დაიწყეს. თათა პროექტორს უმიზნებდა ამ ნაჭერს და თან ჩხუბობდა. უცბათ ლიზის განწირული ყვირილი შემომესმა.
- ლუკა, ლუკა რას აკეთებ. ლიზის ხმამაღალი ყვირილი ჩვევია მაგრამ ასეთი მაღალიც არა. ლუკას თეთრი უზარმაზარი ბალიშის პირი ლიზისთვის თავზე ჩამოუცვამს, ლიზი ხელში აიყვანა და აღარ უშვებდა. უეცრად სიცილი აგვიტყდა, მაგრამ ლიზის რომ არ დავხმარებოდით მთელი დღე ჩვენზე გაბრაზებული იქნებოდა. ძლისვს ლუკამ ლიზის ხელი გაუშვა და სიმაღლიდან დივანზე დააგდო. ლუკა ლიზიზე გაცილებით მაღალი იყო. უეცრად ლიზი დივანზე წამოდგა, ბალიშები ხელში აიღო და ლუკას დაუშინა. ისე ესვროდა როგორც ჯარისკაცები ომში ხელყუმბარებს. საწყალი ლუკა შემეცოდა. უეცრად ლუკაც დივანზე შეხტა, ლიზი დააგდო და ხმის დაღლილი კანკალით, ჩუმად უთხრა.
- ახლა მაპატიე და ესე აღარასდროს ვიზამ. მათი თვალები ერთმანეთს უყურებდნენ. უეცრად დაწყნარდა სიტუაცია და ყველა ფილმის საყურებლად დაჯდა. ფილმს დიდხანს ვარჩევდით და ბოლოს ყველასთვის საყვარელი ფილმი ავარჩიეთ. 10 things why I hate you. მართალია ფილმი უამრავჯერ მქონდა ნანახი მაგრამ, ისევ დიდი სიამოვნებით ვუყურებდი. ნახევარი საათის შემდეგ გარშემო მიმოვიხედე. თათას ისევ ეძინა. თავი სანდროზე ჰქონდა ჩამოდებული, ხოლო სანდრო თმაზე  ნაზად ეფერებოდა. ლუკა ვერასად ვერ შევამჩნიე, ვერც ის გავიგე როდის გავიდა, შეიძლება საპირფარეშოში გავიდა. ზუსტად მასზე ფიქრში დავინახე როგორ შემოვიდა კარებში, ხელში კი რაღაც მრგვალი ეჭირა. როცა ახლოს მოვიდა არ შევიმჩნიე, რომ ვხედავდი. ლიზის უკან ჩამოჯდა. ვიცოდი, რომ რაღაცის ლაპარაკს დაუწყებდა ლიზის ამიტომაც, ფრთხილად უკან გადავიწიე და წამოვწექი ლიზისთან ახლოს. ლუკამ ლიზის ყურში ჩამჩურჩულა.
- ბოდიში დღევანდელი საქციელისთვის და გვირილების გვირგვინი თავზე დაადგა. ჩემს ეზოსთან ახლოს გვრილების მდელოა და რადგანაც ზაფხულის დასაწყისია ალბათ იქ დაკრიფა და თვითონ გაუკეთა ლიზის გვირგვინი. ფილმის შემდეგ ყველანი დაღლილები ვიყავით და ოთახებში ასვლა ასე ადრე პირველად გადავწყვიტეთ. სანდრომ თათა აღარ გააღიძა, ამიტომაც ხელში აყვანილიმა შეიყვანა ოთახში. მეც გამოვიცვალე და წიგნის კითხვა დავიწყე. თხუთმეტი წუთი არ იყო გასული, როცა თორნიკე ჩემს ოთახში შემოვიდა და გვერდზე საწოლში მომიწვა.
- რას კითხულობ?
- "სანამ ცოცხალ ხარ"
- ეგ წიგნი ალბათ მილიონჯერ მაქ წაკითხული შეგიძლია ხმამაღლა წაიკითხო?
- კარგი. ჩუმად ვთქვი და თორნიკესკენ გადავბრუნდი. წიგნი მკერდზე მივადე, მან ხელები მომხვია, ზუსტად ისე როგორც ჩვევია. ალბათ ორი საათის შემდეგ, როცა თორნიკესაც შევატყე, რომ ჩაეძინა წიგნი გადავდე და მეც დაძინება დავაპირე.

არ დაივიწყოWhere stories live. Discover now