თავი 13

568 14 3
                                    

ლუკას ხედვა:
- წავედით, წავედით, წავედით!! დილით ადრე საბას ხმა ისმის, დიასახლისივით დარბის ოთახებში და ყველას გვაღვიძებს.
- მოკეტე რაა! უეცრად აუტანელი, და საშინელად მაღალი ყვირილის ხმა მესმის. თათა ყვირის და საბას რაღაცას ესვრის.
- ადექით გათენდა! ბოლოს ჩემს და თორნიკეს ოთახშიც შემოაღწია. მე და თორნიკეს ერთ საძინებელში გვეძინა, ლიზის და ანაბელს ქვედა სართულზე, ხოლო სანდროს და თათა ჩვენს გვერდით საძინებელში. საბას საძინებელიც პირველ სართულზე იყო.
- თორნიკე რას აკეთებ? ვეკითხები, როდესაც ვფხიზლედი და ვაანალიზებ, რომ ჩემი ფეხები თორნიკეს აქვს ჩახუტებული, როგორც წესი ის დილით ექვსზე ან შვიდზე დგება, მაგრამ ზაფხულის არდადაგებზე ურჩევნია ეს გრაფიკი დაარღვიოს, თან თათას დაჟინებული თხოვნით, წუხელ გვიან წამოვედით, მას ღამე უყვარს მგზავრობა. საბა უკვე მესამე შემოვლას აკეთებს, როგორც იქნა თორნიკეც გამოფხიზლდა და ჩემს ფეხებსაც გაუშვა ხელი.
- შენი დაბადების დღეა რას ჯაჯღანებ!? საბას ხმა მთელს სახლში ისმის.
- მერე რა გუშინ დილის ექვსზე დავიძინეთ.
- ხოდა ახლა 11 ია! ადექი ცხოვრება მშვენიერია გაერთე. საბას ხმის ტონი შედარებით დაბლა იწევს. საწოლიდან ავდექი და სანდროს და თათას საძინებელში შევედი. თორნიკე ემზადებოდა.
- მაშინ არაა მშვენიერი როცა შენ არსებობ! ხმადაბლა თქვა თათამ და თავი ისევ ბალიშზე დადო.
- კარგი საბა, მოსიარულე მაღვიძარა ხარ საცვლებში! სანდრო სად არის? ვეკითხები მათ, როდესაც ვაანალიზებ, რომ ის ოთახში არაა.
- არ ვიცი, მთელი ღამე აივანზე გაატარა ალბათ, როცა დავიშალეთ აქ არ დაწოლილა, მითხრა არ მეძინებაო. ხმადაბლა მპასუხობს თათა, ისე რომ ბალიშიდან თავს არ ყოფს.
- ხო აივანზე ზის. საბა ეთანხმება.
- მე დაბლა ჩავდივარ! თორნიკე ყვირის.
- დამელოდე, მეც მოვდივარ! ვამბობ და თათას საძინებლიდან გავიდვარ. როდესაც კარს ვაღებთ საბა ჩვენს გვერდით ჩნდება.
- ჯაჯღანებს, ჯაჯღანებს!! სულ ჯაჯღანებს!! საბა სასაცილო ხმით ამბობს, ალბათ თათაზე და კიბეზე სწრაფად ჩარბის, რომელიც აივანზეა.
- აუ თავი ამატკიეე! ლიზი გამოდის.
- გააღვიძე ყველა? აივნის კუთხეში მჯდარი სანდრო საბას ეკითხება და ამთქნარებს.
- ანაბელი სად არის? კითხულობს საბა.
- ემზადება, არ შეუარდე! დაბალ ხმაზე პასუხობს ლიზი.
- შენ მთელი ღამე აქ იჯექი? თორნიკე სანდროს ეკითხება.
- არა, მანქანით ვსეირნობდი. სანდრო პასუხობს და ზუსტად ამ დროს კიბიდან, პირველი სართულის აივანზე თათა ჩამოდის, ანაბელიც ამ დროს ხსნის კარს და ყველა საბოლოოდ აივანზე ვგროვდრბით.
- ვის შია? პირველი წინადადება რასაც ანაბელი ამბობს ეს არის.
- საჭმელი არაფერია! პასუხობს თათა და საბას გაბრაზებული სახით უყურებს, მის თვალებში ვკითხულობ, რომ საბას მოკვლა უნდა.
- მე ვიყიდე დილით პიცები და მოვიტანე. ამბობს სანდრო.
- რით ვერ შეიგნეთ, რომ 11 საათიც დილაა!? გაბრაზებული ამბობს თათა და აივნიდან ეზოში გადის, სადაც პატარა ქოხივით შენობა დგას გადახურული. შენობის წინა მხარე ღიაა, ერთ-ერთ კედელზე კარია და შიგნით სამზარეულო. ყველანი სამზარეულოში შევდივართ და ლიზი კითხულობს:
- რისი პიცაა?
- პეპერონის. სანდრო მოკლედ პასუხობს და დივანზე ჯდება.
- მე არ მიყვარს პეპერონით. ლიზი წუწუნს იწყებს და სანდროს გვერდზე ჯდება.
- რაა? გაკვირვებული ვეკითხები. – პიცა პეპერონით ვის არ მოსწონს? ანაბელს ხელში უკვე ერთი ნაჭერი უჭირავს და ჭამს.
- უგემრიელესია! ამბობს თათა.
- მაინც უნდა გასინჯო! მე ლიზის ვუბრუნდები.
- არ მინდა! ლიზი წუწუნს აგრძელებს.
- კიდევ ერთხელ უნდა სცადო! მე ჩემსას არ ვთმობ.
- ბოლოს როდის ჭამე პეპერონით? ვეკითხები მას.
- ბავშვობაში, მაგრამ არ მინდა! ლიზიმ ბოლოს იღრიალა და ზუსტად ამ დროს პიცის ნაჭერი პირში ჩავუდე.
- მმმ, გემრიელია! პირგამოტენილი ამბობს ის. საბა სიცილს იწყებს. თხუთმეტი წუთის შემდეგ სანდრო ამბობს.
- მოკლედ, საწუწაო თოფები ტყუილად, ხომ არ გაყიდინეთ.
- მაინც ვერ ვხვდები მაგ თოფების აზრსს! ლიზიმ თქვა და თავი გააქნია. უკვე მესამე ნაჭერ პიცას ჭამდა არადა არ მოსწონდა გოგოს.
- მოკლედ წადით და გასაწუწად მოემზადეთ. შესაფერისი ტანსაცმელი ჩაიცვით. სანდრო ისე აგრძელებდა ლაპარაკს თითქოს ლიზის არც არაფერი ეთქვას.
- ანუ გამოვიცვალოთ? კითხულობს თათა.
- კი ყველამ !
ყველა ჩვენს ოთახებში შევედით და გამოვიცვალეთ. ბიჭებმა შორტები, გოგოებმა შორტები და ბიკინები. ყველა ისევ ეზოში მოვგროვდით.
- რა აზრი გაქვს? კითხულობს ანაბელი.
- მოკლედ, თათა აი იქ დადექი. ხელით ანიშნებს სანდრო შემაღლებულ ადგილს. თათაც იქ დგება და გაკვირვებული სახით იყურება, უეცრად სანდრო მას მხრებზე ისვამს.
- მოკლედ ყველა ასე დავჯგუფდეთ და ვიწუწაოთ. გახარებული სახით ამბობს სანდრო.
- ერთი მეწყვილეს გარეშე რჩება.
- მე არ მინდა! ამაყად ამბობს საბა.
- რატო? ვეკითხები მე.
- აუუ, არ მინდა მე მირჩევნია წავიდე და ვჭამო თან არცერთის მხრებზე მოსმის ნერვები არ მაქვს და არც დასველების. საბა გაღიმებული სახით ამბობდა და მაგიდაზე ეპარებოდა თვალი სადაც სულ სასუსნაოები ელაგა.
- კარგი! ვუთხარი ხმამაღლა და უეცრად ლიზი მოვისვი მხრებზე.
- აუუუ მეც არ მინდოდაა! ლიზი ყვირის გაუჩერებლივ.
- უკვე ჩემი მეწყვილე ხარ! ვეუბნები და საბას ვუყურებ რომელიც ერთი ხელით ნამცხვარს ჭამს და მეორე ხელით საწუწაო თოფს უწვდის ლიზის.
- ერთი რას მეყოფა ! ლიზი საბას ეუბნება.
- მართალია ერთი რას მეყოფა! იმეორებს საბა და მეორე ნაჭერს იდებს თეფშზე.
- თოფი შე სულელო! ლიზი უყვირის.
- აა უი! საბა საგონებელში ვარდება და ლიზისაც და თათასაც მეორე თოფს უწვდის.
- გინდა? თორნიკე ჩუმად და წყნარად ეკითხება ანაბელს და თვალებში უყურებს. ანაბელი მხრებს იჩეჩს და ამბობს.
- ერთხელ ვცხოვრობ, გავერთობი. ამბობს და შემაღლებულ ადგილას დგება.
- საბა მომაწოდე რა!
- მაცადეთ რა! საბა ხელებს წინ იშვერს და გატენილი პირით ლაპარაკობს. საბოლოოდ ორ თოფს ანაბელს აწვდის.
- საბა ბევრი ტკბილი არ ჭამო დიაბეტს დაიმართებ! თათა ხმამაღლა ამბობს და თოფებს ჩემსკენ იშვერს.
- ამან თავისი დაავადებები რო არ ჩათხაროს სადმე არ შეუძლია. ამბობს თორნიკე.
- მე რა შუაში ვარ!? ვამბობ და ვხვდები, რომ ლიზი ანაბელს და თორნიკეს უმიზნებს და არა თათას და სანდროს.
- ლიზი თათას ესროლე! გავყვირივარ და ვხედავ თათა ანაბელს როგორ უტევს. ახლა ანაბელს ერთი თოფი თათასკენ აქვს დამიზნებული, მეორე ლიზისკენ.
- ცოტა ნელა!
- ახლა სხვას დაუმიზნე.
- მე რას გადამეკიდე.
- ლიზი თორნიკეს ესროლე!
- წონასწორობა არ დაკარგო!
- სანდროს დაუმიზნე.
- გზა აუბნიე.
თორნიკე გაუჩერებლივ ელაპარაკებოდა ანაბელს, მითითებებს აძლევდა.
- დამაცადეთ! ყვირის საბა, მაგრამ თითქოს არც არავის გაუგიაო. ეზოს ბოლოში დაგდებულ დაკეცილ შლანგს ხელს კიდებს და შლის. ვერც დავუკვირდი ისე წამოვკარი ფეხი შლანგს და წყლის ოთხკუთხედ ავზში ჩავვარდი, რათქმაუნდა ლიზიც თან გავიყოლე.
- უსამართლობაა! ყვირის ლიზი, თმები სახეზე აქვს ჩამოწეული. – ვიგებდი.
- ნუ მახრჩობ. ხველებით ვამბობ და ავზიდან თავს ვყოფ. ხელებს საბას ვტაცებ და მასაც წყალში ვაგდებ.
- არ უნდოდა ბიჭს დასველება. ამბობს ლიზი და დოინჯს ირტყამს. ყველას სიცილი გვიტყდება მის საქციელზე, თმა წინ აქვს ჩამოშლილი, ვერც ხედავს ნორმალურად ვერაფერს და დოინჯით დგას ავზში.  სიცილით ლიზის ვუახლოვდები და ცერა თითით წინ გადმოყრილ თმას ვუსწორებ. საბოლოოდ სამივე ამოვდივართ ავზიდან, მაგრამ საბა ყველაზე ახლოს დგას და თათა ხელებს ისევ კრავს და ისევ წყალში აგდებს.
- კარგი რაა! საბა ამბობს. ყველა აივანზე შევრბივართ და ისევ ჩვენ ოთახებში ვნაწილდებით გასაშრობად და გამოსაცვლელად. როდესაც ტანსაცმელი ჩავიცვი და ფანჯრიდან გადავიხედე ლიზი, ანაბელი და სანდრო უკვე ეზოში იყვნენ. მე და თორნიკეც ჩავედით, უკვე შუადღის სამი იყო.
- ლაგოდეხში ხომ არ წავიდეთ? ვკითხულობ მე.
- კი! საბა აივნიდან გამოდის და ჩვენს გვერდით სკამზე ჯდება.
- თათა სად არის? კითხულობს ლიზი.
- ჩანთას ალაგებს უკვე ლაგოდეხისთვის, პირსახოცებს და გამოსაცვლელ ტანსაცმელს, ასე თქვა მერე მაინც ხო წავალთ და ბარემ ჩალაგებული მექნებაო.
- უჰ კაი! ლიზი პასუხს უბრუნებს. ანაბელის ფეხზე ვაკვირდები, ფეხს გაუჩერებლივ ამოძრავებს. შევამჩნიე თორნიკემ, როგორ დაადო ხელი ანაბელს მუხლზე და ცერა თითის მოძრაობა დაიწყო. ანაბელს სახეზე შეეტყო, რომ ეს ნამდვილად ამშვიდებდა. ერთმანეთს თვალებში შეხედეს წამიერად, მაგრამ მალევე აარიდეს თავი ერთმანეთს, თორნიკემაც ხელი მოაშორა.
- ლაგოდეხისთვის მოემზადეთ! თათა ამბობს და პატარა ჩანთა ხელით მოაქვს.
- ხო ჯობია წავიდეთ, მერე მზე გადავა და მდინარეში წყალი გაცივდება. ამბობს თორნიკე და ფეხზე დგება.
- მე პირსახოცს ავიღებ და ეგაა! საბა ხელს პირსახოცს სტაცებს და ამაყად მანქანისკენ მიიწევს.
- მე წინ ვჯდები! ამბობს თათა.
- მე ვმართავ! ამბობს თირნიკე.
- ლუკა, შენც წამოგიღებ პირსახოცს! კიდევ რამე ხომ არ გჭირდება? მეკითხება თორნიკე.
- არაა! ვპასუხობ და ლიზის ვუყურებ.
- ორ წუთში გამოვალთ! ამბობს ლიზი და ანაბელთან ერთად თავის ოთახში შედის, გამიკვირდა მართლა მალე, რომ გამოვიდნენ. არასოდეს არ ყოფილან პუნქტუალურები. საბოლოოდ ყველა  ორ მანქანაში გავნაწილდით და ლაგოდეხის ნაკრძალისკენ დავიძარით. მე ლიზი თათა და სანდრო ერთ მანქანაში ვიყავით, მეორეში საბა თორნიკე და ანაბელი.
- რომელი მუსიკა ჩავრთო? კითხულობს თათა.
- Miley Cyrus - ის რამე ჩართე, მთავარია მუსიკა იყოს ამბობს ლიზი.
- მალე მივალთ? კითხულობს თათა. – არ მინდა დაგვაგვიანდეს.
- და იქ ვისთან უნდა დაგაგვიანდეს? ეკითხება სანდრო.
- იმას შეხედე, წინ მიმავალი, თორნიკეს მანქანისკენ ვანიშნებ, სადაც ფანჯარაში საბაა გადმოკიდებული.
- ალბათ ბევრი ილაპარაკა და თორნიკემ ვეღარ მოუთმინა. სრული სერიოზულობით ამბობს ლიზი. მანქანა პარკინგზე დავაყენეთ, ჩვენს გვერდით გააჩერა თორნიკემაც და ყველა ჩვენი პირსახოცებით და ჩანთებით მანქანიდან გადმოვედით.
- სადმე აქვე გავჩერდეთ რა, მეზარება დიდხანს სიარული. ამბობს ანაბელი, მაგრამ ჩანჩქერთან მისვლა გვინდოდა, ამიტომ სადღაც ერთი საათი ვიარეთ, ანაბელი მთელი გზა წუწუნებდა, როგორი დაღლილი იყო. საბოლოოდ ჩანჩქერამდე მივაღწიეთ, რომელიც რეალურად სამ მეტრიანი იყო. დინება არც თუ ისე ჩქარი იყო, საბანაოდ შესანიშნავი ადგილი და ულამაზესი ბუნება იყო გარშემო.
- მე უნდა გადმოვხტე! ამბობს თორნიკე და ამაღლებული ადგილისკენ მიიწევს.
- მოგყვები! ერთხმად ამბობენ საბა და სანდრო და მას მიყვებიან. თორნიკე პირველი ჩახტა, ძალიან ღრმა ადგილას, რამე რომ არ დაერტყა. სანდროც გადახტომას აპირებდა, მაგრამ საბამ შეაჩერა და რაღაც უთხრა. უეცრად დავინახე სანდრომ საბა ხელში როგორ აიყვანა და ერთად გადმოხტნენ.
- არ მაინტერესებს მეც ავდივარ. ამბობს ლიზი და გადასახტომად ემზადება. თათაც მასთან ერთად ავიდა და ხელ ჩაკიდებულები გადმოხტნენ. საბა, რომ არ გაწეულიყო, პირდაპირ თავზე დაახტებოდნენ.
- ამას მე არ გავაკეთებ! მკაცრად ამბობს ანაბელი და მდინარეში ჯერ კიდევ კანკალებს. რამოდენიმე საათი ერთად ვიცურავეთ, წყალში ვხტებიდით, ერთხელ ანაბელიც გადმოხტა და მუცლით დაეცა წყალზე, რამოდენიმე წამი არ იძირებოდა, მაგრამ შემდეგ სიღრმისკენ მიიწევდა, თორნიკემ პირდაპირი მნიშვნელობით ამოათრია, როდესაც ანაბელი გონს მოეგო, ჩვენ დაგვიწყო ჩხუბი:
- თქვენ, რომ არ აგეტეხათ არც გადმოვხტებოდი. როცა უკვე მოსაღამოვდა ნაპირზე ავედით და ნაკრძალის შესასვლელთან ახლოს მინდორში კოცონი დავანთეთ. თათას თავის პატარა ჩანთაში პლედებიც კი ჰქონდა ჩადებული ყველასთვის თორემ ახლა გავიყინებოდით. კოცონთან ბავშვობის ამბების მოყოლა დავიწყეთ:
- ერთხელ მე ანაბელი და თათა სადღაც მეშვიდე ან მერვე კლასში ვართ, ლიზიმ ამბის მოყოლა დაიწყო, მაგრამ უკვე თვითონაც ეცინებოდა. – ხოდა ჩვენს ძველ, პატარაობის დღიურებს ვკითხულობდით, ნუ ჩემს დღიურსაც მივყევით და ერთგან მეწერა: " დღეს ცირკში ვიყავი, ძალიან გავერთე, ყველაფერი მომეწონა, იქ ერთი სპილო ანაბელს გავდა"  უცბათ ყველას სიცილი აგვიტყდა, თვითონ ლიზიც იცინოდა.
- აი ჩემზე მოგონებამ ცხოვრება გაგიფერადათ. ამაყად ამბობს ანაბელი.
- კი ჩემი ნაცრისფერი ფანქარი ხარ! თათა თავს აქნევს და ისე ეუბნება ანაბელს. ყველა გაერთო და ბევრს ვიცინოდით. უეცრად ძალიან მაგარმა აზრმა დამკრა თავში, ტელეფონი ავიღე და ლიზის დავუმესიჯე.  "შენს პლედს ხელი მოკიდე და უბრალოდ მენდე"   როდესაც ლიზის მესიჯი მიუვიდა ოდნავ გაკვირვებული სახე ჰქონდა, მაგრამ შესამჩნევად ჩასჭიდა ხელი პლედს, მეც იგივე გავიმეორე და მეორე  ხელი მის ხელის მტევანს ჩავჭიდე. ავდექი და გავიქეცი, რათქმაუნდა ლიზიც უკან მომყვებოდა, ისე რომ ხელი არ გაუშვია ჩემთვის. თორნიკეს მანქანის გასაღები მე მქონდა, უცბათ გავაღე და ორივე შიგნით ჩავჯექით.
- სად მივდივართ? ღიმილით მეკითხება ლიზი, მაგრამ გაკვირვებაც ეტყობა.
- მენდე, მოგეწონება. ჩემს არჩეულ ადგილამდე თხუთმეტი წუთი იყო სავალი. მე და ლიზი დღევანდელ დღეზე ვიცინოდით და ამბებს ვიხსენებდით.
- ტელეფონი გათიშე რა! ლიზის ვთხოვე. მანაც გათიშა.
- ნეტა ისინი რას ფიქრობენ.
- არ ვიცი, მაგრამ ის ვიცი რომ მოვედით. ორივე მანქანიდან გადმოვედით, ლიზის თვალებზე ხელი ავაფარე და როცა დრო მოვიდა გავუშვი. განათლებული მინდორი, დიდი თეთრი ნათურები ხეებს შორის არის გაბმული, შუაში დიდი საქანელა დგას.
- რა სილამაზეა! ამბობს ლიზი და პლედ მოფარებული საქანელაზე ჯდება. მეც მასთან მივდივარ და გვერდზე ვუჯდები.
- ეს ადგილი საიდან იცი? უცბათ მეკითხება, ისე რომ ლამაზ სავსე მთვარეს და ღრუბლებს თვალს არ აცილებს.
- ჩემს ბავშვობაშიც იყო ხოლმე ეს ადგილი, რამდენჯერმე ვარ ნამყოფი.
- ულამაზესია! ჩუმად ამბობს და მხარზე თავს მადებს. პატარა დინამიკი ამოვიღე და მობილურს დავაკავშირე, მშვიდი მუსიკა ჩავრთე, უბრალოდ ვსუმენდით და მთვარეს ვუყურებდით. მხოლოდ ლიზიზე ვფიქრობდი, გონებაში სხვა არაფერი არ მომდიოდა. როდესაც მუსიკა დამთავრდა გაუცნობირებლად ხელები მის სახეს წავავლე, თვალებში ვუყურებდი, მისი თვალები სავსე მთვარეზე ლამაზი იყო, უცბათ მის ტუჩებს ჩემი მივადე და წამებში მოვაშორე, მაგრამ ის რამოდენიმე წამი ჩემი ცხოვრებისთვის ყველაზე ძვირფასი იყო. ლიზი გაკვირვებული სახით იყურებოდა, ზუსტად ამ წამს საშინელი წვიმა წამოვიდა, არცერთს არ გაგვიაზრებია, მაგრამ დუმილი ლიზიმ დაარღვია:
- მანქანაში წავიდეთ.
ორივე მანქანისკენ გავიქეცით, მალევე მივუახლოვდით და შიგნით ჩავჯექით.
- ეს ღამე აქ დავრჩეთ, ლიზი თვალებში მიყურებდა და ისე მელაპარაკებოდა. – გთხოვ!
- როგორც შენ გინდა! ვუთხარი და მანქანის უკანა სიდენიები გავშალე. წამოვწექით, ისე რომ ორივე ერთმანეთზე ვიყავით აკრულები, ჩემი პლედის ნახევარი მას ეფარა, მობილურები და დინამიკი ძირს გვედო, მაგრამ ვაიგნორებდით. ჩვენი მობილურები მონაცვლეობით ანათებდნენ, მაგრამ გვერჩივნა ყველაფერი დაგვეიგრონებინა, იმ წამს, ერთმანეთის გარდა.


რას ფიქრობთ? 🤎

არ დაივიწყოWhere stories live. Discover now