თავი 23

1K 28 5
                                    

Last part

ლიზის ხედვა:

თვალებს ვახელ და ვაანალიზებ, რომ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალაქში ვიმყოფები, საწოლში ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად ვწევარ. ვდგები და ნაზ კაბას სხეულზე ვირგებ, ფეხშიშველი ფანჯარას ვუახლოვდები და ფარდებს ვწევ, მალევე შემოდის მზის სხივი ოთახში. ლუკას სახეს ვაკვირდები და ვიაზრებ, რომ ისიც ფხიზლდება.

- დილა მშვიდობის! ვუღიმი და ვუყურებ. – ჩაიცვი და გავიდეთ მისაღებში. ვთავაზობ.

- მეზარება! მპასუხობს და ბრუნდება.

- ადექი! მკაცრი ტონით ვეუბნები და ხელზე ვკიდებ. ლუკა თავისკენ მექაჩება და მის სხეულზე მაგდებს. ლუკას შიშველ სხეულზე ვწევარ ჩემი ნაზი კაბით და მის ნაქვთებს დავცქერი, თმა ჩამოშლილი მაქვს, ისე რომ მის სახეს ოდნავ ფარავს.

- ცოტახანი ვიყოთ და გავიდეთ. მეუბნება და თმას სახიდან მიწევს. თავს მკერდზე ვადებ ის კი ფერებას მიწყებს.

- აქ რა გავაკეთოთ მარტომ? ისევ ვწუწუნებ და მინდა მივახვედრო, რომ მისაღებში მინდა გასვლა. ლუკას საწოლის მეორე მხარეს გადავყავარ და ტუჩებში ვნებიანად მკოცნის. რამდენჯერაც არ უნდა ვაკოცო იმდენჯერ განსხვავებულად ვგრძნობ თავს. წელზე ხელს მხვევს და თავისკენ მიზიდავს, მაგრამ მალევე ვიშორებ. ორივენი ვჯდებით და საწოლის თავს ვეყრდნობით, მე ლუკას მხარზე თავი მადევს.

- ჩაიცვი რა! ბოლოჯერ ვეუბნები და ოთახიდან გავიდვარ. მისაღებში ყველა მოგროვებული მხვდება და ერთმანეთში საუბრობენ.

- აბაზანაში ვინმეა?

- თათაა, მაგრამ ალბათ მალე გამოვა. მპასუხობს დეა. მათ ვუერთდები დივანზე და საუბარში ვერთვები, მალევე გამოდის ლუკა ოთახიდან, მაგრამ თათა არსად ჩანს.

- დილა მშვიდობის! ესალმება ყველას ლუკა. საბას მობილურზე შეტყობინება მისდის და მას ვაწვდი, სანამ ხელში გადავცემ ვხვდები, რომ მესიჯი თათასგანაა და მიკვირს. საბას კითხვისას გაკვირვებული სახე აქვს და მალევე კორიდორს მიუყვება, რის ბოლოს სააბაზანოა.

არ დაივიწყოWhere stories live. Discover now