თავი 19

547 16 2
                                    

თათას ხედვა:

საოცარი სანახაობის შემდეგ ყველანი ერთად სამზარეულოში ვიჯექით და ამ დასამახსოვრებელ მომენტზე უსასრულოდ ვიღიმოდით. მეც კი ვგრძნობდი, რომ თორნიკეს და ანაბელს გული სიყვარულით ჰქონდათ სავსე და რაღაც უსასრულოდ უცნაურ გრძნობას განიცდიდნენ. ალბათ ამ ყველაფერს იმიტომ ვხვდებოდი, რომ მეც მაქვს ეს გრძნობა გამოცდილი. ყველანი ერთად ვისხედით და მომხდარს განვიხილავდით, ამ ბოლო რამოდენიმე ხანში კიდევ ორ წყვილს არ მოველოდით, ალბათ ზედმეტი სიხარული იყო ჩვენთვის, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა ყველანი ბედნიერები ვიყავით და დავიფიცებდი, რომ საბას წყვილებს შორის კარგი ურთიერთობა ყველაზე მეტად აბედნიერებდა. თორნიკეს მკლავებში მოქცეულ ანაბელს დიდი ბედნიერება ეტყობოდა სახეზე, ერთმანეთის სიახლოვით ტკბებოდნენ, თვალს ვერ ვაცილებდი.

- მართლა საიდან გამოიცანი? სიცილით ვეკითხები თორნიკეს.

- მოკლედ წასვლას არ ისე ვაპირებდი და არც ასე. დაიწყო თორნიკემ და სიჩუმე ჩამოვარდა, ყველას ყურადღება მისი პირიდან ამომავალი აღტაცებული სიტყვებისკენ გვქონდა მიმართული. - ვიფიქრე დავრჩები და პირიქით ურთიერთობას კარგად გავარკვევ თქო, არ ვიყავი იმაში დარწმუნებული, რომ ანაბელი საბოლოოდ უარს მეტყოდა. დილით გოგოების საძინებელში შევედი, რადგან ტკივილგამაყუჩებელი მეპოვა, დარწმუნებული ვიქნებოდი თათას ექნებოდა, თავი საშინლად მტკიოდა წინა ღამის ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე. მგონი დილის ექვსი ხდებოდა..

- მაგ დროს მე და თათა უკვე სავარჯიშოდ ვიყავით გასულები, ანაბელი აღარ გავაღვიძეთ, მასაც ემოციური საღამო ჰქონდა. ლიზიმ თორნიკეს სიტყვა გააწყვეტინა. თორნიკემ ანაბელს უცბად თვალებში ჩახედა და ორივეს თვალებში მარადიული გრძნობა ამოვიკითხე. თორნიკეს ღია თაფლისფერი თვალები ციმციმებდა და ანაბელის მომწვანო ყავისფერში გარდამავალ თვალებს უღიმოდა.

არ დაივიწყოWhere stories live. Discover now