თავი 12

657 13 1
                                    

საბას ხედვა:
- ალო! ტელეფონს ვპასუხობ და ჩემ თავს ვატყობ, რომ ნამძინარევი ხმა მაქვს.
- გაგაღვიძე? სანდრო ნორმალურზე უფრო ჩუმად მეუბნება.
- სწორედ მიხვდი! ვუბრუნებ პასუხს.– რა ხდება ამ დილა ადრიან ან რატო რეკავ? ვეკითხები და ვამთქნარებ. საწოლზე ვჯდები, რომ ოდნავ გამოვფხიზლდე და ბალიშს ვეყუდები.
- მოკლედ, ხვალ თათას დაბადების დღეა. იწყებს სანდრო, მაგრამ მე ვაწყვეტინებ.
- უი, ხო ღამე 12 ზე გავდივართ ხო?
- უეჭველი წავალთ, მაგრამ დამაცადე ორიწამი. თათას სძინავს ახლა და დღეს 12 ზე კი არ გავალთ, 12 ზე აქ იქნებით ყველა, ჩემთან სახლში. სიურპრიზი მაქ მომზადებული, ოღონდ დღეს როგორმე მთელი დღე თათა გაართე, დანარჩენებსაც დაურეკე, რომ ღამის 11 ზე ჩემთან იყვნენ.
- კაი და რა სიურპრიზი? ვეკითხები და ინტერესისგან ვკვდები.
- არ გეტყვი, წამოგცდება. მკაცრი ტონით მპასუხობს სანდრო. – არავინ არ იცის რა სიურპრიზია ლუკას გარდა, ის მეხმარებოდა.
- ოო, ხო კარგი, რო გაიღვიძებს მომწერე და რამეს მოვიგონებ, რომ გავიტყუო.
- კაი და სალომეს ხომ ელაპარაკე? სანდროს ხმაში აშკარად იგრძნობა ინტერესის გრძნობა.
- კი!! მოკლედ ვპასუხობ, მაგრამ ვიცი, რომ ამ თემაზე ლაპარაკი მაინც გაგრძელდება.
- დაწვრილებით მომიყევი! დაჟინებით მეუნბება სანდრო.
- რა მოგიყვე, ვუთხარი თორნიკესთან ახლო ურთიერთობა მაქვს და იმის შემდეგ რაც შენზე გავიგე, შენთან ერთად ყოფნა არ შემიძლია თქო, მოკლედ რა შენთან ლაპარაკი ამ თემაზე იმ საღამოს მართლა გამომადგა და მადლობა რა.
- ღადაობ? მერე იმან რა გიპასუხა?
- ხო ადრე მე და თორნიკესაც კარგი ურთიერთობა გვქონდაო. ლაპარაკისას ოდნავ ჩამეცინა.
- ღმერთო არადა თორნიკემ, ბარში ერთ დილას გავიცანიო და იმ დღის ღამეს ერთად ვიწექითო, მაგის მერე არაფერი მომხდარაო.
- ხო საშინელი გოგოა! დავეთანხმე მეც. –კაი მიდი და შემეხმიანე! ბოლოს ვეუბნები და მობილურს ვთიშავ. გული დამწყდა სალომე ისეთი, რომ არ აღმოჩნდა როგორიც მე მეგონა, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. ორ წუთში ზარი ისევ შემოდის ტელეფონში, ისევ სანდროსგან. ტელეფონს ვიღებ და მაშინვე სანდროს ოდნავ ხმამაღალი და აღელვებული ხმა ისმის.
- არც ის უთხრა, რომ სიურპრიზს ვუმზადებ.
- ხო სანდრო არ ვეტყვი ეგ შემიძლია და დანარჩენებსაც ვეტყვი, რომ 12 ზე შენთან ამოვიდნენ.
- 11 ზე და 12 ზე თათა მოიყვანე აქ, მანამდე ყველანი ჩემთან მოვგროვდებით.
- კაი წავედი. ვუთხარი და ტელეფონი გავუთიშე. საჭირო ოთახში შევედი და კიდევ სანდროსგან ერთი ზარი შემოვიდა, ამჯერად ტელეფონის პასუხისას მას ვუყვირი!
- ეე ბიჭოო, მოფსმა მაინც მაცადე. ყვირილით ვეუბნები.
- მოიცა რა, მოკლედ რაღაც მაგარი მოვიფიქრე და შენ და თათას დღეს ბევრი სიარული მოგიწევთ და დიდი საწუწაო თოფები იყიდეთ.
- თოფები რად გინდა თუ ღმერთო გწამს! გაკვირვებული ვეუბნები.
- მაგარი აზრი მაქ და ლიზის დაურეკე და შეახსენე საცურაო კოსტიუმები ჩადოს.
- ეგ რაღად გვინდა? უფრო გაკვირვებული ვეუბნები.
- ბიჭო არ გახსვოვს? თათას სოფელთან ახლოს ლაგოდეხის ნაკრძალია და მაგ პონტში მდინარე და რამე რა.
- აჰ, ხო გამახსენდა, იმ ადგილას წავიდეთ წინაზე რო ვიყავით, იქ კაი წყალი იყო.
- ჯერ იქამდე ბევრი რამეა მარა ხო რა! პასუხს მიბრუნებს და ტელეფონს თიშავს. სააბაზანდოან გამოვედი და კარადა გამოვაღე, ტანსაცმლის ასარჩევად. ხელი შავ შარვალს და მწვანე ზედას დავტაცე. სამზარეულოში გავედი საჭმლის მოსამზადებლად და ლიზის დავურეკე სანდრომ რაც მითხრა ყველაფერი მოვუყევი.
- მეც თქვენთან ერთად წამოვალ! ლაპარაკისას ანაბელი ყვირის ტელეფონში.
- აუ მეც რა, ჩვენ, რომ.წამოვიდეთ ორივე თორნიკე ლუკა და სანდრო მოახერხებენ მარტო? ლიზი დაინტერესებული კითხულობს.
- აუ მოკლედ არ ვიცი, ლუკამ და თორნიკემ უკვე იციან ეს გეგმა, რა სიურპრიზსს უმზადებს მეც არ ვიცი და დავურეკავ სანდროს თუ არ ჭირდებით წამოდით.
- კაიი!
- და საცურაო კოსტიუმი არ დაგავიწყდეთ. ტელეფონის გათიშვის შემდეგ ისევ სანდროს დავურეკე, როგორც აღმოჩნდა საქმეს თვითონაც გაართმევდა თავს თორნიკესთან და ლუკასთან ერთად, შემდეგ ლიზისაც დავურეკე და გავაგებინე, ბოლოს თათას ნომერი ავკრიფე.
- ალო! თათა ჯერ კიდევ ჰქონდა ნამძინარევი ხმა.
- თათა, დღეს ხომ იცი სანდროს, თორნიკეს და ლუკას, რომ რაღაც კალათბურთის საქმე აქვთ, ხოდა მე დღეს მცალია ლიზისაც და ანაბელსაც და მოდი სადმე გავიაროთ.
- არაა ცუდი აზრი, მოვემზადები და დაგირეკავ.
- დღეს ლიზის და ანაბელსაც არ აქვთ საქმე და სადმე კაფეში წავიდეთ?
- კაფეში და მერე რაღაც ტანსაცმლის ყიდვა რო გინდოდა ბარემ გავიაროთ.
- კაი! დავეთანხმე და ტელეფონი გავუთიშე. სოციალური ქსელების შემოწმება გადავწყვიტე, ჯერ ერთი დღე არ იყო ჩემსა და სალომეს დაშორებიდან გასული, რომ მისგან უკვე მესიჯი იყო მოსული. "როგორ ხარ?" უბრალოდ გადავწყვიტე არ მეპასუხა, არ მინდოდა მასთან ურთიერთობა, ხომ შეიძლებოდა, როდესაც თორნიკემ კარი გაგვიღო ის მაინც ეთქვა, რომ ნაცნობები იყვნენ, იგივე შეეძლო თორნიკესაც, მაგრამ არცერთი არ ელოდა ერთმანეთის ნახვას. სალომეს მესიჯი უბრალოდ დავსინე და გადავწყვიტე, რომ მასზე აღარ მეფიქრა. ერთი საათი სოციალურ ქსელებში დავხეტიალოდი, საჭმელიც მოვიმზადე და ვჭამე, მართალია გადასარევს ვერ ვამზადებ, მაგრამ თათას გაკეთებულს რათქმაუნდა ჯობია. ერთი საათის შემდეგ თათასგან ზარი შემოდის ჩემს ტელეფონში.
- მზად ვარ! მეუბნება ის.
- მაშინ ლიზის და ანაბელს გავუვლი და შენც გამოგივლით.
- კაი გელოდები.
დივნიდან წამოვდექი, ფეხსაცმელის ჩაცმა დავიწყე და ანაბელს ხმოვანი შეტყობინება გავუგზავნე, რომ გზაში ვიყავი და მალე მივიდოდი მათ სადარბაზოსთან. მანქანის და სახლის გასაღები ავიღე, კარები დავკეტე და კიბეზე სწრაფად ჩავირბინე, მანქანაში ჩავჯექი და ლიზის და ანაბელის სახლისკენ წავედი. ხუთ წუთზე ნაკლებში უკვე დანიშნულ ადგილას ვიყავი. ორივე სადარბაზოსთან იდგნენ.
- სალამი! ვამბობ როცა მანქანაში ჯდებიან.
- რომელ კაფეში წავიდეთ? კითხულობს ლიზი.
- რავი, თათამ პროსპეროში წავიდეთ რამდენი ხანია არ ვყოფილვართ მანდო. პასუხს ვუბრუნებ და გაზს ვაწვები.
- მანდ წავიდეთ, კარგი გარემოა. ამბობს ანაბელი და ფანჯარას თავს ადებს.
- მერე ტანსაცმლის ყიდვა მინდა, ზედები მჭირდება და სადმე გავიაროთ. ვეუბნები მათ.
- ისთ ფოინთში წავიდეთ და აარჩევ რამეს. მეუბნება ლიზი.
- ხო, რა და სიურპრიზზე არაფერი წამოგდეთ.
- აუ რას უმზადებს არ იცი? მეკითხება ლიზი.
- არა, მაგრამ, როგორც კი თათას გავუვლით თორნიკე, ლუკა და სანდრო ყველაფერს მიხედავენ და სანდრომ დამაბარა, დიდი საწუწაო თოფები იყიდეთ იქ სოფელში რომ წავალთ მაგარი რაღაც მოვიფიქრეო.
- ვიყიდოთ! მოკლედ მპასუხობს ანაბელი და ახლა ლიზი იწყებს ლაპარაკს:
- თათას რა უყიდეთ? გვეკითხება.
- მე ხომ იცი, ჩანთა, ზუსტად იგივე სტილში რასაც ხმარობს.
- სუნამო. ვპასუხობ ლიზის. – შენ რა უყიდე?
- ნახატი, სადმე დაკიდებს.
- კაით, ხმა არ დაგცდეთ საერთოდ არაფერზე. ვამბობ და მანქანას ვაპარკინგებ. მალევე თათას გახარებულ სახეს ვხედავ, როდესაც ჩემს გვერდზე, წინა სავარძელს იკავებს მაშინვე ვეკითხები:
- ასე, რატომ ხარ გახარებული? სანდრომ რამე ხომ არ მოიტეხა?
- სამწუხაროდ არა! ჩემმა მშობლებმა მანქანა მაჩუქეს.
- რამაგარია რომელი? ეკითხება ანაბელი.
- აუ ძაან მაგარია! მე და ლიზი ერთდროულად ვამბობთ.
- სანდროს ნაირი ოღონდ ვერცხლისფერი. აღტაცებული მპასუხობს.
- მერსედეს C 300?
- კი! ხმამაღალი ტონით მპასუხობს და რემენს იკრავს.
- კიდევ, კარგი მართვის მოწმობა, რამოდენიმე თვის წინ აიღე. ლიზი გახარებული ამბობს.
- მოკლედ, ძალიან მაგარია გილოცავ. ვეუბნები და მანქანას ვქოქავ.
- პროსპეროში წავიდეთ? კიდევ ერთხელ ვკითხულობ.
- ხომ არ ჯობია ამო რამეში წავიდეთ? კითხულობს თათა.
- აუ კი, მე მირჩევნია. ამბობს ლიზი.
- სიმართლე გითხრათ, მეც.
- ხოდა მანდ წავიდეთ. ბოლოს ანაბელიც გვეთანხმება. კაფეში კარგი დრო გავატარეთ, ბევრს ვხუმრობდით და თათას დაბადების დღეზეც ვლაპარაკობდით. საბედნიეროდ არცერთს სიტყვა არ დასცდენია სანდროს სიურპრიზზე. ახლა ისთ ფოინთში წასვლას და ზედების ყიდვას ვაპირებდით, ჰერ არც საწუწაო თოფები გვქონდა ნაყიდი.
- კარგად გავერთე. ამბობს ლიზი, როდესაც მანქანას ვქოქავ.
- თათა, ზაზასთან მუშაობას როდის იწყებ? ვეკითხები მე.
- აგვისტოში, მაგრამ სახლიდან მექნება ყველა საბუთი გასაკეთებელი და გადასაგზავნი.
- უჰ, კიდევ კარგი. ამბობს ანაბელი, – თორე ჩვენი გეგმები ჩაიშლებოდა. პარკინგზე შემყავს მანქანა და ყველა გადმოვდივართ.
- რისი ყიდვა გინდა? მეკითხება თათა.
- ზედების. მოკლედ ვპასუხობ და მაღაზიებისკენ მივიწევ. – ოღონდ ისე არ დაიწყოთ, როგორც იმ დღეს.
- კარგი, გპირდები. ლიზი ხელებს მაღლა წევს და იცინის. პირველ მაღაზიაში შევდივართ და ბიჭების განყოფილებისკენ მივდივარ. სამივე მონდომებით ეძებს ჩემთვის ზედებს.
- რა ზომას ხმარობ? მეკითხება ანაბელი.
- S ს.
- აი ეს სცადე. ყავისფერ მაისურა მაწვდის თათა, ზუსტად ჩემს ზომას.
- მომწონს, გავისინჯავ და თუ კარგად მქონდა ვიყიდი.
- და ეს? ახლა შავ ზედაზე მეუბნება ლიზი.
- ესაც, კარგია ამასაც გავიზომავ.
- ეს ვიყიდო? შარვალზე ვეკითხები მათ.
- მე მომწონს. მეუბნება ლიზი.
- კაია, თუ მოგწონს იყიდე.
- ბოლოს ანაბელი მოდის ჩემთან, ხელში მწვანე ზედა და თეთრი ფეხსაცმელი უჭირავს.
- ესენი? მოგწონს?
- კი და ახლა ყველაფერს მოვისინჯავ. ვამბობ და ყველაფერი გასახდელში შემაქვს. უკვე ჩაცმულ ტანსაცმელს ისე აკვირდებოდნენ, თითქოს წეღან ხელში არ ეჭირათ.
- ყველაფერს ვიყიდი. ვამბობ, როცა ჩემს ტანსაცმელს ვუბრუნდები.
- სხვაგანაც ხომ არ გაგვევლო?
- არა, ყველაფერი მომწონს და თავი არ მაქვს. ახლა საწუწაო თოფები ვიყიდოთ კარფურში.
- კაი მაშინ იყიდე და წავედით. ტანსაცმელი მოლარეს მივაწოდე და საფულე ამოვიღე ჯიბიდან
- უკაცრავად – ამბობს თათა, – შეგიძლიათ თითოეული ნივთი სხვადასხვა პაკეტში ჩადოთ, სასაჩუქედ გვინდა და ზოგი ჩვენთვის.
- კარგით არ არის პრობლემა. მოლარე იღიმის და ყველაფერს ცალ-ცალკე მუყაოს პაკეტებში ანაწილებს. ფული გადავიხადე და როცა მაღაზიას ვტოვებთ მაშინვე თათას ვეკითხები.
- ასე რატომ უთხარი? აშკარად გაკვირვებული სახე მაქვს.
- ფუ შე დებილო! მეუბნება ლიზი.
- მართლა დებილი ხარ, ასე იმიტომ ვუთხარი, რომ ახლა ჩანს, რომ უფრო ბევრი რამ იყიდე.
- გეფიცები გაკლიათ. ხელებს მაღლა ვწევ და ჩემი მანქანისკენ, მივდივარ რათა პაკეტები ჩავდო.
- თქვე აქ დარჩით, მე წავალ და იმ თოფებს ვიყიდი.
- კაი მიდი.
ჯარფურში შევედი და შვიდი დიდი საწუწაო თოფი ვიყიდე.
- ჩემთან წავიდეთ ჯერ. მანქანაში ჩაჯდომისთანავე ვამბობ.
- რომელია? კითხულობს თათა.
- რვა საათი.
- 12 ზე გავდივართ, ხომ იცით.
- კი, მაგრამ მანამდე წავიდეთ ჩემთან.
- კაი! ბოლოს თათა დავითანხმე და ჩემთან წავედით. ძლივს ვარწმუნებდით, რომ ისევ ჩემთან დარჩენილიყო, ბოლოს მოვიმიზეზეთ, რომ ლუკას საქმე გამოუჩნდა და ღამის 1 ზე გავსულიყავით. ძლივს დრო და ადგილი გამოვნახე, რომ სანდროსთვის დამერეკა.
- რას შვებით? ვეკითხები მე. მაჯის საათს დავხედე უკვე 11 იყო.
- ყველაფერი მზადაა, ახლა დანარჩენს გეტყვი. თქვენ მოიყვანთ თათას ჩემ ავტოფარეხთან.
- რომელ ფარეხთან? გაკვირვებული ვკითხულობ. – ხომ გაყიდე?
- სინამდვილეში არ გამიყიდია, მოვიგონე, რადგან ეს სიურპრიზის ნაწილია. მოკლედ ზუსტად 12 ზე თვალწბ ახვეული მოიყვანეთ აქ.
- კაი გასაგებია.
- კაი, ჩვენ აქ ყველაფერს მოვრჩით, რაღაცეებია, უბრალოდ მისალაგებელი, ეს ყველაფერი ასე არ გაიწელებოდა, ამანათები და შეკვეთები მალე, რომ დასრულებულიყო.
- კაი, როგორმე ლიზის და ანაბელსაც ვეტყვი ყველაფერს და 12 ზე მანდ ვართ.
- კარგი და ჩემთან სახლში ლიზის და ანაბელის გასაღებია, ლუკა წავა და მაატ ჩემოდნებს წამოიღებს, რომ პირდაპირ გავიდეთ, შენც წამოიღე შენი.
- კარგი, წავედი ახლა.
სანდროს ტელეფონი გავუთიშე და როგორღაც მოვახერხე ლიზისთვის და ანაბელისთვის ყველაფრის თქმა. როდესაც 12 ის ნახევარი გახდა, თათას ვუთხარით, რომ წავსულიყავით, როდესაც დანიშნულების ადგილს ვუახლოვდებოდით თვალებზე შავი ნაჭერი ავაფარე. მალევე ფარეხთან მივედით. სანდრო გარეთ დაგვხვდა. ავტოფარეხის კარები გაიღო და საერთოდ არ გავდა მანქანისთვის განკუთვნილ ადგილს. სანდრომ შავი ნაჭერი მოაშორა თვალებიდან თათას.
- ღმერთო ჩემო! თქვა თათამ და ხელები პირზე აიფარა.
- რა სილამაზეა აგრძელებდა ის.
ფარეხის კედლები ვარდისფრად იყო შეღებილი, ერთ-ერთი კედელი ფოტოსურათებით იყო სავსე. კუთხეში საოფისე სკამი და მაგიდა იდგა. მისგან მოშორებით პატარა მაცივარი. შუაში ბილიარდის მაგიდა და პატარა სავარძლები, მაგრამ მაინც დიდი სივრცე იყო დარჩენილი.
- ღმერთო არ მჯერა. თათა აღფრთოვანებული იყო ყველაფერს გარშემო უვლიდა. – აქ ერთად რამდენ დროს გავატარებთ, ვაიმე სამაგიდო თამაშებიცაა, თითით გვანიშნებს.
- თავიდან გამათბობელის დაყენება მინდოდა, მაგრამ კონდიციონერი დავამონტაჟე, ჰაერს ათბობს და აცივებს კიდეც.
- ღმერთო ძაან კარგია.
- მაცუვარში სასმელებია, დავლიოთ და გავიდეთ.
- აუ არ მინდა აქედან წასვლა. თათას ჯერ კიდე აღფრთოვანებული ხმა აქვს.
- არაუშავს ორ სამ დღეში ისევ აქ მოხვალ. თორნიკე სიცილით ამბობს და მაცივრიდან ფანტას იღებს.
- ანუ მოგეწონა? სანდრო კითხულობს და სავარძელში ჯდება.
- რათქმაუნდა გაგიჟდი? ძალიან მომწონს, მაგრამ შენ დაალაგებ ხოლმე. ყველა სიცილს იწყებს.
- რა სერიოზულად ვამბობ. ამბობს თათა და ბილიარდის მაგიდას გაჰყურებს. – თან ეს ფოტოები სიურპრიზის საუკეთესო ნაწილია.
- მე ჯერ კიდევ კედლების ფერზე ვფიქრობ. ამბობს ლიზი.
- არ ვარგა? ეკითხება ლუკა.
- ჩემი საყვარელი ფერია, აქ ფოტო გადამიღეთ. ლიზი ვარდისფერ კედელთან დგება.
- მე გადავიღებ, აქ მაქვს ჩემი ფოტოაპარატი. პასუხობს ლუკა.
- მოკლედ არ გავიდეთ? კითხულობს თორნიკე.
- კი!
- მეგონა ეს ფარეხი გაყიდე! ამბობს თათა.
- სინამდვილეში არ გამიყიდია, და ფოტოების დასაბეჭდად შეკვეთა მქონდა, გუშინ უნდა მოეტანათ, მაგრამ დღეს მოიტანეს.
- არაუშავს, ძალიან მაგარია ყველაფერი. თათა კიდევ ერთხელ ყველაფერს თვალს ავლებს.
- აი ეს გასაღები. სანდრო თათას გასაღებს უწვდის.

არ დაივიწყოWhere stories live. Discover now