1

145 8 0
                                    

- მინიი, - ვიყვირე და საწოლიდან თავი წამოვყავი.
- სანი, რა ჯანდაბა გაღრიალებს?! - ბალიში გამომიქანა და თავში გამარტყა.
- მეტკინა, ვირო, - თავზე ხელი მოვისვი, - გაემზადე, მალე.
- რატომ? - ჩაიბურტყუნა, მეორე მხარეს გადატრიალდა და საბანი უფრო მჭიდროდ მოიხვია.
- კომპანიაში უნდა წავიდეთ, სულელო! - ვუყვირე ისევ.
- ჯანდაბა, ეს როგორ დამავიწყდა?! - წამში წამოხტა და კარადიდან ნივთების ამოყრა დაიწყო.
სიცილი ამიტყდა და ლამის ჩავბჟირდი. უბრალოდ... ასე ვიცი. თუ გამეცინა, ვეღარ ვჩერდები, ამიტომ მიწოდებენ ვეირდოს. ნუ, კიდევ სხვა მიზეზების გამოც...
- მორჩი ფხუკუნს და გაემზადე დროზე!
უფრო ვუმატე სიცილს.
- ნამ სანი, ახლავე აეთრიე და გაემზადე!! იცოდე შენ გამო თუ დავაგვიანეთ, ვერ გადამირჩები! თან ხო იცი ძალიან ადრე მოგვიწევს ვარჯიშის დაწყება და დღეში თექვსმეტი საათი უნდა ვივარჯიშოთ! იცოდე პრობლემები თუ შეგ...
- კარგი, კარგი, ჰო! მორჩი ჩხავილს! გეღადავე, - თვალები ავატრიალე.
- რა? - იკითხა და საათს შეხედა, რომელიც დილის ხუთს უჩვენებდა.
- შე პატარა, - მითხრა და ზედ დამახტა.

ბალიშებით ომისა და ერთმანეთის ღუტუნით ამოწყვეტის შემდეგ, სწრაფად ავდექით და თავი მოვიწესრიგეთ. კომპანიაში რვაზე უნდა ვყოფილიყავით.
ბარგი წინა ღამით ჩავალაგეთ, დღეისთვის ტანსაცმელები კი წინასწარ მოვიმზადეთ. მეჩინგ სპორტულები ჩავიცვით - მე ღია, მოატმისფრო ვარდისფერი, ხოლო მინიმ თეთრი. მეტი კრეატიულობისთვის, გადავწყვიტეთ, რომ ერთმანეთის მაიკები გაგვეცვალა. მინის საშუალო ზომის თმა აქვს, მე კი ძალიან გრძელი და ორივეს სწორი.
თმის აქსესუარები, პარფიუმერია და დასაბანი საშუალებები მოვაგროვეთ და ჩანთაში ჩავაწყეთ.
ჯერ-ჯერობით, მაკიაჟის გაკეთება არ შეიძლება, სახეს უნდა მოვუფრთხილდეთ, თან საჭირო არცაა, ძილი-ვარჯიში-ძილი-ვარჯიში, სულ ასე მეორდება. ჩემოდნები დავიჭირეთ და სასტუმრო დავტოვეთ.

ბიგჰიტში ადრე მივედით, თუმცა დაგვიანებას, ეს სჯობდა. სტაფს ჩვენი ბარათები ვაჩვენეთ. გვითხრეს, რომ შეგვეძლო, ბარგი გამოსაცვლელ ოთახში დაგვეტოვებინა და შემდეგ წაგვეღო. დორმი აქედან ფეხით ათი წუთის სავალზეა, ამიტომ ეს პრობლემას არ წარმოადგენს და დავთანხმდით.
პირველი გაკვეთილი ცეკვა გვქონდა. მასწავლებელმა მარტივი ილეთების ახსნით დაიწყო. თან ძალიან ბევრჯერ გვამეორებინებდა, რომ კარგად ჩამჯდარიყო გონებაში და სხეულიც მისჩვეოდა. ჯერ-ჯერობით მხოლოდ სხვადასხვა მოძრაობები გვასწავლა და რაღაცეებში შესწორებები შეიტანა. ორი საათი ვვარჯიშობდით ასე.
შემდეგი ინგლისური ენა იყო. მე ბი ორ დონეზე ვარ, თუმცა ეს არ მაკმაყოფილებს და მინდა, რომ რაც შეიძლება, უკეთესად ვისწავლო. მინი კი ეი ორ დონეზეა.
ბოლოს სცენაზე და სხვადასხვა გარემოში გამოსვლის ქცევები ვისწავლეთ.
ახლა მუსიკა გვაქვს. თრეინები ერთმანეთს გავეცანით. მასწავლებელმა ჩვენი ხმის შემოწმება დაიწყო. ჯერ გვკითხა, რა სიმღერები ვიცოდით, შემდეგ კი რამდენიმედან პატარ-პატარა ნაწილები მოგვცა სამღერად, ზოგი ვოკალის შემცვლელი, ზოგი კი რეპის. აინტერესებდა, რა პოზიცია უფრო შეგვეფერებოდა, რომ მასზე უფრო ვყოფილიყავით კონცენტრირებული.
ჩვენი მოსმენის შემდეგ, ჩაფიქრდა და გვითხრა:
- ძალიან კარგია. ორივეს ხმა მომწონს. ვფიქრობ რეპი ძალიან გიხდება, მინ. კარგად რეპავ, რითმულად და ემოციურად, რაც ძალიან კარგია. სანი, შენ კი ნაზი, თან ძლიერი და მაღალი ხმა გაქვს, კარგად ადიხარ პირველში, ამიტომ ვოკალზე ვიმუშაოთ. მაშ ასე! ახლა კი ზოგადად ხმაზე ვიმუშაოთ, - გაგვიღიმა და ყველას წინ დაგვიდგა.
მუსიკის გაკვეთილი დღეში ორჯერ გვაქვს, შუადღეს, პირველ საათზე და საღამოს, რვაზე. შუალედებში კი ცეკვის, გამოსვლებისა და ინგლისური ენის გაკვეთილები გვაქვს. ასევე შესვენებები, რაც ჭამას გულისხმობს.

შემთხვევა (დასრულებული)Where stories live. Discover now