7

25 4 2
                                    

მინის pov

  იუ მინი და ვანგ ნიკოლასიო რომ თქვეს, გულმა სწრაფად დაიწყო ცემა. ის ფაქტი, რომ მასთან ყველანაირი კონტაქტი გაწყვეტილი მქონდა და ახლა, როდესაც ერთად გვიწევდა ცეკვა და არამარტო სანი და ქეის, არამედ მთელი აუდიტორიის წინაშე, მანერვიულებდა
— ქეიმ მითხრა, რომ ცეკვის დროს ყველაფერი დავივიწყო, გასაგებია? — გადმომიჩურჩულა სანიმ და სცენაზე შემაგდო, ისევე, როგორც ნიკოლასი ქეიმ.
— დაიწყეთ, — გვითხრა მასწავლებელმა და ჩვენს მიერ მითითებული სიმღერა ჩართო.
  ცეკვის პროცესში, არაერთხელ შემომხედა ცივი თვალებით, მე კი ვცდილობდი თავი დაბლა ჩამეწია და ამის მიუხედავად, მაინც კარგად შემესრულებინა ქორეოგრაფია. საბოლოოდ, როდესაც დავასრულეთ, ერთმანეთს ხელი ჩავკიდეთ (რა თქმა უნდა, ცეკვის ნაწილი იყო) და აუდიტორიას თავი დავუკარით.
— ვოაჰ! — მასწავლებელმა ტაში შემოკრა, მაგრამ სახეზე არც ერთს ღიმილი არ მოგვგვრია, — მშვენიერია, ერთად კარგად გიმუშავიათ, მაგრამ ისევე, როგორც წინა წყვილს ვუთხარი, თქვენც სიმღერაზე უნდა იმუშაოთ. ორმა ბრწყინვალე წყვილმა დღეს რომ არ გვიმღერა, გული დამწყდა.
— ქიმიას რაც შეეხება. უხდებით ერთმანეთს, თუმცა ძალიან არ ცდილობთ. ასე მგონია თავს ძალას ატანთ, რომ იცეკვოთ. იმედია გამოასწორებთ, — გვითხრა მეორემ და ხელით გვანიშნა ადგილი შემდეგი წყვილისთვის დაგვეთმო.
  თავი დავუკარით და ასეც მოვიქეცით.
— ღმერთო! არაჩ... — სანი მომმვარდა და ჩვენი შექება დააპირა, მაგრამ ნიკოლასი სიტყვის უთქმელად რომ მოშორდა ადგილს, აღარ გააგრძელა, — რა უხეშია! — ისევ წაიბუზღუნა და ცალი ფეხი ძირს დააბაკუნა. ჩამოვჯექი და წყლის ბოთლი გავხსენი, ცოტა მოვსვი და თვალი ბიჭებს გავაყოლე,
— ეს რა იყო? — წინ ჩამომიჯდა სანი
— რაზე ლაპარაკობ?!
— იაა, ნიკოლასს უყურებდი — თავი უკან გადაწელა და თითი გაიშვირა.
— ნუ სულელობ, — წამოვდექი და ადგილს მოვცილდი.
  გაკვეთილების დასრულებისთანავე, სანიმ ხელი მომკიდა და დერეფნებში აქეთ-იქით იმდენხანს მატარა, სანამ ქეი არ იპოვა.
— დღეს ერთად წავიდეთ, — უთხრა ონიმ.
ამ ბოლო დროს, რაღაცეებს ძაან ჩალიჩობს, რაც იმდენად მიშლის ნერვებს, რომ სურვილს მიჩენს, რაც კი სტაფილო გვაქვს სახლში, სეულის ნაგავსაყრელზე მოვისროლო
— რა პრობლემაა, ნიკოლასს დაველოდოთ, იცვლის,— ისიც დაუფიქრებლად დათანხმდა და სანი ცალკე სასაუბროდ კუთხეში გაიყვანა. ცოტა ხნის შემდეგ გამოსაცვლელი ოთახიდან ნიკოლასი გამოვიდა, თეთრი ფერის გრძელი მაისური მართლაც შეეფერებოდა მის მუქ მწავანე, ყოველ ადგილში დაგლეჯილ შარვალს. კარიდან გასვლა დააპირა, ისე რომ არც ქეის დაელოდა, მაგრამ მაინც შეაჩერა
— ზდექ! ჩემს გარეშე სად მიდიხარ? ძაღლი რომ დაინახო? — ამის გაგონებაზე ჩავიცინე, გამახსენდა ის მომენტი.
— ამაზე ნუ საუბრობ, — დაუბრიალა თვალები, მაგრამ მერე ქეიმ აქეთ ისე დაუბრიალა, მზად იყო, უხეშობისთვის ეცემა, ამიტომ მზერა აარიდა.
— დღეს გოგონებთან ერთად მივდივართ, ამიტომ, თუ რამეა, მე ნუ შემომაფრინდები, — უთხრა ქეიმ, შემდეგ კი ჩემსკენ გამოექანა
— წავიდეთ ხო? — წამომაყენა და სანის გვერდით მაინც არ დამითმო ადგილი. ოხ, ამას დამიხედეთ...
  კომპანიიდან რომ გავედით, გავიგე ვიღაც მეძახდა,
— მინნ მინნ!!! — ოთხივემ ხმისკენ გავიხედეთ, რომელიც ჩემს ბიძაშვილს ეკუთვნოდა.
— იოონნ, — ჩავეხუტე, — აქ რა გინდა? — ვკითხე და ამასობაში სანიც მოვიდა, ისიც გადაეხვია.
— თავის ბიძაშვილს მოაკითხა სულელო.
— სანი მართალია, მოგაკითხე. უკან ის ბიჭები თქვენთან არიან? მითხარი, ხომ არ გაწუხებენ? — ხელი მხარზე დავარტყი და თავი დავუქნიე კის ნიშნად.
— იხვო, ნუ ტყუი! წამოდი, გაგაცნობ, — სანი ბეჭებში სწვდა იონს და ბიჭებისკენ მისწია.
— იონ, ეს ქეია. ამჯერად დავალება გვაქვს წყვილებში და ის ჩემი პარტნიორია, — მოჰყვა ლაქლაქს, — ეს კი ნიკოლასია, მინისია, — ეს თქვა, თუ არა, ფეხი ფეხზე დავაბიჯე, — ვგულისხმობ, მისი მეწვილეა. ვახ ფეხი... — უხერხულად გაიცინა.
— გასაგებია. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. მე მინის ყველაზე საყვარელი და მზრუნველი ბიძაშვილი ვარ.  — იონმა ორივეს ხელი ჩამოართვა და შემდეგ ისევ მე მომიბრუნდა
— დორმში არ წავიდეთ? — მკითხა მან.
— გოგონებს მცველი გამოუჩნდათ, ამიტომ ჩვენც წავედით, არა, ქეი? — ნაძალადევად გაუღიმა ნიკოლასმა და ბიჭი ძალით წაათრია.
ხო, მომშორდეს, მთლად უკეთესი!

<<flashback>> წინა ღამე

  დაღლილ-დაქაუნცულები კომპანიიდან შუაღამისას გამოვედით. გარეთ დიეტური საჭმელი ვჭამეთ, რადგან ძალიან გვშიოდა და ვერ მოვითმენდით.
— რა დამღლელი დღე იყოო!!! — წუწუნებდა სანი
— მართლაც.
— შენთვისაც ქალბატონო? შენ ხომ ყოველწამს ნიკოლასის დასანახად, თითის წვერებზე დგომა და ისე ცეკვა არ გიწევდა. აიი, მეე კი მიწევდა, ქეიი... არმესმის ადამიანი ამხელა რატომ უნდა იყო?! ღამე რომ დაიძინებს ფეხებს მოვაჭრი და ჩემზე მივიმაგრებ — ხელები ერთმანეთზე გადააჯვარედინა და ისე დადგა.
— წამოდი, ბუზღუნა ონი, ღამე მაგათ ვერ ნახავ და ეს უნდა გიხაროდეს კიდეც, — მხარი ზურგზე გადავხვიე და წამოვიყოლე.
  დორმში შევედით, ძალიან ბნელოდა.
— მიდი, აანთე, — მითხრა სანიმ.
— თუ მოვძებნე, კი.
საბოლოოდ მივაგენი და ჩავრთე.
— სურპრიზიიი!!! — დივანზე ჩემი ბიძაშვილი, იონი გაშხლართულა.
— იონნ???!!! — გავქანდი და ზემოდან დავახტი.
— აუ, აუ, მეტკი... — ბიჭს ჩემგან მიყენებული ტკივილი არ გასცივებია, რომ სანიც ორივეს დაგვახტა.
— აქ რამ მოგიყვანაა, შე მადლიანო, შენა, ჰა?
— გადავწყვიტე ჩემი აიდოლი გოგონები მომენახულებინაა .
— იაა, ნუ გვაგულიანებ, ჯერ თრეინები ვართ, — უთხრა სანიმ და მოეხვია, მეც თავზე გადავუსვი ხელი.
— მაგრამ გახდებით, დარწმუნეეებუუული ვარ! თქვენ ის მითხარით, რა ხდება კომპანიაში,
— შენ და შენმა დაქალმა ისაუბრეთ, მე ყავას ავადუღებ, — ვუთხარი და დივნიდან წამოვდექი.
— ერთი ჩაი, თუ შეიძლება, — როგორც ყოველთვის, სანი და ჩაი რძით.
  სანამ წყალი ადუღდებოდა, ონის მიერ გადამალული ტკბილეულის ყუთი ვიპოვე და თეფშზე დავაწყვე. პატარა სუფრა გავშალე.
— ხოდა ასე იყო... ეი, შენ, ჩემი ტკბილელული გიპოვნია, — თეფში თავისკენ მიიზიდა, მაგრამ ჩაი რომ დავანახე, ისევ უკან დააბრუნა.
— მინმინ, გავიგე, რომ ვიღაცასთან კინკლაობ... — იონისთვის ყველაააფერიი ჩაუკაკლია.
— ვინ არის ის ტიპი? მითხარი აბა, სანიმ არ მითხრა, ჯერ მინი მომკლავს, მერე კიდე იმ ბიჭის ძმაკაცი დამიმატებსო.
— დაივიწყე, სანი ბევრ რამეს იგონებს, — ვუთხარი და ყავა მოვსვი, თავში კი მომხვდა ტკბილი კანფენტი, რომელიც გამეჭედა და ახლა ამ შუაღამეს უნდა ჩამოვიბანო. სანამ აბაზანაში შევიდოდი სანის ჩავჩურჩულე "კრინტი აღარ დაძრა თორემ ოთახში რომ შემოხვალ ნახავ რაც მოგივა"‐ თქო.
  ღამით ჩვენთან დარჩა იონი, ჩემს ოთახში დავაძინე, მე კი ისევ სანისთან გადავინაცვლე და ისე დავტუქსე, რომ იმედი მაქვს, მეორედ აღარ გაიმეორებს.

შემთხვევა (დასრულებული)Where stories live. Discover now