14 - ფინალი

34 3 1
                                    

— კარგი. მოდი შევთანხმდეთ, — ვუთხარი სანის, — დღეს ნიკოლასთან არ გაბედო ნამიოკობანა! მხოლოდ ამ შემთხვევაში არ დავიწყებ სიცილს, როდესაც ფანშეხვედრაზე, ფანების თხოვნით საყვარელ სახეს მიიღებ. გაიგე?
— გასაგებია...? — თქვა ყოყმანით, — კარგი. გავიგე! არავითარი ნამიოკი ნიკოლასს. შევთანხმდით! — ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით.
ამ დროს სანიმ ისე ჩაიღიმა, არ ვარ დარწმუნებული, რომ პირობას შეასრულებს. სანამ ჩვენ ამ საკითხში გარკვევით ვიყავით დაკავებულები, ბიჭები დორმიდან გასულან და ფანშეხვედრაზე წასაყვანად გამოგზავნილ მანქანაში დაუკავებიათ ადგილები.
ისეთი აჟიტირებულები ვართ ოთხივე! ნუ, განსაკუთრებით მე და სანი, რადგან ბიჭები დილიდან გვიმტკიცებენ, ჩვენთვის ფანები ახალი ამბავი არ არის, სკოლაშიც იმდენი გოგო გვეხვეოდაოო. არადა, დარწმუნებულები ვიყავით, მეც და ჩემი ონიც, რომ ჩვენზე უფრო ბედნიერები იყვნენ, თავიანთი პირველი ფანშეხვედრით.
  ადგილზე რომ მივედით, სანიმ ეშმაკურად ჩამიღიმა. რა უნდა?
შენობაში შესვლისთანავე ჩვენი ადგილები დაგვაკავებინეს. ნიკოლასი და ქეი გვერდი-გვერდ ისხდნენ, მე და სანიც მასე. მაგრამ ამან გინდა თუ არა ქეისთან უნდა დავჯდეო და ადგილები ისე გაგვინაწილა, თითქოს არც არაფერი. მე კი, ვის გვერდით დამითბობდა ჩემი უსაყვარლესი გოგო, თუ არა ნიქო, ნიკოლასი?
— ქეი, წყალი გადმომაწოდე. შენმა შეყვარებულმა ჩემი ნივთების აღება არ მაცადა, — ხელი ქეისკენ ისე გადაიშვირა ნიკოლასმა, რომ ზედ გულზე მისი მკლავი მომედო. მერე თვითონაც რომ შეამჩნია, ჩემსკენ შემოიხედა და თვალი თვალში გამიყარა. ხელი ისევ იგივე მდგომარეობაში ჰქონდა,
— წყალი! — შესძახა ქეიმ, როდესაც ორივენი გამოვფხიზლდით, —სხვათაშორის, მინის ყურებას, ფანები ასიამოვნო გირჩევნია — ერთი  ხომ "გავაჩუმე" რომ ახლა მეორე დაემატა.
ცოტახანში ხალხის შემოსევა დაიწყო. ჯერ ქეის და ნიკოლასს ეცნენ, მერე ჩვენ. Aegyo-ს გაკეთება რომ მოგვთხოვეს, მე უარი ვთქვი. ნიქომაც. აი, სანი და ქეი... ერთი დიდი ცირცკი იყო მათი საყვარელი სახეების ყურება. მაგრამ უფლება არ მაქვს ვიცინო, მე ხომ შეთანხმება მაქვს ონისთან.
  როდესაც საბოლოოდ დავამთავრეთ ჩვენი 3 საათიანი შეხვედრა და ბევრი საჩუქარიც მივიღეთ, დაღლილ-დაქანცულებს მთელი დღით დასვენების უფლება მოგვცეს. ჩვენც ახლა ამ დიდებულ დღეს დორმში ყურყუტით ვერ გავატარებდით, ამიტომ კაფეში დასხედით და დავიწყეთ იმაზე ბჭობა, თუ სად წავიდოდით.
— სადმე ახლოს წასვლას აზრი არ აქვს, — თქვა სანიმ.
— მართალია, დასვენება გვჭირდება და არა კორეის კარაოკე-კლუბები — დავადასტურე მე.
— სასტუმროზე რა აზრის ხართ? - ნიკოლასის ამ კითხვამ, ყველას თვალების დაჭყიტვა გამოიწვია.
— სასტუმრო? ჩვენ? ოთხნი? არაა, ცუდი აზრია, უკვე აიდოლები ვართ, სიფრთხილე გვმართებს, — გაიცინა ქეიმ, — ისე, მე მაქვს იდეა. რას იტყვით, აქედან დაახლოებით 3 საათის მანძილზე, კოტეჯი რომ გვექირავებინა? დიდი ეზოთი. პიკნიკს მოვაწყობდით და გავერთობოდით,
— პერფექტო! პიკნიკი! არაჩვეულებრივი ხარ ქეი. აბა დაო, ძმაო, რას იტყვით? - იხტუნა სანმა.
— წავიდეთ,
— მეც მასე ვფიქრობ, — დამეთანხმა ნიკოლასი.
  სანამ ბიჭები პიკნიკისთვის საყიდლებზე იყვნენ გასულები, მე და სანი დორმში ავედით და ჩვენთვის საჭირო ნივთები ჩანთაში ჩავალაგეთ.
— მინმინ, რას ფიქრობ, შეიძლება დღეს იქ დარჩენა მოგვიწიოს? - მკითხა,
— ალბათ კი. რა იყო?
— რა იყო და ქეის საღამურები უნდა ჩავუწყო, — თავისი კარადიდან, ყველაზე დიდი ზომის, ვარდისფერი მაისური და ცოტა არ იყოს მოკლე ნაჭრის შორტი გამოიღო. შემდეგ ბარგში ჩატენა,
— ამ საღამურებს არასოდეს იცვამ, — ვუთხარი.
— ვიცი, ეს ქეისთვისაა. არაფერი დაშავდება ერთი ღამით თავისი სუპერმენის მოსასხამს თუ მოსცილდება და ჩემებს ჩაიცვამს.
— ჰაჰ. შენ რა გადარდებს, — ჩავიჩურჩულე და ოთახიდან გამოვედი.
  როდესაც უკვე ყველაფერი მზად გვქონდა, ქეიმ კომპანიისგან მანქანა მოითხოვა, რა თქმა უნდა ერთი დღით, ასე რომ დღეს ის იყო ჩვენი მძღოლი. ხუთი საათისთვის ოთხივენი დაბლა ჩავცვივდით და მანქანაში ადგილები დავიკავეთ. სანი და ქეი წინ მოსკუპდნენ, მე და ნიკოლასი კი უკან გადაგვაგდეს, პატარა ბავშვებივით. უცნაური სიჩუმე იდგა. სადაცაა იმაზე ფიქრით მოვკვდებოდი, რომ მალე რაღაცას შევეჯახებოდით. მაგრამ მერე სანიმ ქეის ტელეფონი მოიმარჯვა, ბლუთუზში ჩვენი დებიუტის სიმღერა დააკავშირა და ცეკვა მორთო.
— თქვენც იცეკვეთ, უჟმური თევზებივით რომ ზიხართ და მიშტერებიხართ გზას, — გვითხრა ღიღინით და ქეიც აიყოლია.
ბოლოს ჩემი საყვარელი ნაწილი დაიწყო და რომ ვერ მოვითმინე, წამოვხტი და სანისთან ერთად ვიცეკვე. მერე კი ორივე ისე გავთამამდით, ქეის მანქანის სახურავი გადავაწევინეთ და მგლის ყმუილი დავიწყეთ.
ცოტა ხნის შემდეგ, ნიკოლასის არსებობაც გამახსენდა. გავხედე, ის მე მიყურებდა და იღიმოდა. სირცხვილისგან გავწითლდი, ამიტომ ჩემს ადგილს დავუბრუნდი და ისევ იმ უჟმური სახით დავუწყე გზას ყურება, აქამდე რომ მქონდა.
— კარგით რაა, რას ზიხართ მართლა და მართლა, ნიქო დროზე ადექი, — შემოგვიტია ქეიმ და იმდენი ქნა, შემთხვევით გზიდან გადაუხვია და ჩვენდა საბედნიეროდ,დაატორმუზა კიდეც.
— ეს რა იყო, — ვთქვი გაშტერებულმა, მაგრამ წამში ყველა ისე ავხარხარდით, რომ გზა ძლივს გავაგრძელეთ. ჩცენი ემვი გაგვახსენდა, იქაც ხომ ზუსტად ასე მოხდა, თითქმის.
— გადავიდეთ, იქნებ მგლებსაც მოვკრათ თვალი, — გვითხრა ნიქომ. ამაზეც ვიცინეთ და ბოლოს გზა გავაგრძელეთ.
  მშვიდად მივედით თუ არა, მაინც მივედით! კაი დიდი სახლი იყო, ამავე ზომის ეზოთი, მაგრამ მაინც მყუდრო.
— ღმერთო, რა მაგრობაა! — ტაში შემოჰკრა სანიმ.
— ხოდა შენ და ნიკოლასს ამ მაგრობაში, საჭმლის მომზადება გევალებათ. როგორც შეფებს, — ახარა ქეიმ და დაეჭყანა.
— უფ. და თქვენ ორნი ასე უსაქმურად უნდა იჯდეთ?
— არა, რა თქმა უნდა. მე და მინი ეზოს მოვაწყობთ პიკნიკისთვის.
— გასაგებია... წამოდი სიძ... ნიკოლას, — ხელი ბეჭებზე დაარტყა და სახლისკენ გაუძღვა.
ჩანთიდან პლედი ამოვიღე და ძირს დავაფინე. ქეიმ სურნელოვანი სანთლები დაანთო, მაგრამ ჩავაქრობინე.
— ქეიი... შენ და სანი რომანტიული საღამოს მოწყობას სხვა დროსაც შეძლებთ, ახლა კი მოაშორე ეს სანთლები, — გავეკრიჭე და ჩემი საქმე განვაგრძე.
— პოპკორნიი! — კარიდან სანი გამოვიდა, — თუ შეგიძლია, ნამცხვრისთვის თეფშები გამოიტანე სამზარეულოდან, — თავი დავუქნიე და სახლში შევედი.
  შიგნით ნიკოლასი დამხვა, საჭმელს ამზადებდა. რომ დასცხა, თმა ხელით უკან გადაიწია და მერე ძააალიან პატარა რეზინით შეიკრა.
ჩუმად მივუახლოვდი.
— თეფშები უნდა წავიღო... — ვუთხარი და თაროდან გადმოვაწყვე.
გასვლა რომ დავაპირე ნიკოლასმა დამიძახა.
— მართლა არაფერზე არ გინდა დალაპარაკება?
— მე... კი. მგონი ჯობია ვილაპარაკოთ, — უკან მოვბრუნდი და წინ დავუდექი. მან წინსაფარი მოიხსნა და მკლავებზე ხელებიმომხვია.
— გისმენ.
— გუშინ ღამით, ვფიქრობდი, რატომ მეღიმებოდა ყოველ წამს შენს გახსენებაზე... ხოდა ბოლოს დავასკვენი რომ... როგორც შენ იტყოდი, კიკინიანი ბიჭები მომწონს, შენსავით, — ლოყები გამიხურდა, თავი დაბლა ჩავხარე და თვალები დავხუჭე, როდესაც ვიგრძენი როგორ მომეხვია.
— მომწონხარ, მინ! ძალიან მომწონხარ!
— ეს უკვე მითხარი.
— არაუშავს. კიდევ უამრავჯერ გეტყვი.
— ხომ... მეც, მაგრამ ახლა სჯობს, გავიდეთ და სუფრას მივუსხდეთ, თორემ ამათი ტვინის ამბავი ხომ იცი, — თავი მისი გულმკერდიდან ავიღე და ეზოში გავიყვანე. სანი და ქეი უკვე ისხდნენ და ჭუკჭუკებდნენ.
— ხედავთ როგორ ბნელა! უფლება უნდა მოგეცა, რომ სანთლები დამენთო - აწუწუნდა ქეი.
— ქარი მაინც ჩააქრობდა, — ვთქვი და ჭამას შევუდექი, — თანაც ნათურები არჭია მიწაში, თუ ვერ ხედავ.
— ეჰ, რა ვქნათ, ასეთი არა რომანტიკული ბავშვი გვყავს.
— იაა, მე ვარ არა-რომანტიკული? თუ თიექსთი სონბენიმის ფრაზის თქმის შანსი ვერ გაუშვი? უბრალოდ ეს ბიჭები, რაღაცნაირად ძალიან ბევრს ცდილობთ, რომ გოგოებს თავი მოაწონოთ. ამისათვის ერთი ყუთი თხილიანი შოკოლადიც კმარა, რა საჭიროა სანთლები...
— ხომ იცი, რომ თხილიან შოკოლადს ვერ ვიტან?! — ირიბად გადმომხედა სანიმ.
ნიკოლასს გავხედე, რადგან საუბარი მის მოცემულ როგორც ის იტყოდა "ჩემსავით მჟავე" კანფენტებზე ჩამოვაგდე.
— ღმერთო ჩემო! შენ რომ შეყვარებული გყავდეს, ალბათ დააბულინგებდი, - თქვა ქეიმ და საწყალი თვალებით სანის მიუცუცქდა.
— არა, ქეი! ასე ნუ საუბრობ. რამდენიმე წლის წინ, სკოლაში მინის ერთი ბიჭი მოეწონა, სულ თავს ევლებოდა და რასაც ქვია, დამოკიდებული იყო მასზე. იმის დაჯერებაც კი მიჭირს, რომ ახლა აღარ მოსწონს... ან იქნებ... მოცია მინ, კიდევ ხომ არ მოგწონს? — პირზე ხელი იტაცა სანიმ.
— იააა! საიდან მოიტანეთ, მინის ეგ ბიჭი აღარც კი ახსოვს, რატომ უნდა მოსწონდეს ბიჭი, რომელიც რამოდენიმე წლის წინ, სკოლაში გაიცნო? ღმერთოო, გამაგიჟებს ეს ხალხი, მგონი ყველას გვაქ უფლება ვიღაც რომ შეგვიყვარდება, მერე გადავიყვაროთ ხოო? შენ რა იცი, რომ მინის შეყვარებული არ ჰყავს? სხვათაშორის არც აბულინგებს, შეგვეშვით რაა! კ-კიარადა... შეეშვით! — შეიცხადა უეცრად ნიკოლასმა და ისეთი ლექცია ჩაატარა, წყვილი დაადუმა. მაგრამ ბოლოს მაინც იყვირეს ერთად,
— ხოდა ეგრეეე! ხომ გამოგტეხეთ, ერთად ხართ ხო, თქვე ვირიშვილებო? არ გვითხარით ხო? ეგრე უნდა დაქალობა-ძმაკაცობა ხო? თქვე... - ჩვენკენ გადმოიწიეს და პოპკორნის სროლა დაგვიწყეს.
მე და ნიკოლასმა იმდენი ვირბინეთ, სანამ საბოლოოდ აუზში არ ჩავვარდით.
   ბევრი ვიმხიარულეთ და შემდეგ დავიძინეთ. უფროსწორედ ვერ დავიძინეთ, მთელი ღამე ქეის დავცინოდით, რომელსაც სანის საღამურები ეცვა.
  ბოლოს გავჩუმდით და ჩვენ-ჩვენს საბნებში შევძვერით.

——————————————————————
და დასრულდა!! 💜
იმედი მაქვს, ისიამოვნეთ დიდი მიზნების მქონე ოთხი თრეინის ამ პატარა ამბით🥰💗

პ.ს. დამატებით თავებსაც ელოდეთ...👀

შემთხვევა (დასრულებული)Where stories live. Discover now