13

15 2 0
                                    

მინის pov

1 კვირის შემდეგ.

დილაუთენია ბიჭები შემოცვივდნენ ჩვენს ოთახში, ხელში კამერით.
— ესეც ჩვენი გოგონებიი, — ყვირის ქეი და კამერას ჩვენსკენ ატრიალებს. სანი უაზროდ იკრიჭება, მაგრამ ისევე როგორც მე, არაფრის გაგებაში არ არის.
— ვილაივში ვართ, — ჩამჩურჩულა ნიკოლასმა. მაშინვე სავარცხელი ავიღე და თმა ჩამოვივარცხნე, მერე სანისაც მივაწოდე.
- ახლა კი, სანამ ლაივში მიგინებიხართ, გაეთრიეთ ოთახიდან და საშუალება მოგვეცით გამოვიცვალოთ, — ვუთხარი მშვიდად და ორივეს ძალით გავუკრიჭე. ისინიც იმწამსვე გაქრნენ ადგილიდან.
როდესაც უკვე მოვემზადეთ, სანიმ მითხრა:
— ახლა ოთახიდან გავალ, შენ კი რამე მეფური მუსიკა ჩამირთე, შთაბეჭდილებების მოსახდენად.
ასეც მოვიქეცი. მან ქეის სიგრძე კაბის ბოლოები ხელით დაიჭირა, თავი მაღლა ასწია და ოთახიდან განარნარდა.
— ჯანდაბა, სანი! არ მითხრა რომ ასე აპირებ, ჩვენი ფანებისთვის გულის შეწუხებას, — უთხრა ქეიმ. როგორც ჩანს, ონიმ გეგმა ვერ განახორციელა.
— იააა, შე იხვო! ვერ გადამირჩები, მანდ იყავი! - სანი ქეის დაედევნა, საწყალმა ბიჭმა კი კამერა ნიკოლასს მიაჩეჩა და თავის ოთახში შევარდა. კუდიც შეყვა,
— აბა დამანახე, როგორ ვჩანვარ. სარკე გაგვიტყდა და ორი დღეა ჩემი სახე წესიერად არ დამინახავს, - შევეწუწუნე ნიქოს და მასთან ახლოს მივედი. მხარზე ხელი დავადე და შევეცადე რაც შეიძლება მაღლა ავწეულიყავი თითის წვერებით, კამერაში რომ გამოვჩენილიყავი. საბოლოოდ თვითონ დაიხარა,
— ლამაზი ხარ, — მითხრა.
— გმადლობ... მაგრამ ამას კამერის წინაშე ნუ ამბობ, სხვა რამეს იფიქრებენ — გავუცინე მე და დივანზე ჩამოვჯექი. ისიც მომიჯდა. ცოტა ხანში, როდესაც სანიმ და ქეიმაც გამოაღწიეს ოთახიდან, კამერა სადღაც მაღალზე ჩამოვდეთ და ყველა მოვკალათდით. მას შემდეგ, რაც ჩვენს ჯგუფზე მცირე ინფორმაცია მივაწოდეთ ხალხს, კომენტარების შესამოწმებლად ჩამოვჯექით. გვაინტერესებდა რას ფიქრობდნენ ჩვენზე.
— "სანი, საყვარლად გამოიყურები". გაიგე ქეი? ეს კაბა მიხდება! — სანიმ, ერთ-ერთის კომენტარი წაიკითხა.
— იმედი მაქვს, კომენტარის ავტორი ბიჭი არ არის, — თავი ჩახარა ქეიმ. ამაზე ყველა ავკისკისდით.
— ნიქო, ნახე. შენზეც წერენ, — წამოიძახა ქეიმ, — "სალამი ნიკოლას. მომწონს როგორ უყურებ მინის"
— იაა, ასეთ კომენტარებს ნუ კითხულობ! — უყვირა ნიკოლასმა.
— "ქეი, ლამაზი ფეხები გაქვს" — წაიკითხა უეცრად სანიმ, — ეს რა სახის კომპლიმენტია?! მითხარით, რა იგულისხმა?! რა უნდა ქეის ფეხებისგან?! აიშშ... — სათითაოდ შემოგვხედა და ჩვენს თვალებში პასუხს ეძებდა.
სანამ ქეი, იმით იყო დაკავებული რომ სანი დაეკოცნა, რადგან მისი ეჭვიანობა ესაყვარლა, მე და ნიკოლასი დორმიდან კომპანიაში წამოვედით და ერთად ვივარჯიშეთ.
ცოტა ხანში, სტაფი მოგვიახლოვდა
— გამარჯობა, უკვე აიდოლებო, — გაგვიღიმა მან. ჩვენც გავუცინეთ, — მოკლედ, გაემზადეთ. შოუში მიგიწვიეს ოთხივე. არვიცი ვილაივში ისეთი რა ილაპარაკეთ, რომ ყველას გული მოიგეთ, მაგრამ აშკარად პოპულარობისკენ მიიწევთ, — სიხარულისგან ნიკოლასს მივახტი და ჩავეხუტე. მერე ტელეფონი ამოვიღე და სასწრაფოდ სანისთან გადავრეკე.

შემთხვევა (დასრულებული)Where stories live. Discover now