11

19 3 0
                                    

დილით ბიჭების ჩხრაკაჩხრუკმა გაგვაღვიძა. ჩანთაში სავარჯიშო ტანსაცმელსა და თერმოსით წყალს აწყობდნენ.
— ამ დილაუთენია რამ გაგაღვიძათ, დაიძინეთ და შეირგეთ რაა! — სანიმ თავი წამოჰყო და წაიბუზღუნა.
— სხვათაშორის მის მძინარა თხათუნახავო, ჩვენ პირველ რიგში კომპანიას უნდა შევატყობინოთ გუშინდელის შესახებ, შემდეგ კი ცეკვის დარბაზში მივდივართ, უნდა ვივარჯიშოთ. აქ ბიჭები საქმეებს ვაკეთებთ და კიდე გვადანაშაულებთ? — ქეის გადაეკეტა და თავში სანის სთხლიშა ბალიში, უფროსწორედ უნდოდა სანისთვის მოეხვედრა მაგრამ მაგის მიზანს რომ ვენაცვალე, მე მომხვდა და ნახევრად მძინარეს თავი წამომაყოფინა.
— ამოგწყვიტავთ ერთიანად, ისედაც 5 საათი ძლივს მძინავს, — ვუყვირე მათ, — შენ კიდე რა მუნჯი ყეყეჩივით დამდგახარ, ვერ მოაკეტინებ ამათ? — ახლა ნიკოლასს მივუბრუნდი და იმანაც დამნაშავის საწყალი სახით განაგრძო ჩანთის ჩალაგება.
  ბიჭები ოთახიდან გავიდნენ, დორმიდანაც. ასე თქვეს ქურდის საქმეს ჩვენ მოვაგვარებთ, თქვენ დაიძინეთ და დღეს სახლიდან ფეხი არ გამოაგდათო. ეს გუშინდელი დაზიანებული მხრების გამო, მამგრამ ზუსტად ვიცი, ორივემ კარგად იცის რომ არცერთი ვართ სახლში გამჩერებლები.
  1 საათი ვიძინეთ, შემდეგ ავდექით და თავები მოვიწესრიგეთ. კომპანიაში რომ მივედით ნიკოლასი და ქეი ვერ ვნახეთ, ბოლოს მათთან მოვარჯიშე რამდენიმე ბიჭს გავესაუბრეთ.
— გამარჯობა!  ის ორი, სულ ერთად რომ დადიან შეყვარებულებივით, ხომ არ იცით სად წავიდნენ?
— ქეი და ნიკოლასი იგულისხმა, — ჩაუზუსტა სანიმ.
— ზემოთ, კაბინეტში არიან. ისევ დაგიბარეს თქვენ ოთხნი. — გვითხრა ერთ-ერთმა, — სხვათაშორის გაგვიკვირდა, მათთან ერთად რომ არ იყავით.
— მადლობა და ნახვამდის, — დაემშვიდობა სანი და გამწარებულმა ხელი დამავლო. მეც განვრისხდი და კიდევ უფრო ვუჭერდი. ესეიგი ჩვენ ოთხნი დაგვიბარეს, ამ ორმა კიდე არ შეგვატყობინა.
  კაბინეტში შესვლისთანავე, ნიკოლასს მხარში ვწვდი, ვითომ ვეყრდნობოდი,  არადა ისე მოვუჭირე, ალბათ ჩემზე უარეს დღეში აქვს.
— გამარჯობა. თუ შეგიძლიათ გვაპატიოთ დაგვიანებისთვის, ორმა ჟკუასუსტმა არ ჩათვალა საჭიროდ, ჩვენთვის შეეტყობინებინა შეხვედრის შესახებ, — უთხრა სანმა დირექტორს, შემდეგ კი ორივე დავსხედით.
— არაუშავს. რახან ყველა აქ ხართ, სიმღერის ტექსტს გადმოგცემთ, — ყველას ფურცლები გადმოგვცა, — ისწავლეთ და ივარჯიშეთ. ახლა კი შეგიძლიათ დაბრუნდეთ სტუდიაში, ყველას ცალ-ცალკე გავარჯიშებენ.
  თავი დავუქნიეთ და რამდენიმე წუთში სტუდიაში ვიყავით. სულ ბოლოს ჩემი ჯერი იყო.
— მინ, სიმღერის ტექსტი გამომიწოდე, წავიმღერებ და შემდეგ შენ გაიმეორებ კარგი? — მითხრა მასწავლებელმა და ხელიდან ფურცელი გამომართვა. მერე იღიღინა, მე კიდე ვეცადე მელოდია მალევე დამემახსოვრებინა და შემდეგ იგივე გამემეორებინა.
— კარგი, ახლა შენ სცადე, — ფურცელი ისევ თავის პატრონთან დაბრუნდა და მეც მაშინვე ჩავისუნთქე, ჩავახველე და ტექსტი წავიმღერე.
  სტუდიიდან კმაყოფილი გამოვედი, ნუ თუ არ გავითვალისწინებთ რამოდენიმე პატარ პატარა შენიშვნებს როგორიცაა "მინ სხვადასხვა ხმაში ნუ გადადიხარ" ; "ნუ ცეკვავ როცა მღერი" ; "ნუუ სუნთქაავ!". ნუ ბოლო გადავაჭარბე მაგრამ ალბათ ოდესმე ამასაც მეტყვის.
გამოსვლისას კარებში ნიკოლასი დავინახე, იდგა და ხელში რაღაც ეჭირა,
— გამოხვედი? — მკითხა როცა მივუახლოვდი,
— რა ვიცი, არ ვიცი, შენი აზრით?
— მგონი კი...
— კარგი. შენ ის მითხარი,  წყვილი სად ჩამოიშორე?
— ისინი უკვე დორმში არიან, — მითხრა მან, მერე კი ფუთაზე მივუთითე
— ეგ რა გიჭირავს,
— ეს... დავსხდეთ, — ქუჩის სკამზე მიმითითა, რომელიც ლამპიონის ქვეშ იდგა და ჩაბნელებულ ღამეს ანათებდა.
— ტკბილეულია. გამომართვი, — გამომიწოდა, — გზად შევნიშნე და გიყიდე, რადგან შენ გამახსენდი,
— მე? მე გაგახსენდი? რატომ?
—  რაღაცნაირად, მჟავეა ეს კანფენტები და მიტო, — ორივემ ვიცინეთ, მიუხედავად იმისა, რომ მგონი შეურაცხყოფა იყო ხო?!
— ძალიან ბნელა. არ წავიდეთ? — ვკითხე და ფუთიდან ერთი შავ შოკოლადში ამოსვრილი თხილი ამოვიღე,
თავი დამიქნია, წამოდგა და ტანსაცმელიდან თხილის ნარჩენები ჩამოიშორა, რომელიც არ ვიცი როგორ, მაგრამ მას დაეყარა.                 
  გზად ქეი და სანი შემოგვხვდნენ,
— თქვენ დორმში არ უნდა იყოთ? — ვკითხე სანის,
— როგორც თქვენ, — მიპასუხა მან, — მოგვეწყინა მარტო ყოფნა და გამოვედით.
— თქვენ და მარტო ყოფნა მოგეწყინათ? —  ცალყბად ჩაიცინა ნიკოლასმა.
— მე მაპატიეთ, თქვენი ბრწყინვალებავ, რომ მინისთან განმარტოება არ დაგაცადეთ, — ახლა ქეი ალაპარაკდა.
— ნუ სულელობ, — უთხრა ისევ ნიქომ და იდაყვი ჩასცხო.
— როგორც ჩანს, სახლში ვერავინ ვერ ვჩერდებით, — ვთქვი, — რას იტყვით აბა, სადმე კარაოკეში ხომ არ წავსულიყავით?
— კარაოკე კარგი აზრია, — დამეთანხმა ნიკოლასი. შემდეგ ყველა მას აჰყვა.
  ტაქსს გავყევით. იქ რომ მივედით, ცოტა საჭმელიც შევუკვეთეთ და შიგნით კარაოკეში შევიტანეთ. სანამ სანი და ქეი სიმღერების შესაკვეთად და დროის დასაჯავშნად იყვნენ გასულები, მე და ნიკოლასი ბალიშებს და პუფებს ვაყირავებდით და აქეთ-იქით ვყრიდით, რადგან ასე უფრო ეფექტი ექნებოდა სიმღერას.
— ესეიგი, პირველი სიმღერა Jungkook-ის "still with you" იქნება. ყველა მღერის! — კარები გაიღო და ქეი და სანი შემოცვივდნენ, სიმღერების სია მოგვცეს და მკაცრად გაგვაფრთხილეს წამი არ გასულიყო ისე რომ არ გვემღერა.
ჯერ მე და სანი ავდექით, ბიჭებმა ეს სიმღერა არვიცითო, მაგრამ ზუსტად ვიცოდი ტყუიოდნენ, ჯონგუკის სიმღერები ვინ არ იცის?! ან ვთქვათ და მართლა არ იციან, კარაოკე იმისთვის არ გამოიგონეს რომ წარწერები წაიკითხო? ნუ, თუ კითხვაც არ იციან, დავნებდები მაშინ.
— ჯანდაბა, აეგდეთ-მეთქიი!!! — სანიმ ისეთი უწივლა, ბოლოს მაინც ააყენა, — ეს წერო კი ავაყენე, მაგრამ მეორესთვის არ მცალია, უნდა ვიმღერო — ეს კი იმას ნიშნავდა რომ მე უნდა მივსულიყავი ნიკოლასთან.
— ადექი, თორემ მე გამიწყალებს გულს, — ვუთხარი და სანამ პასუხს მოიფიქრებდა დავჯექი.
— მართლა არ ვიცი ეს სიმღერა, — თქვა მან, — თანაც კარაოკე არ შემეფერება, სულ არ მინდოდა აქ წამოსვლა.
— მჰმ... მაშინ, სხვაგან წავიდეთ.
— ვერ ხედავ, როგორ ერთობიან, ამათ სად წაიყვან, — მიმითითა ქეისა და სანიზე
— მერე, ვინ თქვა, ეს ორიც წავიყვანოთო?
— აბა.. მარტო ჩვენ?
— დიააააახ, — ხელი მხარში დავავლე და ოთახიდან გავიყვანე. მერე ერთ-ერთ ქათმის რესტორანში შევიყვანე. მე და სანი აქ დასათრობად მოვდიოდით, მაშინ როდესაც ნიკოლასი და ქეი თავიანთ დამწვარ დორმში დაბრუნდნენ ჩხუბის შემდეგ.
— ამ ქათმის რესტორანში ხშირად მოვდიოდი, ქეისთან ერთად. — მითხრა მან,
— მართლა? მე არასდროს მინახიხარ.
— ხომ, ალბათ დათვერი და აღარ გახსოვს.
— მაშშ, დღესაც ხომ არ დავთვრეთ?
— რატომაც არა, — ნიკოლასი დამთანხმდა თუ არა, მაშინვე 3 ბოთლი სოჯუ და ქათამი შევუკვეთე, (ეს დასაწყისისთვის)
— სანი და ქეი რა კარგი წყვილია, — ვსაუბრობდი მათზე შუა დალევისას.
— ხო, გვრიტები.
— წერო და თხა.
— ამ, მაპატიებთ?
— არამგონია. გააჩნია რას შემომთავაზებ.
— შემოგთავაზებ? არ ვიცი, დამატებით ბოთლ სოჯუზე რას იტყოდი?
— კიდევ სოჯუ? ლოთი გგონივარ? — ვუყვირე მას და საჭმელი ჩხირი მაგიდაზე დავანარცხე,
— კარგი, კარგი. ისევ და ისევ ბოდიშს გიხდი, განაგრძე დალევა. არალოთო! — გაიცინა და ჭამა განაგრძო. მე ერთი ჭიქა მოვყლუპე, მერე მეორე ჭიქა მოვსვი, მერე მესამე გადავკარი და ჯერ ისევ კარგად ვარ.
— რა ლამაზია, მზე — ვთქვი.
— ეგ მთვარეა. აღარ დალიო! — ნიკოლასმა ხელიდან მეოთხე ჭიქა გამომაცალა.
— მქურდავ? დამიბრუნე შე მსუქან თვალებიანო.
— ჰა?! მსუქანი თვალები? ახლა რა მოიგონე, — მოვიდა და სკამიდან წამომაყენა, მერე კედელთან დამაყენა და მითხრა აქ ეგდეო, წავიდა და წყალი მომიტანა.
— დავლიო?
— აბა წყლის ჭამას აპირებ?
— იცი რა მაგრად ვკბიჩავ ხოლმე? — ვტლიკინებსი და ენას არ ვაჩერებდი. როდესაც მოვდუნდი და პირდაპირ ნიკოლასის მხარზე ჩამოვდე თავი.
— ლოთი! — თქვა მან და თავი ამაწევინა. მასთან ისე ახლოს ვიყავი, სუნთქვა შემეკრა. თვალებში შავისა და ყავისფერის რამდენიმე ტონალობა შევნიშნე, მათ გარშემო კი მუქი, გრძელი წამწამები. მის გუგებში ჩემი თმის სამაგრი აირეკლა. ლოყაზე პაწაწინა ხალს ვხედავდი და ნიკოლასისგან მომავალ ბალახის სურნელს ვგრძნობდი.
ახლა კი ნამდვილად არაფერი მახსოვს. როგორიცაა დაბრუნება დორმში და რაოდენობა, თუ რამდენჯერ გამომლანძღა სანიმ.

შემთხვევა (დასრულებული)Where stories live. Discover now