2

73 5 0
                                    

   გაღვიძებისთანავე ადგომა დავაძალე თავს, რამაც ცოტა არ იყოს თავი ამატკია, მაგრამ მალე გამივლის, ამიტომ არაუშავს. ტვინგამორეცხილმა რამდენიმე წამი დავყავი ოთახში, მაგრამ როგორც კი გუშინდელი "პატარა ინციდენტი" გამახსენდა, მაშინვე მინის ვეცი. იქამდე ვანჯღრიე, სანამ ყვირილით არ წამოდგა, არ მომკლათ, თორემ დაგერხევათო.
— გამოფხიზლდი, მალე! მარტო არ მინდა გარეთ გასვალა, ის ორი ბიჭიც იქ იქნება!
   ისეთი სახით შემომხედა, თან აჩეჩილი თმებით, რეებს ლაპარაკობო, მაგრამ მალე თვალები ჭყიტა და საწოლიდან წამოხტა.
— გარეთ არიან?
— საიდან უნდა ვიცოდე, გაჭყიტვით გარისკვაც არ მინდა!
   ოთახში აქეთ-იქეთ სიარული და გამზადება დავიწყეთ. თმა დავივარცხნე, შემდეგ კი მინის ვეცი, რომელსაც მე რომ არ ვყავდე, ქათამივით მოუწევდა სულ სიარული. კარებთან დავდექით და მივაშტერდით.
— მოიცა, ჩვენი ბინაა და სტუმრებივით რატომ ვიქცევით?! — წარბაზიდვით ვკითხე ჩემ გვერდით მდგომ მინის.
   უსიტყვოდ ავიკარით უემოციო სიფათები და ოთახში ისე შევედით, თითქოს ამ უცნობებს კარგა ხანია ვიცნობთ და მათი აქ ყოფნაც ჩვეულებრივი ამბავია. ჩვენ დანახვაზე, ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს. ერთმანეთს მივესალმეთ და უკვე გაწყობილ სუფრას მივუსხედით. გრძელფეხებამ ბალიში თავის ადგილზე დადო და სამზარეულოს საქმეს მორჩენილ ბიჭთან ერთად ჩვენ გვერდი-გვერდ დაიკავეს ადგილები.
ჩვენმა შეფმა ხელით გვანიშნა, ჭამეთო.
— გადასვლას როდის აპირებთ? — ჰკითხა უცებ მინიმ.
ბიჭებმა ჯერ ჩვენ შემოგვხედეს, შემდეგ ისევ ერთმანეთს, საჭმელები მათ მხარეს გადაილაგეს და ჭამა დაიწყეს, ჩვენ კი ხელით გვიგერიებდნენ, რომ ვერ მივკარებოდით.
გაღიზიანებულებმა მათ აწითლებულ ხელებს თავი დავანებეთ და კარის გაჯახუნებამდე მივაძახეთ:
— უკან დაბრუნებისას აქ აღარ დაგვხვდეთ!
   კომპანიამდე მისასვლელი გზა სულ იმ ვირების წყევლაში გავლიეთ. სარეპეტიციო ოთახში შევვარდით და ჩანთები იქვე მივყარეთ. ისე ვიყავით ნერვებ მოშლილები, რომ გადავწყვიტეთ ეს ჩვენ სასარგებლოდ გამოგვეყენებინა და მაშინვე ბოი ბენდის ცეკევების შესრულება დავიწყეთ. საკუთარი თავით კმაყოფილებმა გველური ღიმილით შევხედეთ ერთმანეთს. მუსიკი გაკვეთილის შემდეგ კაფეტერიაში წავედით, თორემ შიმშილისგან უკვე გული მიგვდიოდა. საჭმელი მაგიდაზე დავაწყეთ და ერთმანეთის პირისპირ დავსხედით.
— ახალი ამბავი გაიგეთ? — გვკითხა გვერდით მჯდომმა გოგომ და ისეთი სახე მიიღო, თითქოს რაღაც საიდუმლოს განდობას აპირებდა.
მე და მინიმ ერთმანეთს გადავხედეთ და უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიეთ.
— ამბობენ, მალე ახალი ჯგუფის დადებიუტებას აპირებენ. რა მაგარია, არა? ერთი სული მაქვს ოფიციალურად როდის გამოაცხადებენ. ათმაგად ძლიერად მოგვიწევს შრომა, მაგრამ მაგას ვჩივი?
— ალბათ გაიგებენ ჭორების გავრცელების შესახებ და მალე გვეტყვიან რამეს, — ვუპასუხე.
მან თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია.
— ახალწვეულებს ჩათვლიან?
— მთავარია როგორ ვცეკვავთ და ვმღერით, ჩვენც თრეინები ვართ, თანაც გაწაფულები — დავამშვიდე მინი, თუმცაღა ამის მერე რაც დაიწყო იყო საგიჟეთი.
ჭორები მთელ კომპანიას მოედო. ყველა თავგამოდებით შრომას მოჰყვა. ერთმანეთს ხუმრობითაც კი აღარ ეხუმრებოდნენ, მხოლოდ სწორად ვარჯიში, ვარჯიში, ვარჯიში! შედაბამისად, არც ჩვენ დავხარჯულვართ ნაკლებად. დღის განრიგში ბოლო ცეკვა გვქონდა. ვარჯიშის ბოლოს მასწავლებელმა ცოტახნით მოთმენა გვთხოვა. ერთმანეთში ჩურჩულმა ლამის თავი ამატკია, თითქოს მოფუსფუსე ფუტკრების ჯგუფი ბზუოდესო. თუმცა მათმა ვარაუდებმა ჩვენზეც იმოქმედეს და ავღელდით.
— ნამდვილად დებიუტის საქმეა! გვეტყვიან!
— ხო, დამბურძგლა. ია, სად მიდიხარ?!
— ცოტახნით უნდა გავიდე.
— მოიც...
  წამიც და ჩემი დაქალი ბიჭის ხელებში აღმოჩნდა. მომესწრო გოგო *ცრემლების მოწმენდა*. კარგი, მართლა, ყველაფერი ასე იყო, კარებისკენ გაბრუნებულმა მინიმ ვერ შეამჩნია ძირს დადგებული ჩანთა და ჩემი მცდელობის მიუხედავად, გამეფრთხილებინა, მაინც წამოკრა ფეხი და რომ არა, ოთახში ახლახანს შემოსული ბიჭი, *ჩახველება*, ჩვენი შეფი ბიჭი, პირდაპირ სახით დაეხეთქებოდა იატაკზე. ამათ ერთმანეთის მიშტერებაზე თვალები ავატრიალე და ვითო შეწუხებული მივვარდი მათ.
— როგორ ხარ?
— მშვენივრად, მშვენივრად! — სიმწრით ჩაიცინა და გადმომიჩურჩულა, რაღა მაინც და მაინც ამას უნდა ჩავვარდნოდი ხელებშიო, — მადლობა...
— ნიკოლასს, — სარკასტულად ჩაიცინა ჩვენმა თანამობინადრემ და გაგვცილდა.
— ეს ნახე რა! რო ვწვდები ახლა მაგ გაფშეკიკ თმებში და ვათრევ მთელ ოთახში მერე...
— გეყოს! გევედრები, ახლა ჯალათობას ნუ დაიწყებ. წამოდი, — ვუთხარი და ჩვენ ადგილზე დავაბრუნე.
  ნელ-ნელა უფრო მეტმა ბიჭმა დაიწყო შემოსვლა, რამაც ჩვენი ვარაუდი განამტკიცა! ნახეთ, გრძელფეხებაც გამოჩნდა! და ჩემ გვერდით დაიკავა ადგილი... სახლში არ მყოფნიდა? უი, ეგ ამბავი სუკ გადამავიწყდა!
— რას იღიმი, — შევუბღვირე.
  მასწავლებელმა ყველას ყურადღება ითხოვა და დარბაზიც ერთიანად გაისუსა.
— ძალიან დაღლილები იქნებით, ამიტომ ბევრს არ ვილაპარაკებ. თქვენთვის დავალება მაქვს. ამ ჯამებდი ჩაყრილ ქაღალდებზე რიცხვები წერია. წითელი გოგონებისაა, ყვითელი ბიჭების. ორივე გუნდიდან თითო-თითო მოხვალთ და ერთერთს ამოიღებთ, — თქვა და გაჩუმდა.
ინსტრუქციას მივყევით და ყველამ თითო ფურცელი ამოვიღეთ, გაშლის ნებართვა კი ჯერ არ გვქონია.
— მინდა დაიმახსოვროთ, რომ ეს დავალება მნიშვნელოვანი გაკვეთილია თქვენთვის და გამოგადგებათ. თუ რა არის დავალება კი ახლავე გეტყვით. ის ბიჭი და გოგო, რომლებსაც ერთი და იგივე რიცხვი ამოუვათ, დუეტში მოუწევთ ვარჯიში, ცეკვების სწავლა და სიმღერაც კი. თვის ბოლოს ყველა წყვილს შეგამოწმებთ და გავიგებთ ვის უფრო კარგი ქიმია აქვს და უფრო კარგად შეუძლია საპირისპირო სქესთან შეწყობა ამ სფეროში. და ხო, ქორეოგრაფიას თქვენ დგამთ. წარმატებები! თავისუფლები ხართ, — დაასრულა სიტყვა ღიმილით თუ არა, ოთახი დატოვა.
  შოკისგან გამოსვლას ცოტა დრო დასჭირდა, აი მერე კი უარესი ხმაური ატყდა! სანამ მე და მინი მეწყვილეების მოძებნას მოვახერხებდით, უკვე ყველამ იპოვა და ნელ-ნელა დარბაზიც დაიცალა, მაგრამ აბა გამოიცანით ჩვენთან ერთად ოთახში ვინ დარჩა! არ ვიცი, დამთხვევაა თუ ბედი გვეღადავება.
— შანსი არაა, — ოთხივემ ერთდროულად წამოვიძახეთ.
ერთმანეთს ისე ვუყურებდით, როგორც ქოუბოები ბრძოლის დაწყებამდე.
— სამ თვლაზე, — დავიწყე, — ერთი.. ორი... — სამივეს მოვავლე თვალი, — სამი!
გაშლილი ფურცლები წინ გავიშვირეთ. ხელიდან ფურცლის გამოგლეჯვა ვიგრძენი ამიტომ ჩემი საწყლად მიჭყლეტილი თვალები გავახილე.
— შენ?! — თვალები ავატრიალე, როცა ხელში გრძელფეხება შემრჩა.
— ქეი.
— გეი?
— ქეი! ქეი დამიძახე, ჭკვიანო, — თვალები ვჭყიტე მის ყვირილზე, აი მინი და მისი პარტნიორი კი ლამის ძირს გაიშხლართმემ სიცილისგან.
— მივალთ სახლში, შე მოღალატე, — ჩავჩურჩულე მინის.
— ესენიც იქ იქნებიან, — გადმომიჩურჩულა მან.
— სამაგიეროდ ჩემს ოთახში მხოლოდ მე და შენ ვიქნებით, — ისევ გადავუჩურჩულე სარკაზმული ღიმილით.
— ნიკოლას შეიძლება დღეს შენთან დავიძინო? — ამ წამოყვირებას კი არ ველოდი და ახლა ჩემი ჯერი იყო, ჩაბჟირებამდე მეცინა. შეფის გაშტერებული სიფათი და მინის გაანალიზებული წითელი სახე... აღარ შემიძლია! — დაივიწყე! — კიდევ იყვირა, ხელი ჩამავლო და შენობიდან თრევით გამიყვანა, რადგან სიცილისგან ფეხზე ძლივს ვიდექი.

შემთხვევა (დასრულებული)Where stories live. Discover now