12

15 2 0
                                    

სანის pov

— ტექსტი ისწავლეთ? — გვკითხა მინიმ.
— რა თქმა უნდა, თუ არ გახსოვს, ჩვენ სამნი საათობით ვღიღინებდით, სანამ შენ დივანზე იყავი გაშხლართული!
— იაა! შენ ვის მხარეს ხარ? — ხელი ასწია, თითქოს ნიკოლასისთვის ცემას აპირებდა.
— ლოთის ნამდვილად არა, — ვუპასუხე.
   მინიმ პირი გააღო, მაგრამ ისევ დახურა და თვალები მოჭუტა. მიხვდა, სიმართლეს რომ ვიძახდი, ძალიან კარგი.
— ამის ბრალია, — აჰ, რა ჯიუტია. ხელები გადააჯვარედინა და თავით ნიქოზე გვანიშნა.
— ჩემი? მე წაგათრიე შუაღამისას ქათმის რესტორანში? — თვალები ჭყიტა ნიკოლასმა.
— ბავშვები, — მე და ქეიმ ერთდროულად ჩავიბურტყუნეთ, რაზეც გაგვეცინა, მაგრამ როგორც კი ჩვენი სახელები გავიგეთ, სასწრაფოდ ვუშვით ხელი ერთმანეთს.
ხმის პატრონი ერთ-ერთი ბიჭი იყო, იმ ორიდან, გუშინ ბიჭების ამბავი რომ გამოვკითხეთ. მისთვის დამახასიათებელი ჩვეული ღიმილით მოაბიჯებდა ჩვენკენ.
— ბავშვებო! თქვენ სულ ერთად როგორ ხართ? აშკარად სამეგობრო წრე რომ არა, ვიფიქრებდი, წყვილებში ხვდებით, — ადგილზე გავშრი, მაგრამ მალევე უხერხულად გავუღიმე, — ხო, რა მინდოდა... ქეი, ნიკოლას, მეორე სარეპეტიციო დარბაზში უნდა წამოხვიდეთ. მასწავლებელი მოვიდა, ჯგუფური ცეკვის ნახვა სურს. კარგად, გოგონებო! — ხელი დაგვიქნია, არც კი გამოუხედავს იმის შესამოწმებლად, მიყვებოდნენ თუ არა უკან ბიჭები.
  ქეიმ თვალი ჩამიკრა და მეც წამით გაბუტულივით გამოვბურცე წინ ტუჩები, შემდეგ კი მას მივბაძე.
  ასე ამახიეს ჩემი ბიჭი, ეჰ.
  მინიმ ჩემი ამოოხვრა შენიშნა და მუშტიც მივიღე მხარში დამცინავ ღიმილთან ერთად. შევუბღვირე და ოთახის ცენტრისკენ გავწიე, რომ ვარჯიში გამეგრძელებინა. ბევრი ვიცეკვე თუ ცოტა, გადავწყვიტე გამეგო, მასწავლებელს თუ ეცალა, რომ სადებიუტო სიმღერაში მევარჯიშა. ვიფიქრე, ამ უსაქმურთან ერთად წავიდოდი. ერთი-ორჯერ თვალები გავაცეცე, რომ მენახა, კუთხეში მიყუჟული, როგორ ჭამდა რაღაცას და აშკარა კმაყოფილი ღიმილით იქნევდა თავს.
— რას ჭამ?
  ჩემ ხმაზე შეხტა. რას მალავ, მინი?
— საშენოს არაფერს! ისედაც სულ წუწუნებ, რომ დაკლება გინდა, წადი, ივარჯიშე, — ხელით ჩემი მოშორება სცადა.
  არც მე დავუთმე და ყუთი ხელიდან გამოვტაცე. თავსაფარი ავხადე და შიგ საწყლად მყოფი რამდენიმე ყვითელი ფერის კანფეტი დამხვდა.
— რა კარგი ჩანს! ერთი არ მაწყენს.
— არა! — წამოიძახა და ხელიდან გამომტაცა.
— არა? კი, მაგრამ ლამის სულ შეჭამე! — დაჭყეტილი თვალები მივანათე.
— ეს... განსაკუთრებულია... თანაც წონაში ამატებს, არ გჭირდება. რომ დავამთავრებთ, მერე გიყიდი.
— ესეიგი განსაკუთრებული? რა იყო, შეყვარებულმა გაჩუქა? — შემპარავად გავუღიმე, — თუ თაყვანისმცემელმა? ან იქნებ... ჩვენმა ნიქომ?
— ნ-ნიქომ? — იკითხა დაბნეულმა ხმის კანკალით, — არა! მას რატომ უნდა ეჩუქნა?! გიჟი კი არ არის. არა, არის, მაგრამ მაინც, ანუ ხო ხვდები... — თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა.
— გამოგიჭირე, უი მინ მინ, დანებდი.
— კარგი ხო, — ამოიოხრა და ხელები ძირს ჩამოუშვა, — მაგრამ მაინც არ გაჭმევ, ჩემია! გაიგე?
  სახეზე გამარჯვებულის იერი ავიკარი, ხელი დავავლე და მუსიკის ოთახისკენ წავათრიე.

შემთხვევა (დასრულებული)Where stories live. Discover now