5

29 4 0
                                    

სანის pov

  ერთი კვირაღა დარჩა შემოწმებამდე. რაც გავცივდი, ქეი ჩემთან ერთად ვარჯიშზე უარს ამბობდა, სანამ არ გამოვკეთდი. ახლა თითქმის შუაღამეა. როგორც კი 12ს გადასცდება, ვაპირებთ, ადრიანად ძალით დაძინებულ მინის ოთახში შევუვარდეთ ტორტით ხელში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ და ბიჭები ყოველთვის ეთმანეთის ნერვების მოშლაში ვართ, ისინი ჩვენთან ერთად ცხოვრობენ და ცეკვაში პარტნიორები ვართ, ამიტომ მათი ამ გეგმაში არ ჩართვა არ გამოდიოდა. ოთახიდან გამოპარვის შემდეგ, სანამ კურიერი ტორტს მოიტანდა, ბუშტები დავბერეთ და ბინა მოვრთეთ. ხო, ისევ საღამურებით ვიყავი, მაგრამ ვის ანაღვლებს. ქეის გარდა. ეგ ლაწირაკი უცნაურად მიყურებდა. მერე რა რომ ბოსტნეული მახატია ყველგან! ისეთი საყვარელი თვალები და ლოყები აქვთ, თანაც სასარგებლოა! თვითონ ხომ დადის ხოლმე და დაყვება თავისი საღამურები სნეიპის მოსასხამივით. როგორც კი ტორტი მოიტანეს, რაც ორი წუთით ადრე იყო შუაღამემდე, სანთლები და შუშხუნები ჩავარჭე, ავანთე, ტორტი ნიკოლასს მივაჩეჩე და ოთახში დაბადების დღის სიმღერით შევვარდით. შემეშინდა, ღრმა ძილში არ იყოს და სანამ ეს გაიღვიძებს კიდევ ხელახლა არ მოგვიწიოს ათასჯერ სიმღერათქო, ამიტომ თან შევანჭღრიე. ისე გვიყურებდა, დავიფიცები, გარტყმაში არ იყო რა ხდებოდა, მაგრამ იმას მაინც ხვდებოდა, რომ რაღაც კარგი იყო და დებილივით იღიმოდა. სიმღერა რომ დავასრულეთ, თვალები მოიფშვნიტა და სანთლები ჩააქრო. მაგრამ ვაი, რომ ოთახს სხვა სინათლის წყარო აღარ ჰქონდა. ვიღაც ისე დამეტაკა, წონასწორობა ვერ შევინარჩუნე და მეც რაღაცას ან ვიღაცას დავეტაკე, რადგან ორივენი იატაკზე აღმოვჩნდით და მისი გულისცემა ისე მესმოდა, მეგონა გაუსკდებოდა. შუქი აინთო და კარებთან მდგომი მინი ლამის სიცილისგან გაიხა, ეგეც მალე ტირილში გადაეზარდა და სასოწარკვეთილმა სუნთქვას ამოაყოლა:
— ჩემი ტორტიიიი...
  ის ვინც დამეტაკა, ნიკოლასი აღმოჩნდა, ხოლო ვისაც მე დავეტაკე და ახლა სახეზე ნახევარ ტორტთან ერთად იატაკზე ეგდო, ქეი. საბედნიეროდ, მეორე ნახევარი საღსალამათი და სუფთად იდო კარდონზე. მაშინვე ზეზე წამოვხტი.
— ცოცხალი ხარ? — ტორტი ისევ ნიკოლასს მივაჩეჩე და ქეის მივვარდი, რადგან ძირს გაუნძრევკად იწვა. ეგ კი არა არც სუნთქავდა! კინაღამ გული გამისკდა!
ნელა წამოიწია და ტორტიც სახიდან ძირს ჩამოვარდა. ახლა მთლიანად მასში იყო გასვრილი. აღარ ვიცი, მინი უფრო მეცოდება, თუ ქეი. შეიძლება ნიკოლასიც, იმდენი რამ დააშავა, იმედია ცოცხალი გადარჩება. 
— გილოცავ, — ჩემ დაქალს ჩავეხუტე და თანაგრძნობის ნიშნად ზურგზე ხელი მოვუთათუნე.
— მადლობა, მადლობა.
— ბო-დიში... — ძლივს ამოილუღლუღა ნიკოლასმა.
მინის მკვლელი მზერა ვერ ასცდა, მაგრამ მისდა საბედნიეროდ ადგილიდან არ განძრეულა, მხოლოდ ეს თქვა:
— ჯანდაბას, ისედაც დიეტას ვარღვევდით. ფიდინიმი გაგვიწყრა. ხო მართლა, ეს ნახევარი გადარჩა, ამიტომ ამ საწყალ ბავშვს დროზე უშველეთ და მერე მოვილხინოთ.
  ბიჭებმა ოთახი დატოვეს. მე და მინიმ რამდენიმე წამი ჩუმად ვუყურეთ ერთმანეთს, მერე კი ისეთი სიცილი წაგვსკდა, მუცელი ამტკივდა და ჩვენი ჯერი იყო მიწაზე ხოხვის. რომ დავწყნარდით, ოთახის მილაგება დავიწყე. მინი უკვე გარეთ იყო და მაგიდას შლიდა. იატაკი მოვასუფთავე და ის-ის იყო კარები გავაღე, რომ სააბაზანოდან ახალგამოსული ქეი შემეფეთა. საღამურები გამოეცვალა, სახე და თმა კი სუფთა და სველი ჰქონდა. არ ვიცი, რატომ და ღმერთმა დამიფაროს, გავიგო, თუ რატომ შეწყვიტა ჩემმა გულმა წამით ცემა, მერე კი ისე ძლიერად დაიწყო ფეთქვა, მეგონა ამ ბაგა-ბუგის ხმა მთელ ოთახში ისმოდა და რობოტივით მოვწყდი ადგილს. სამზარეულოში შევვარდი, რომელიც სასტუმრო ოთახთან იყო გაერთიანებული და ღრმად ამოვისუნთქე.
— კარგად ხარ? — გადმომიჩურჩულა მინიმ.
— მემგონი ერთი წამით მოვკვდი და გავციცხლდი, — ვუპასუხე და წყალი მოვსვი.
— შენ და შენი სულიერი რაღაცეები. კარგით, ყველანი სუფრასთან!
— ნახევარ ტორტს, ხილს და წვენს სუფრა არ ჰქვია, — გამოძვრა ნიკოლსი. საწყალი, საერთოდ ხმას რატომ იღებდა.
— სანამ დაბადებიანად მიწყევლიხარ, მოკეტე და მადლობა თქვი, საერთოდ ჭამის უფლებას რომ გაძლევ! — შეუღრინა მინიმ.
შემეშინდა და უნებურად ქეის გავხედე, რომელიც ასევე მე მომშტერებოდა. რა.. მეც ტორტით მოვითხუპნე? კარადის შუშის კარებს გავხედე შესამოწმებლად. მადლობა ღმერთს, არაფერი მჭირს.
— ლუდის ბოთლი ძირს რატომ გეგდო?! — განაგრძო ნიკოლასმა.
ჩემი ჩარევის დრო დადგა.
— ვაიმე ჭამეთ დროზე თორემ დადნა! — ავტეხე ვითომ პანიკა და ნაყინის ტორტს ვეცი, — შეხედე, შეხედე, მალე! — ან ქეის რატომ ჩავთხარე ტორტიანი კოვზი პირში?
— ღმერთო, რა გემრიელია. ასეთი ტორტი აქამდე არასდროს გაგვისინჯავს, არა, ნიკოლას? — აღმოხდა მას, მას შემდეგ, რაც ლამის დაიხრჩო. ეჰ, ბოდიში...
— გემრიელი იქნება, ჩემი საყვარელი გემოსია. მადლობა, ონი, — მომიბრუნდა მინი და თითებით გული მიჩვენა. მეც იგივე გავაკეთე. 

შემთხვევა (დასრულებული)Where stories live. Discover now