3

55 4 0
                                    

მინის pov

  მოგეხსენებათ, გუშინ რთული ღამე იყო, უფრო რომ დავაზუსტო, მეორე მსოფლიო ომი და კიდევ უფრო დასაზუზტებლად გეტყვით, რომ ოთახში შემოსვლისთანავე სანისგან არაერთი ბალიში მივიღე. განა რა გავაკეთე ისეთი?! უბრალოდ ვიცინოდი. ახლა დილაა. დავაპირე, სანი ჩემი სილით გამეღვიძებინა, მაგრამ ოთახის კარებზე კაკუნის ხმა გაისმა და ამან ისიც გამოაფხიზლა.
— გამიღეთ!! — ორივე მივხდით, რომ გამწარებული ქეი იყო.
  კარი მე გავაღე.
— თუ ჩვენი პრინცესის გასაღვიძებლად მოხვედი, კოცნა საჭირო აღარ არის, გაიღვიძა უკვე — მეგონა ვხუმრობდი, მაგრამ სანაცვლოდ სანის ფუმფულა სათამაშო მივიღე თავში.
— მშია!! მშიაა!! ძალიან მშია!! — გრძელფეხება ხან მე შემომხედავდა ლეკვის თვალებით ხან კი თვალებ ჩაშავებულ სანის, რომელიც არაფრის გაგებაში არ იყო და თავი ბალიშებში ჩაერგო.
— გშია?! მერე და ჩვენი შეფი რას აკეთებს? — ვიკითხე მე, შემდეგ კი სანიც ამყვა
— ღმერთო, პატარა რძის გარეშე დატოვეს?!
— სჯობს, ჩემზე "ხუმრობა" შეწყვიტოთ და რამე მაჭამოთ. რაც შეეხება შეფს, ის სიზმრებში დაფრინავს — ქეის ეს წუწუნი და მისი მუცლის ხმა ერთი იყო.
— კარგი, წამოდი, წამოდი, დედიკო გაჭმევს შვრიას — ხუმრობას არ ვწყვეტდი.
  ქეი ოთახიდან გავიყვანე და მეც გავყევი. იმის მიუხედავად, რომ საჭმელებში საერთოდ არ ვვარგივარ, მაინც გადავწყვიტე დღეს ინტერნეტის საშუალებით მეცადა რამე, საბოლოოდ კი იმდენად მადის აღმძვრელი შედეგი გამოვიდა, მეთვითონაც გავოცდი. სანამ მაგიდას ვაწყობდი, ყველანაირად მოწესრიგებული სანი "გამონარნარდა" ოთახიდან, მე კი ვფიცავ, რომ არ ვიცოდე,  ახალი ამდგარი არის, მეგონებოდა საერთოდ არ დაუძინია მეთქი.
— მალე გადმომიღეთ, რა! — ქეი ვეღარ ითმენდა, ერთი დიდი ლუკმა აიღო და პირში ჩაიდო.
— ოჰ, გადმოუღეთ მეფეს! — წაუგესლა თავისებურად სანიმ.
— ღმერთო ქეი, რაიცი რომ მოწამლული არ არის? — ეს ნიკოლასი იყო, აიშშ ადამიანს მადა რომ არ დააკარგვინოს არ შეუძლია!
— ვფიქრობ, შენს აზრს გავიზიარებდი საჭმელი სანის მომზადებული რომ იყოს, — ქეიმ გაიღიმა და სანის თავზე ხელი გადაუსვა, დიახაც ის ხელი, რომელსაც ახლა სანი კბენდა.
— ეს ცხოველი... მომაშორეთ.
— მინ, ჭამას მორჩი. ქორეოგრაფიის დასადგამად უნდა წავიდეთ, — მითხრა ნიკოლასმა, მე კი საჭმელი გადამცდა და ხველება დავიწყე, რადგან ახლახანს გამახსენდა, ამასთან რომ მომიწევს ჩემი უძვირფასესი დროის გატარება.
— ეს რომ მორჩება თავის ზომბად მოჩვენებას, ჩვენც მოვალთ, — გრძელფეხებას მკლავი ისევ სანის ხახაში იყო.
  ნიკოლასს ხელი დავავლე და სახლიდან გავათრიე, უბრალოდ, ქეისა და ჩემი ონის რომანტიკას ვეღარ ვუძლებდი.
ცეკვის დარბაზი ცარიელი იყო.
— ესეიგი, მოდი დავიწყოთ. ვფიქრობ, ეს მოძრაობა ძალიან მიმზიდველია — ნიკოლასმა რაღაც არაამქვეყნიური ილეთის კეთება დაიწყო.
— მე კი ვფიქრობ, რომ მიმზიდველობა საჭირო არ არის. ნაზი და საყვარელი ცეკვა უნდა იყოს წყვილებისთვის, — ვუპასუხე მე.
-მაგრამ ჩვენ წყვილი არ ვართ, ასე რომ ჩემი ილეთით ვიწყებთ, — ნიკოლასი თავისას არ იშლიდა
— გეუბნები ნაზი უნდა იყოს თქო! — არც მე ვუთმობდი და ასე გრძელდებოდა იქამდე, სანამ დაცემის ხმა არ გავიგეთ. ორივემ გაკვირვებული სახეებით გავიხედეთ. სანი ძირს გაშოტილა და ზემოდან ქეი დაცემულა.
— ახლა რას იტყვი? ახლაც არ მეხები? — წუწუნებდა სანი და თან იდაყვს ურტყამდა საბრალო ბიჭს.
— იი შემეშვი, გრძელი კაბა რომ არ ჩაგეცვა ფეხს არ დავადგამდი, და საერთოდ ვინ იცვამს ვარჯიშის დროს კაბებს?! — ქეი კი მის მოგერიებას მისი გრძელი ფეხების მეშვეობით ცდილობდა, მათი გაშველება მინდოდა, მაგრამ...
— მაგათ შეეშვი და შენს ცეკვაზე იფიქრე, — ამ ბიჭს თავისი თავის გარდა არაფერი ადარდებს?
— მე ეს ილეთიც მომწონს, რას იტყვი?-ის ცეკვავდა და ცეკვავდა, მე კი ისევ იმ ორ ჯიხვს მივჩერებოდი, მეშინოდა რამე არ მოეწიათ.
— გინდა ამ ორისავით ვიყოთ? რამეს შენც მოიფიქრებ თუ კარატე გავიხსენო? სიმართლე გითხრა ძალიან კარგად გამომ... — თავისი ისტორიის მოყოლა რომ არ დაეწყო, ცეკვა დავიწყე, მის მოძრაობებს ვუყურებდი და ყველანაირად ვცდილობდი გამემეორებინა. მშვენივრად გამოგვდიოდა. ქეი და სანიც მოგვარებულები ჩანდნენ.
— მაგრები ვართ!! — ძალიან გახარებულმა მე მარჯვენა ხელი ავწიე, ველოდი როდის დაარტყამდა ხელს ნიკოლასი, მაგრამ გაშტერებული მიყურებდა, მეც შემრცხვა და ხელის ჩამოწევა დავაპირე, როდესაც გაიცინა და დაარტყა.
— დიახ!!! მაგარი ვარ!!!
  არაა, არ ღირდა ამასთან კარგად მოქცევა.
დაღლილები ძირს ჩამოვჯექით.
— ვფიქრობ ძალიან კარგად გამოგივიდათ — შეგვაქო სანიმ.
— თქვენ ორიც არაჩვეულებრივები იყავით, იმის მიუხედავად, რომ — ვაპირებდი წინადადების დასრულებას მაგრამ ქეიმ შემაწყვეტინა.
— იმის მიუხედავად, რომ სანის გრძელი კაბა ეცვა, მე მაინც შევძელი და ბრწყინვალედ გამოვედი.
— მოკლედ შენც და შენი ძმაკაციც ერთნაირები ხართ.
— როგორც თქვენ ორნი, — დამეჭყანა ნიკოლასი. ჩვენი დღე მხოლოდ ცეკვა-ხუმრობაში არ გასულა, მე და სანის ძალიან ბევრი საქმე გვქონდა. ჯერ მუსიკის გაკვეთილზე შევედით და მასწავლებლისგან უამრავი ქება-დიდება მივიღეთ, შემდეგ ინგლისურშიც გავივარჯიშეთ, ბოლოს კი სასუსნავებით მოვითქვით სული. ამასობაში ჩამოღამდა. კომპანიიდან გამოსული ნიკოლასი და ქეი შევნიშნეთ.
— თქვენ აქ რას აკეთებთ? დორმში რატომ არ ხართ? — ჰკითხა მათ სანიმ, რის შემდეგაც ქეისგან პასუხი მიიღო
— შენი აზრით დაღამდებამდე მარტო თქვენ შრომობთ, ჰა? — კამათმა დიდხანს არ გასტანა, ერთად წამოვედით იქედან. გზად ქუჩაში თავმოყრილი ბრბო შევნიშნეთ. ყველა გაყვიროდა და გაწიოდა. შეგვეშინდა, ჩხუბი არ იყოსო, ამიტომ შემოწმება გადავწყვიტეთ. თურმე ქუჩაში შეჯიბრი გაემართათ! წვილებში ცეკვავდნენ და ხალხს ართობდნენ. ჩვენც იქვე დავდექით და ტაშის დაკვრით შემოვიფარგლეთ, მაგრამ მე და სანი ამითაც რომ ვერ დავკმაყოფილდით, ქეის და ნიკოლასს ხელი ვკარით და წრეში შევაგდეთ. დანარჩენებმა ადგილი დაუთმეს და სხვა გზა რომ არ ჰქონდათ, საცოდავად შემოგვხედეს. სიცილით კი მოვკვდით, მაგრამ შემდეგ შევნიშნეთ ბიჭებმა ერთმანეთს როგორ გადაუჩურჩულეს და ღიმილი სახეზე შეგვახმა.
— შენი აზრით რას გეგმავენ? — მკითხა სანიმ და თითების ტკაცუნი დაიწყო
— ომო ომო, რას უნდა გეგმავდნენ, დაწყნ...
წინადადების დასრულებაც ვერ მოვასწარი, ხელზე რომ მომქაჩეს და წამებში მე და სანიც წრეში აღვმოჩნდით. სხვა რა გზა გვქონდა, დრო იყო ჩვენი ნიჭის გემო ეგემათ! ხალხი ტაშით და შეძახილებით გვამხნევებდა.
— ნუ მეხები!
— არ გეხები!
— შეხედე, შენ ისევ მეხები!
— არ გეხები თქო! — და ისევ ის ორი...
— გეუბნები, ამ ხალხს ნაზი ცეკვები მოსწონს.
— სად შეატყე? ვერ ხედავ როგორ მოსწონთ ჩემი მიმზიდველობა?
— მიმზიდველობა თუ შენს ჩუსტებში გამოიხატება მაშინ კი, ეგრეა, — ეს კი მე და ნიკოლასი ვართ, სულელ ბიჭს კომპანიიდან თავის დაღწევა ისე უნდოდა ფეხზეც კი არ ჩაუცვამს. უცებ წვიმა დაიწყო, ალბათ მზე ტირის ჩვენს საცოდაობაზე. ისეთი თავსხმა წვიმა იყო, დორმში შესვლამდე ვერც გავაანალიზე, რომ ნიკოლასის ხელი მეჭირა, სანის კი ქეის. ჩავახველე და ხელი გავუშვი.
— მ-მ-გონი გავცივ... — სანი ყოველ ორ წამში აფცხიკინებდა.
— ეს ხომ უბრალოდ წვიმაა, — ქეი თმას იშრობდა.
— ხოდა ძმაო, გილოცავ, სახლში მოსიარულე დაავადება გყავს. ძალიან ადვილათ ცივდება, — ვუპასუხე მე.
— ეგ არაფერი, შენ სულ ცივი ხარ, მინ, ცივ გულიანი ჯადოქარი, — ნიკოლასის ცივ თმას ხელი დავავლე და გაღიმებულმა ვუთხარი
— ხოდა, თუ არ გინდა, ამ ცივმა გულმა შენთვისაც გააღოს კარი, ოთახში შებრუნდი და ნანა ნანა ქენი.
ის გაკვირვებული და წარბებაზიდული სახით შემომცქეროდა, ჩაიჩურჩულა "ეს რა მუქარაა"ო და ოთახში შევიდა. სანი თბილ ლოგინში დავაწვინე და ჩაი მივართვი. ბევრი ვისაუბრეთ დღევანდელ დღეზე, ბოლოს კი ჩაეძინა.

შემთხვევა (დასრულებული)Where stories live. Discover now