8

24 3 0
                                    

სანის pov

  იმ რამდენიმე უხერხულმა დღემაც ჩაიარა და დადგა საბოლოო შემოწმების დრო. მიუხედავად ქეის ძალიან უცნაურად თბილად მოქცევებისა, რომლებიც მაიძულებდა, თავი სულელურად მეგრძნო და სულ დაბლა მეხარა, დღეს თავს თავდაჯერებულად ვგრძნობ! მოუთმენლად ველი დაწყებას. დილით მოვასწარით რეპეტიციების გავლა მე და ქეიმ. მინი და ნიკოლასი სხვა ოთახში იყვნენ. არ ვიცი, რას აკეთებდნენ, მაგრამ რახან წივილ-კივილი და ერთი ამბავი არ ისმოდა, ესეიგი ერთმანეთს არ ჭამდნენ მაინც.
  დარბაზში შესვლისთანავე ლამის ყბა ჩამოგვვარდა. ყველაფერი შეცვლილი იყო! სადღა იყო სარკეებით სავსე უფერული ოთახი. დღეს მასპინძლობას ოდნავ ჩაბნელებული დარბაზი გვიწევდა, რომლის სცენაზეც ფერადი შუქები თავისუფლად დათამაშობდნენ. წინვე იყო ჟიურისთვის განკუთვნილი გრძელი მაგიდა სკამებით. და კამერები! ღმერთო, ვიდეოს ჩაწერას აპირებდნენ! ცოტა არ იყოს ავღელდი, ასეთ რამეს უმიზეზოდ არ მოაწყობდნენ. მაგრამ რომ არც არაფერს გვეუბნებიან?! ერთი თვე გავიდა!
  სანამ ფიქრებით მოცული ოთახსს ვათვალიერებდით, გვერდით ქეი და ნიკოლასი აგვეტუზნენ. ჩემი ყურადღება მაშინვე მათზე გადავიდა.
— ლამაზია, არა? — მკითხა ქეიმ, მე კი ჩვენ ჩაკიდებულ ხელებს მივაშტერდი.
— უცნაურიც, — ვუპასუხე, — აქ სულ სხვა რაღაც ხდება...
— გამოგიტყდები და მეც არ მასვენებს ეგ აზრი. სცენა და განათება მესმის, მაგრამ კამერები რატომ? რისთვის?
— უბრალო შემოწმების ჩაწერა რაში სჭირდებათ? — ჩაგვერთო ნიკოლასი.
— მართალია, აქ სხვა ამბავია, — დაადასტურა მინიმ.
  ოთხივეს ეს ამოუხსნელი ეჭვი გვჭამდა, ეს კი შეიძლება ხელის შემშლელი გამოდგეს დღევანდელი გამოსვლისთვის, ამიტომ როგორმე ამის დავიწყება მოგვიწევს. მთელი ძალით რომ შევეჯახო კედელს, ძაან ღრმა ამნეზია დამემართება ვითომ?
— მოვიდნენ, — დაიჩურჩულა ისევ მინიმ.
   მუსიკისა და ცეკვის მასწავლებლები ერთიმეორეს მიყოლებით შემოვიდნენ და მაგიდასთან კუთვნილი ადგილები დაიკავეს. ისევ დუმდნენ. ეს აუტანელი დუმილი! რამდენიმე წუთში, როგორც იქნა, ხმა ამოიღეს. ახალი არაფერი უთქვამთ, მხოლოდ წარმატებები გვისურვეს. კამერებზეც კი არ დასცდენიათ სიტყვა!
  წყვილები ერთიმეორეს მიყოლებით გადიოდნენ და გადიოდნენ. მასწავლებლები რამდენიმე სიტყვით შემოიფარგლებოდნენ, მეტად კი ისევ დუმდნენ. რა საჭირო იყო ამ ყველაფრის მოწყობა, თუ არაფრის თქმას აპირებდნენ? ერთი საათის შემდეგ ნიკოლასის და მინის სახელები გამოცხადდა. მინიმ ღრმად ამოისუნთქა, ერთი გადახეხეს ერთმანეთს და სცენაზე განკუთვნილი ადგილი დაიკავეს. მუსიკა დაიწყო და მათი სხეულებიც, სალამურით მოჯადოებული არსებებივით მის, ჰანგებს უმალვე აჰყვნენ. ამჯერად ძალიან ეცადნენ, ამას მხოლოდ ჩვენ ვამჩნევდით. უწინდებურად უემოციო სახეებით აღარ ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას. ორივეს ცეკვასა და სიმღერაში ვხედავდი ემოციას, შეიძლება ერთმანეთის მიმართ არა, მაგრამ თავთავიანთ გრძნობებსა და ემოციებს გადმოსცემდნენ, რაც შესრულებას ჯამში ძალიან ლამაზს ხდიდა! ამის შემყურე, გულიც დამიმშვიდდა. როგორც გეგმაში იყო, ისე დაასრულეს ცეკვა, ხელიხელ ჩაკიდებულებმა. ახლა დავდნები! როგორი ძლიერი ქორეოგრაფიაც არ უნდა ჰქონოდათ, ეს ბოლო პოზა, მათი ჩაკიდებულო ხელები ძალიან საყვარლობა იყო!! ტაშით გავამხნევეთ.
— მშვენიერია, იმედები ნამდვილად  გაამართლეთ! — მიუგო ერთ-ერთმა, დანარჩენები კი თავების ქნევით დაეთანხმნენ.
  წყვილი ჩვენთან დაბრუნდა. მინის სახე უხურდა, მაგრამ რთული იყო იმის თქმა, დაღლილობისგან, სიცხისგან თუ სხვა მიზეზის გამო. მაშინვე წყლიან ბოთლს ეცა და ლამის გადასცდა კიდეც!
— ისეთი მაგრები იყავით, თქვენი ცემა მომინდა!
— ეს კომპლიმენტია?
— სანისეული, კი, — მინიმ ჩემ მაგივრად გასცა პასუხი ნიკოლასს.
  რამდენიმე შესრულება კიდევ იყო, სანამ ჩვენ მოგვიწია სცენაზე გასვლა. სახელების გამოცხადება და ტანში ჟრუანტელის დავლა ერთი იყო. გავიხსენე სიმღერა და მაშინვე ღიმილი მომეფინა სახეზე, რადგან სხვამ რაც არ უნდა თქვას, ეს სიმღერა და ცეკვა ძალიან მიყვარს, მაბედნიერებს, ამიტომ დაიწყო თუ არა, მთელი ემოციით და სიამოვნებით ავაყოლე სხეული და ხმა. ქეიც ისე კარგად ასრულებს! არასდროს მომბეზრდება მასთან ერთად ამ ცეკვის შესრულება. დავასრულეთ და უნებურად ქეის შევხედე, რომელიც თურმე ასევე მე მიყურებს.
— ვოაჰ! ძალიან მომწონს! — ტაში შემოჰკრა მასწავლებელმა და ორივენი საწყის პოზიციას დავუბრუნდით, — შეგიძლიათ ბავშვებს შეუერთდეთ.
  თავი დავუკარით და მასე მოვიქეცით.
— ალბათ გიკვირთ და ერთი სული გაქვთ გაიგოთ, რას ნიშნავს ეს ყოველივე. მაგრამ ვერც ახლა გეტყვით მეტს, გარდა იმისა, რომ სულ მალე სადებიუტო ჯგუფს შევადგენთ, — დარბაზში ერთი ამბავი ატყდა, — გპირდებით, ამ ყოველივეს მიზეზს რამდენიმე კვირაში აუცილებლად გაიგებთ, მანამდე კი ბიჭებსაც და გოგონებსაც მოგეთხოვებათ კარგად ივარჯიშოთ და იმ შეცდომებზე იმუშავოთ, რაც ამ გამოსვლისას ჩავინიშნეთ. ინდივიდუალურ შეფასებებს დორმში გამოგიგზავნით. ძალისხმევა არ დაიშუროთ, ოღონდ თავებსაც გაუფრთხილდით, გასაგებია?
— დიახ! — ყველამ ერთად ვუპასუხეთ.
— შეგიძლიათ დარჩენილი დრო დაისვენოთ, დაიმსახურეთ.
  თავი დავუკარით, მადლობა გადავუხადეთ და გასვლა დავიწყეთ.
— ვახ, გული! — ხელი მივიდე და ამოვიხვნეშე, — ამას ვინ წარმოიდგენდა? არა, კი ყველა ვეჭვობდით, მაგრამ მაინც, არა? — დანარჩენებს გადავხეხე.
— დარხეული გვაქვს. ღმერთმა იცის, როდის მოეპრიანებათ სადებიუტო წევრების არჩევა, — მინი უკნიდან ისე ჩამომეკიდა, თითქოს სიარულის თავიც აღარ ჰქონდეს.

შემთხვევა (დასრულებული)Where stories live. Discover now