4

32 4 0
                                    

  იმის მიუხედავად რომ, სანი ავად იყო, მთელი ღამე მაინც გაუნძრევლად ეძინა. მე კი თვალი არ მომიხუჭავს, საათში ერთხელ ქეი მწერდა, რას შვება, ხომ კარგად არისო. დილით 08:00 საათზე ავდექი და ოთახიდან გამოვედი, კარი ჩუმად გამოვიხურე.
— დილამშვიდობის, — ვუთხარი ნიკოლასს, რომელიც ყავას მიირთმევდა.
— სალამი. ღამემ როგორ ჩაიარა? — მკითხა მან, მე კი გამიკვირდა ქეის გადამკიდე, არაფრის აზრზე რომ არ იყო
— ძმაკაცები არ საუბრობთ? მთელი ღამე არ დამაძინა.
— მე კი მეძინა, თან ისე კარგად, რომ სიზმარში ფანები მეზმანებოდნენ.
— შენთვისვე აჯობებს, დღეს არ გამაბრაზო, ისედაც ბევრს ვნერვიულობ, — ვუპასუხე მე და ვაშლიც გავუქანე.
— მადლობა, — უნამუსო, მაშინვე პირში გაიქანა. ცოტა ხანში ქეი გამოვიდა, ოღონდ ამჯერად ოთახის კარიდან კი არა, გარედან შემოსულიყო ხელში დიდი პარკით
— ქეი? — გაკვირვებული შევხედე მას
— მინ, მოდი გამომართვი, სანისთვის გაციების ჩაი, ჩვენთვის კი სასუსნავები ვიყიდე, — გამოვართვი და მაგიდაზე დავაწყე.
  საჭმლის მომზადება არ დაგვჭირვებია, ტკბილეული მივირთვით და ისე გავედით დორმიდან. სანი სახლში დავტოვეთ, არც კი შევატყობინეთ, რომ მივდიოდით.
  ცეკვის დარბაზი დღეს სავსეა. ყველა ძალიან მონდომებულია. ამჯერად პარტნიორების გარეშე ვართ, ისინი გვერდით დარბაზში შრომობენ.
— ჰეი, როგორ ხარ? — გვერდით ერთ-ერთი თრეინი გოგონა მომიჯდა.
— კარგად ვარ, შეჯიბრისთვის ვემზადები, როგორც ჩანს, შენც ძალიან ცდილობ.
— როგორც შემიძლია! სანის ვერ ვხედავ, დღეს არ მოსულა? — კითხვაზე პასუხის გაცემა რომ დავაპირე, კარები გაიღო და დარბაზში ჩემმა შინაურმა ზომბმა შემოაბიჯა.
— ღმერთო! — წამოვიყვირე და მივუახლოვდი, — აქ რას აკეთებ?! შენ ვერ ივარჯიშებ!
— დაწყნარდი. მე აქ სავარჯიშოდ მოვედი და ვივარჯიშებ კიდეც! — ხმა შეცვლილი ჰქონდა, ძალიან ცუდად გამოიყურებოდა მაგრამ თავისას მაინც არ იშლიდა.
მეც რა უნდა მექნა, ყველანაირად ვცდილობდი კონცენტრაცია მომეხდინა ცეკვაზე. ბევრი ახალი ილეთი ვისწავლე, შემდეგ დავამუღამე და დასვენება გადავწყვიტე. წყალს ვსვამდი, როდესაც სანი ძირს გაიშხლართა და ლამის მთელი დარბაზი გავწუწე.
— სანი! გამოფხიზლდი! — ხელებს სახეზე ვუტყაპუნებდი.
გოგონებიც მოვიდნენ და მისი ოთახიდან გაყვანა ვცადეთ. რა მძიმეა ეს ვირიშვილი, რა უნდოდა, ჯიუტი თხა! მოვიდეს გონზე, ახლა მე გავიგდებ წიხლქვეშ. კარებში ვიყავით, როცა დერეფნიდან მომავალმა ქეიმ და ნიკოლასმა დაგვინახა და მაშინვე სირბილით მოვიდნენ ჩვენამდრ.
— რა სჭირს?
— ჯიუტი თხაა და ეგ სჭირს. ვუთხარი არ იცეკვო, არ შეიძლებათქო, მაგრამ ონის სტატუსი გამოიყენა და კი გაიშხლართა მერე, — ვუპასუხე მე განერვიულებულმა და გაბრაზებულმა.
— ვითომ ასე ძაან დაიღალა? — ნიკოლასი ცდილობდა გამოძიება ჩაეტარებინა.
ქეიმ იკაცა და სანი ხელში აიყვანა, შემდეგ კი იქვე დივანზე დააწვინა.
ოთახს თვალი მოვავლე და ბიჭებისკენ ბუზღუნით გავემართე
— ვიღაცას მცენარეები მოურწავს. საერთოდ სავარჯიშო ოთახში მცენარეებს რა უნდა?!
— მერე? ახლა მაგათი სიკვდილიც გინდა? — შემეპასუხა ნიკოლასი.
— სანის სველი მიწის სუნი ცუდად ხდის, — დავუმარცვლე და შევუღრინე.
ვაჟბატონმა დანებების ნიშნად ხელები ასწია.
— თქვენ ორნი ახლა ადგებით და  აფთიაქში წახვალთ, დრო რომ არ დავკარგოთ. დორმში წამლები აღარ გვაქვს, — გვიბრძანა ქეიმ.
  ნიკოლასმა მხარზე ხელი დამარტყა " წავედითო" და გარეთ გამიძღვა. ფეხით 10 წუთის სავალი იყო. წამლები ვიყიდეთ და წამოვედით, მაგრამ ჩვენი წყანარად ყოფნა დიდხანს როგორ გადტანდა.
— წამლები მომეცი.
— მე მექნება, — შემეწინააღმდეგა.
— შენ რატომ უნდა გქონდეს? მომეცი მე დავიჭერ, — ხელი მისკენ წავიღე, მაგრამ უკან დაიხია.
— ჩემმა ძმაკაცმა დაგვავალა ყიდვა, ასე რომ მე მექნება!
— ჩემი დაქალია ცუდად, ასე რომ მე მივუტან! — ხელიდან გამოვგლიჯე, ის კიდევ მეჯიკავებოდა და ცდილობდა წაერთმია, ბოლოს კი ჩემითვე მივაჩეჩე.
— ჯიხვი! გქონდეს, — წამოვედი და ნიკოლასი უკან ჩამოვიტოვე. წუთი არ იყო გასული მისი წივილი, რომ გავიგე
— იაა, იუ მინნ, — გამწარებული მორბოდა. ვხედავდი როგორ გაურბოდა ძაღლს, ამასაც თუ ძაღლი ჰქვია, ჩიხუახუას მაგვარი იყო.
— მომსდევს!!! შეგვჭამს ორივეს! — მხრებში ჩამაფრინდ, მე კი მის წონას ვერ გავუძელი და შიგ ბუჩქებში გადავვარდი, რა თქმა უნდა,  ესეც ზედ მომყვა.
— გადავრჩით?!
— შეგიძლია წამოდგე, ისედაც იმდენს იწონ..
— ჯერ არ წასულა! — წამოდგომაზე კი არა, ჩამეხუტა კიდეც. უცნაური იყო, მაგრად მიჭერდა და გული სწრაფად უცემდა.
— ასე ძალიან რატომ გეშინია, პატარა ცუგა იყო, — მის დამშვიდებას ვეცადე.
— საერთოდ რატომ წახვედი?! რომ არ დაგწეოდი, ალაბათ ჯერ მე გამაძრობინებდა სულს, შემდეგ კი ჩემი სისხლით მოთხვრილი პირით შენ მოგვარდებოდა, — ისეთ სასაცილო რამეებს ლაპარაკობდა, კინაღამ იქვე გავიხიე.
— შენ რა, ზებუნებრივს უყურებ? რა იყო, გზაჯვარედინის დემონთან შეთანხმება დადე? კარგი, ვსიო, მორჩა ახლა, უნდა წავიდეთ და სანის წამლები მივუტანოთ, — ხელი გავაშვებინე და ბუჩქიდან გადაძრომაში დავეხმარე, იქაც აილეწა. ღმერთო, გამაძლებინე...
  გზა განვაგრძეთ. ნიკოლასი ყოველი ყეფის გაგონებაზე ხელებში მაფრინდებოდა, მე კი ვიცინოდი. გზად რამდენიმე ბიჭი შევნიშნეთ, მათ წინ შეშინებული ბიჭი კედელზე ატუზულიყო.
— არ მიხვიდე, პოლიციას გამოვიძახებ.
— სანამ ისინი მოვლენ, რაიმეს დაუშავებენ!
— მისმინე, თრეინები ვართ. ბამდვილად არ მინდა, დებიუტის შემდეგ ერთ-ერთი გამოვიდეს და რაშაც სისულელე დაგვაბრალოს! გესმის? — მითხრა წყნარად, მაგრამ გვიანი იყო.
ერთ-ერთმა ჯიბიდან დანა რომ ამოიღო, განგაშის სიგნალი ჩამერთო. ცალ ხელში ნიკოლასი მეჭირა, მეორე ხელი თავისუფალი კი მქონდა, მაგრამ ასე დიდს ვერაფერს ვიზამდი, ასე რომ რაც მოვახერხე, ის გავაკეთე. სასწრაფოდ ავიღე ქვა და თავში გავუქანე. ხუთი თავი ერთდროულად რომ შემობრუნდა ჩვენკენ, მაშინ გავაანალიზე, რომ დაგვერხა! როგორც შეგვეძლო, ისე სწრაფად გავვარდით. ნიკოლასი რომ დაიღლებოდა, ერთს შევძახებდი "აქ ძაღლია" და იმწამსვე ავიწყდებოდა დაღლა. იქამდე ვირბინეთ, სანამ პოლიციის შენობასთან არ მივედით.
— უნდა დაგვეხმაროთ, გზად ბანდიტები მოგვსდევდნენ, — ვუთხარი ერთ-ერთ იქ მომუშავეს.
— იქ კამერები შევნიშნე. სამხილად გამოგადგებათ.
— ყველაფერს მივხედავთ. ალბათ აჯობებს, სახლამდე მანქანით მიგაცილოთ — ოფიცერმა შემოგვთავაზა. ჩვენც უარი არ გვითქვამს და მანქანაში ჩავსხედით.კომპანიასთან ახლოს ჩამოვედით, მოკლე გზა ფეხით გავიარეთ.
  სანი გონზე მოსულიყო, ქეი კი გვერდით ეჯდა.
— როგორ არის, — ვიკითხე მე.
— მგონი გონზე ვარ და შეგეძლო პირდაპირ ჩემთვის გეკითხა, — მიპასუხა სანიმ.
— შენ ხმას არ გცემ! — ხელები გადავაჯვარედინე.
— გეტყობა, — თქვა მან, მე კი თვალები ავატრიალე.
— როგორც ხედავ, ჯანზეა. თქვენ კიდე ცოტა არ იყოს შეგაგვიანდათ, — ხმა ამოიღო ქეიმ.
— ყველაფერს მოგვიანებით მოგიყვებით, ისეთი სასაც...
— არაფერსაც არ მოვუყვებით, — ნიკოლასმა, როგორც ყოველთვის, შემაწყვეტინა.
  აღარ შევწინააღმდეგებივარ. დორმში ფეხით წავედით. სამივენი გავეთავისუფლეთ დღეისთვის. იმდენი ვირბინე, არაფრის თავი აღარ მქონდა.
ვისადილეთ და ჩვენ-ჩვენ ოთახებში შევლაგდით. ეჰ, მენატრება ჩემი ოთახი. მგლის ბუნაგად აქციეს ალბათ. სანის წამლები მივაწოდე.
— ახლა ისეთ სასაცილო რაღაცას გეტყვი სრულიად გამოჯამრთელდები, — ვუთხარი და დავიწყე ნიკოლასის შიშის შესახებ საუბარი, — გზად ძალიან პატარა ლეკვი შეგვხდა, მოტანტალებდა ნიკოლასისკენ, ამან კიდე იმხელაზე დაიწყო ყვირილი, ხალხი ფანჯრიდან იხედებოდა, ეგონათ ვიღაცას კლავდნენ. შემდეგ შემახტა. ალბათ 100 კილოს მაინც იწო...
— ნეტა იცოდე, რამდენი რამ გააბუქე, — უხხ ნიკოლას..
— გოგოების ოთახში სანამ შემოხვალ, უნდა დააკაკუნო, — იქალა სანიმ.
— ოხ, მე მაპატიეთ თქვენო უდაავადებულესობავ, მე მხოლოდ მინდოდა მეცნობებინა, რომ ქალბატონი მინის ხელი მინდა ვითხოვო რამოდენიმე საათით, — ნიკოლასმა გაუგებრად საუბარი დაიწყო.
— რომ დაგვიზუსტოთ?-ვკითხე წარბაზიდულმა.
— დორმის დალაგებაში უნდა მომეხმარო
— ქეი? ქეი ვერ დაგეხმარება?
— წასულია.
ზედმეტი კითხვებისგან თავი შევიკავე და ოთახიდან გავედი.
— ცოცხი გამომართვი და მოხვეტე, მე მაგიდასა და კარადებს დავწმინდავ, — სიმართლე თუ გინდათ, ცოცხი პირველად მიჭირავს ხელში, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ დედაჩემს ვაწვდიდი ხოლმე.
— რას აკეთებ? — შეფმა სახეში ხელი შემოირტყა. მაგას ეტკინება, მე რა, — ცოცხის დაჭერა არიცი?
ვფიქრობდი რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებდი მაგრამ როგორც ჩანს... ნიკოალსი მომიახლოვდა და ეცადა ჩემთვის რაიმე ესწავლებინა, მაგრამ მე ცოცხს მოვაჯექი და დორმში ფრენა დავიწყე.
— რა მაგარია! არ მომიჯდები?
— ეს გოგო გამაგიჟებს, — წამართვა! ჩემი საფრენი იარაღი წამართვა და ძირს ხოხება დაიწყო, მე კი მაგიდის ტილო მომაჩეჩა.
— კი ბატონო,  ვიცი როგორ უნდა მოვწმინდო მტვერი, — ენა გამოვუყავი.
— იმედი მაქვს, მასეა.
დავალაგეთ, დორმი დავაწკრიალეთ, ამასობასობაში ქეიც მოვიდა.
— ქეი, რომ გენახა, მინი რას აკეთებდა, გეფიცები ჭკუიდან შეიშლებოდი.
— ხოდა, შენმა ქეიმ დაგილაგოს აწი! — ტილო ზედ თაზე დავადე და ოთახში გავბრუნდი.

შემთხვევა (დასრულებული)Where stories live. Discover now