10

20 3 0
                                    

დილით ადრიანად წავედი კომპანიაში. ბავშვები სახლში დარჩნენ, ცოტა მერე გამოვივლითო. ქეის და სანის მესმის, გუშინ გვიან მოვიდნენ და დასვენება სჭირდებოდათ, მაგრამ ამ ნიკოლასს სიზარმაცის მეტი არაფერი შეუძლია? სიმართლე გითხრათ, თავი იმართლა, მთელი ღამე შენს დაყრილ ნაგავს ვხვეტდიო.
  ძაღლი ახსენეო და ესეც მაშინვე აქ გაჩნდა.
— წყვილი არ მოსულა? — ვკითხე.
— არა, სძინავთ, — მიპასუხა, — შენ ის თუ იცი, რომ დღესაც დაგვიბარეს?
— ჰა? დღეს რისთვის? — ისევ თავი გამოვიდებილე.
— სულელი ხარ. დებიუტი ადვილი გგონია?! სიმღერა ან ქორეოგრაფია არ გვჭირდება? — ორი თითი შუბლზე მფეთა.
— მართალია. ისინი არ უნდა გაგეღვიძებინა მერე? — ტელეფონი ავიღე და სანისთან დარეკვა გადავწყვიტე მაგრამ შემაჩერეს.
— 3 საათამდე მოასწრებენ გაღვიძებას, — ქილის კოლა გამომიწოდა გასაგრილებლად.
  ბევრი ვიცეკვეთ თუ ცოტა, სანი და ქეიც მოვიდნენ. მათაც ივარჯიშეს, რის შემდეგაც ოფისში ავირბინეთ. იქ მასწავლებლების კრება გამართულიყო.
— გამარჯობა, — მივესალმეთ მათ და ჩვენს ადგილებზე დავსხედით.
— ჯგუფის შინაარსზე დავილაპარაკოთ, — დირექტორმა უჯრიდან ფურცლები ამოიღო და ყველას გაგვინაწილა,
— პირველი ემვის იდეა ასეთია: სანი და მინი მანქანით მგზავრობენ, თან ერთობიან. ცეკვა-სიმღერის დროს მინი შემთხვევით გადაუხვევს ტყისკენ, სადაც შეეჯახებიან ხეს და რამოდენიმე ხნით გაითიშებიან. გაიღვიძებენ და გზის გასაგნებად სიარულს დაიწყებენ, მაგრამ ტყეში უფრო ღრმად შევლენ. მოეჩვენებათ, თითქოს მგლის ორი სილუეტი მათ გარშემო დაქრის. მალე კი ნისლიდან, მათ მაგივრად, ორი ადამიანი გამოვა, ქეი და ნიკოლასი, — დირექტორის ეს იდეა შთამბეჭდავი იყო, ყველას მოგვეწონა.
  მას შემდეგ, რაც დღე დავამთავრეთ, გამოვედით, ახლო კაფეში შევედით და თავი მოვისულიერეთ.
— ისე დავიღალე... — ავწუწუნდი.
— კი, ყველა დავიღალეთ, — ნიკოლასი ამყვა.
— მაშ, განტვირთვისთვის ამ საღამოს ფილმი ხომ არ გვენახა? — ქეიმ შემოგვთავაზა, რაზეც ყველამ თავი დავაქნიეთ.
— შესანიშნავი იდეაა, მე და მინი დორმში წავალთ და ფილმს ავარჩევთ, ხოლო თქვენ სასუსნავები იყიდეთ, ოღონდ ცოტა ჯანსაღები. დებიუტისთვის ორმაგად უნდა ვცდილობდეთ. ეს რომ გაიგონ, კარგი დღე არ დაგვადგება, — სანიმ დაარიგა და ხელი დამავლო.
  საცხოვრებელში ავედით. იქაურობა დავაწკრიალეთ, დივანზე ჩამოვსხედით და ლეპტოპში საშინელებათა ჟანრის ფილმი ავარჩიეთ, რომელსაც ბიჭების მოსვლის მერე ტელევიზორში დავაკავშირებდით. ასე სჯობს, დიდი ეკრანია და უფრო მოსახერხებელია.
— ჩვენც მოვ... — კარები გაიღო და შუქი ჩაქვრა.
  ასე ვთქვათ დენი წავიდა და ნიკოლასი აებერტყა. სიბნელეში მის პოვნას და წამოყენებას ვაპირებდი, ხელებს წინ ვიშვერდი, როდესაც შემთხვევით ქეის ვფეთე და აზრზე არ ვარ, ვის ან რას დაეცა.
— აუჩჩ... — სანის ამ ხმამ მიმახვედრა პასუხი.
  ახლა მე წამოვკარი ძირს გაშხლართულ ნიკოლასს ფეხი და მოკლედ, მეც მის პრესებზე ვგდივარ. უცბად თმაზე მოფერება ვიგრძენი.
— ქეი თმა გაგზრდია, — წამის შემდეგ კი, — ჯანდაბა, შენ ყოფილხარ!
  ვუკივლე და მუცელში ხელი ჩავარტყი, რის შედეგადაც მან იატაკზე გადამატრიალა.
— გოგოსთან მოქცევა ისწავლე, ლაწირაკო, — ჩავიჩურჩულე და შუქიც მოვიდა.
  როგორც ჩანს სანი და ქეი ისევ ერთმანეთზე არ იწვნენ, ფანჯარაში იყურებოდნენ და ვარსკვლავებს ითვლიდნენ. ნელა ბარტყებო, ნაოჭები არ გაგიჩნდეთ.
— რა ფილმი აარჩიეთ? — ნიკოლასი დივანზე დახტა და ლეპტოპს დახედა, — ჯანდაბა, იცით, რომ საშინელებათა ჟანრი მძულს?
— გძულს კი არა, გეშინია, — დავეჭყანე.
— მინი, ნუ აბულინგებ, შენც ვერასოდეს უყურებ ასეთ ჟანრს, — სანი მომიტრიალდა და შემდეგ ისიც დაჯდა.
  მე ფარდები ჩამოვაფარე, შუქები ჩავაქრე და მაგიდაზე ტკბილეული დავყარე. ფილმს ვუყურებდით, მშვიდად, წყნარად, მაგრამ სიჩუმე დაირღვა, როდესაც მთავარი პერსონაჟი სკოლის სარდაფში შევიდა და მოსწავლეების მოჭრილი თავები დახვდა მერხებზე გაშლილი.
— აააააა! — ნიკოლასმა თვალებზე ხელი იტაცა.
— საშინელებაა, — ქეიმაც.
— ვოაჰ! ყოჩაღ ჯგუფს! თავები რა სწორადაა მოჭრილი, ხედავთ? — სანიმ კმაყოფილმა ჩაიღიმა და ყბა ხელზე ჩამოიდო, — აგრეთვე, ეს სისხლი ისეთი ფერისაა და შემხმარია, ალბათ წლებია ეს თავები აქ არის. რას ფიქრობთ, ვინ ჩაიდინა? — ეს უკვე ზედმეტია, მეც შემეშინდა და ნიკოლასს მივახტი.   შევნიშნე სახე დასველებოდა და სლუკუნებდა.
— ღმერთო, ტირის! — ვიყვირე და ხელები დავარტყი, ერთხელ კი არა, ბევრჯერ რათა გამოფხიზლებულიყო
— გა-მორთეთ, — თვალებზე ხელს უფრო იჭერდა.
  ქეი ადგა და გათიშა, შუქებიც აანთო.
— ნიქო, კაცი არ ხარ? უბრალო ფილმია.
— კაცს განახებ მე შენ, — შეუბღვირა სანიმ, მერე ადგა და წყალი მოიტანა.
— არსებობს ისეთი რამ რისიც არ გეშინია საერთოდ? — ხელები გადავაჯვარედინე მე, სანიმ ჩუმად ფეხი ფეხზე დამაბიჯა, გაჩუმდიო.
— ჩვენ შეგვიძლია ვიცეკვოთ, ხომ ასეა?! ნიკოლასს ხასიათზე მოიყვანს, — თქვა ონიმ და მუსიკები დინამიკში ჩართო.
— ადექი, — მივედი მტირალასთან და წამოვაყენე, ვეცეკვებოდი რომ ფილმი გადავიწყებოდა. ბოლოს გამხიარულდა და სანისაც კი ეცეკვა, შემდეგ ქეისაც.

შემთხვევა (დასრულებული)Where stories live. Discover now