9

21 2 0
                                    

მინის pov

ნიკოლასთან ერთად ხორცს მივირთმევდი, სანი რომ ჩამომიდგა წინ აწითლებული და გამოშტერებული სახით.
- ია, რა გაჭამეს ასეთი ცხარე, - ვკითხე მე და წყალი გავუწოდე, - იქნებ, საქმე მხოლოდ ამაში არ არის?
- არა, არა! მ..მე ვირბინე, ბევრი... ხომ, ბევრი, - ეჭვი გამიმძაფრდა, ენის ბორძიკი რომ დაიწყო, ხოდა ჩემი არ დავიშალე.
- აიშშ... ნამ სანი, საშიინელი მატყუარა ხარ, - თავზე ხელი გავუხახუნე, ამ დროს ქეი გამოჩნდა და გვერდით ამოუდგა. ამაზე უფრო აწითლდა, მეგონა მალე აფეთქდებოდა და ხელი დავავლე, ბიჭებისგან შორს გავიყვანე.
- კარგი, კარგი, გეტყვი! - მითხრა მან და სკამზე ჩამოჯდა, მეც გვერდით მივუჯექი - საქმე იმაშია, რომ... ქეიმ... ისაო, ჯანდაბა! ვერც კი ვმეტყველებ.
- საჭირო არ არის, დაო, ყველაფერი ისეთი აშკარაა, - მივუბრუნდი და მილოცვის ნიშნად გადავეხვიე. სიმართლე გითხრათ არც კი ვიცი, რას ვულოცავ, - ქეის შენს მიმართ გრძნობები აქვს, კარგი რაა! ის ბიჭი ისეთ ნამიოკებს გირტყამდა, შენთვითონვე როგორ ვერ მიხვდი?! - თავში ხელი ვფეთე და წამოვდექი,
- ქაჯაა, გავერთოოთ, ეს ამბავი ნამდვილად უნდა აღვნიშ...
- იააააააა!!! - იმხელა მიკივლა, ხმა ჩამიწყდა და იქიდან მოვძუძგე.
ქეის რომ მივუახლოვდი, ეშმაკურად ჩავიცინე, რაზეც სანიმ გადმომიჩურჩულა "არაფერი ჩაიდინო".
ჰომ, სულაც რომ არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ, მაქსიმუმ ჯულიეტაზე შეყვარებული რომეო ვაეჭვიანო.
- იონ, შეგიძლია სანის შენი ქურთუკი მისცე. ნახე როგორი აწითლებული ცხვირი აქვს, ჯამბაზს ჰგავს, რაღაც გაგებით - ვუთხარი და ხელებით მისკენ მივწიე. სანამ ქეის რეაქციას ვიყავი მიშტერებული, იონის ძმაკაცი, ჯუნ ჰიონი ჩამომიდგა გვერდით.
- იონი შენზე ბევრს მესაუბრებოდა, სინამდვილეში უფრო ლამაზი ხარ, ის კი სულ გაბულინგებდა.
- ამ, გმადლობ...
- აჰ, მემგონი მართლა აცივდა, - მითხრა და მისი ჟაკეტი გამომიწოდა, - ჩაიცვი, გავიგონე იონს რომ სთხოვე, - ყველაფერი არასწორად გაუგია.
ზრდილობის მიზნით დავაპირე გამორთმევა, როდესაც ნიკოლასი გამოჩნდა და ხელის ჩამოკრით ძირს დააგდებინა.
- გადი, - უთხრა, - მინის უნდა ვესაუბრო, - ისეთი დაუბრიალა, ჯუნ ჰიონი უთქმელად მოშორდა ადგილს.
- რა საყვარელი ბიჭია, არა?! - დოინჯი შემოვირტყი თავი რომ გამეთბო და ძმის ძმაკაცს გავაყოლე თვალი.
- ეს გოგოები... ბიჭი დაინახონ და უკვე ხელში ჩაგდებაზე ფიქრობენ, - ახლა ნიკოლასს გავხედე ალმაცური მზერით, ის არ ამერიდა და საუბარი განაგრძო - მოკლედ, ყველაფერს ვხვდები.
- მაინც? რას ხვდები?
- იმას რომ, ქეი გინდა აეჭვიანო. რა იყო, მოგწონს? - თითი მომიშვირა და პირი დააღო,
- რა ჯანდაბას ლაპარაკობ! ქეის ხომ სანი მოსწონს, მე კი ვცდილობ რომ გავაწ...
- რაა??!!! - ახლა იმხელაზე იკივლა ყველამ ჩვენ დაგვიწყო ყურება, გარდა ქეისა, რომელიც ისევ იმ ორს მიშტერდებოდა.
- აუჰ... წამომცდა, დამპირდი რომ არ ეტყვი არავის, - ხელი გავუშვირე,
- ოხ, შენ რატომ უნდა დაგპირდე, წადი და იმ ფლირტ ბიჭს დაპირდი სიყვარულს, - ეს რომ მითხრა სახე მივიღე, რომელიც ამბობდა "მაგრად გაჟრიალებს".
მერე სანის დავუბრუნდი.
- ჩამობნელდა, თან კომენდატის საათიც ახლოვდება, დავბრუნდეთ დორმში, ხომ? - მან თავი დამიკრა თანხმობის ნიშნად, მე კი ხელი ხელში გავუყარე და სანამ ბიჭები დაიწყებდნენ იმაზე ომს, თუ ვინ გაგვაცილებდა, ვთქვი
- მე და სანი საფენების საყიდლად მივდივართ, წამოხვალთ?
- არააა!!!
- კი, - ყველამ გარდა ქეისა, მწარე უარი გვახალა. ხომ, ამაზე მე კი კისკისი დავიწყე, მაგრამ ნიკოლასმა ხელი ჩასცხო და უკან გაათრია.

შემთხვევა (დასრულებული)Kde žijí příběhy. Začni objevovat