თავი 8

326 21 11
                                    

დედა-და აქ რატომ მოიყვანე?...

მე-დედა სხვაგან სად უნდა წავიყვანო არ ვიცი. უკან, ის სამი თავიდანვე ჩაძინებულები იყვნენ და რომც არ იყვნენ არც ამათ არ ემახსოვრებათ თავიანთი სახლები. რა ვქნა ამ მანქანაში ვერ დავტოვებ ცოდოები არიან.

დედა-ოთხნი არიან?

მე-ხო

დედა-კარგი, შემოვიყვანოთ.

მე-კარგი.

მე და დედამ სათითაოდ შევიყვანეთ სახლში და მდივანზე დავაწვინეთ.

მე-ცოტა რომ გამოვაფხიზლოთ? ასე მაღლა ვერ ავიყვანთ.

დედა-კარგი, წყალს მოვიტან.

მე-რა წყალი გაგიჟდი??

დედა-ცოტა უნდა შევაწუწო შე გამოლენჩებულო.

მე-ა...კაი...

დედამ წყალი მოიტანა. ჯერ ჩანგბინის გაღვიძებას ვცდილობდით. ცოტა მოვაფხიზლეთ და მაღლა ავიყვანეთ, დანარჩენებიც მიყვნენ. მერე გარეთ გავედი მინჰოს მანქანა ავტოფარეხში შევიყვანე და ჩემს ოთახში ავედი. საათს რომ დავხედე უკვე 3-ის ნახევარი იყო. ბალიშში თავი ჩავრგე და მაგრად ვიყვირე, მერე როგორც იქნა დამეძინა.

*მეორე დღე*

*ჯისუნგის POV*

დილით გავიღვიძე და საშინელი თავის ტკივილი ვიგრძენი. მერე ჩემს ტელეფონს დავხედე და უკვე 12 საათი იყო. უნივერსიტეტში დამაგვიანდა, მაგარია. მაგის მერე გავიაზრე რომ ჩემს ოთახში არ ვიყავი და არც ბიჭების სახლს გავდა. მერე ყველაფერი გამახსენდა და ცოტა არ იყოს შემრცხვა. საწოლიდან წამოვდექი და ჩემს გვერძე დალაგებული ტანსაცმელი შევნიშნე. თავიდან გამიკვირდა მაგრამ მერე ვიფიქრე რადგან დამიდეს ავიღებ და ჩავიცმევ თქო. ჰო და მეც ავდექი სააბაზანოში შევედი და გამოვიცვალე. 

ოთახიდან გამოვედი, დერეფანს დავუყევი და კიბეზე ჩავედი. თავი მისაღებ ოთახში ამოვყავი. ერთ-ერთი კარიდან რაღაც ხმა გამოდიოდა შევიხედე და დავინახე ჰაიუნი რომელიც რაღაცას თქვეფდა, მერე დედამისიც გამოჩნდა. ჰაიუნმა შემამჩნია და დამიძახა.

შანსი/chance (დასრულებული)Where stories live. Discover now