თავი 40

304 14 101
                                    

*Time skip*

რიუჯინი-ღმერთო ძალიან ვნერვიულობ.

მე-გაჩერდი, მოისვენე ერთ ადგილზე. ლამის ულვაშები დაგახატე ამ ლაინერეით.

იეჯი-დამშვიდდი ყველაფერი რიგზე იქნება.

ლია-ხო ჰიუნჯინს თუ არ წაუვიდა გული.

მე-ოე ნუ თარსავ.

რიუჯინი-ხანდახან მგონია რომ ჩემი მტრები ხართ.

ჩერიონგი-მეც??

რიუჯინი-შენ არა. შენ ყოველთვის გვერდში მიდგახარ, ამათგან განსხვავებით.

იუნა-ეეე.

მე-გეფიცები ტორტის დაჭრის დრო რომ მოვა თავს შიგნით ჩაგაყოფინებ.

უეცრად კარზე კაკუნი გავიგონეთ.

დედა-გოგოებო, რას შვებით?

დედა შემოვიდა და მას ქალბატონი სოა შემოჰყვა. (რიუჯინის დედა)

სოა-ღმერთო ჩემო, ჩემო სიხარულო რა ლამაზი ხარ.

ქალბატონი სოა მოვიდა და რიუჯინს გადაეხვია.

სოა-თქვენც გოგონებო, შეყვარებულები რომ არ გყოლოდათ დღეს ვინმეს უეჭველი დაითრევდით. *თვალი ჩაგვიკრა*

დედა-აბა აბა პატარძალი მანახეთ. რა სილამაზეა მეშინია სხვებმა არ მოგიტაცონ სანამ ჰიუნჯინამდე მიხვალ.

რიუჯინი-კარგით რა ქალბატონო სოიონ.

დედამ ჩაიცინა და მერე ჩვენ მოგვიბრუნდა.

დედა-თქვენც ფრთხილად იყავით.

მე-ფელიქსს ამდენი ტყვილა არ უწვალია რომ ჩემი თავი ვინმეს მოატაცებინოს ამიტომ მე მშვიდად ვარ.

იუნა-არც ჩვენები არ მოატაცებინებენ ვინმეს ჩვენს თავს.

ჩერიონგი-დიახაც.

მე-კარგი დამშვიდდით.

კარზე ისევ კაკუნია. ამჯერად თავი სუნგჰონმა შემოყო.

სუნგჰონი-მზად ხართ? იქ უკვე ყველაფერი მზადაა.

მე-კი კი მზად ვართ. აბა რიუჯინ შენ იცი.

შანსი/chance (დასრულებული)Where stories live. Discover now