თავი 9

317 20 19
                                    

უნივერსიტეტში მისვლისას როგორც კი ჰიუნჯინი და ფელიქსი ჩემი მანქანიდან გადმოვიდნენ მაშინვე ყველამ დაგვიწყო ყურება. გეგონება კორეის პრეზიდენტი მოვიყვანე უნივერსიტეტში. როგორ მიშლიან ნერვებს.

შენობაში შესვლისას უამრავ გაცეცხლებულ მზერას მოვკარი თვალი რომლებიც რათქმაუნდა ჩემსკენ იყო მომართული. ისე მიყურებდნენ თითქოს შეყვარებულები წავართვი. როგორი დიდი სიამოვნებით გამოვთხრიდი თვალებს სუყველას.

მეორე ლექციის შემდეგ გოგოებმა ლია გამაცნეს. ლია ძალიან ლამაზი და საყვარელი გოგოა. მიხარია რომ ხუთივესთან დამეგობრების საშვალება მომეცა.

სასადილოში ბიჭებმა ტვინი შეჭამეს გინდა თუ არა გვითხარი ესენი შენს სახლში რატომ იყვნენო თვითონ არ გვეუბნებიანო.

მე-მეზარება.

ჯონგინი-აუ მიდი რა.

მე-ოხხ! მოკლედ, ფოტოსესიიდან დაღლილი სახლში რომ მოვედი დავწექი და მაშინვე ჩამეძინა. მერე შუაღამეს ამ გამოლენჩებულისაგან მოსულმა მესიჯებმა გამაღვიძა. *ხელი ჰანისკენ გავიშვირე* და ვიდეო გამომიგზავნა სადაც ბანგჩანი და ჩანგბინი მაგიდაზე თვერქს ცეკვავდნენ.

ჯონგინმა სიცილი დაიწყო, ფელიქსი და ჰიუნჯინი სიცილს ძლივს იკავებდნენ, ჰანი დებილივით იკრიჭებოდა. სუნგმინსა და მინჰოს სახეზე ცვლილება არ შეტყობიათ. ჩანგბინი და ბანგჩანი კი სირცხვილისგან გაწითლდნენ.

ჰიუნჯინი-მერე.

მე-მერე ჰანი მეწუწუნებოდა აქედან ვინ წაგვიყვანსო, ჩემი სახლი არ ვიცი სად არისო და რავი. მერე მე მეწუწუნა შენ წაგვიყვანეო. ბოლოს იმდენი ქნა მაინც დამითანხმა.

ბიჭები ისეთი სულგანაბულები მისმენდნენ გეგონება ზღაპარს ვუყვებოდი ძილის წინ.

ჯონგინი-მერე.

მე-რაღა მერე, მივედი, წამოვიყვანე. ეს სამი ლოთი ჩაძინებულები იყვნენ ჰანს კიდე არც ერთის სახლი არ ახსოვდა. ხო და რადგანაც სხვა გზა არ მქონდა ჩემთან წავიყვანე.

შანსი/chance (დასრულებული)Where stories live. Discover now