1 თავი

1.3K 53 8
                                    

-არა, გთხოვ გაჩერდი... - გულამოსკვნილი ვტირი და ვცდილობ, მისი ამაზრზენი სხეულის მოშორებას.

-რა კარგი ხარ, ნეტა იცოდე.. - თვალებმინაბული, საზიზღარი ხმით წარმოთქვამს ამ სიტყვებს.

-გთხოვ, ა.. არ გინდა, გა.. გამიშვი... -სიტყვებს ძლივს ვაბამდი თავს, ის კი მაინც არ წყვეტდა შეხებას.

ცოტაც და გული წამივიდოდა, მეტს ვეღარ გავუძლებდი...

თვალები გავახილე და საწოლიდან წამოვხტი.
ჯანდაბა.
სიზმარი... სიზმარი ყოფილა.

მაშინვე საწოლის გვერძე, კომოდზე მდგარ წყლიან ჭიქას მივვარდი.
შემდეგ კი სააბაზანოში შევედი, და შხაპის მიღება გადავწყვიტე, მინდოდა ის ადგილები ჩამომებანა, სადაც ის არამზადა მეხებოდა.

თითქმის ერთი საათი ვიყავი საშხაპეში, როცა გამოვედი საათი საღამოს 6 აჩვენებდა.
სამსახურში დამაგვიანდა.
როგორც ყოველთვის.

-ჯანდაბა- ჩავილაპარაკე და კარადაში შევძვერი.
რაც ხელში მომხვდა ჩავიცვი, და ჩემი დის ოთახისკენ გავეშურე.

-სესო, რას აკეთებ?-ვკითხე, როგორც კი ოთახის კარი შევაღე.

-ნუცას ველოდები- მითხრა ღიმილით.

ხო, ნუცა მისი ბავშვობის მეგობარია. საყვარელი და ნაზი 17 წლის გოგონა. ასევე სესილიც, ჩემი უმცროსი და. კარგი ურთიერთობა გვაქვს თქო ნამდვილად ვერ ვიტყვი, უბრალოდ ვერ ვეწყობით.

აი ჩემი უფროსი ძმა იოანე, და მე კი ნამდვილად ერთმანეთისთვის ვართ დაბადებულები. ჩვენ ყოველთვის ვეწყობოდით, ორივე ერთნაირი დაქნეულები ვართ, სესილი კი ჩვეულებრივი თინეიჯერია, რომელიც ჩვენს ხუმრობებზე უბრალოდ თვალებს ატრიალებს.

-მომიკითხე ნუცი, მე გავდივარ და თუ რამეა დამირეკე.

-წამოსვლისას რამე წამომიღეე-მომაძახა გასვლისას.

***
მოკლედ რომ გითხრათ, მე ეველინა მაისურაძე გახლავართ, 19 წლის სტუდენტი, ვსწავლობ ჟურნალისტიკაზე.
უბრალო შავგვრემანი გართობის მოყვარული გოგონა ვარ, მყავს სამეგობრო წრე, რომელთანაც დღის ნახევარს ვატარებ. ვმუშაობ მაკდონალდში, როგორც თითქმის ყველა ქართველი სტუდენტი.

შენი ფანჯრიდან (დასრულებული)Where stories live. Discover now