16 თავი

466 29 50
                                    

მიწისძვრა...
მგონი მიწისძვრაა..
ვგრძნობ, რომ საწოლი ირხევა..
თუ..
თავი ვიღაცის მკერდზე მიდევს..
ისევ ის ნაცნობი სურნელი...
ცხელი და რიტმული ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა...

თვალებს ნელა ვახელ და ჰოპპ
დანის უნაკლო სახეს ვხედავ..
მასზე ვარ აკრული და მის სურნელს ვისუნთქავ...
აი ახლა კი ნამდვილად მკვდარი ვარ...
სადღაცას მივყავარ ხელში აყვანილი..

თვალებს ისევ ვხუჭავ, რომ არ დამინახოს მალევე კი კარის გაღების ხმაც მესმის.

-ახლა გული ამიჩუყდება-სასაცილოდ თქვა თუ არ ვცდები ემილიმ.

-ჩუუ, გამატარე-ჩურჩულით უთხრა დანიმ, შემდეგ კი ოთახში ამიყვანა და საბანი ნაზად გადამაფარა.
შუბლზე ცხელი კოცნა დამიტოვა ცხელი ატმისფერი ბაგეებით და დამტოვა.

ჯანდაბა...
მუცელი ამიწრიალდა..
რაღაც ვიგრძენი..
ისევ..

თვალები ვჭყიტე, როგორც კი გავიდა.
ვერაფერზე ვერ ვფიქრობდი გარდა იმისა, რომ ეს ბიჭი ჩემზე საშინელ ზემოქმედებას ახდენს..
როგორ შეუძლია ასეთი სრულყოფილი იყოს?

უეცრად კარზე დააკაკუნეს.
თვალები წინანდელ მდგომარეობაში დავაბრუნე.

-თვალები გაახილე შე ჩათლახო და ყველაფერი დაფქვი დროზე!-საწოლი ჩაიზნიქა.

თვალებს ნელა ვახელ და თვალებ მოჭუტულ გოგონებს ვხედავ.

-რა უნდა მოგიყვეთ?-შევიცხადე.

-ყველაფერი.. რაც იქ მოხდა..-ეშმაკურად გამიღიმეს.

ყველაფერი ვუამბე გარდა საპირფარეშოს ამბებისა.
ეს რომ მომეყოლა მთელი ცხოვრება დამცინებდნენ.

-თქვენსკენ რა ხდება ახალი?-ახლა მე მივაჩერდი მათ, უფროსწორად ლიზას.

-მე რას მიყურებ?-დაბნეულად მკითხა.

-ალექსანდრესთან რა ხდება?

-არაფერი, ისევ ისე..-მითხრა და მეც აღარ ჩავეძიე.
ცოტახანი კიდევ ვილაპარაკეთ, შემდეგ კი ქვემოთ, ბიჭებთან ჩავედით.

შენი ფანჯრიდან (დასრულებული)Where stories live. Discover now