21 თავი (დასასრული)

864 38 162
                                    

-არა, ჩემი აზრით, ეს უფრო მოგიხდება

-აჰჰ, საერთოდ არცერთი არ მომწონს..დავიღალეე-ზურგით დაეხეთქა საწოლზე.

-უგემოვნო ხარ-ცხვირი აბზიკა თათიამ.

-დავიღუპე, მართლა დავიღუპე ბანკეტამდე სულ, რაღაც ორი კვირა დარჩა და მე ჯერ კაბა ნაყიდი კი არა არჩეულიც არ მაქვს!-ისეთი ხმით წუწუნებდა სესილი, თითქოს ახალი ნამტირალევი ყოფილიყოს.

-ახლა დეპრესია დაეწყება..-თვალების ატრიალებით გავიდა ოთახიდან ემილი და ჩვენც გაგვიყოლა.

-დღეს რა გეგმები გაქვთ?

-სამსახურში მივდივარ ერთ საათში, ასერომ არანაირი გეგმა არ მაქვს..რამეს დალევთ?-ყველას მოვავლე თვალი.

-გვშია..მიდით დატრიალდით ახლა თქვენებურად-ხელები ერთმანეთს გაუხახუნა დემეტრემ, მაგრამ, როგორც კი გოგოების მზერა შეეჩეხა მაშინვე ხელები მაღლა ასწია.

მე სამზარეულოში გავედი.
სასუსნავების შეფუთვებს ვხსნიდი, როცა მხარზე ცხელი სუნთქვა ვიგრძენი, შემდგომ კი თბილი ტუჩები.

-ჯანდაბა, დანიელ, რას აკეთებ?!-სწრაფად მოვცილდი, შემოვტრიალდი და უნდა დამერტყა, როცა მომღიმარი გოგოები დავინახე.

-ცუდადვარ დანიელიო-სიცილით სული ძლივს მოითქვეს.

-თქვენ რა სულ გააფრინეთ?! რამაგრა გაკლიათ-გაბრაზებულმა წარბები შევჭმუხნე, თუმცა თავი ვეღარ შევიკავე და მეც გამეცინა.

-კარგი, რამეში დაგეხმაროთ?

-არა, არ მინდა-ვუთხარი, თუ არა გავიდნენ სიცილ-კისკისით.

ცოტახანში ნაბიჯების ხმაც მომესმა.
-ახლა რაღა გინდათ?!-შევტრიალდი იქ კი დანიელი დამხვდა.
ბარის მაგიდაზე შემოედო ხელები და მოწყენილი მიმზერდა.

-გადი და გამოვალ

-იყოს, ვიქნები აქ-მითხრა და გავიგე რაღაც ფურცელი გადაშალა.

შენი ფანჯრიდან (დასრულებული)Where stories live. Discover now