18 თავი

502 28 47
                                    

ყელში ცხელ სუნთქვას ვგრძნობ.
სხეულზე კი ვიღაც მეკრობა.
ცალი ხელი ჩემს თეძოზე აქვს დასვენებული, მეორე ხელზე კი თავი მიდევს.
სურნელი..

ქალის სუნამოს სუნს ვგრძნობ.
თვალებს ნელა ვახელ თავს ვატრიალებ და თვალებ შეშუპებულ, ტუჩებ გამობუშტულ და თმა აჩეჩილ მიას ვხედავ.

კიდევ კარგი..
ნეტავ გუშინ რამე იდიოტობა ხომ არ ჩავიდინე?

გამიკვირდა, რადგან თავის ტკივილს ოდნავაც არ ვგრძნობ, სხვა დღეებთან განსხვავებით, როცა ნასვამი ვიყავი.

ადგომა დავაპირე, თუმცა მიას ხელებმა ისევ თავი ადგილას დამაბრუნა.
მეც ზედმეტად აღარ გავნძრეულვარ.

ფიქრი დავიწყე...
ნეტა გუშინ, რაიმე დებილობა ხომ არ ვიბოდიალე..
ან მთლად უარესი, ჩავიდინე.
არაფერი მახსოვს გარდა იმისა, რომ აივანზე გავედი.
მის მერე ყველაფერი შავდება.
იმედი მაქვს ისევ სიყვარული არავისთვის არ ამიხსნია, ან ვინმესთვის არ მიგინებია.
როგორც ეს გამოსაშვებზე გავაკეთე..
კი, ჩემს გამოსაშვებზე მასწავლებელს ვაგინე და ყველა იმ ზიზღის შესახებ ვუთხარი, რასაც მის მიმართ ვგრძნობდი მთელი 8 წლის განმავლობაში.

ფიქრი მიას არანორმალურმა მოძრაობებმა შემაწყვეტინა.
რაღაცნაირად იკლანკებოდა.
შემდეგ თვალები გაახილა და გამიღიმა, თუმცა ეს ღიმილი მალე სახის დამანჭვამ შეცვალა.

-თავიიიი!!-რასაც ქვია იღრიალა.
ამას ემატებოდა კიდე ჩახლეჩილი ხმა.
ნამდვილი კაცური ქალია.

-რა გაღიალებს, შენ შიგ ხომ არ გაქ?-თავი წამოყო იოანემ.
ცალი თვალი ქონდა გახელილი.
საერთოდ აქ, რომ ეძინა არც ვიცოდი.
იატაკზე რასაც ქვია "ეგდო".

მია სწრაფად გამოფხიზლდა და იოანეს გაშტერებულმა შეხედა.
არ ელოდა, რომ აქ იქნებოდა.
ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და ახლა მე შემომხედა.
წარმოიდგინეთ ბიჭი, რომელიც ამდენი ხანია მოგწონთ გეუბნება შიგ ხომ არ გაქო.
ჩემს ფიქრებზე და ჩემი დაქალის სახეზე ჩამეცინა და ავდექი.

შენი ფანჯრიდან (დასრულებული)Where stories live. Discover now