6 თავი

556 30 39
                                    

-საუბარი ჯერ არ დაგვისრულებია იცოდე..- ხელით მომაბრუნა, როცა კარის გასაღებად წავედი.

მე მისი ხელი უხეშად მოვიშორე და კარისკენ წავედი.
ბავშვები იყვნენ.

-როგორ ხარ ჩემო ერთადერთო და განუმეორებელო? - მითხრა საბამ, როგორც კი ფეხი შემოდგა, რაზეც მიასგან თავში წამორტყმა მიიღო.
ყველას რატომ ერჩის ეს გოგო..

-თქვენი ძმაკაცის ხელში, როგორ ვიქნები, მაწვალებს - სახე სასაცილოდ შევჭმუხნე.

-როგორ გაწვალებს ბიჭი დილიდან ჩვენთანაა - გაიკვირვა დემეტრემ.

-იოანეს კი არა, შიგნით მყოფ მუდოს ვგულისხმობ.

-დანის გაუმარჯოს - ხელის აწევით მიესალმნენ ბიჭები. გოგონებმა კი გადაკოცნეს.
რაზეც თვალები ავატრიალე.

-ნუ ეჭვიანობ ჩემო დაიკო, ისინიც მისი მეგობრები არიან - ნელა დამადო მხარზე ხელი იოანემ, თითქოს თანაგრძნობას გამოხატავდა.

-იოანე შემომაკვდები, და შენს დანისაც მივაყოლებ.

გაეცინა.
და ხელები ასწია დანებების ნიშნად.

-რასდალევთ? ყავა, ჩაი თუ წვენი?

ყველამ ყავაო.
არ მესმის ასეთი ხალხის..
ბოლოს დანის ვკითხე.

-შენს გაკეთებულ შხამსაც, კი დავლევ! - მითხრა და ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა.

-თუ გინდა გაგიკეთებ, არ არის პრობლემა - ნიშნისმოგებით ვუთხარი.

-არ მიაქციო შვილო ყურადღება - ვერც კი შევნიშნე, როდის მოვიდნენ ნინა და ირაკლი.

სამზარეულოში გადავინაცვლე და ცოტახანში ლიზაც შემოვიდა.

-შენ და დანი მარტო იყავით? - მკითხა თვალებაციმციმებულმა.

-ჰო, სამწუხაროდ - კი ვთქვი სამწუხაროდ, თუმცა არ ვიცი რამდენად რეალობას შეესაბამებოდა.
ჩვენი ოთახში მომხდარი სცენა გამახსენდა და ჩამეღიმა.

შენი ფანჯრიდან (დასრულებული)Donde viven las historias. Descúbrelo ahora