10 თავი

494 30 55
                                    

"როგორ ხარ ევე?
არვიცი საიდან და როგორ დავიწყო, მაგრამ მინდა ბოდიში მოგიხადო.
შეგიძლია შემხვდე?" (ლუკა)

............
ლუკას შეტყობინებას გაშტერებული ვუყურებდი.
როგორ ბედავს.. როგორ ბედავს მისი საქციელის შემდეგ, მოწერას და თან კიდე უარესი, შეხვედრას.

გოგოებს გავხედე, აივანზე იყვნენ გასულები და იცინოდნენ.
მათთვის არ მითქვამს წვეულებაზე მომხდარის შესახებ.
ვუთხრა?
თუ არა?
ჯანდაბა, ისინი ჩემი მეგობრები არიან უნდა იცოდნენ.

ჩემს თავთან დიდი ყოყმანის შემდეგ,
მათთან მივედი.
-გოგოებო.. რაღაც უნდა გითხრათ-ისეთი ხმით ვთქვი, ყველამ ყურადღება მე მომაბყრო.

"რახდება? დანიელს ეხება? ისაუბრეთ? რაზე? რამე გითხრა?.."
ეს კითხვები და კიდევ უამრავი სისულელე წამოროშეს.
დაბნეული ვაცეცებდი თვალებს.

-არა, არა, არა..შეწყვიტეთ, მსგავსი არაფერი მომხდარა.

-აბა რახდება ამოღერღე შე დალოცვილო - მგონი ცოტა არ იყოს ეწყინათ დანიზე, რომ არ უნდა მესაუბრა.

-და მაცლით რომ გითხრათ?.. მოკლედ წვეულებაზე გახსოვთ ცოტახნით სადღაცას რომ გადავიკარგეთ მე და დანი- თავი დამიქნიეს - ხოდა მოკლედ ლუკას ეხება, იმ ღამეს...

ყველაფერი ვუამბე მათ.
თითოეული დეტალი.
ყველას გაოცებული და გაბრაზებული სიფათი ჰქონდათ, ალბათ სადმე რომ ენახათ შემთხვევით, იქვე გაულამაზებდნენ იმ ისედაც ლამაზ ცხვირ-პირს.
მის მოწერილ შეტყობინებაზეც მოვახსენე ყველაფერი,
ვანახე კიდეც.

-ტფუიი, მაგისი..

-მაგას შიგ ხომ არააქ?

-ნაბიჭვარი, ცხოველი!

-კარგი, კარგი გეყოფათ და რაგავაკეთო? მითხარით, თქვენთან რჩევისთვის მოვედი, თორე გინებით მეც შემიძლია გინება.

-ეველინა, მართლა ასეთი დებილი ხარ თუ ჩვენ გვაჩვენებ?
იმ ნაძირალამ შენი გაუპატიურება სცადა! გესმის მაინც რას ვამბობ?
მან შენი გაუპატიურება სცადა!
და ახლა ჩვენთან იმისთვის მოდიხარ რჩევა მოგცეთ, შეხვდე თუ არა მას? -ნერვებმა უმტყუნა მიას.

შენი ფანჯრიდან (დასრულებული)Where stories live. Discover now