20 თავი

568 29 74
                                    

-დანიელ, კარგი რაა, მერამდენედ აკეთებ ამას..-დავუბღვირე და ნაკბენ ლოყაზე ხელი მოვისვი.

-რავქნა ისეთი რბილი და ტკბილი ლოყები გაქვს, ვერ ვეშვები-ღიმილით მითხრა და ახლა უკვე მიჩქმიტა.
მანქანა დაძრა.

თბილისის განათებულ ქუჩებს მივუყვებოდით და თან მშვიდ სიმღერებს ვუსმენდით, რომლებიც ერთმანეთს ყოველ ოთხ-ხუთ წუთში ენაცვლებოდა.

-დღეს რამე გეგმები გაქვს?-მკითხა და მთელი ყურადღება გზისკენ გადაიტანა.

-ამმ...უნდა ვიმეცადინო და შემდეგ გოგონებთან გავალ..

-მე?..-ტუჩები სასაცილოდ დაბრიცა.

ჩავიცინე.
-შენ...ახლა შენთან არ ვარ?-ღიმილით გადავიწიე და თმები ავუჩეჩე.
მან არაფრისმთქმელი სახით გამომხედა და ახლა მე ამიჩეჩა თმა თავისუფალი ხელით.

დაახლოებით ათ წუთში სახლამდეც მივედით.
ახლა ყველაზე მეტად ამ მანქანიდან გადასვლა არ მინდოდა.
არც ვჩქარობდი გადასვლას.

-არ შემოხვალ?-ვკითხე მოწყენილმა.

-მინდა, მაგრამ საქმეები მაქვს, ღამე ვაპირებთ ბიჭები მოსვლას და გნახავ..-ჩემი ხელი აიღო და რბილი ბაგეებით შემეხო.
ნელა და ნაზად.

-კაი, წავედი-გადავიწიე ლოყაზე კოცნა დავუტოვე და მანქანის კარი გავაღე.

პარალელურად მეორე კარის გაღებისს ხმაც მომესმა.
უკვე მიტრიალებას ვაპირებდი, როცა ეს თავად დანიმ გააკეთა.
სხეულზე ამაკრა და ზემოდან დამაცქერდა.

-ამით ვერ გამოხვრები ქალბატონო..-ღიმილით ლოყაზე ხელი ამომისრიალა და ტუჩებზე დამაცხრა.

ახლა დარწმუნებული ვარ მთელი უბნის და ყველა მეზობლის ყურადღება ჩვენსკენაა მომართული.
ამას თვალებ დახუჭულიც კი ვგრძნობ.
რასვიზავთ თავიანთ საქმეს ასრულებენ.
"ბირჟაზე" გამოდიან და მომენტს არ ტოვებენ, რომ შემდეგ ამაზე საქვეყნოდ იჭორაონ.

შენი ფანჯრიდან (დასრულებული)Waar verhalen tot leven komen. Ontdek het nu