17 თავი

493 34 40
                                    

-დამაძინეეეთ! ხალხი არ ხართ?-გავყვირი ბოლო ხმაზე და თავზე ბალიშს ვიფარებ.

დილის 7 საათიდან დაძინებას ვცდილობ, თუმცა არ გამომდის.
რემონტის გაკეთებას გამთენიისას რატო უნდა იწყებდე?

-შენ რაღა გაჯღავლებს?!-ოთახის კართან აიტუზა სესილი.

თავი ავწიე თუ არა, საშინელი თავის ტკივილი ვიგრძენი.

-აუუ სესოო.. რამე წამალი არ გაქ?

-მე ფარმაცევტი კიარ ვარ, ნინას კითხე-თქვა და გავიდა.

ან რაზე შემოვიდა, ან რაზე გავიდა?
აკლია ამ ბავშვს.
უხეში.

ცოტახანი კიდევ ვინებივრე, რბილ და თბილ საწოლში.
კი ცოტახანი..
2 საათი...

თავი მოვიწესრიგე და პირველი სად უნდა შევსულიყავი, თუ არა სამზარეულოში.
-ზდრასწი ოჯახისწევრებო-თავი დავუკარი ყველას.

-საჭმელს ხომ შეჭამ დე-თბილად გამიღიმა ნინამ.

-ჩაი მინდა-ტუჩი გადმოვაგდე-და წამალი, თავი მისკდება

-მიდი ჭამეთ და მერე დანისთან ხომ წამოხვალთ? ბავშვებიც იქ იქნებიან

-მე ვერა, ნუცას ვხვდები

-მე თავი მტკივა და თან მეზარება

-იქ, რომ მიხვალ დანი გაგკურნავს-თვალი ჩამიკრა.
რამდენად საზიზღარი შეიძლება იყოს ადამიანი?
რაც დანიმ მაკოცა, მას შემდეგ ყოველდღე ამას მახსენებს ნამიოკით.

ჩაი უსიტყვოდ გავიკეთე და დავლიე.
მოსამზადებლად ავედი ოთახში.

-თუ მალოდინებ აქ დაგტოვებ!-თითი დამიქნია.

-მკიდია-ვთქვი, თუ არა მალევე გავიგონე ნაბიჯების ხმა.
იოანე მომზდევდა.
მაშინვე, ჩემს ოთახში ავვარდი და ჩავიკეტე.

-მოგხვდება მაგის გამო შენ!

-პფფ, ჩავიფსი-სიცილით ვთქვი.

ნახევარ საათში მზად ვიყავი.
მოკლე, აბრეშუმის კაბა ჩავიცვი ყელზე მოღერებული.
ნაზი მაკიაჟი გავიკეთე.
სუნამოს ვისხავდი, როცა ჩემი ბლაყვი ძმა, უკვე მეათედ მიპიპინებს.

შენი ფანჯრიდან (დასრულებული)Where stories live. Discover now