2 თავი

821 36 25
                                    

-ახსნის საშუალება უნდა მიგეცა...-მითხრა ემილიმ.

-გეთანხმები - დაეთანხმა მიაც.

-არ ვიცი.. როცა დავინახე იქვე გავშრი, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა- ვთქვი და ელისაბედს თავი კალთაში ჩავუდე.
მანაც ყავისფერ თმაზე ნაზად ფერება დამიწყო.

რამოდენიმე საათი კიდევ გავჩერდი გოგონებთან, შემდეგ სახლში წავედი.

***

პარასკევი.
ჩემი საყვარელი კვირის დღე.
დღე, როდესაც შემიძლია ბევრი ვიმეცადინო, ვიმუშავო და დღის ბოლოს საწოლს მივეჯაჭვო.
მეორე დღეს კი ვინებივრო 12 საათამდე.

ავდექი, უფროსწორად ზლოზინით ავდექი და დილაადრიან უნივერსიტეტის შემქმნელიდან დაწყებული, განათლების სამინისტროდან დამთავრებული ყველა და ყველაფერი გავლანძღე.

მოვწესრიგდი და ქვემოთ ჩავედი.
წყლის ადუღება დავიწყე ჩაისთვის, როცა პატარა ხმაური გავიგე, უკვე შეტიარებას ვაპირებდი, როცა ჩემი ძმა სხეულში ჩამაფრინდა.
ბლაყვი.

ნერვიულად დავიწყე თვალების ცეცება აქეთ-იქით, და როცა უკვე მივხვდი რაშიც იყო საქმე იოანეს მკვლელი თვალებით ავხედე.
ის კი სიცილით ძლივს ითქვამდა სულს.
არა რა აცინებდა?

-იდიოტო! სულ გააფრინეე? გული გამისკდა - ხმამაღალი ტონით ვუთხარი, თან ხელების რტყმა დავუწყე.

-კარგი, კარგი გეყოფაა - სიცილით მეუბნებოდა, თან ჩემი არც თუ ისე პატარა ხელების მოგერიებას ცდილობდა.

ჩემი მუშტის მის მუცელში მირტყმა და მისი "ფუუ, შენიი" ერთი იყო.
ჩვენ ყვირილზე დედა ჩამოვიდა.

-რა ხდება, ამ დილაუთენია რა გაყვირებთ? ბავშვები ხომ აღარ ხართ- ნამძირალევი ხმით გვითხრა და მას უკან მამა და სესილიც მოყვნენ.

-ეგ კი არა, ამ ქაჯს ასწავლეთ, როგორც გოგო ისე მოიქცეს, თორემ არავინ წაიყვანს და დაგვრჩება შინაბერა - ტკივილნარევი ხმით, თქვა იოანემ და ჩემგან კიდევ ერთი მუშტი დაიმსახურა.

შენი ფანჯრიდან (დასრულებული)Where stories live. Discover now