3 თავი

636 28 35
                                    

-ჩემი აზრით ეგ არაფერ შუაშია - მესმის ნუცას ხმა.

-კარგი რა, რომ უნდოდეს დალაპარაკება, აქამდე მოვიდოდა - ჩემი დის ხმაც გავიგე.

ნეტა რაზე ლაპარაკობს ეს ორი ჩურჩუტი?

-რახდება ქალბატონო ეველინა?- მამამ გამომიჭირა.

-ამმ... არაფერი სესილისთან ვაპირებდი შესვლას, თუმცა ნუცაც აქ ყოფილა და მერე შევალ.

ჰომ... მშობლების მოტყუება კარგად არ გამომდის, ვერ ვიტან, როდესაც მათ ვატყუებ, თუმცა ყოველთვის ამის საწინააღმდეგოს ვაკეთებდი.

-წამო რა ქვემოთ ჩავიდეთ, ძალიან მშია- კაი 20 წლის ძმაკაცივით გადავხვიე ხელი და დაბლა ჩავიყვანე.

ქვემოთ იოანე დამხვდა.
მოწყენილი იჯდა.

-რა გჭირს ჩემო სიცოცხლე - გვერძე მივუჯექი და ზურგზე მოფერება დავუწყე.

-შენი ღადაობის თავი არ მაქვს ეხლა.

-რაიყო შეყვარებული ხო არ ხარ შეჩემა.

"ხო კარგად ხარ" სახით გამომხედეს ორივემ.

-შენ, რაღაც ბევრს ტლიკინებ და ხო არ გინდა, ეგ ორმეტრიანი ენა მოგაჭრა?

დავეჯღანე.
-საჭმელი არ გშიათ? რამეს მოვამზად...

-არაა!!- წამოიყვირა ორივემ ერთხმად.

-ჯერ კიდევ გვახსოვს, შენი "საფირმო" წვნიანის გამო მთელი ოჯახი საავადმყოფოში, რომ მოვხვდით - მითხრა მამაჩემმა.

-უკაცრავად, მაგრამ პირველრგიგში ეგ თქვენი ბრალი იყო, მაშინ ვადაგასული პროდუქტები არ მოგეტანათ და მეორეც კიდე სოდა და მარილი სხვადასხვა ჭუჭელში ჩაყარეთ ხოლმე - კმაყოფილმა გავუღიმე ორივეს და სენდვიჩს მივუბრუნდი.- და აი თუ არც გინდათ რა, თქვენ დარჩებით მშივრები დედას მოსვლამდე მე კი არა - ვუთხარი და ენა გამოვუყავი.

დავასრულე მზადება, რა დროსაც კარზე ზარი იყო.

-მიდი გააღე რაა - შემევედრასავით ჩემი ძმა.

შენი ფანჯრიდან (დასრულებული)Where stories live. Discover now