13 თავი

461 33 51
                                    

-მოვედიო.. გავალ და შემოვიყვან - დანიელმა ის თაკო დაპატიჟა კლუბში, იმდღეს მე რომ მეუბნებოდა პოლონეთში გავიცანიო.

-წადი არსად არ გაგექცეს - მივაძახე, იმედი მაქვს არ გაუგონია...

შემოვიდნენ.
ქერა ცისფერთვალება გოგო იყო.
დანის ხელიც არ გამომპარვია, რომელიც მის წელზე იყო მოთავსებული.
ახ.

-პრივეტ - დაიწიკვინა.

-გაიცანით, ეს თაკოა ჩემი და ალექსის მეგობარი, თაკო ესენი კი ჩემი მეგობრები არიან...-ყველამ სათითაოდ გაიცნო თაკუნა მე კი უბრალოდ ბარის სკამზე ვიჯექი და ვსვამდი.

-შენ.. შენ რა გქვია? - ახლა მე მომიბრუნდა თაკუნა.

-ეველინა ვარ ალექსის მეგობარი..-ნაძალადევად გავუღიმე და მოვტრიალდი, იმის ნიშნად რომ თავი დაენებებინა.
კი მხოლოდ ალექსი ვთქვი.
დანის მზერაც დავაფიქსირე და გულში გადავიხარხარე.

-რას მომშტერებიხარ?! - ვუთხარი, როდესაც ყველა საცეკვაოდ გავიდა.

-ანუ ალექსის მეგობარი არა?

-დიახ, რამე არასწორად ვთქვი?

-ეველინა ჩემს ნერვებზე მოქმედებ!

-ხოდა გამეცალე, შენს თაკუნას მიხედე! ვინმემ არ წაგართვას.

-ჩემი თაკუნა მიხედილი მყავს არ ინერვიულო - გამიღიმა, სასმელი ხელიდან გამომტაცა და ჩემი ნაპირალი უპრობლემოდ ჩაცალა წამში, შემდეგ კი ისევ დამიბრუნა.

-სხვათაშორის ჩემი იყო! - პატარა ბავშვივით ლოყები გამომებერა პატარაზე და წარბები შევკარი.

-სხვათაშორის შენი ჭიქიდან უფრო გემრიელი იყო..- თვალი ჩამიკრა და ისიც საცეკვაოდ წავიდა.

ვუყურებ ხალხს...
ყველა ერთობა, ყველა თავის სტიქიაშია, არავინ და არაფერი არ აინტერესებთ..

-რატო ხარ მოწყენილი?-ანდრია მოვიდა ჩემთან.

-მოვიწყინე..

შენი ფანჯრიდან (დასრულებული)Where stories live. Discover now