14 თავი

493 31 55
                                    

აი ისეთი მომენტი გქონიათ, როცა ყველა და ყველაფერი გეზიზღებათ?
მე დღეს მაქვს.
დილა დაიწყო თუ არა ცუდ ხასიათზე ვარ და საერთოდ ვერავის ვერ ვიტან.
არავინ მაინტერესებს მინდა ყველა საკუთარი ხელით დავახრჩო.

ვფიქრობდი, როდესაც კარი იოანემ შემოაღო.
-აეგდე-მითხრა და საბანი გადამაძრო.

-იოანე დაგერხევა, ისედაც ცუდ ხასიათზე ვარ!

-რაიყო დანის ტუჩებმა გული ვერ მოგილბო?-დამცინავად მითხრა.

-შენი დამცინავი ლაპარაკიღა მაკლია რაა.. ისედაც მთელი დღე იმ კმაყოფილ მზერას უნდა გავუძლო ახლა-უხეშად ვუთხარი.

-მე რა შუაში ვარ რას მეუხეშები მე კი არ გიბრძანე, დანის შეახტი და ტუჩზე უკბინეთქო

-ნუღა მიმატებ შენ უარესად, თორე მოგხვდება მაგ შენ ლამაზ სიფათში

კარები ხმაურიანად შემოაღო სესომ.
-ხალხო მიშველეთ! უფროსწორად ეველინა, შენ მიშველე... კაბას ვაუთოვებდი და დამეწვა-მოღუშული სახით მითხრა, ცრემლებმოწოლილმა.

-და მაგის გამო ტირიხარ?

-იოანე! ევე შენსას მათხოვებ? ძალიან მჭირდება და სახსალამათს დაგიბრუნებ-შემევედრა.

-ღმერთო, ამ დეპრესიულ ხალხს ჩემთან რა ესაქმებათ-ხელები მაღლა აღმართა და გავიდა.

-მათხოვებ? გეხვეწები თუ გიყვარვარ..-ყელზე მოიჭირა ორი თითი.

-არ მიყვარხარ, ახლა კი მომშორდი!

-ევეე.. გთხოვ

-არა!

-გევედრები ჩემო სიცოცხლე გთხოვ... გთხოვ.. გთხ...

-კარგიი! ნუ შემჭამე აიღე რაც გინდა და აქედან მოუსვი სანამ შენზე არ ამოვანთხიე ყველაფერი!-დავუბღვირე და გვერდი ვიცვალე.

-ჩემი სიყვარული ხარ-ჩემთან მოვიდა საკოცნელად, მაგრამ იმხელა ხმაზე დავუღრიალე მე თვითონაც არ მეგონა ამხელა ხმა თუ გამაჩნდა.

შენი ფანჯრიდან (დასრულებული)Where stories live. Discover now