11 თავი

484 29 32
                                    

თვალებს ვახელ.
ცოტა თვალებში მიბნელდება, თუმცა ცოტახანში ესეც მივლის.
ოთახში მყოფები რაღაცაზე ლაპარაკობენ, თუმცა ვერ ვარჩევ სიტყვებს, რომლებსაც ისინი წარმოთქვამენ.

-პაციენტი გონს მოვიდა - ამბობს თეთრხალათიანი სავარაუდოდ ორმოც წლამდე ექიმი.

აქ იყვნენ ყველა.
და როდესაც ექიმის ნათქვამი გაიგონეს ყველა მე მომცვივდა.
სესილის და დანიელის ჩაწითლებული თვალებიც არ გამომპარვია.
-ევა, როგორ ხარ?- მეკითხება იოანე, მე კი თავს გვერძე ვატრიალებ.
იცის... იცის რაც მემართება ხოლმე ასეთ დროს და მაინც აგრძელებდა ჩხუბს.

-ასთმური შეტევა გქონდათ, თუმცა არ ინერვიულოთ ყველაფერი რიგზეა.. ახლა თავს კარგად გრძნობთ? - უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე.
მან, რაღაცეები ჩაინიშნა ბლოკნოტში, თბილად გამიღიმა და გავიდა პალატიდან.

-დამელაპარაკე გთხოვ..

-და რა გითხრა იოანე.. მითხარი რა გითხრა ან შენ რაუნდა მითხრა?!
გთხოვე გაჩერებულიყავი, მაგრამ არა!
იცი ასეთ დროს რომ შეტევა მემართება ხოლმე, შენ კი მაინც აგრძელებდი!

-ვწუხვარ.. თავი ვერ შევიკავე უბრალოდ, როცა დავინახე მინდოდა იქვე ჩამეძაღლებინა ის ნაბიჭვარი.. ვერ ვიაზრებდი თუ რას ვაკეთებდი.. ბოდიში, მართლა არ ვიცოდი ასე თუ მოხდებოდა..

-გადი გთხოვ.. ყველამ დამტოვეთ.. მარტო მინდა ყოფნა - წყნარად ვთქვი.

-მაგრამ..

-წადით მეთქი!..

ყველა უსიტყვოდ გავიდა, დანიელი კვლავ ჩემთან იყო.

-დანიელ შენც!

-არგავალ შენთან მინდა! - მკაცრად მითხრა, მაგრამ ამავდროულად თბილად.

-მე არ მინდა!-ამჯერად არ მიცრუია, მართლა მარტო ყოფნა მინდოდა.

-შენც ძალიან კარგად იცი, რომ არ გავალ და ნუღა ბრძანებლობ ტყუილად! - მითხრა და ხელი დასუსტებულ ხელზე დამადო.
არვიცი რატომ, მაგრამ ცრემლები მომაწვა..

შენი ფანჯრიდან (დასრულებული)Where stories live. Discover now