Part 2

37 1 0
                                    

დრო დათქმულია... დილის 11 საათი. ნატარიკა დილის 10-ის ნახევარზე იღვიძებს, შხაპს იღებს და ტანსაცმელს ირგებს. იცის, რომ ამ დღიდან მისი ნამდვილი კრიმინალური საქმიანობა დაიწყება. მას ბანდაში მხოლოდ ორი მეგობარი ჰყავს. პირველი მისი მასწავლებელი შუზოა_ იაპონელი გამოცდილი მოჩხუბარი, კომპანია DFG-ს მფლოებელი და დირექტორი, სადაც ნატარიკა გაიწრთვნა ბავშვობაში.
მეორე კი Earth-ია, რომელსაც მეტსახელად თის ეძახის ნატარიკა, ის გოგონას ძველი მეგობარია, შეიძლება ითქვას საუკეთესო მეგობარიც კი. როგორც კი მოიყვანეს მასზე ზრუნავდა. საბოლოოდ ჩაიცვა ტანსაცმელი აიღო საფულე და ტელეფონი და გამოვიდა ბინიდან. მესამე სართულზე ცხოვრობს, კარგ, არც ისე პატარა და ლამაზ, დახვეწილ ბინაში. დაბლა ჩამოდის, პირველ სართულზე კარების ღილაკს აჭერს თითს, ისიც იღება, მარჯვენა მხარეს მიდის და ისევ კარებთან ჩერდება. მანქანის გასაღებზე ჩამოკიდებულ პატარა მრგვალ ნივთს ადებს სენსორზე და კარებიც იღება. დაბლა ჩადის და პარალელურად ჩაკეტილ მანქანას ხსნით ღილაკით. ჯდება, ქოქავს და გასასვლელისკენ მიდის, რომელიც კორპუსის მეორე მხარესაა.
ავტომატურად იღება კარები. ნატარიკამ და მისმა შავმა, მაღალმა Nissan იქსტერამ კი იციან სადაც უნდა წავიდნენ, ამიტომ გეზს პირდაპირ კომპანიისკენ იღებენ და მიდიან იქ საიდანაც ნატარიკა, შუზო, და თი შეხვედრის ადგილას წავლენ და მის ახალ მეწყვილეს გაიცნობენ.

* * *

დილით ჩვეულებრივზე ადრე გაეღვიძა გალფს. არ გამოსდის ხალხთან კონტაქტი, ამიტომ ნამდვილად არ სიამოვნებს ახალი მეწყვილის გაჩენა, მაგრამ იცის რომ სხვა გზა არ აქვს, ამიტომ მოუწევს შეეგუოს მეწყვილეს უნდა მას ეს თუ არა. იღვიძებს დილის რუტინას იტარებს და იცვამს, შემდეგ ტელეფონს იღებს და მანქანის გასაღებს თან აყოლებს. ნატარიკასგან განსხვავებით ის ორსართულიან, პატარა მაგრან საკმაოდ ტევად, დახვეწილ და ლამაზ სახლში ცხოვრობს. მისი ბანდისა და კომპანიის სახელია "DFG D ". მას მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი მეგობარი ჰყავს, რომელსაც ენდობა, ეს მისი მწრთვნელი იამატოა, იგი საკმაოდ მეგობრული, როცა საჭიროა, მკაცრი და ჭკვიანია. გალფს სწორედ მან ასწავლა იარაღის გამოყენება.
ბიჭი გეზს კომპანიისკენ იღებს, სადაც იამატო დახვდება და ორივე ერთად შეხვედრის ადგილზე წავლენ.

"The Lost"Where stories live. Discover now