The end!<3

27 0 5
                                    

........

მანქანას კომპანიის წინ აჩერებენ და გადმოდიან. ყველანი აქ არიან! ჯონგჰო ნატარიკასკენ მიდის.
-მორჩა?! -ეკითხება ღიმილით ჯონგჰო და თვალებში უყურებს.
-მორჩა!.... დამთავრდა!....- უღიმის ნატარიკა.
-დამთავრდა! -ამბობს ჯონგჰო და ნატარიკას ეხუტება.
გალფთან ჩანი მიდის.
-უფროსო?
-ჰმმ....-გახედა ჩანს.
-მოდი... -ეუბნება სიცილით გალფი და ეხუტება.
-მეამაყებიან! - ამბობს შუზო.
-მეც! -ამატებს იამატო და თი.
-კარგით! - დაიყვირა თიმ და ყველამ მისკენ მიაპყრო ყურადღება.
-უნდა ავღნიშნოთ! -ყვირის და ყველას ეცინება.
-ჩვენს თავზე ვიღებთ ! - ამბობს ნატარიკა -იმედია სახლში საჭმელი გვაქვს! - ეუბნება სიცილით ჯონგჰოს -თორე შეიძლება გაგვაკოტრონ! -სიცილისგან ვეღარ სუნთქავდნენ.
-კარგი წავედით! -ამბობს შუზო და ყველანი, ჯონგჰოსა და ნატარიკას სახლში მიდიან.
მინგიც შემოუერთდათ ისევე როგორც სემი.
2 თვის შემდეგ.
ნატარიკას კონცერტის შემდეგ რამოდენიმე კვირა გავიდა და პასუხს ელოდებიან. იმედია ნატარიკა გამარჯვებას მოიპოვებს. ასევე ამ 2 თვის მანძილზე უფრო ხალისიანი გახდა ნატარიკა. თავისი გადაწყვეტილებით თმები კორეულ მოკლე სტილში შეიჭრა, რამაც ძალიან გაალამაზა. თმები კი მუქ თაფლისფრად შეიღება და მელირება კი იასამნისფრად გააკეთებინა ჯონგჰომ. თითქმის ერთფერებში არიან რადგან ჯონგჰოს თმა იასამნისფრად აქვს რომელიც საკმაოდ ლამაზადაა და უხდება.
ახლაც ზიან და ერთად სადილობენ.
-ცუდად გახდები ამდენი სმისგან - ეუბნება გალფი სემის.
-არ გავხდები!
-დამერწმუნე არ გახდება!- ეუბნება გალფს ნატარიკა და ეცინებათ.
-უფროსო!? -ეძახის ჯონგჰო და ტელეფონზე საუბარს ამთავრებს.
-ჰოუ! - ფეხზე დგება და მისაღებში ყვება - რა იყო? ეკითხება და ჯონგჰოს უეცარ მობრუნებაზე გული უსკდება.
-გავიმარჯვეთ! - ამბობს და ცანცარობს - უფროსწორად გაიმარკვე! -ეუბნება და გახარებული ხტუნვას აგრძელებს.
ნატარიკას ეცინება და ძლივს აჩერებს.
-დამშვიდდი და ისე მითხარი რა მოხდა? - ეუბნება სიცილით.
-მოკლედ გაიმარჯვე! 1 ადგილას გახვედი!
-რააა??
-გაიმარჯვე!! ეუბნება ჯონგჰო.
ეხიტება და ატრიალებს.
-ჩემზე მეტად შენ გიხარია! -ეუბნება სიცილით ჯონგჰო კი ლოყებს უწელავს.
-ხელებს თუ არ მომაშორებ..... იცინის და ვეღარ აგრძელებს წინადადებას.
სიცილისგან ცრემლები მოსდით.
-აქ რა ხდება?!-ყველა მისაღებ ოთახში გამოდის.
სიცილის ძლივს აწყნარებენ.
-შენმა დამ - მიდის და გალფს ხელს ხვევს ჯონგჰო -1 ადგილით გაიმარჯვა!
ნატარიკას მიულოცეს და კიდევ ერთი მიზეზი გამოუჩნდათ რომ კიდევ ერთხელს აეღნიშნათ.
-გალფ! შენს დას... - სიტყვა გააწყვეტინა ჯონგჰოს გალფმა.
-ჩემს დას რა! -ეუბენება მკაცრად გალფი. ჯონგჰოს კი ეცინება -არაფერი -პასუხობს და იცინის.
-არაფერი! -აჯავრებს ნატარიკა და მათ წინ ჯდება მაგიდაზე. დანარჩენები სამზარეულოში არიან.
-პროვოკაციაზე ნუ წამოხვალ ნატარიკა! - აფრთხილებს გალფი.
-ამათ უყურეთ რა! არ დაგავიწყდეთ აქ უფროსი ვინარის!განსაკუთრებით შენ მცველო! -ეუბნება სიცილით ნატარიკა.
-მე ბოდიში!- ამბობს სიცილით და ეცინებათ.
-მე წავედი! - ნატარიკას თავზე ხელს უსმევს ჯონგჰო და მიდის. ჯონგჰოს ადგილას ახლა ნატარიკა ჯდება და მხარზე თავს ადებს გალფს.
- "დაკარგულები" - ამბობს ნატარიკა და გალფის ხელში ხლართავს თავისას.
-რა კარგია რომ გიპოვე! -ეუბნება გალფი და თავზე კოცნის.
-იგივე შემიძლია გითხრა! - ეუბნება ნატარიკა.
-საუკეთესო და ხარ! - ეუბნება და იხუტებს.
-შენ კი საუკეთესო ძმა!

და-ძმა რომლებმაც ერთმანეთი ყველაფრის მიუხედავად იპოვნეს...
და-ძმა რომლებაც ყველაფერი გააკეთეს თავიანთი ოჯახის და გვარის გადასარჩენად და აღსადგენად!
ვინც იბრძოლებს ის ყოველთვის მოიგებს ამ ბრძოლას, ვინც ფარხმალს ადვილად დაყრის ის ყოველთვის დამარცხებული იქნება.
ამ ცხოვრებაში ყველამ უნდა იპოვნოს ჭეშმარიტი ადამიანი რომელიც მის გვერძე იქნება, მთელი ცხოვრების მანძილზე.
"Soulmate"  (მონათესავე სული)- სიტყვა და ადამიანი რომელსაც დიდი ადგილის უკავია ადამიანის ცხოვრებაში.
სამყაროში რომელიც ზოგჯერ სასტიკია.. ზოგჯერ კი ლმობიერი... არავინ იმსახურებს მარტო ყოფნას!
მიმოიხედე და დარწმუნდები რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც წრფელი გულით უნდათ შენს ცხოვრებაში ყოფნა!

&quot;The Lost&quot;Where stories live. Discover now