Part 3

15 0 0
                                    

ბაზარზე DFG და DFGD ბანდების პროდუქტი მოპარული და გადამალულია. ამის შესახებ მალევე ატყობინებენ ორივე ბანდას და მალევე იწყება ამ თემასთან დაკავშირებით ძებნა. რომელი გამბედავი ბანდა გაივლიდა ბეწვის ხიდზე თუ არა "TG" (თიჯის) ბანდა. ბანდა და მისი ბოსი, რომელმაც Traipipattanapong-ების ოჯახის ქონება ხელში ჩაიგდო და დღემდე ამ ქონებით ძღება. რა თქმა უნდა ამის შესახებ და-ძმამ არაფერი იცის, არც მათმა კომპანიებმა, მაგრამ მათ ის მაინც იციან რომ დაძმანი არიან და მათი ქონება ვიღაცამ მიისაკუთრა. არ აპირებენ ამის გამხელას, მაგრამ საშიშია ის ფაქტი თუ როგორ მოიქცევიან ნატარიკა ან გალფი, როდესაც გაიგებენ, რომ დაძმანი არიან და ამის შესახებ მათ არაფერი უთხრეს. ერთმანეთს ეძებენ, მაგრამ ვერ ხვდებიან რომ უკვე იპოვნეს მათი ოჯახის დაკარგული ნაწილი. ნატარიკა და გალფი დილიდან საქმეებს აგვარებენ ნარკოტიკებთან დაკავშირებით. უკვე 1 კვირაა რაც ეს საქმე აიღეს და დღეს, ბოლოს და ბოლოს, უპრობლემოდ გადააქვთ საზღვარზე. რათქმაუნდა ადვილი არაა ასეთი წონის და რაოდენობის პროდუქტის გადატანა საზღვარ გარეთ, თუმცა მეწყვილეებს გამოუვიდათ და ამაში არც არავის ეპარებოდა ეჭვი. უკვე გაითქვეს სახელი როგორც "დაკარგული მეწყვილეები". არცერთმა არ იცის საიდან მოვიდა და როგორ აღმოჩნდა აქ და სიმართლე რომ ვთქვათ არც აინტერესებთ. არ ფიქრობენ წარსულზე და ფიქრობენ იმაზე რაც ახლა ხდება და აუცილებელია. გადატანის საქმე მოგვარდა, გალფი და ნატარიკა ხელს აწერდნენ დოკუმენტებს, როდესაც ნატარიკას ტელეფონი აწკრიალდა. უკანა ჯიბიდან ამოიღო, უპასუხა, გალფი დატოვა დოკუმენტების მისაგვარებლად, თვითონ კი ოთახიდან გამოვიდა.
-რა მოხდა? ყველაფერი მივაგვარე აქ.
-კარგია მაგრამ ახალი პრობლემაა (თი)
-რა პრობლემა?
-საქონელი მოიპარეს და გადამალეს.
-რომელი საქონელი?
-რომელსაც დიდი მოგება მოჰქონდა ჩვენთვის, ჩონებისთვის რომელსაც ვაგზავნიდით ( ჩონი გვარია ბოსის, რომელიც მართავს ბანდას ) .
-თქვენ რა მეხუმრებით? - ოდნავ ხმამაღლა, მაგრამ ბოლოს ჩუმად უთხრა ნატარიკამ თის - მანდ რა ჩემს ფეხებს აკეთებს ჩვენი ხალხი? დავიჯერო ისეთი დამბლები არიან რომ ეგ საქონელი ვეღარ გადაიტანეს? თან მხოლოდ ქალაქგარეთ!
-არვიცი მეც მაგაზე ვმუშაობ. შუზო და იამატო შესაძლო ადგილებს ნახულობენ, ჩვენი ხალხიც ტყეში ყველა შესაძლო ადგილს ამოწმებენ.
-ამის დედაც - გალფი გამოვიდა და ნატარიკას გვერდით დადგა, ჩაჯდნენ მანქანაში და ტელეფონი დინამიკზე ჩართო. მას შემდეგ რაც საჭესთან ნატარიკა ჯდება, ლაპარაკს გალფი იწყებს.
-რა ხდება?
-საქონელი მოიპარეს და ამ საქმეზე გირეკავთ. (თი)
-ჩონებისთვის რაც უნდა გაგვეგზავნა? (გალფი)
-კი, ეგ. ჯერ არ გაუგიათ, მაგრამ მალე გაიგებენ და ჯობია მალევე ვიპოვოთ, თორემ კარგად არ დასრულდება ეს ყველაფერი.
-ვინ გაბედავდა ჩვენ წინააღმდეგ წასვლას? (გალფი)
-....(თი)
-რატომ გაჩუმდი? - ეკითხება ნატარიკა.
-მგონი ვიცი ვინც გაბედავდა... TG
-აუუ მაგთმა კიდევ გაახურეს საქმე, საერთოდ რატომ გვემტერებიან. იმენა მო***ეს ტვინი - ამბობს გაბრაზებული ნატარიკა.
-კარგი, თი მისამართი გამოგვიგზავნე და მივაკითხავთ.
-კარგი - და გათიშა
-მიზეზის უქონლობა ცოტა უცნაურია.
-მეც ასე ვფიქრობ - ეთანხმება გალფი ნატარიკას.
-მიზეზი მკიდია - წინადადებას ამთავრებს გალფი.
-საქონელი უნდა დააბრუნონ - გეზს თიჯის ბანდისკენ იღებენ და მალევე მიდიან დანიშნულების ადგილამდე.
ორივე შენობის წინ დგება, რომელიც კაზინოა, მაგრამ არავინ იცის სინამდვილეში რამდენ რამეს მალავს ეს შენობა. ზიზღლნარევი სახით უყურებს ნატარიკა და ვეღარ აუტანია ეს ყველაფერი. ნეტავ შეეძლოს, რომ ეს შენობა მთლიანად გადაწვას მაგრამ თუ მოუნდება ამას გააკეთებს კიდეც.
-დარწმუნებული ხარ რომ შემოხვალ? - მხარზე ხელს ადებს გალფი.
-კი - რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ კი ამატებს - კაზინოა.
ნატარიკას საშინლად ეზიზღება კაზინოები. ეს არის ერთადერთი ადგილი, რომელიც ზედმეტად ეზიზღება და შეუძლია მისი სახელის ყველა არსებული შენობა გადაწვას დედამიწაზე. მიზეზი არ იცის. უბრალოდ იმდენად აქვს მისი სიძულვილი გამჯდარი სხეულში, რომ ვერ იშორებს. ერთ კვირაზე მეტი კი საკმარისი დროა იმიდთვის, რომ მეწყვილეებმა ერთმანეთი ხუთი თითივით გაიცნონ.
შიგნის შედიან, სადაც არც ისე ცოტა ხალხი ხვდებათ. მალევე ცნობენ ორ ახალგაზრდას და მთავარ ბოსთან აყავთ.
-მისტერ კიმ თქვენთან მოვიდნენ.
-შემოუშვი!
ორივე წარბშეუხრელად შედის კაბინეტში და ზიზღლნარევი სახით უყურებდნენ მისტერ სეჰუს.
-ერთ საკითხზე უნდა ვისაუბროთ! - ამბობს მკაცრად ნატარიკა.
-დაბრძანდით! - არც კი განძრეულა მისტერ კიმი.
-აქ არა, წყნარ ადგილას და განცაკევებით!ამთავრებს გალფი.
-კარგი! - იცინის სეჰუ, დგება და დაკაბინეტისკენ უძღვება და-ძმას, შედარებით სიწყნარეში.
-ალბათ იცი რა თემასთან დაკავშირებით გაწუხებთ? - იწყებს საუბარს ნატარიკა.
-კი, მივხვდი - იცინის სეჰუ.
-მაგ სიცილს ჯობს მოეშვა და საქონელი უკან დააბრუნო, თორემ იცი, რომ ამ ყველაფერს არავინ შეგარჩენს!
-და ვინ თქვა, რომ მე წავიღე ეგ თქვენი საქონელი?
-სეჰუ ნუ გვადებილებ! - გაბრაზებით ეუბნება გალფი.
-მომისმინეთ! არ მჭირდება ეგ თქვენი საქონელი, მე ჩემი საქმე მაქვს!
ამიტომ ჯობია... - სიტყვა კარების შემოღებამ გააწყვეტინა. ყველამ კარებისკენ მიმართა ყურადღება.
როდესაც უცხო პირის დანახვას სროლის ხმაც მოჰყვა სამივემ იარაღები მოიმარჯვა. იმ კაცს, ვინც კარები შემოაღო ნატარიკამ ესროლა, შემდეგ კი სამივე გარეთ გავიდა. ჩხუბი და სროლის ხმა ყველგან ჭექა-ქუხილივით ისმოდა, იატაკი სისხლით იყო მოსვრილი და კედლებიც თანდათან იყებებოდა წითლად.
-თუ შენ არ მოგიპარავს ძალიან კარგი, მაგრამ, ჩემი აზრით, ახლა ჯობია ერთად ვიბრძოლოთ, თორემ მოგვე***ება... - სროლის ხმაში ვეღარ გაიგონეს ნატარიკას ხმა, მაგრამ მიხვდნენ რის თქმასაც აპირებდა გოგო. ნატარიკა პირველ სართულზე იბრძოდა. ერთმა მუშტი გამოუქანა, მაგრამ აიცილა და იდაყვი ზურგში ჩასცხო, ხელით დაიჭირა და დაატრიალა, ამ მოძრაობით სხვებიც მოიგერია და იმ კაცსაც მოსტეხა ხელი, თავი კი მაგიდაზე დაარტყმევინა. გალფი და სეჰუ კი ერთ ფლანგზე იბრძოდნენ.
თითქმის ყველა მოიგერია ნატარიკამ, მაგრამ მათი ნაკადი არადა არ წყდებოდა. მათი და სეჰუს ხალხი კი ნელ-ნელა ცოტავდებოდა ისეთი სასაკლაო ჰქონდათ მოწყობილი. ერთმა ორჯერ გაუქანა მუშტი ნატარიკას, მეორეც მიეშველა და მესამედ დაარტყა. ნატარიკას წარბი გაუსკდა და ასევე გახეთქილი ტუჩის კუთხიდან სისხლი სდიოდა. პირიდან სისხლი გადმოაფურთხა და ფეხის ერთი მოძრაობით და ჰაერში დატრიალებით ორი კაცი ერთმანეთზე წააქცია, შემდეგ კი ორივეს საძილე არტერია გადაუჭრა თავისი საყვარელი დანით. მათი ტანსაცმელი სისხლით იჟღენთებოდა.
უცბათ ვიღაცამ ხელი სტაცა ნატარიკას და კიბეებს ამოაფარა. ზურგით უცნობის მკერდზე იყო მიკრული ანატარიკა, მას კი წელზე ჰქონდა ხელი შემოხვეული.
-რას აკეთებ? - ეუბნება მკაცრად და ტრიალდება. - ვინ ხარ? -ეკითხება ნატარიკა უცნობს და გულში იმაზე ფიქრობს თუ როგორი სიპათიურია.
-მინგი. კიმ მინგი
-და აქ რა ჯანდაბა გინდა? - ეკითხება და იარაღიდან ესვრის მოწინააღმდეგეს.

"The Lost"Where stories live. Discover now