Part 4

17 0 0
                                    

-სეჰუს ძმიშვილი ვარ! - ამბობს და თავიდან ბოლომდე ათვალიერებს ნატარიკას. ასევე იქცევა ნატარიკაც.
-მისი ძმიშვილის კვალობაზე კარგ ფორმაში ხარ!
-შენ?
-"დაკარგული მეწყვილეები" ხომ გაგიგია? - თავს უქნევს მინგი - ხოდა აი მაგ მეწყვილედან მე ვარ ერთ-ერთი - თან ლაპარაკის დროსაც არ შეუწყვიტავს სროლა - ნატარიკა.
-საინტერესოა!
-რა არის საინტერესო შეჩემა? - უთხრა ნატარიკამ ნერვებმოშლილმა.
-უკვე შეჩემათი მელაპარაკები? - იცინის მინგი.
-დაახვიე რა! - ეუბნებ ნატარიკა და სროლას განაგრძობს. რამდენიმე წუთში კი სროლა წყდება, იატაკი და კედლები სულ სისხლითაა შეღებილი. გადარჩენილებს ტანსაცმელზე სისხლი აცხიათ, სახეზე დალურჯებები აქვთ და ჭრილობებიც არ აკლიათ არცერთს. გამოვიდნენ და გვამებს გადააბიჯეს.
-როგორ ხართ? - ამბობს სეჰუ.
-მე კარგად ვარ მაგრამ... - ნატარიკას შეხედა მინგიმ.
-დაწყნარდი შენ! - სიტყვას აწყვეტინებს გალფი და გვედით უჯდება უკვე მდივანზე მჯდარ ნატარიკას.
-ვისი ხალხია?
-ვისი ხალხი უნდა იყოს, რათქმაუნდა...
-ტყუილად გგონია სეჰუ ჩინელების, ისინი არ არიან - აწყვეტინებს ლაპარაკს მინგი.
-აბა ვინ არიან?
მინგი ერთ-ერთ გვამთან ჩაუცუცქა, ჯიბეები გაუჩხრიკა, სადაც ცოტა ხანში საფულე იპოვნა ჩრდილოეთ კორეის დროშით.
-სუჰოს ძმიშვილის კვალობაზე ჭკვიანი ხარ ასე თუ ისე - ეუბნება მატარიკა და ფეხზე დგება.
-აიშ!! - ამბობს და სისხლით გაჟღენთილ ფეხსაცმელებს უყურებს.
-სხვათაშორის - საუბარს მინგი იწყებს, ნატარიკას ხელში იტაცებს, ისე, რომ გოგო გააზრებასაც ვერ ასწრებს და გასასვლელისკენ იღებს გეზს.
-მცველის პოზიციაზე ვარ! - ამ წინადადებით დაესვა ნატარიკას გონებაში ყველაზე დიდი წერტილი იმ კითხვას, თუ ვინ იყო და რას წარმოადგენდა მინგი. მიხვდა თუ, რატომ გამოწია შუა ბრძოლის დროს მინგმა ის, ეს მისი მოვალეობა იყო, როგორც მცველის იმის მიუხედავად, რომ ის მას არ იცნობდა. რადგან ის თავისი ბიძის სამფლობელოშიო იყო ეს იმას ნიშნავდა რომ არ უნდა დაშავებულიყო. მანქანაში ჩასვა ნატარიკა და კარები მიუკეტა.
-წამოგყვე? - უთხრა გალფმა
-არა! წაიყვანე სეჰუ ჩვენებთან და აცნობეთ ყველაფერი.
-კარგი - ამბობს და მიდის. მინგი სეჰუსთან ლაპარაკს ამთავრებს, მძღოლის ადგილას ჯდება და მანქანას ძრავს
-ესე იგი მცველი.
-დიახ.
-რამდენიხანია?
-16 წლიდან.
-და ახლა რამდენის ხარ?
-25 წლის.
-გამოცდილება გექნება. მომწონს! - ამბობს ნატარიკა და ეღიმება.
საავადმყოფოში უმუშავებენ გაკაწრულ ხელს, ფეხს და სახეზე ჭრილობებს.
გამოვიდნენ ორივენი.
-მეძინება - ამბობს ნატარიკა და მანქანაში ჯდება.
-ყავა გინდა?
-კი.
-მაშინ - მანქანაში ჯდება მინგი - ვიყიდოთ და მითხარი სად წაგიყვანო. - ყავა იყიდეს და მეწყვილეების ბანდებისკენ გასწიეს. ადგილზე მისულებს ყველა გარეთ დახვდათ.
-რა იყოთ? - იკითდა ნატარიკამ მანქანიდან გადმოსვლისთანავე.
-მობოდიშება უნდათ ალბათ - პასუხობს მინგი და ყავას აწვდის ნატარიკას, ისიც ართმევს და სვამს.
-დავალებაზე მიდიან - ამბობს შუზო.
-შევიდეთ და მომიყევით - შევიდნენ და მესამე სართულზე ასულები საკმაოდ დიდ მისაღებში შევიდნენ.
-სავარაუდო ადგილმდებარეობა დავადგინეთ და იმის გადასამოწმებლად მიდიან.
-კარგი.
-იქნებ გაგვაცნო ვინ არის? - შეეკითხა იამატო ნატარიკას და საჩვენებელი თითით მინგისკენ ანიშნა.
-ჩემი...
-სუჰოს ძმიშვილია - სიტყვა ნატირიკამ გააწყვეტინა ბიჭს და ყავა უდარდელად მოსვა.
-ენაც მაქვს და ხმაც - გაღიზიანებული ეუბნება მინგი ჩუმად გოგონას.
-ნუ მეჩურჩულები, თორემ შემოგარტყამ - პასუხობს ნატარიკა ჩურჩულით და იცინის.
-არ დაგავიწყდეს, რომ მცველი ვარ - ისიც იცინის.
-ჰეი! რაღაც ცუდად იცინიხართ თქვენ ორნი - ამბობს იამატო.
-მეც ვეთანხმები - ხმას იღებს აქამდე ჩუმად მყოფი გალფი.
-კარგი, რაიყოთ? - ამბობს ნატარიკა მკაცრად და ყავას მაგიდაზე დგამს.
-შემოთავაზება მაქვს! - ამბობს სეჰუ.
-საინტერესოა! - პასუხობს შუზო. ნატარიკა კი თავს დივანზე აყუდებს დასასვენებლად და თვალებს ხუჭავს.
-ყველამ კარგად ვიცით, უკვე წლების მტრობა გვაქვს ჩვენ სამეულს, ამიტომ ეს უაზრობა რომ დავამთავროთ ასეთი შემოთავაზება მაქვს. ჩემს ძმიშვილს თუ მიიღებთ და თქვენთან დააწყებინებთ მუშაობას დაცვუს პოზიციაზე, ამის დახმარებით შეგვიძლია ურთიერთობა გამოვასწოროთ! - შუზომ და იამატომ ერთმანეთს რაღაც გადაუჩურჩულეს. გალფმა კი ნატარიკას ჩასჩურჩულა ყურში რაღაც.
-პირადი დაცვა არ გინდა? - ეკითხება ჩუმად და იცინის.
-მე ვიცი ვისაც დასჭირდება პირადი დაცვა თუ არ გაჩუმდება - სიცილითვე პასუხობს გოგონა.
-კარგით - წამოიყვირა ნატარიკამ, რაზეც ყველანი შეხტნენ.
-რად უნდა ამდენი ფიქრი? შუზო, იამატო თქვით კი ან არა და მალე დაასრულეთ ეს ყველაფერი - ამბობს და თავს ზემოთ სწევს.
-თქვენ რას ფიქრობთ? - ეკითხება იამატო წყვილს.
-ჩემთვის სულ ერთია - უდარდელად ამბობს გალფი.
-მაშინ - დაიწყო სეჰუმ, მგარამ ნატარიკამ არ აცალა, სათქმელი დაესრულებინა.
-ერთი წამით! - ცოტა ხმამაღლა მოუვიდა მათ საქციელზე გაბრაზებულ გოგონას - იქნებ პირადად კითხოთ, უნდა თუ არა და არ გადაწყვიტოთ ყველაფერი ისე, როგორც თქვენ გინდათ? არ მეგონა ადმიანის მარიონეტად გამოყენება თუ შეგეძლოთ. - ოთახში მყოფმებმა ნატარიკას გახედეს.
ყველა გაჩუმდა.
-რა იყოთ? ეხლა ვეღარ იღებთ ხმას? რაგით რა! - ამბობს ნატარიკა უკმაყოფილოდ და საზურგეს ეყრდნობა, შემდეგ შუზომ, იამატომ და სეჰუმ ისევ უაზროდ ლაპარაკი დაიწყეს, რაც გოგონას ნამდვილად ფეხებზე ეკიდა და მოსმენითაც არ შეუწუხებია თავი.
-დავიწყებ! - მხოლოდ მინგის ხმა აფხიზლებს ნატარიკას, რომელიც გოგონასკენ აპარებს თვალს, ნატარიკას კი ეღიმება. საბუთებზე ხელი მოაწერეს.
-გალფ და ნატარიკა, ადექით და აუხსენით ყველაფერი! - ამბობს მკაცრად შუზო.
-ადექი - ეუბნება ნატარიკა მინგს და ფეხზე დგებიან.
ყველა სართული შემოიარეს და მინგს აუხსნეს ოთახების დანიშნულება და ყველაფრის ადგილმდებარეობა.
-ერთი კვირა მოგიწევს გაიარო ტესტირება - ნატარიკა თავის კაბინეტში შევიდა, სავარძელზე დაჯდა, ცოტა უკან გადაიწია და ფეხები მაგიდაზე შემოაწყო, მინგი და გალფი კი დივანზე მოთავსდნენ - რასაც პირადად გალფი გაუძღვება არა? - წარბაწეულმა გახედა გაკვირვებულ ბიჭს
-არა! - მყისვე უჭრის სიტყვას გალფი მკაცრად.
-რატომ? ახალ მცველს კარგად უნდა მოეპყრო მეწყვილევ! - ეცინება ნატარიკას.
-ჩემთვის უმჯობესია შენ თუ გამომცდი. მაინტერესებს რა ძალა გაქვს - ეუბნება მინგი და სახიდან ეშმაკური ღიმილო არ შორდება.
-ნატარიკააა - სიტყვას წელავს გალფი და წარბებს ათამაშებს.
-მინგ ახლა მომისმინე. პირველი_ ჩემგან მოწონება დაიმსახურე მაგ პასუხით. და მეორე_ ჩემთან ეგეთები ნაკლებად მოქმედებს, ამიტომ ჯობია სხვებისთვის შეინახო, აი მაგალითად გვერდზე, რომ გიზის იმისთვის - ამბობს და იცინის ნატარიკა.
-ახლა მოიცა! - ამბობს გალფი და ფეხზე დენდარტყმულივით დგება.
-შენზე უფროსი რომ ვარ ხომ არ დაგავიწყდა, ჰა? - ნელ-ნელა უახლოვდება ნატარიკას, ის კი დგება.
-ახლოს არ მოხვიდე თორემ შემოგიქნევ იმას - მინგისკენ ანიშნებს ნატარიკა.
-ვერ დაძრავ! - ეუბნება გალფი და მისკენ მირბის.
ნატარიკაც გარბის, რამდენიმე წრის დარტყმის შემდეგ კი ჩერდებიან. მინგი სიცილისგან იგუდება.
-შენ ვის დასცინიხარ? - ეუბნება ნატარიკა, უკვე სერიოზულად.
-კარგი, გვეყო - ამბობს გალფი.
-მეც მაგის მომხრე ვარ - თან შიგადაშიგ ეცინება მინგს. ამასობაში ნატარიკა თავის საყვარელ სავარძელს უბრუნდება.
-მოკლედ, როგორც ხედავ, გართობაც შეგვიძლია, ჩხუბიც, მაფიოზობანაც და კიდევ ბევრი რამ. ამიტომ ჩათვალე, ყველაზე მეტად გაგიმართლა. - საუბრის დასრულებისთანავე კარები ერთ-ერთმა თანამშრომელმა შემოაღო.
-რა მოხდა? დაკაკუნებაზე არაფერი გსმენია? - ეკითხება ნატარიკა და ფეხზე ამდგარ მინგს ხელით ანიშნებს, რომ დაჯდეს.
-ბოდიში - გასვლას აპირებდა, როდესაც ნატარიკამ შეაჩერა.
-ეხლა რაღა აზრი აქვს. თქვი, რისთვის მოხვედი.
-საბუთების ამოტანა დამავალეს - ამბობს ახალგაზრდა გოგო და მაგიდაზე უდებს საბუთებს ნატარიკას.
-კარგი ტავისუფალი ხარ - ისიც გადის.
ნატარიკა საბუთების გადახედვას იწყებს, გალფი ტელეფონში რარაცებს აკეთებს,
მინგს კი რაღაცის კითხვა უნდა, მაგრამ ვერ ბედავს.
-გამბედაობა პირველია, რაც ადამიანს უნდა ჰქონდეს - მოულოდნელად იძახის გალფი.
-მინგ, უკვე, მგონი, აგიხსენი ხომ? - ეუბნება ნატარიკა და თავს სწევს.
-თქვი თორემ გაბრაზდება! - ლაპარაკობს ისევ გალფი.
-არ მომწონს ეს ფაქტი - როგორც იქნა, ბედავს მინგი ხმის ამოღებას.
-რა ფაქტი? - ამოწია თავი გალფმა.
-მუშაობის აქ დაწყება და ბიძაჩემის საქციელი.
-რატო? - დაინტერესდა ნატარიკა.
-უბრალოდ, აქამდე ვერ გიტანდათ და ახლა რა სჭირს ვერ ვხვდები.
-თუ ასეა, რატომ დასთანხმდი სამუშაოს?
-ჩემთვის სულ ერთია სად და ვისთვის ვიმუშავებ, ბიძაჩემს ისედაც ვკიდივარ, საერთოდაც არ ვეხატები გულზე - სევდანარევი ხმით ამბობს მინგი
-ღმერთო ყველა ბიძია-ძმიშვილი ეგრე როგორ არიან! - ამბობს გალფი და თვალებს ატრიალებს.
-მინგ, მისმინე! ახლა ჩვენ მივდივართ, შენ კი მეორე სართულზე დარჩები და ყველას გაეცნობი, ბევრი ბიჭიც არ გვყავს, მცველები ნაკლებად არიან, უფრო ისეთი ხალხია, ვისი დახოცვაც გულს არ გვატკენს. ამიტომ ჩადი და გაეცანი მათ, მოშინაურდი - ადგა ნატარიკა - ახლა ბიძაშენზე ლაპარაკი ზედმეტია, რადგან უკვე მთლიანად ამ ბანდის ქვეშ ხარ. - შემდეგ კი ამატებს - იღბლიანი ხარ... რაც გითხარი გააკეთე! - მინგი მიდის. ცოტახანში კი მწყვილეებიც მიდიან.
-მართალია?
-კი, მართალია, იპოვნეს და ჩვენ მოგვაჩეჩეს - ეუბნება ნატარიკა გალფს და მანქანაში სხდებიან.

_______

💎💎💜💜

"The Lost"Where stories live. Discover now