თავი 1

3K 65 10
                                    

ისევ და ისევ საშინელი სიჩუმეა, საშინელი სიწყნარე რომელიც გამეფებულ სიბნელეშია დასადგურებული. ისეთი საშინელი ქაოსი სუფევს ამ ადგილას რომ განძრევა არ შემიძლია, ჩემს გარდა აქ არავინ არარის, შიშისგან კანკალს ვიწყებ და ვცდილობ მშვიდად ვისუნთქო. თითქოს პარალიზი დამეწყო, ხელებსაც ვერ ვამოძრავებ და შავი ჩრდილები მელანდება რომლებიც ნელ - ნელა მოძრაობენ. დიდ იდუმალ ადგილზე სადაც მხოლოდ მე ვარ კედლის კუთხეში ჩამომჯდარი ისეთი სიბნელეა ვერაფერს ვხედავ, ხელის გულები მიოფლიანდება შიშისგან და გაქცევა მინდა აქედან, თვალებით წამდაუწუმ ვეძებ სინათლეს მაგრამ ვერ ვპოულობ. ჩრდილებს რომლებიც მელანდებიან, თითქოს ჩემთან ახლოს მოსვლას იწყებენ და არ მაძლევენ მშვიდად ამოსუნთქვის უფლებას. მთელი ძალით ვბრძოლობ რომ მოძრაობა მაინც შევძლო და თავი დავაღწიო აქედან, მაგრამ უშედეგოდ, არაფერი გამომსდის. ამ ყველაფრის გამო ფარ - ხმალი დავაგდე მე იმედგაცრუებულმა და ბრძოლა შევწყვიტე, რადგან აღარ მქონდა იმედი არაფრის, უკვე მზად ვიყავი სიკვდილისთვის. თვალები დავხუჭე და ვცადე მშვიდად ვყოფილიყავი, მაგრამ ჩემი ყურადღება რაღაც ხმებმა მიქცია, გარშემო მიმოვიხედე და დავინახე ჩემი ოჯახი თავს დამტრიალებდნენ, ყველას სასტიკი და მკაცრი გამოხედვა ქონდათ. თითქოს რაღაც დავაშავე, თითქოს ჩემი დასჯისთვის ემზადებოდნენ. სიბნელეს მხოლოდ მათი სანთლები ანათებდა რითაც კარგად ვხედავდი მათ მკაცრ სახეებს მაგრამ მიზეზს ვერ ვხვდებოდი. ჩამოსხდნენ წრიულად ძირს და ისევ ისეთი სახით შემომხედეს, შიშისგან სხეული მიკანკალებდა და ძალიან მაშინებდა ოჯახის ასეთი ქცევა. უცებ ბავშვის ტირილის ხმა გავიგონე ჩემს გვერდით, დავიხედე და პატარა გოგონა გაუჩერებლად ტიროდა, ბავშვი კალათაში იწვა და საწყლად ჩხაოდა, სანთლების სინათლეზე გარკვევით დავინახე რომ ბავშვს ჩემსავით მწვანე თვალები ქონდა. ნუთუ რატო ვერ ვხვდები რა ხდება ჩემ თავს, რატომ მექცევიან ჩემი საყვარელი ადამიანები ასე? სად არიან ჩემი მეგობრები? ვერაფერს ვხვდები რას ნიშნავს ეს ყველაფერი?. თავში ათასი კითხვა დამებადა და ვერცერთი პასუხი ვერ ვნახე. თავი ხელში ავიყვანე და ღრმად ამოვისუნთქე, ცოტათი დამშვიდება შევძელი და ხმა ამოვიღე.
- რა დაგიშავეთ? რატო მექცევით ასე? - მაგრამ ხმა არავინ გამცა, ისევ დუმილი იყო, და სიჩუმეს ბავშვის ტირილის ხმა არღვევდა.
- გთხოვთ, გამეცით პასუხი, მითხარით რაზე დავუშვი შეცდომა? დედა შენ მაინც ამოიღე ხმა, ან მამა შენ რატო ხარ ჩუმად? - ძლივს ამოვღერღე სიტყვები, უცებ დედამ სიმწრისგან სიცილი დაიწყო რაზეც თავზარი დამეცა.
- შენ ისეთი ცუდი რამე გააკეთე რას არ იყო მოსაწონი, ყველანი შეგვარცხვინე და შენი თავის - ძალიან მკაცრად მიპასუხა მამამ.
მისი პასუხით დაბნეულმა ისევ თვალებით აქეთ - იქეთ ყურება დავიწყე, კედლის სხვა კუთხეში დავინახე დიდი შავი ლანდი, მას მხოლოდ შავი იდუმალი თვალები უჩანდა. თვალებს აცეცებდა და ჩემკენ იყურებოდა კუთხეში მიმალული, მის სახეს ვერ ვარჩევდი ვერც ვხვდებოდი ვინ იყო, ან აქ რა უნდოდა, მაგრამ ის გარკვევით ჩანდა რომ მაღალი და კარგი აღნაგობით ლანდი იყო. ბავშვის ტირილი ძალიან ნერვების მომშლელი იყო, საწყლად ჩხაოდა თითქოს დახმარებას მთხოვდა. შემეცოდა და ხელში ავიყვანე, გულში რო მივიხუტე დაწყნარდა, თითქოს დამშვიდდა. თავისი მწვანე თვალებით ისე ბედნიერად მიყურებდა, ამის გამო რაღაც უცნაური გრძნობა დამემართა, რაღაც ისეთს ვგრძნობდი თითქოს ეს ბავშვი ჩემი იყო.
- დედა შეგიძლია ამჯერად მაინც მიპასუხო ვინ არის ეს ბავშვი? - ვკითხე აქვე ჩამომჯდარ დედაჩემს რომელიც ისევ სასტიკად მიყურებდა, მან ჩემ კითხვაზე გადაიხარხარა.
- ნუთუ არ იცი? ეს შენი შვილია...შენი შვილი, ამ სამყაროს მოვლენილი ბავშვი...შეცდომით მოვლენილი, წესით არ უნდა დაბადებულიყო, მაგრამ ეს შენი ბრალია, შენ დაუშვი დიდი შეცდომა. - მიპასუხა მკაცრად, ისეთი დაბნეული ვიყავი ვერაფერს ვხვდებოდი რა დავაშავე? ან რატო ხდება ეს ყველაზე უცნაური რაღაცები ჩემ თავს. გარშემო წრიულად ჩამომსხდარნი ჩემი ოჯახი ფეხზე ადგა და წასასვლელად გაემზადნენ, რაც უფრო მშორდებოდნენ ისევ ნელ - ნელა სიბნელე სადგურდებოდა. გაქრნენ და სინათლეს მათთან ერთად გაქრა, ისევ დავრჩი სიბნელეში მარტო პატარა ბავშვთან ერთად, შიშისგან საშინლად ვკანკალებდი.
- არა!...გთხოვთ....არ დამტოვოთ, მეშინია! არ შემიძლია ამ ყველაფრის ატანა...გთხოვთ მართლა აღარ მაქვს ძალა - ძლივს ვამბობდი სიტყვებს და სული მიმძიმდა, გული საშინლად აჩქარებული მქონდა და სიცხისგან ოფლი მომსდიოდა. ჩემი ყვირილის ხმა ისე ექოდ გაისმა სიბნელეში, მაგრამ ჩემ დასახმარებლად არავინ გამოჩნდა. იმ კუთხეში გავიხედე და ისევ ვხედავდი იმ იდუმალ თვალება ლანდს, რომელიც ჩემთან ერთად იყო ამ იდუმალ ადგილას.
- ელენე, ჩემო შვილიშვილო გაიღვიძე, ცუდად ხომ არ ხარ? სულ გაოფლილი ხარ რა მოგივიდა ბებო - ჩამესმის ყურში ტკბილად ის საყვარელი ხმა რომელიც ცხოვრებას მილამაზებს. თვალებს ნელ - ნელა ვახელ და ღრმად სუნთქვას ვიწყებ როცა ვრწმუნდები რომ ეს ყველაფერი კოშმარი იყო. თავს ვწევ და ვდგები საწოლიდან, ბებიაჩემი გადის და წყალი მოაქვს ჩემთვის.
- მადლობა - გამოვართვი და ბოლომდე შევსვი.
- რა მოგივიდა? ცუდი სიზმარი ნახე? სულ გაოფლილიხარ ელე.
- არაფერია ისეთი ბებიკო, უბრალოდ ცუდი კოშმარი იყო, ავდგები და შხაპს მივიღებ ყველაფერი რიგზეა.
- კარგია თუ კარგად ხარ, არ შეგეშინდეს, ყველას გვესიზმრება ასეთი ცუდი სიზმრები.
- ვიცი ბებო ვიცი - მივედი და ჩავეხუტე.
ჩემი ტანსაცმელები ავიღე და აბაზანოში შევედი, ცხელი შხაპი ძალიან მესიამოვნა და ცოტა დავმშვიდდი. ამ საშინელი კოშმრის დავიწყებას ვცდილობდი მაგრამ არ გამომდიოდა. ისევ და ისევ იმაზე მეფიქრებოდა მწვანეთვალება ბავშვზე და იდუმალ თვალება ლანდზე. ეს ყველაფერი ძალიან უცნაური იყო, მოსვენების საშუალებას არ მაძლევდა. შხაპის მიღებას მოვრჩი და ჩემი სხეული გავიმშრალე, ტანსაცმელები ჩავიცვი და კბილების ხეხვა დავიწყე, თან სარკეში ჩემ მწვანე თვალებს ვუყურებდი, ძალიან გავდა იმ ბავშვის თვალები ჩემსაც, მაგრამ ის იდუმალი თვალება ლანდი მაინც და მაინც რა კავშირში იყო ჩემთან, ვერაფერი გავიგე ძალიან უცნაური იყო ყველაფერი. აბაზანოდან მოწესრიგებული გამოვედი და ბებიას გამოცხებული ორცხობილები მივირთვი ჩაისთან ერთად. თავს რაღაცნაირად უცნაურად ვგრძნობდი, თითქოს რაღაც ახალი იწყებოდა და მოსვენების უფლებას არ მაძლევდა. თითქოს ცხოვრებაში ახალი ცვლილება მოხდებოდა.
- ელენე უხასიათოდ რატომ ხარ? იმ სიზმრის გამო თუ ხარ ასე არ ღირს. - მითხრა ბებომ.
- არაფერია ბებო, ნელ - ნელა დავივიწყებ და ხასიათის გამისწორდება, უბრალოდ იმ სიზმრის მერე თავს ძალიან უცნაურად ვგრძნობ.
- შეგიძლია მომიყვე? იქნებ განთავისუფლდე ტვირთისგან.
- არმაქვს დიდად მოყოლის სურვილი.
- კარგი არ დაგაძალებ, როცა მოგინდება მომიყევი. - ავდექი და ბებიაჩემს ლოყაზე ვაკოცე, ყველაზე ტკბილი ქალია, რომელსაც შეუძლია სულ გამაბედნიეროს.
ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა ჩემ დაქალისგან, გავხსენი და წავიკითხე.
"ელენე, გამოხვალ გარედ? ჩვენი სასტავი ყველანი აქ ვართ".
"კარგი გამოვალ ლულუ"
ტელეფონი გავთიშე და ჯიბეში ჩავიდე.
- ნენე, მე უნდა გავიდე გარედ, ბავშვები მეძახიან.
- კარგი გადი, კარგია შენთვის კარგ ხასიათზე დადგები გაერთობი.
საკიდელზე ჟაკეტი ავიღე და ჩავიცვი, მერე ფეხაკრეფით ჩავიარე მეოთხე სართულის კიბები და დაბლა ჩავედი. გარედ ისეთი ღრუბლიანი და ნისლიანი ამინდი იყო ჩემ ხასიათს ძალიან შესაბამებოდა. იმ ადგილზე მივედით სადაც მე და ჩემი მეგობრები ყოველდღე მანდ ვიკრიბებით, ჩვენი ბინიდან არც ისე შორსა ჩვენი ადგილი. დიახ, ყველანი ერთ კორპუსზე ვცხოვრობთ. ჩვენ არც ისე ბევრი სასტავნი ვართ, მაგრამ გოგონები ბევრნი ვართ. დღეს რომ მომწერა ის ლულუ იყო, ქერა თმით და ციისფერი თვალებით, ჩემი საუკეთესო დაქალია, ყველაფერს ვუყვებით ერთმანეთს. კიდევ ერთი გოგოა მაგაც მარიამი ქვია, შავი თმით და ყავისფერი თვალებით, ყოველდღე ატარებს სათვალებს, მაგრამ ძალიან უხდება, პუტკუნა გოგოა მაგრამ ძალიან საყვარელი. სასტავში ყველაზე კეთილი და თბილი ადამიანის გვყავს, მერი მაგრამ ჩვენ მერიკოს ვეძახით, მერი ყველას აზრს პატივსცემს და ყველას ძალიან ადვილად უგებს, მერიკოს შავი თმა და ყავისფერი თვალები აქვს. ყველაზე მაღალი გოგონას გვყავს ჩვენ სამეგობროში, ანო ქვია ისეთი საყვარელია, ყავისფერი თმა და იგივე ფერის თვალები აქვს. ჩვენ კიდევ ერთი ანგელოზი მეგობარი გვყავს ნინი ქვია, ქერა თმით და ყავისფერი თვალებით. ჩვენ გოგოები არც ცოტანი ვართ არც მეტნი, მაგრამ ჩვენ სამეგობროში მხოლოდ ორი ბიჭია, რომლების ჩვენთვის ძმებივით არიან და ძალიან კარგად გვიგებენ. ნიკა რომელსაც ყველაზე მეტად ჭამა უყვარს, მაგრამ არ სუქდება, გრძელი თმა აქვს ყავისფერი, და იმ ფერის თვალები, ნიკას როგორც ვიცით მარი მოსწონს, მაგრამ ამას მარისთან ვმალავთ. მეორე ბიჭს ირაკლი ქვია, ძალიან მაღალია შავი თმა და ყავისფერი თვალები აქვს, მერისთან ის სულ მორცხვობდა რადგან მერი მოსწონდა, ეს ყველამ შევამჩნიეთ მაგრამ არაფერი შევიმჩნიეთ. ჩვენ ერთ კორპუსში და ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობთ, მაგრამ სხვადასხვა ფაკულტეტებზე. ყველანი პირველი კურსელები ვართ, დასვენებაზე სულ ერთად ვართ როგორც ყოველთვის. ფიქრებში გართულმა მალე მოვაღწიე ჩვენ ადგილზე, ჩემი მეგობრები უკვე ისხდნენ და გახალისებული საუბრობდნენ. ბედნიერებისგან ჩამეღიმა და თავი დაბლა ჩავხარე, ძალიან ემოციური ვიყავი და სიხარულს ვერ ვმალავდი, ამათ სულ რომ ვხედავ კარგ ხასიათზე ვდგები. ჩემი საუკეთესო ადამიანები არიან, ამათ გარეშე არაფერი მეშველება მე, ჩემი ნამდვილი მეგობრები არიან რომლებიც დარწმუნებული ვარ არასდროს მიმატოვებენ.









მეგობრებო ესეც ახალი მოთხრობა დაიდო❤😘იმედი მაქვს მოგეწონებათ და აქაც იაქტიურებთ, თავიდან შეიძლება მოთხრობის აზრს ვერ მიხვდეთ მაგრამ ბოლოს ყველაფერი გამოაშკარავდება და უფრო საინტერესოს გავხდი🥰❤მადლობთ დიდი, რომ აქტიურობთ ჩემ ყველა მოთხრობაზე და ესეც ახალი მოთხრობა დაგიდეთ. მომენატრეთ და დაგიბრუნდით🥺❤

ჩემი იდუმალ თვალებაWhere stories live. Discover now