თავი 5

839 45 3
                                    

ყველანი ძალიან მაგარი დრო გავატარეთ და ერთმანეთი ძალიან კარგად გავიცანით, ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა თორნიკესთან მეგობრობა ისეთი კომუნიკაბელური ადამიანი იყო ყველასი ესმოდა. ლუკას კარგი ბიჭი იყო ის ყველაზე ზრდილობიანია, არ მოსწონდა გინებები და ცუდი სიტყვები, თავისი თაფლისფერი თვალებით ლულუს მზერით ჭამდა. ლუკსონას კარგი ადამიანი აღმოჩნდა ყველას ადვილად დაუმეგობრდა, ნებისმიერ თემაზე საუბრობდა. აი დუტაზე არვიცი რავთქვა, უბრალოდ იჯდა ჩუმად და ხმას არ იღებდა ნამდვილად იდუმალი ადამიანია. თავისი მზერით სულ ცდილობს დამაბნიოს და გამოსდის კიდე ამის გამო ძალიან კმაყოფილია და ეღიმება ხანდახან. ჩემ ნერვებზე მოქმედებს ძალიან, შემიძლია ახლა ქვა ვურახუნო თავში ხოა ღირსი ამ ყველაფრის გამო. ბავშვებმა გადავწყვიტეთ სეირნობა, ისე ბნელოდა ქუჩებში უკვე დაბნელებულიყო. და სიბნელეში სეირნობა ყველაზე სასიამოვნო რამა, განსაკუთრებით როცა მარტო ხარ, მაშინ ბევრ რამეზე მშვიდად ფიქრობ და სულ სხვა სამყაროში ხარ. ქმნი ისეთ ილუზიას როცა იცი რომ ეს არასდროს მოხდება, მაგრამ შენ ილუზიებში იძირები და სულ ახალ - ახალ ილუზიებს ქმნი და დროს ხარჯავ ფიქრში, მაგრამ მაინც ძალიან სასიამოვნოა ყველა ჩვენგანისთვის. მარტო რომ ვყოფილიყავი ალბათ ბევრს ვიფიქრებდი და ჩემ თავთან მარტო ვიქნებოდი, მაგრამ მეგობრებთან ყოფნას ძალიან კარგია, გაგართობენ და პრობლემები დაგავიწყდება. ყველანი ნელ - ნელა მივაბიჯებდით თბილისის დაბნელებულ ქუჩებში და ერთმანეთის სუნთქვას ვუსმენდით, წყნარად ყოფნა ძალიან კარგი იყო ყველა ჩვენგანისთვის. ის იდუმალ თვალება ბიჭს თვალები უფრო შავი და ბნელი ქონდა, მაგრამ ძალიან უხდებოდა. დაჭიმული ყბები ქონდა და რაღაცნაირად სექსუალური კისერი, მისი სახის ნაკვეთები გონებას მიბნევდნენ. ისეთი უცნაური და იდუმალი იყო ამის დათვალიერება არასდროს მომბეზრდებოდა, შემიძლია ყოველდღე შევხედო. მიმზიდველი ადამიანია მას რომ ვუყურებ თავს რაღაც უცნაურად ვგრძნობ, რაღაცნაირად გულს მიჩქარების მისი ცინიკური გამოხედვა.
- ჩემ დათვალიერებას დიდხანს აპირებ? - ჩურჩულით გაისმა ბოხი ხრიწიანი ხმა მაგრამ ამავდროულად სასიამოვნო, მისი ხმა პირველად გავიგე რადგან ამდენი საათის განმავლობაში ხმას არ იღებდა.
მისმა კითხვამ ძალიან დამაბნია და შევრცხვი, პასუხი ვერ ვიპოვე რომ მეპასუხა, თავსაც ვერ გავიმართლებდი ამიტომ ვარჩიე არაფერი მეპასუხა და დამეიგნორებინა. ლულუს და ლუკას გვერდით ამოვუდექი მათ სიმშვიდეს ხელი შევუშალე, მაგრამ უხერხული სიტუაცია რომ არ შემექმნა საუბარი დავიწყე.
- ხალხო რატომ ხართ ჩუმად, რამე ილაპარაკეთ მოვიწყინე სიჩუმეში ყოფნა - ვთქვი და მათ საუბარს დაველოდე.
- ოო სიმშვიდე დამირღვია რა - დაიწუწუნა ნიკამ, მე მკვლელი მზერით შევხედე და გაჩუმდა.
- ხო მართალია ელენე, რამე ვისაუბროთ - მხარი დამიჭირა ანომ, მე თვალი ჩავუკარი მადლობის ნიშნად.
- კაფეში ხომ არ დავჯდეთ? მანდ კაფეა - ხელი გაიშვირა ლუკსონამ ერთ კაფეზე, ძალიან პატარა შენობა იყო.
ყველანი მაგ კაფეში შევედით და ყავა შევუკვეთეთ, კაფეში ძალიან თბილოდა, მყუდრო და კომფორტული ადგილი იყო. წარმოიდგინეთ ზიხართ ამ მყუდრო კაფეში, ყავას სვამთ და ლეპტოპში წიგნს წერთ, იმას წერთ რასაც გრძნობთ, თქვენ განცდებს და გრძნობებთ გადმოსცემთ წიგნში ამაზე სასიამოვნო არაფერი არარის. სიწყნარე და სიჩუმეა ხელს არავინ გიშლის და ეს უფრო გიძლიერებს თქვენ გონებას. ახლაც ასეთი სიჩუმეა აქ სანამ ჩემი მეგობრები არ დარღვევენ სიწყნარეს, ყავა ხუთ წუთში მზად იქნება და მანამდე ესენი აქ საუბრით გაერთობიან.
- აქ ისე თბილა გასვლა აღარ მინდა - სიამოვნებისგან გაინაბა ლულუ.
- გეთანხმები, ყავას რომ დალევ უფრო გაგიტკბილდება აქ ყოფნა - სიცილით უთხრა ლუკამ, ლულუმ კი თვალები ატრიალა.
დუტა თვალს არმაშორებდა, თავისი იდუმალი შავი თვალებით მიცქერდა ამის გამო მე თავს არაკომფორტულად ვგრძნობდი. მიმტანმა ყავა მალე მოგვიტანა, და ყველანი დალევა დავიწყეთ. ვსაუბრობდით ნებისმიერ თემებზე, ვიხსენებდით ჩვენ ბავშვობას, წარსულს, საცაცილო ისტორიებს და ბედნიერებისგან ვხარხარებდით. ყავის დალევას რომ მოვრჩით გადავწყვიტეთ სახლებში წავსულიყავით, ყველანი მიმტანს ფული დავუტოვეთ.
- ძალიან მოხარული ვარ რომ მოხვედით, დიდიხანია რას ამ კაფეში ვმუშაობ და სულ სიწყნარე და სიმშვიდე სუფევს, თქვენმა ასეთმა ხალისმა პოზიტივი მოიტანა ჩვენ კაფეს.
- მადლობთ ქალბატონო, გპირდებით სულ ვივლით თქვენ კაფეში, ძალიან კარგი ადგილია. - ვუთხარი და გავუღიმე.
კაფე დავტოვეთ და ნელ - ნელა სიარული დავიწყეთ.
- ძალიან თბილი ადამიანი ჩანხარ - ალაპარაკდა დუტა.
- ვიცი, მიყვარს პოზიტივი ხალხი.
- ისე შენ მწვანე თვალები გაქვს ხომ?.
- დიახ.
- მომწონს. - გავჩუმდი არაფერი ვთქვი, რადგან ჟრუანტელმა დამიარა ტანში და ხელის გულები გამიოფლიანდა.
- გაწითლდი - ყურში ჩამჩურჩულა დუტამ, და თავისი ტუჩები ჩემ ყურის ბაბილოზე მოადო რაზეს დამბურძგლა.
მას გავეცალე და გოგოებს ამოვუდექი გვერდით, ჯერ კიდევ დაბნეულად ვიყავი და თავში ათასი კითხვა დამტრიალებდა, თუ რატომ მექცევა ასე. რაღაცნაირად მეშინია მისი, პირველი იმიტომ რომ ჩემ სიზმარში მყოფ ლანდს გავს, მეორე ის რომ ჩემზე ასეთ ზეგავლენას ახდენს და ეს არარის სასიამოვნო ჩემთვის. იმედი მაქვს მალე მოშორდება და ისე გაქრება რომ მისი სახე არ დამამახსოვრდება, ცდილობს ჩემი თავის კონტროლი წამართვას.
- ისე დუტა შენთან მეგობრობა ძალიან სასიამოვნო იყო, რამდენ ხანს დარჩები? - კითხა ირაკლიმ, გულში გავიფიქრე რომ ხვალ ან ზეგ წავიდოდა რომ დამესვენა მისგან.
- სამუდამოდ ვრჩები აქ, ბინა უკვე ვიშოვე და თქვენ უნივერსიტეტში ჩავეწერე. - იმედი გამიცრუვდა.
გამოდის რომ მას სამუდამოდ ვნახავ, და სამუდამოდ დავიტანჯები მისი მზერით რა უბედური ბედი მაქვს. ნეტავ საიდან ჩამოვიდა ეს მოზვერი? ჩემ კოშმარზე უარესია, ვერ მოვითმინე და გამწარებულმა ვკითხე.
- და სად იმყოფებოდით აქ რომ ჩამოხვედით? - ვკითხე და სარკაზმულად გავუღიმე.
მანაც არ დამალა სარკაზმული ღიმილი, კმაყოფილებისგან ჩაიღიმა და მიპასუხა.
- ძაან ინტერესდები ჩემით? - ამ ცინიკურ სახეს ავახევ, ისე მომეშალა ნერვები.
- შენით არ ვინტერესდები, და არასდროს დავინტერესდები. - ვუთხარი გაბრაზებულმა, მან ჩაიცინა.
- ბათუმიდან ჩამოვედი, იქ ვსწავლობდი მაგრამ კარგად არ ასწავლიდნენ ხოდა გადავწყვიტე აქ გადმოვსულიყავი. - მისი პასუხი დავაიგნორე რადგან ნერვებს მიშლიდა.
ჩემი მეგობრები გაკვირვებული გვიყურებდნენ, ლულუ ეჭვის თვალით მიყურებდა, მაგრამ ამ ადამიანთან გაჩერება არ შემიძლია. როდის მოვალთ ჩვენ ბინაში რომ მოვცილდე ამ არამზადას.
- თქვენც შორის რახდება? - გვერდით ამომიდგა ლულუ და ჩუმად მკითხა.
- რაუნდა ხდებოდეს ლულუ? ადამიანს ელემენტარული კითხვა დავუსვი და აგდებულად მესაუბრა, ნერვები მომეშალა ვაფშე ვინ არის ეს ტიპი საიდან მოვიდა. - ვთქვი ჩუმად გაბრაზებულმა.
- კაი ნერვებს ნუ მოიშლი ალბათ ასეთი ხასიათები აქვს მიეჩვევი.
მალე ჩვენ კორპუსებს მოვუახლოვდით და ჩემ ბინაში ავედი ჩქარა. კარები მოვხურე და ბებიასთან ერთად ჩამოვჯექი მაგიდაზე, ვახშმისთვის სპაგეტი ქონია მომზადებული რითაც გემრიელად წავიხემსე. ჩემ ოთახში ავედი და მეცადინეობა გადავწყვიტე, მაგრამ ტელეფონზე დამირეკეს ავიღე და ვუპასუხე უცხო ნომერს.
" ალო გისმენთ?"
" შეგიძლია დაბლა ჩამოხვიდე ელე?" - იმ ბოხიანი ხმის გაგონებისაც ვიცანი ვისი ხმას იყო, გული საშინლად ამიჩქარდა.
თავში უამრავი კითხვა დამებადა, საიდან იცის ჩემი ნომერი? რა უნდა ჩემგან? უკვე მართლა მაშინებს მისი ასეთი ქცევები. იქნებადა ვიღაც ჯადოქარია და ამან დამასიზმრა ის კოშმარი სამუდამოდ? ჯობს სისულელების ფიქრს მოვრჩე და მშვიდად ჩავიდე დაბლა და ყველაფერი გავარკვიო ყველანაირი პანიკის გარეშე. კურთკა ჩავიცვი და დაბლა ფრთხილად ჩავედი, შიშისგან ფეხები მაინც მიკანკალებდა. ბატონი დიმიტრი მანდ იდგა და კმაყოფილებით მიყურებდა. ჯანდაბაში წასულა, ის და მისი იდუმალი თვალების.
- რამე საქმე გაქვს ჩემთან? - ვკითხე სერიოზულად.
- არა მაგრამ გადავწყვიტე კარგად გაგეცნო.
- თუ ფიქრობ მე მაქვს შენი გაცნობის სურვილი ძალიან ცდები.
- ყველანაირი ნაგლობის და უხეშობის გარეშე გთხოვ, და კიდე წეღან მაპატიე ასე აგდებულად რომ გესაუბრე.
- ცუდად მოიქეცი, ელემენტარული კითხვა დაგისვი და შეგეძლო სერიოზული ადამიანივით გეპასუხა.
- ეს იმიტომ გიპასუხე ეგრე შენზე ნაწყენი ვიყავი, კითხვა რომ დაგისვი და დამაიგნორე.
- ეს იმიტომ რომ ძალიან უაზრო კითხვა იყო და მეც ამაზე პასუხი არ მქონდა.
- კარგი მოვრჩეთ და მოვლაგდეთ.
- უკვე ზედმეტად კარგად გიცნობ და ვიცი როგორი ნაძირალას ხარ.
მაჯაზე მომკიდა და კედელს მიმაჯახა, ჩემთან ძალიან მოახლოვდა ისე რომ მისი სუნთქვას სახეზე ვგრძნობდი, თვალებში ჩამიხედა და მეც მის იდუმალ თვალებში ჩავიძირე. ყურადღება ჩემ ტუჩებზე გადაიტანა და უფრო მომიახლოვდა, კმაყოფილებისგან ჩაიღიმა და თავისი ბოხი ხმით ჩურჩული დაიწყო.
- სიტყვები შეარჩიეთ ქალბატონო ელენე, თქვენ ჯერ არმიცნობთ კარგად!.








ახალი თავის დაიდო, იმედი მაქვს მოგეწონებათ, აი შემდეგ თავებში თქვენ დაინახავთ თუ როგორ განვითარდება ელენეს და დუტას ურთიერთობა, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის რომ შემდეგ თავში გავეცნოთ დუტას კარგად. მადლობთ რომ კითხულობთ და წერის სტიმულს მაძლევთ❤😊

ჩემი იდუმალ თვალებაWhere stories live. Discover now