თავი 19

590 31 6
                                    

- ეს რა გამიკეთე? - დამიღრიალა გაბრაზებულმა, მის ხმაზე შევხტი და თავი დამნაშავე ბავშვივით დავხარე.
- აგიხსნი ყველაფერს, მაპატიე.
- რა უნდა ამიხსნა ელენე?, შენ მე არაფერი მითხარი, საეჭვოდ იქცეოდი და მომატყუე რომ ბებიაშენთან წახვიდოდი, ეს რა საქციელია?.
- გთხოვ მომეცი უფლება აგიხსნა, ეს რაღაც მოულოდნელად მოხდა და მეთქი წავალ და გავარკვევ თქო და მერე შენც გეტყოდი.
- მე რომ არ გამოგყვებოდე ღმერთმა იცის რას გიზავდა ის ნაბიჭვარი გახსენებას არ მინდა სისხლი ტვინში მასხამს.
- მაპატიე, ვიცი რომ არასწორად მოვიქეცი, მეც ვნანობ ჩემი საქციელის გამო, შენთვის უნდა მეთქვა.
- კიდე კაი რომ მიხვდი ჩემთვის უნდა გეთქვა, მაგრამ შენ ასე არ მოიქეცი, კიდევ არ მენდობი ელენე? არც გიყვარვარ საკმარისად?, გამაგებინე რატომ დამიმალე?, მე შენ გენდობოდი, გული გაგიშალე და ყველაფერს გიყვებოდი, არაფერი დამიმალავს, რისი გაკეთებას მინდოდა შენც გეუბნებოდი და ერთად ვაგვარებდით საქმეს.
- ეს იმას არ ნიშნავს რომ არ გენდობი.
- კი იმას ნიშნავს, არვიცი რატომ გადადგი დაუფიქრებელი ნაბიჯი მაგრამ ასე მგონია რომ შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი არ ვარ, რადგან შენ დამიმალე და მარტო გადაწყვიტე შეხვედროდი.
- ეჭვი ნუ შეგეპარება ჩემ გრძნობებზე.
- არამგონია სიყვარულით გიყვარდე, ანდა უბრალოდ არ ხარ შენ გრძნობებში დარწმუნებით გარკვეული, რომ გიყვარდე არაფერს დამიმალავდი, ისეთი არეული ვარ არ ვიცი რა ვიფიქრო, შენ იმედი გამიცრუე, გულის გამიტეხე შენი ასეთი ქცევის გამო და ამ ბიჭმა რომ შეგეხო ამის გახსენებას არმინდა.
- გთხოვ მაპატიე, გამოვასწორებ ყველაფერს, უბრალოდ არ დამტოვო ჩემი შეცდომის გამო, და არასწორად ფიქრობ ჩემ გრძნობებზე მე მართლა მიყვარხარ.
- უკვე არ ვიცი რა ვიფიქრო, დრო მჭირდება ფიქრისთვის, თავი დამანებე კარგად იყავი!. - მითხრა გაბრაზებულმა და წავიდა, მან დამტოვა გულგატეხილი.
ყველაფერი ჩემი ბრალია, თავიდან სწორად ვფიქრობდი რომ ის არ იმსახურებს ჩემნაირ ადამიანს იმიტომრომ მე მას ვერ გავუფრთხილდებოდი ჩემი დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების გამო, არა მარტო ის დარჩებოდა გულგატეხილი და იმედგაცრუებული არამედ მეც გავნადგურდებოდი. მეც მტკივა გული, და ძალიან ვნანობ ყველაფერს მან მე მართლა შემაყვარა თავი, მისი დავიწყება შეუძლებელია, მის გარეშე ყოფნა საშინელება იქნება. ჩემი გული ისე არის გატეხილი, ნაფლეტებად არის ქცეული, ისე მტკივა ბოლო ხმაზე ტირილი და ყვირილი მინდა რათა ამოვუშვა გულიდან ის დარდი. იმაზე ფიქრი ჭკუიდან მშლის, რომ წარმოვიდგენ ხოლმე მის გარეშე ჩემ ცხოვრებას, რა საშინელი გრძნობა იქნება როცა მას ვეღარ შევეხები, ვერ ჩავეხუტები და ვერ ვიგრძნობ მის ძლიერ სითბოს. მისი სურნელი მომენატრება, მისი იდუმალი თვალები მომენატრება. ფიქრებში გართულმა ვერც გავიაზრე, რომ უკვე ჩემ ბინასთან ვიყავი. ავედი ნელი ნაბიჯით და ჩემი ბინის კარი გავაღე, ვცადე პოზიტიურად და მხიარულად შევხვედროდი ბებიაჩემს ასეც მოვიქეცი. გავუღიმე და ძლიერად ჩავეხუტე მაგრამ შიგნიდან განადგურებული და გატეხილი ვიყავი, ჩემ ოთახში ავედი და თავს ძალიან შეუძლოდ ვგრძნობდი თავბრუ მეხვეოდა, გული მერეოდა საშინლად. წამოვწექი და დავისვენე, მაგრამ მაინც თავს უცნაურად ვგრძნობდი. ტელეფონში მესიჯი მომივიდა, დავიხედე და ანოსგან იყო.
"დღეს ექვს საათზე გამოდი იმ ადგილას, ყველანი მანდ ვიქნებით"
გადავწყვიტე წავსულიყავი, რადგან იქნებ ხასიათი გამისწორდეს და ტკივილის ჩავიკლა, ანდა იქნებ ჩემი დახმარება შეძლონ და გამიმთელონ გატეხილი გული. თავს რადგან ძალიან საშინლად ვგრძნობდი გადავწყვიტე ექიმთან წავსულიყავი, რადგან თუ ბებიაჩემი გაიგებდა ამას თავს დამტრიალებდა და ინერვიულებდა. კურთკა მოვიცვი და გარედ გავედი, ავტობუსში ჩავჯექი და მალე მივედი დანიშნულების ადგილას. სავადმყოფოს დერეფანში ნელა მივაბიჯებდი ფეხს და ათას რამეზე ვფიქრობდი, ექიმთან მივედი და ბევრი ანალიზი გამიკეთა, ექოს გადამიღო მუცელზე. მითხრა რომ ანალიზის პასუხები ამ ღამეს იქნებოდა, ამასობაში დაღამდა და მეგობრებთან წავედი. ყველანი იქ იყვნენ ბატონი დიმიტრის გარდა, საშინლად მენატრებოდა. მალე მისი მანქანას მოვიდა, გამიკვირდა რომ მოვიდა. მანქნის კარები გაიღო და ვიღაც გოგოსთან ერთად ჩამოვიდა, გოგოს გაუღიმა და ხელი გაუწოდა მანაც ჩასჭიდა და ეგრე მოვიდნენ, ყურები დაგუებული მქონდა მისი ხმა არ მესმოდა თავს საშინლად ვგრძნობდი. ჩამოჯდნენ და გოგონას გაუღიმა დუტამ, ბავშვები ლაპარაკობდნენ მე კი მათ მივშტერებოდი და არაფერი მესმოდა დუტამ გოგონას რაღაც უთხრა და მან ჩაეხუტა. ვეჭვიანობდი, ნერვები მეშლებოდა მასთან სხვა გოგოს რომ ვხედავდი, დუტასთან ჩახუტების უფლება მარტო მე მქონდა და არა სხვასაც. ალბათ ჩემი დაუფიქრებელი შეცდომის გამო მოხდა ეს ყველაფერი, და ჩემ გასაბრაზებლად სხვა გოგო მოიყვანა, ანდა მასთან მხოლოდ გასართობადა, არმომწონს ეს ყველაფერი მას არ შეფერება. დუტა ყურადღებას საერთოდ არ მაქცევდა ისე მაიგნორებდა ჩემ არსებობაშის ეჭვი მეპარებოდა, ერთხელ მაინც რომ შემომხედოს რა დაშავდება? საზიზღარი. ამ ყველაფერს არც მე ვაპატიებ, ასე ადვილად რომ გამცვალა სხვა გოგოში. ეგრევე რომ გაიქცა გოგოებთან იდიოტი, არ ვაპატიებ ჩემ ასეთ გულის ტკენას, ორივემ ერთმანეთს გული ვატკინეთ და არამგონია შერიგების შანსი გვქონდეს. ყველაზე საშინელი გრძნობა იცი რა არის? შენ საყვარელ ადამიანს სხვა რომ ეხება და ეხუტება, შენი ადგილი რომ წაგართვა ამ ყველაფერს არ შევარჩენ. რა მალე გადამიყვარა? ალბათ თვითონ შეცდა არ იყო დარწმუნებით გარკვეული თავის გრძნობებში და მე მადანაშაულა. ამდენი ფიქრისგან თავი ამტკივდა, ტირილი და ყვირილი მინდოდა ვინმესთან საუბარი მჭირდებოდა. ტელეფონზე ზარი შემოვიდა, უცხო ნომრისგან იყო ავიღე და ვუპასუხე.
"ალო, ქალბატონო ელენე თქვენ ბრძანდებით?" - მივხვდი რომ ჩემი ექიმი იყო და მოვემზადე პასუხის გასაგებად.
"დიახ, მე ვარ გისმენთ"
"თქვენ ანალიზებში საშიში არაფერია, ყველაფერი რიგზეა" - შვებისგან ამოვისუნთქე.
"მადლობთ კარგია ამის მოსმენა, მაგრამ ეს თავბრუსხვევა და გულის რევა რისი ბრალი იყო?" - ვესაუბრებოდი და ყველა მე მისმენდა მათ შორის დუტას.
"ქალბატონო ელენე, არვიცი როგორ მიიღებთ მაგრამ თქვენ ორსულად ხართ".
"რაააა?კარგი მადლობთ" - ნერვიულობისგან ხელები ამიკანკალდა და ტელეფონი ძირს დამივარდა.
მეგობრები მომვარდნენ და ჩემი დამშვიდება სცადეს, დუტა უბრალოდ გაკვირვებული მიყურებდა და ვერც ინძრეოდა ვერც მოდიოდა ჩემთან. ალბათ არ შეძლო იმ ყველაფრის მერე რას გავუკეთე, ან იმიტომ რომ ჩვენ ყველაფერი დავასრულეთ და ერთმანეთისთვის არავინ ვართ. მაგრამ ის ბავშვს რა ვუქნა? აბორტს ვერ გავიკეთებ, უდანაშაულო ბავშვია და შევიცოდებ, მამის გარეშე გავრზდი.
- ყველაფერი რიგზეა, უნდა წავიდე - ვთქვი და ეგრევე სირბილით დავტოვე იქაურობა, ჩემ ბინაში ავედი და ჩემ ოთახში ჩავიკეტე.
ბოლო ხმაზე ყვირილი დავიწყე, ყვირილმა ვერაფერი მიშველა და ხმამაღლა სლუკუნი დავიწყე. ყველაფერი უბედურება მე დამემართა, განადგურებული ვარ საშინლად შინაგანად გული ისე მტკივა ვერ ვუძლებ. დავეცი ძლიერად, ფეხზე ვერ ავდგები და ვერ გადავლახავ ამ პრობლემას. ყველაფერი მე მემართება, რა დავაშავე ღმერთო, რატომ მსჯი ასე?. ტირილისგან და ემოციებისგან დაღლილი მივესვენე საწოლზე, თვალები ჩასიებული მქონდა და თავს სუსტ არსებად ვგრძნობდი. ვიფიქრე ამ ყველაფერს მშობლებს მოვუყვები იქნებ დამეხმარონ, კარის საკეტის ხმა გავიგე მივხვდი რომ ბებიაჩემი დაბრუნდა სახლში. ლეპტოპი ავიღე და ბებიაჩემთან მივედი, ჩავრთე და მშობლებს დავურეკე მალე მიპასუხეს.
- ხომ მშვიდობა ელენე? - მკითხა მამამ.
- არარის მშვიდობა, მოდი ბები აქ - დავუძახე და ეგეც ანერვიულებული დაჯდა ჩემს გვერდით.
- გისმენთ რა მოხდა - უკვე ეტყობოდა დედაჩემის სახეზე ნერვიულობა.
- მოკლედ ცუდ სიახლეს გეტყვით, შეყვარებული მყავდა რამოდენიმე დღე, და ახლა გავიგე რომ მისგან ორსულად ვიყავი, არვიცი რა გავაკეთო თქვენი დახმარება მჭირდება, გთხოვთ დამეხმარეთ, ძალიან განადგურებული ვარ და თქვენც არ მიმატოვოთ.
- რააა? ეს რა ჩაიდინე - დამიყვირა მამაჩემმა, მე ტირილი დავიწყე.
- ის ბიჭმა იცის?.
- არა დედა, ყველაზე დიდი შეცდომა დავუშვი, მას გული ვატკინე და იმედი გავუცრუე, და ჩემ გრძნობებში ეჭვი შეპარა.
- რა უქენი ისეთი?. - მკითხა ბებიაჩემმა.
- ძველმა მეგობარმა ბიჭმა შეხვედრა მთხოვა, რაღაც საქმე მაქვსო შენთან, მე კი მას არაფერი ვუთხარი ამის შესახებ მოვატყუე რომ სახლში მივდიოდი და წამოვედი, ის თურმე მომყვებოდა და დაინახა იმ ბიჭმა სიყვარული როგორ ამიხსნა, მაგრამ მე უარი ვუთხარი, მერე ჩემი კოცნა სცადა და ჩემმა შეყვარებულმა მისგან დამიხსნა და ის ბიჭი ცემა, მე კი გამიბრაზდა რატო არაფერი მითხარიო.
- მართალია ის ბიჭი, დიდი შეცდომა დაუშვი და არ იმსახურებს შენნაირ გოგოს, მრცხვენია ჩემი შვილი რომ ხარ, ეს რომ საზოგადოებამ რომ გაიგოს თავი მოგვეჭრება. - მითხრა მამამ, მისმა სიტყვებმა სრულიად გამანადგურეს.
- რატომ გადარდებთ ხალხის აზრი?, თავის ცხოვრებას რომ მივხედოთ ყველამ არა?.
- მისმინე შვილო, ან აბორტს გაიკეთებ, ანდა დაგვივიწყებ მე ასეთ შვილს არ მივიღებ - მითხრა დედაჩემმა.
მათი სიტყვები გულს მტკენდა და მანადგურებდა, თავში ერთი იდეა მიტრიალებდა აქედან გაქცევა! ოღონდ შორს! სხვა გამოსავალი არ არსებობდა, უნდა წავსულიყავი და წარსული დამევიწყებინა, თორე ამხელა ტკივილს ვერ ვატარებ გულში და ბავშვს ვავნებ.











ახალი თავის დავდე🔮ეს თავი სევდიანია მაგრამ არაუშავს, ვიცი ყველაფერი ჩახლართულადა და ცუდ გადაწყვეტილებას იღებს მთავარი პერსონაჟი❤მაგრამ ამ ყველაფრის გამო გაქცევა აირჩია რადგან სხვა გამოსავალი არ იყო, მას ეშინოდა, იმის თუ როგორ მიღებდნენ ამ სიახლეს მისი მეგობრები, ეშინოდა დუტას უარი რომ ეთქვა ბავშვზე ამ ყველაფერზე ფიქრი თავბრუს ახვევდა. ამიტომ მისთვის სწორი გზა იყო გაქცევა, და ბავშვთან ერთად ცხოვრება. ვფიქრობ, მასე ის შეძლებს წარსულის დავიწყებას, ტკივილის გადალახვას და ძლიერი გოგო იქნება. ისწავლის ყველაფერს ცხოვრებაში. ეს თავი არ დასრულებულა შემდეგი თავი დაიდება❤🤩დაელოდე ახალ მოვლენებს და ვითარებებს.

ჩემი იდუმალ თვალებაWhere stories live. Discover now