თავი 6

844 40 1
                                    

- თქვენ ვერაფერს მიბრძანებთ! - ვთქვი მკაცრად.
- მომეცი იმის საშუალება რომ კარგად გაგეცნოთ, არმინდა ჩემზე ეგეთი შთაბეჭდილება გქონდეთ - მთხოვა და საწყალი თვალების შემომხედა, მისი იდუმალი თვალების მახეში გავები და დავთანხმდი გაცნობაზე.
- კარგი, ჯერ თქვენ გამეცანით.
- როგორც იცი მე დუტა მქვია, ვარ ოცი წლის, და რავი ჩემი საყვარელი საქმიანობა არის გიტარაზე დაკვრა.
- სასიამოვნოა, და რაზე სწავლობ?.
- არქიტექტურაზე, ვხატავ კიდეც.
- ძალიან კარგია.
- ელენე, შენი ასაკი ვიცი, ისიც ვიცი რაზე სწავლობ და მაშინ მოდი საყვარელ საქმიანობას გკითხავ.
- თავისუფალ დროს ჩემი დღიურში ვწერ ჩემ განცდებს და გრძნობებს, და კიდევ ვფიქრობ რამე მოთხრობის დაწერაზე.
- თუ გარისკავ ყველაფერს შევძლებ.
- რავი ამას მერე გადავწყვიტავ, წერისთვის დრო არ მრჩება ვსწავლობ.
- ჩემზე რა შთაბეჭდილება გქონდა?.
- ისეთი შთაბეჭდილება მქონდა თითქოს ყველა გოგოს კერავდი და იყენებდი - ვთქვი და გავიცინე.
- სამწუხაროა, მასეთი არვარ - თავი დაბლა ჩახარა, მივხვდი რომ ეწყინა.
- მაპატიე, მაგრამ ეხლა ასე არვფიქრობ. - ვთქვი და გავუღიმე, მას თვალები გაუბრწყინდა და ჩაიღიმა.
თავისი შავი იდუმალი თვალებით ეშმაკურად შემომხედა და ტუჩის კუთხე მოიკვნიტა, მერე თვალი გზას გაუსწორა და გაიღიმა.
- უკვე გვიანია, სახლში წავალ მე - ვთქვი და მის პასუხს დაველოდე.
- კარგი - თქვა და ამოიხვნეშა.
ისევ უკან დავბრუნდით და დუტამ გადაწყვიტა თავის ბინაში წასულიყო. მას დავემშვიდობე და იქვე მდგარი ვუყურებდი თუ როგორ მიდიოდა და ნელ - ნელა ქრებოდა სიბნელეში, ძალიან კარგად რომ დავაკვირდეთ შორიდან გამოდის რომ ჩემ სიზმარში მყოფ ლანდს ძალიან გავს. დიახ მართლაც გავს თითქოს ჩემ კოშმარში მქონე ლანდი ჩემ ცხოვრებაში გამოჩნდა. რაც უფრო შორდებოდა მანძილს მით უფრო აშკარად ჩანდა სიბნელეში თუ როგორ გავდა ჩემ კოშმარში მქონე ლანდს, ზუსტად იგივე აღნაგობით, ფორმით. ბატონი დიმიტრი უკვე სიბნელეში უკვლოდ დაიკარგა და აღარ ჩანდა მისი ჩრდილი, მეც სხვა გზა არ მქონდა ჩემ ბინაში დავბრუნდი და გადავწყვიტე ამჯერად მართლა მიმეცადინა.


ჩემი იდუმალ თვალებაWhere stories live. Discover now