თავი 7

789 41 1
                                    

მისი თბილი ტუჩები მოწყდნენ ჩემ ბაგებს და შეჩერდნენ, მე რომელიც ამ სამყაროს მოვწყდი და თავის კონტროლი დავკარგე, ახლა რეალობას დავუბრუნდი. როცა გავიაზრე რას გავაკეთე სირცხვილისგან თავი დაბლა დავხარე.
- რატო მაკოცე?, რა უფლება გქონდა, ჩვენ ჯერ ერთმანეთისთვის არაფერი არვართ, არც მეგობრები - ვთქვი გამწარებულმა.
- მაპატიე, მე უბრალოდ თავი ვერ შევიკავე - თავს დამნაშავედ გრძნობდა და თითებს წამდაუწუმ ათამაშებდა, პირველად ვხედავდი რომ ის ნერვიულობდა.
- გთხოვ ახლა ჩავალ და სახლში მივალ - შევეხვეწე.
- შენ ხომ თქვი არ მინდა ბებიაჩემს ვანერვიულოვო. - თავი დავუქნიე.
- ხოდა ჩემთან წამოდი, არაფერს დაგიშავებ. - მანქანა დაქოქა და დაძრა.
მის სახლში მალე დავბრუნდით, ჩვეულებრივ კორპუსებში ცხოვრობდა ჩემ სახლთან არც ისე შორს. მანქანა გააჩერა და ორივე ჩამოვედით, მას გავყევი და კიბებზე ავედით. ლიფტში შევედით და მან მეხუთე სართულს დაჭირა ხელი, ლიფტში ორივე დაძაბულად და უხერხულად ვგრძნობდით თავს. ჩემი თავის მიკვირდა, მიკვირდა თუ რატო ვენდე ასე ადვილად? რატო წავედი დათმობაზე. ნერვები მეშლებოდა ჩემ თავზე ასეთი სულელი და ადვილად მინდობი რომ ვიყავი, მაგის გახსენება საერთოდ არმინდოდა თუ როგორ გავები მახეში და ავყევი კოცნაში. ლიფტი გაჩერდა და დუტას გავყევი, მან შავი ფერის კარები გაღო და შიგნით მიმიძღვნა. ძალიან კომფორტული და მყუდრო ბინა ჰქონდა, შავ და ნაცრისფერ ფერებში, კარგი ავეჯები ქონდა შეიძლება ვთქვათ ძალიან კარგი გემოვნება აქვს ბატონ დიმიტრის. დივანზე ჩამოვჯექი და ის სამზარეულოში შევიდა, მალე ფორთოხლის წვენით დაბრუნდა ხელში. წვენი გამოვართვი და დავლიე, მან თერმომეტრი მომაწოდა და მეც გამოვართვი. სიცხეს ვზომავდი და თან ვუყურებდი თუ როგორ ფუსფუსებდა დუტა სამზარეულოში, ერთი შეხედვით ძალიან სიმპატიური ჩანს, კარგი ნავარჯიშები სხეული აქვს. ხუთი წუთის შემდეგ თერმომეტრი გამოვიღე და დავიხედე, სიცხე ისევ იგივე მქონდა.
- ისევ ისე მაქვს - ვუთხარი მას.
- მომეცი - გამომართვა და დაიხედა თერმომეტრში.
მეორე ოთახში გავიდა და ხელში წამლით დაბრუნდა, მივხვდი რომ პარაცეტამოლი იყო და მეც ყოყმანის გარეშე დავლიე.
- დაგიწევს სიცხე - მითხრა ჩურჩულით, თავი დავუქნიე.
ჯდომა მომწყინდა და სამზარეულოში მოფუსფუსე დუტას შევუერთდი, დიდი შეფივით ამზადებდა რაღაც საჭმელს, ყურადღებით დავაკვირდი და რომ ვერაფერი გავიგე ვკითხე.
- რას ამზადებ?.
- ჩემებურად ვამზადებ კერძს, მზად რომ იქნება გაგასინჯებ - მითხრა და თვალი ჩამიკრა.
- შეიძლება რამეში დაგეხმარო? - ვკითხე და მან თავი დამიქნია.
ხახვი მომცა და დაჭრა დავიწყე, ის კი ღიმილით მათვალიერებდა, ნელ - ნელა ვჭრიდი და ხანდახან დუტას ვუყურებდი. დაჭრის დროს დაღლილმა ხელი თვალზე წავისვი და საშინლად ამეწვა, თვალები სიმწრისგან დამეხუჭა. დუტამ ეს შეამჩნია და თვალები წყლით დამიბანა, ბოლოს სულის შებერვა დამიწყო. ნელ - ნელა თვალების გახელვა შევძელი, დუტამ ამოისუნთქა და გვერდით მომიჯდა სკამზე.
- გტკივა? - მკითხა ანერვიულებულმა.
- ცოტა.
- სამზარეულო შენი საქმე არარის - სიცილით თქვა.
- კარგი რა, ნუ დამცინი უბრალოდ ხახვიანი ხელი წავისვი თვალზე.
- ვიცი ძალიან ბოთე გოგოხარ - მითხრა და გამიღიმა.
თვალები მოვისრისე ძალიან მტკიოდა ისევ, ძლივს ვხედავდი და წამდაუწუმ მისველდებოდა.
- ჩაგწითლდებია - მითხრა დუტამ და ჩემთან ახლოს მოვიდა.
ჩემი თვალებს შეხედა და დათვალიერება დაიწყო, თან ჩემთან ისე ახლოს იყო მის სახის კანი ლამის მეხებოდა, ტუჩები გაბუშტული ქონდა და ეგრე მათვალიერებდა. მისი ხშირი სუნთქვა მედებოდა კანზე და ჟრუანტელი მივლიდა, გული უცნაურად მიცემდა მისი შეხების დროს. ყურადღება მის ტუჩებზე გადავიტანე და მომინდა მეკოცნა და ისევ მეგრძნო ის სასიამოვნო გრძნობა, მაგრამ დუტასგან შედარებით მე თავი შევიკავე. თვალზე მომდგარი ცრემლი მომიწმინდა და გამიღიმა, მის ღიმილზე გული ამიჩქარდა და გავშეშდი. მისი ყველა მოძრაობა, შეხება, ჩემზე ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს.
- თვალის წამალს ჩაგიწვეთავ - მითხრა და ისევ გავიდა, ამდენი ხნის შეკავებული სუნთქვა ამოვუშვი და მშვიდად ვისუნთქე.
ამასობაში დუტას დაბრუნდა და მთხოვა დივანზე წამოვწოლილიყავი , მეც ასე მოვიქეცი და მან ნელა ჩამიწვეთა ორივე თვალზე წამალი. წამოწოლილი ვიყავი და ჩემ თავზე მდგომ დუტას ვუყურებდი, რომელიც მათვალიერებდა, ტუჩის კუთხე მოიკვნიტა და წავიდა. ცოტახანში ავდექი და ჩამოვჯექი, ის ისევ საქმეს აკეთებდა. მომწყინდა და გადავწყვიტე ტელევიზორი ჩამერთო, საინტერესო არაფერი გადიოდა და ეგეც მომწყინდა. დუტამ კერძი მოამზადა და მაგიდასთან დამიძახა, მივედი და დავჯექი. მისი კერძი გავსინჯე და მართლაც უგემრიელესი იყო, გამიკვირდა ბიჭი ასეთ გემრიელ საჭმელს რომ აცხობდა, აღრთფოვანებული ვჭამდი.
- მოგეწონა? - მკითხა ღიმილით.
- კი ძალიან გემრიელია, ასეთი რამ პირველად გავსინჯე - ვთქვი გაოცებულმა, მან ბედნიერად ჩაიღიმა და ჭამა დაიწყო.
ჭამას მოვრჩით და ჭურჭლები დუტამ გარეცხა ცოტახანში მორჩა და გვერდით მომიჯდა.
- ელე, მოდი ვისაუბროთ და ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ, შეგიძლია ყველაფერი მომიყვე, რას გაწუხებს მე შემიძლია შენი გაგება და ყოველთვის გვერდით მეყოლე - მესიამოვნა მისი ეს სიტყვები.
მასზე შთაბეჭდილება ძალიან შემეცვალა, კეთილი და თბილი ადამიანი ჩანდა მაგრამ ასე ადვილად ნდობა მიჭირს. ყველა იმსახურებს მისნაირ კარგ მეგობარს, ყველაზე მეტად მასში ზრუნვა დავაფასე. დუტას შევხედე და გავუღიმე.
- ჯერ ისეთი არაფერია, მაგრამ მადლობა დიდი.
- არარსებობს ისეთი ადამიანი ვისაც რაიმე პრობლემა არქონდეს, ყველა ჩვენგანს რაღაც პრობლემა გვაქვს და გვაწუხებს, ამიტომაც არმჯერავს რომ მეუბნები არაფერი მაწუხებსო, ნუ მალავ იმას რაც გაწუხებს, მოუყევი საყვარელ ადამიანს რათა განთავისუფლდე მძიმე ტვირთისგან.
- ყველას ადვილად ვერ ვენდობი მაპატიე.
- კარგი მოდი მე გეტყვი ჩემ პრობლემას, მაგრამ არმინდა თავზე დაგამხიო ჩემი პრობლემები.
- ასე ნუ ფიქრობ, ნებისმიერ დროს მომიყევი, გაგიგებ ისე როგორც მეგობარი და შენც გვერდით ვიქნები.
- კარგი მოკლედ, ბავშვობიდან ჩემი მშობლები ყველაფერზე მეჩხუბებოდნენ, ჩემ ძმას ძალიან თბილად ექცეოდნენ და მე არა, მშობლებისგან სითბო და სიყვარული არ მიგრძვნია, ამიტომაც რომ გავიზარდე მომეცა იმის საშუალება რომ მათ მოვშორებულიყავი.
- ძალიან ვწუხვარ, ახლა როგორ გრძნობ თავს?.
- ძალიან კარგად, იმიტომრომ აქ მათ არ ვხედავ და მშვიდად ვარ, მათი მწარე სიტყვები არ მესმის და თავს მარტო მშვენივრად ვგრძნობ თითქოს ტანჯვისგან დავისვენე.
- არ მესმის?, რატომ უნდა იყოს მშობელი შვილზე ასე აგრესიულად განწყობილი.
- სიმართლე გითხრა, არც მე მესმის და ეჭვი მეპარება რომ ისინი ჩემი ნამდვილი მშობლები არ არიან.
- შენი კი მესმის რომ ძალიან განიცდი, მაგრამ იმას ვერ გეტყვი შენი ნამდვილი მშობლები არიან თუ არა, მათი არ მესმის ხო ხვდები?.
- კი, მეც არ მესმის მათი.
- კაი დაივიწყე წარსული, და ცხოვრება აქ ახალი ფურცლიდან დაიწყე, შენთვის ძალიან კარგის მომტანი იქნება ცხოვრება სიუპრიზებითა სავსე - ვთქვი და მოულოდნელად ჩავეხუტე, მანაც მჭიდროდ და ძლიერად მომხვია მკლავები და მიმიხუტა.
მისი აჩქარებული გულის ცემა მესმოდა და თავს დაცულად ვგრძნობდი, მისი ოდეკოლონის სურნელი თავბრუს მახვევდა მაგრამ მაინც ძალიან სასიამოვნო იყო. მისი ჩახუტებისაც ვიგრძენი იმხელა სითბო რომ მეც კარგად ვიგრძენი თავი, მეც ლამის დამავიწყდა ჩემი პრობლემები მისი ჩახუტებისაც. მის მკლავებში გავინაბე და ლამის სითბოსგან ჩამეძინა, მას მოვშორდი და გავუღიმე.
- მადლობა რომ მომისმინე და გვერდით დამიდექი, შენმა ჩახუტებამ მართლა დამამშვიდა.
- ისე მოვიწყინე და რამეთი რომ გავერთოთ?.
- გინდა ფილმს ვუყუროთ?. - თავი დავუქნიე და მანაც ფილმის არჩევა დაიწყო.
რაღაც რომანტიკული ფილმი ჩართო და სასუსნაოების მოსატანად წავიდა, თეფშზე დაყარა და გვერდით მომიჯდა, ფილმი ძალიან კარგად იწყებოდა და ძალიან ჩამითრია. დუტას უყურებდა მაგრამ უფრო ხშირად მე მიყურებდა და მიღიმოდა, დივანზე თბილად პლედშემოხვეულს ისე გამიტკბა ასე ყოფნა ნელ - ნელა ჩამეთვლიმა.









მეგობრებო ახალი თავის დავდე, იმედი მაქვს ძალიან მოგეწონებათ, აქ ძირითადაც ელენეზე და დუტაზე დავწერე, ძალიან ქიუთ მოვლენების დავამატე❤😅 წაიკითხეთ და ისიამოვნეთ, მადლობთ ვინც კითხულობთ და აქტიურობთ🤩❤

ჩემი იდუმალ თვალებაWhere stories live. Discover now