თავი 10

653 41 1
                                    


დღიურმა ჩემზე ძალიან კარგად იმოქმედა და დამამშვიდა, ყდა დავკეტე და ჩანთაში ჩავდე. მიმტანს დავემშვიდობე და სახლში წავედი ფეხით, ნელ - ნელა მარტო სიარული ძალიან მამშვიდებდა და ათას რამეზე მეფიქრებოდა მშვიდად. ჩემი ფიქრები დავალაგე და გადავწყვიტე დუტა დამევიწყებინა, რადგან ის არ იმსახურებდა ჩემნაირ მეგობარს და მე მას დიდ ტკივილს ვაყენებდი. ყველაფრის მიუხედავად რომ ერთმანეთს კარგად ვუგებდით, მაგრამ მაინც ასე იყო საჭირო, ჩემი ასეთი საქციელის გამო ყველაფერი ჩემი ბრალი იყო, ხოდა ჯობდა ყველანაირი კონტაქტი გამეწყვიტა მასთან. სახლში დაღლილი მივედი და ყავის მოდუღება დავიწყე, ბებოს ვუთხარი რომ ლექტორი ავად იყო და დაგვითხოვეს. ტელეფონზე დამირეკეს მერი იყო, ავიღე და ვუპასუხე.
" გისმენ მერი?"
" სად ხარ გოგო?"
" სახლში დავბრუნდი, ხომ იცი ძაან ცუდად ვიყავი და მარტო ყოფნა მჭირდებოდა"
" ვერსად რომ ვერ გნახე ვინერვიულე, ახლა დავმშვიდდი"
" მაპატიეთ რო განერვიულეთ " - ყურმილი გავთიშე და ჩემ ოთახში შევედი.
ყავა მოვსვი და ჩემ ფიქრებში ჩავიკარგე, ყველაზე ბევრი დუტაზე მეფიქრებოდა, გული მტკიოდა ჩემი საქციელის გამო, მაგრამ გამოსწორებაზე არ ვფიქრობდი. და არც ვაპირებდი, ვფიქრობდი მისი დავიწყება იყო ყველაზე კარგი იდეა. ყავა უკვე მეორეჯერ დავლიე, არ ვიცი რატომ მაგრამ ისეთ ხასიათზე ვიყავი ხშირად ყავა მინდებოდა და ეს მამშვიდებდა. ყავის დალევას რომ მოვრჩი გადავწყვიტე ყურადღება რამეზე გადამეტანებინა და გამერთო, ხოდა თაროდან წიგნების არჩევა დავიწყე. ბოლოს ერთ რომანზე შევაჩერე არჩევანი და წაკითხვა დავიწყე. რომანი ძალიან კარგი ისტორით და თავგადასავლებით იწყებოდა და უფრო მთრევდა, დიდხანს ვკითხულობდი რადგან ძალიან საინტერესო იყო.
"ერთმანეთს უნდა გაუფრთხილდეთ, რადგან ჩვენ ერთმანეთის გარეშე ვერავინ ვიქნებით, დავაფასოთ ერთმანეთი, ვიზრუნოთ, გავუგოთ, ეს ყველაფერი საჭიროა რათა ბედნიერი ცხოვრება გავაგრძელოთ"
ეს ფრაზა რაღაცნაირად მომხვდა გულში და დამამახსოვრდა, მარლაც ასე იყო საჭირო, ვეთანხმები მწერალს, თუ ჩვენ მარტო ვართ და არავინ გვყავს გვერდით ბედნიერი ვერ ვიქნებით. ვერ გავხალისდებით ცხოვრებით, მეგობრები, ოჯახი, ეს ყველაზე ძვირფასი რამა ადამიანის ცხოვრებაში.
" ლეონს გული სტკიოდა რომ მარია მას არ ენდობოდა, მიუხედავად ამისა ლეონმა მისთვის ყველაფერი გააკეთა რათა მისი გული მოეგო, მარია ყველაზე ჯიუტმა გოგონას მაინც არ შეუყვარდა ლეონი რადგან მას ყველაზე მეტად უჭირდა ხალხის ნდობა, ეშინოდა გულისტკივილის და იმედგაცრუების, მას ეგონა თუ ყველას ადვილად მიენდობოდა მის სათუთ გულს ჭიქასავით გატეხავდნენ, რადგან ის ყველაზე სუსტი იყო და არ შეძლო ტკივილების გადალახვა."
მოთხრობის პერსონაჟის ადგილას ჩემი თავი წარმოვიდგინე, ზუსტად ჩემნაირად ფიქრობდა ის გოგოს, მეც ამის მეშინოდა ამიტომაც არვენდე დუტას ასე ადვილად. წიგნმა თვალები დამღალა და დავხურე, ცოტახნით აივანზე გავედი და სუფთა ჰაერი ჩავისუნთქე. რომანმა ისე ჩამითრია საფიქრალი უფრო მეტი გამიჩნდა, და უცნაურად ვგრძნობდი თავს თითქოს რაღაც ან ვიღაც მინდოდა და მაკლდა. ამდენი ხნის მერე გადავწყვიტე პირველმა დამერეკა მშობლებს და ასეც მოვიქეცი, ტელეფონი ავიღე და დავურეკე ვიდეო ზარით, ყურმილი მალე აიღეს რაზეც გული ამიჩქარდა სიხარულისგან. კამერაში გამოჩნდნენ ჩემი მშობლები და ემოციები ვერ მოვთოკე რა სიხარულისგან ამეტირა, მათი ნახვა ძალიან მაბედნიერებდა და ეს მიხაროდა. ერთი სული მქონდა როდის ჩამოვიდოდნენ და მნახავდნენ მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ჩამოდიოდნენ.
"ელე, როგორ მომნატრებიხარ, რასშვები როგორ ხარ? - გაისმა დედაჩემის ტკბილი ხმა.
" დე მეც ძალიან მომენატრეთ, თქვენც გარეშე ჩემი ცხოვრება არაფერია, ცარიელი ფურცელია.- ვთქვი მოწყრნილმა.
" უნდა მიეჩვიო ელენე, დიდი გოგოხარ და დამოუკიდებლად ცხოვრება ისწავლე". - მითხრა მამამ ღიმილით.
" ისევ ის პატარა გოგოსავითა, არ გაზრდილა" - უთხრა დედამ ღიმილით მამას.
" ჩვენი პატარა ელენე ჩვენთვის ისევ პატარა, არ შეიცვლება" - მათ საუბარზე მეღიმებოდა.
მათთან დიდხანს ვილაპარაკე და გავთიშე ყურმილი, ცოტა შვება მომგვარა მათთან საუბარმა. უკვე ოთხი საათი იყო და უსაქმურობისგან არვიცოდი რა გამეკეთებინა, ოთახში ბებიაჩემი შემოვიდა და მას გოგოების მოყვნენ. მათი დანახვა მესიამოვნა, ამ მომენტში ახლა მართლა მჭირდებოდა ისინი. სასუსნაოები და კიდევ წვენები უყიდიათ, ლეპტოპში ფილმი ჩავრთეთ დრამა და ყურება დავიწყეთ, ფილმი ძალიან საინტერესოდ გადიოდა და ჩვენც ვერთობოდით ჭამით და ყურებით. დრო ისე მალე გავიდა ფილმის დამთავრდა, გოგოები ახლა ჩამოვჯექით და საუბარი დავიწყეთ.
- ელე, ასე მგონია შენ რაღაცას გვიმალავ და სულ ცუდად ხარ და არ გვეუბნები რომ გაუშვა ის ტკივილი რაც გაწუხებს - მითხრა მარიმ.
- მართალია, უმიზეზოდ რომ ტირიხარ ამას მიზეზი აქვს, და ჩვენ ვერაფერს დაგვიმალავ ბოლობოლო შენი მეგობრები ვართ - მხარი აუბა მერიმ.
- კარგით გეტყვით, ანუ ვერც მე ვხვდები რა მჭირს, დუტა და მე ერთმანეთს ძალიან კარგად გავუგეთ, მან თავისი წარსულის პრობლემები მომიყვა, თავისი გულისტკივილი გამიზიარა და მეც გავუგე და ვუთხარი რომ ყველაფერში მის გვერდით ვიქნებოდი როგორც მეგობარი, მერე გარედ სასეირნოდ წავედით და დუტას ვიღაც გოგო შეხვდა, მიეწება დუტას სხეულს და საყვარელოთი მიმართა, იმის მერე მასზე ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა ვიფიქრე რომ გოგონებს იყენებს, და ხომ იცით მე არ მომწონს ეგეთ ბიჭებთან მეგობრობა ხოდა წამოვედი იქიდან გამწარებულმა, ნერვებ მომშლელი იყო ის გოგოს წიკვინა ხმა, ძუკნა დამიძახა თან დუტას ისე ეტმანსებოდა ნერვებს მიშლიდნენ ორივე. - ლულუს გაეცინა, ყველა მას შეხედა.
- მერე? - ცნობისმოყვარეობით მკითხა ანომ.
- მერე კი უნივერსიტეტში თავს ვარიდებდი და უკან მომყვა, ასე რატომ მექცევიო, ვუთხარი რომ არმომწონს ეგეთი ბიჭებითქო, და მე ეგეთი არვარო, მეთქი ვერ გენდობი და არმჯერავს შენიო, ასე როგორ მომექეციო მე შენ გენდობიო და ჩემი ტკივილის გაგიზიარე რადგან მეგონა შენ არასდროს მიმატოვებდიო, შენ ზურგი მაქციე იმედი გამიცრუვეო, შენნაირ მეგობარს არ ვიმსახურებო გული მატკინეო - მოვუყევი მათ და ამოვისუნთქე.
- მაპატიე ელე, ვფიქრობ რომ მართლა დამნაშავე ხარ არ გეწყინოს უბრალოდ შეგიძლია შენი შეცდომა გამოასწორო, დუტა მართლა არა ეგეთი იმედია ამჯერად მაინც გჯერა. - მითხრა ნინიმ.
- ვიცი ნინი, დავრწმუნდი ყველაფერში, მაგრამ არ ვაპირებ გამოსწორებას რადგან არ იმსახურებს ჩემნაირ ადამიანს.
- ვფიქრობ მისმა სიტყვებმა გული გატკინა და ამიტომ ჯიუტობ ასე? - დიდიხნის მერე ხმა ამოიღო ლულუმ.
- არვიცი არეული ვარ, მაგრამ არ ვიმსახურებ და რატო უნდა ვეტენო.
- კარგი უკვე გვიანია, ჩვენ წავალთ სახლში და შენ საბოლოოდ მიიღე გადაწყვეტილება. - თქვა მერიმ და ყველანი ადგნენ.
მე გოგონები გავაცილე და გარედ დავდექი ცოტახნით, უკნიდან ნაბიჯების ხმა გავიგე და მოვტრიალდი, ჩემ პირისპირ დუტა იდგა და მიყურებდა მოწყენილი სახით. ჩემ ბინაში ასვლა ვცადე მაგრამ შემაჩერა, საწყალი თვალებით მიყურებდა.
- გთხოვ.....მაპატიე....ის სიტყვები არ უნდა მეთქვა, უბრალოდ ძალიან გავბრაზდი რომ არ მიჯერებდი - მითხრა თავისი ხრიწიანი ხმით და ძალიან სასიამოვნოდ გაისმა.
- შენ მართალი ხარ, შენ არ იმსახურებ ჩემნაირ მეგობარს - ვთქვი ჩურჩულით.
- არა ასე არ არის, ის სიტყვები რაც ვთქვი ყალბი იყო, გთხოვ მენდე და ასე არ იფიქრო, მე შენი მესმის და ვიცი რომ ადვილად ვერ ენდობი ხალხს მაგრამ უნდა გჯეროდეს ჩემი რომ არ ვარ ეგეთი ბიჭი.
- მაგაში დავრწმუნდი, მაგრამ მაინც მე ისეთი ეგოისტი და საშინელი ადამიანი ვარ, ვერ ვუფრთხილდები ჩემ მეგობრებს და ვერ ვაფასებ მათ, მგონი ვერც ვუგებ, ამიტომ შენ მართალი იყავი არ იმსახურებდი ჩემნაირ მეგობარს, ხოდა დავასრულეთ - ვთქვი და გულაჩქარებულმა დავტოვე დუტა, გაშეშებულ ერთ ადგილას.
ყველაფერი უნდა დასრულდეს, რადგან ეგრეა საჭირო მე და ის ერთმანეთს ვერ შევეწყობით. ჩემ ოთახში ავედი და ფანჯრიდან გავიხედე, ის ისევ მანდ იდგა, ვხვდებოდი რომ გული უფრო საშინლად ვატკინე, მართალი ვიყავი რომ მე არშემიძლია მეგობრებს გავუფრთხილდე. ყველას ვტკენ, არ შემიძლია ის ტკივილს ვუყურო რომელსაც მე მივაყენე, არ შემიძლია, ამიტომაც მინდოდა ყველაფრის დასრულება მასთან.

მეგობრებო ეს თავის დავდე, იმედი მაქვს მოგეწონებათ, მადლობთ რომ აქტიურობთ, თქვენი აქტიურობა ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია❤❤

ჩემი იდუმალ თვალებაWhere stories live. Discover now